საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აკვარიუმში ყოფნა ფსიქოანალიზის თემა უფროა, ვიდრე პოლიტიკის ანალიზის - ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა იმ ხალხს, ვისთანაც გამოდის“ - პაატა ზაქარეიშვილი
“აკვარიუმში ყოფნა ფსიქოანალიზის თემა უფროა, ვიდრე პოლიტიკის ანალიზის - ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა იმ ხალხს, ვისთანაც გამოდის“ - პაატა ზაქარეიშვილი

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ის­ტე­რი­კა აწი­ონ, ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნონ, შე­უქ­მნან გან­ცდა, რომ სა­ჭი­როა ყვე­ლა მო­ვი­დეს, რათა მი­ი­ღონ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მი­ი­ღონ ის მი­ნი­მა­ლუ­რი მა­ინც, რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ მეტ­ნაკ­ლე­ბად ლე­გი­ტი­მუ­რი ფორ­მით“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პო­ლი­ტო­ლო­გი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გას­ვლით შეკ­რე­ბას მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, როცა ჯარ­ში სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია ცხად­დე­ბა, ყვე­ლა მა­ინც არ მი­დის, ვი­ღა­ცე­ბი გარ­ბი­ან, ვი­ღა­ცე­ბი იმა­ლე­ბი­ან, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია უფრო მეტ ადა­მი­ანს იძ­ლე­ვა, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია. სწო­რედ ამას აკე­თებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბე­ბი არის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის და­წყე­ბის მცდე­ლო­ბა, რაც არ გა­მო­უ­ვათ, კრა­ხი მო­უ­ვათ. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე პა­ტა­რა, ღა­რიბ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც არ არის ნედ­ლე­უ­ლი და არა­ფე­რი და, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არი­ან ბო­ლომ­დე ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რად ჩაბ­მუ­ლი რუ­სეთ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, მაგ­რამ მათ ეს უნ­დათ.

ივა­ნიშ­ვილ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ი­მე­ო­რა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ, ერთი დღით ადრე, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ანუ სა­ჭი­რო გახ­და ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ბეჭ­დის დას­მა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ახა­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ ვიდ­რე ამას ივა­ნიშ­ვი­ლი არ იტყო­და, მა­ნამ­დე ეს იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მათ ასე­ვე წა­მო­ი­წყეს იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, როცა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ ჩა­ვარ­დე­ბო­და, იმი­ტომ, რომ საკ­მა­რი­სი ხმე­ბი არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ხმა­უ­რი სჭირ­დე­ბო­დათ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ იმ­პიჩ­მენ­ტი წა­მო­ი­წყეს და ჩა­უ­ვარ­დათ. ასე­ვე ჩა­უ­ვარ­დე­ბათ მათ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის თე­მაც. სა­მა­გი­ე­როდ, იმის მაქ­სი­მუმს აი­ღე­ბენ, რისი მი­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და ამ მო­ბი­ლი­ზა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. როცა ჯარ­ში სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია ცხად­დე­ბა, ყვე­ლა მა­ინც არ მი­დის, ვი­ღა­ცე­ბი გარ­ბი­ან, ვი­ღა­ცე­ბი იმა­ლე­ბი­ან, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია უფრო მეტ ადა­მი­ანს იძ­ლე­ვა, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია. მე მგო­ნია, რომ ეს გან­გა­შის თემა იყო და მათ აღი­ა­რეს შიში და ის­ტე­რი­კა, რაც არის დღეს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მათ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­რე­შე, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 48%-ის აღე­ბაც გა­უ­ჭირ­დე­ბა.

“გა­ვიხ­სე­ნოთ რომ არ არის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა, წინა 48% შე­ავ­სეს შემ­დეგ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბით და უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­ი­ღეს პარ­ლა­მენ­ტში. ახლა ვერ მი­ი­ღე­ბენ. ახლა 48%-იც კი უკვე სა­თუ­ოა, მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი თუ არ ეყო­ლე­ბათ. ამი­ტომ ღრმა კრი­ზის­ში არი­ან. ამას ემა­ტე­ბა ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ანუ მო­ნა­ცე­მე­ბით მათ უფრო ნაკ­ლე­ბი აქვთ, ვიდ­რე 40% და ეს შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია. მათი გათ­ვლა არაა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე. ისი­ნი სა­ში­ნელ თე­მებს იმი­ტომ აგ­დე­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ა­ში­ნონ. მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­გორ­მე ის მი­ი­ღონ რაც დღეს აქვთ, რომ მთავ­რო­ბა, ბი­უ­ჯე­ტი და­ამ­ტკი­ცონ და კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღონ.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ გა­მოს­ვლის ფორ­მატ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, ეს არის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სი­უ­რრე­ა­ლიზ­მი, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სპექ­ტაკ­ლი იყო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ ენ­დო­ბა იმ ხალ­ხს, ვის­თა­ნაც გა­მო­დის. ვინც ხმას არ აძ­ლევს, ხომ მტრე­ბად მი­იჩ­ნევს. ის არ ენ­დო­ბი­ან არა­მარ­ტო მათ, ვინც მას გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ხმას არ მის­ცემს, თა­ვის ხალ­ხს ვინც ხმას აძ­ლევს, მი­თუ­მე­ტეს შერ­ჩე­ულს ადა­მი­ა­ნებს ვინც იქ მი­იყ­ვა­ნეს, მა­თაც არ ენ­დო­ბა. მე­ტიც, ის არ ენ­დო­ბა იმ ხალ­ხს, ვინც სცე­ნა­ზე იყო, კა­ლა­ძეს, ღა­რი­ბაშ­ვილს. მხო­ლოდ კო­ბა­ხი­ძეს ჩა­მო­არ­თვა ხელი. აკ­ვა­რი­უმ­ში ყოფ­ნა რა­ღა­ცა ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზის თემა უფ­როა, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის თემა. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო ასე­თი უნ­დობ­ლო­ბა იმ სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ, რო­მელ­საც თვი­თონ ემ­სა­ხუ­რე­ბა და რომ­ლის გა­რან­ტო­რიც თვი­თო­ნაა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ფიქ­რობს მხო­ლოდ თა­ვის ფი­ზი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. არც კო­ბა­ხი­ძე­ზე, არც არა­ვის­ზე, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, მა­ინც გახ­და კო­ბა­ხი­ძის მძე­ვა­ლი. ერ­თმა­ნე­თის მძევ­ლე­ბი არი­ან. კო­ბა­ხი­ძე ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე და პი­რი­ქით. მხო­ლოდ კო­ბა­ხი­ძეა ფი­გუ­რა მის­თვის. ეს ორი ადა­მი­ა­ნი და­მე­გობ­რდნენ და პრაქ­ტი­კუ­ლად, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბი­თა და ში­შით, გა­ტა­ნით აპი­რე­ბენ მარ­თონ სა­ხელ­მწი­ფო“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“აკვარიუმში ყოფნა ფსიქოანალიზის თემა უფროა, ვიდრე პოლიტიკის ანალიზის - ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა იმ ხალხს, ვისთანაც გამოდის“ - პაატა ზაქარეიშვილი

“აკვარიუმში ყოფნა ფსიქოანალიზის თემა უფროა, ვიდრე პოლიტიკის ანალიზის - ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა იმ ხალხს, ვისთანაც გამოდის“ - პაატა ზაქარეიშვილი

“ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა ისტერიკა აწიონ, ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინონ, შეუქმნან განცდა, რომ საჭიროა ყველა მოვიდეს, რათა მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა. სინამდვილეში კი მიიღონ ის მინიმალური მაინც, რაც შეიძლება მიიღონ მეტნაკლებად ლეგიტიმური ფორმით“, - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გასვლით შეკრებას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

როგორც მან აღნიშნა, როცა ჯარში საყოველთაო მობილიზაცია ცხადდება, ყველა მაინც არ მიდის, ვიღაცები გარბიან, ვიღაცები იმალებიან, მაგრამ სამაგიეროდ საყოველთაო მობილიზაცია უფრო მეტ ადამიანს იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი მობილიზაცია. სწორედ ამას აკეთებს “ქართული ოცნებაც“.

“ქართული ოცნების“ განცხადებები არის ავტორიტარული რეჟიმის დაწყების მცდელობა, რაც არ გამოუვათ, კრახი მოუვათ. შეუძლებელია ასე პატარა, ღარიბ სახელმწიფოში, სადაც არ არის ნედლეული და არაფერი და, ჯერჯერობით, არ არიან ბოლომდე ინსტიტუციონალურად ჩაბმული რუსეთზე, შეუძლებელია მოხდეს სერიოზული ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, მაგრამ მათ ეს უნდათ.

ივანიშვილმა პრაქტიკულად გაიმეორა “ქართული ოცნების“ მიერ, ერთი დღით ადრე, გამოქვეყნებული პოზიცია ანუ საჭირო გახდა ივანიშვილის მიერ ბეჭდის დასმა. პრაქტიკულად, ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ ვიდრე ამას ივანიშვილი არ იტყოდა, მანამდე ეს იქნებოდა მხოლოდ პარტიის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ მათ ასევე წამოიწყეს იმპიჩმენტის პროცესი პრეზიდენტის წინააღმდეგ, როცა წინასწარ იცოდნენ ჩავარდებოდა, იმიტომ, რომ საკმარისი ხმები არ ჰქონდათ, მაგრამ ხმაური სჭირდებოდათ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამიტომ იმპიჩმენტი წამოიწყეს და ჩაუვარდათ. ასევე ჩაუვარდებათ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაც. სამაგიეროდ, იმის მაქსიმუმს აიღებენ, რისი მიღებაც შეიძლებოდა ამ მობილიზაციური პროცესიდან გამომდინარე. როცა ჯარში საყოველთაო მობილიზაცია ცხადდება, ყველა მაინც არ მიდის, ვიღაცები გარბიან, ვიღაცები იმალებიან, მაგრამ სამაგიეროდ საყოველთაო მობილიზაცია უფრო მეტ ადამიანს იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი მობილიზაცია. მე მგონია, რომ ეს განგაშის თემა იყო და მათ აღიარეს შიში და ისტერიკა, რაც არის დღეს დაფუძნებული მათში“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემის გარეშე, “ქართულ ოცნებას“ 48%-ის აღებაც გაუჭირდება.

“გავიხსენოთ რომ არ არის მაჟორიტარული სისტემა, წინა 48% შეავსეს შემდეგ მაჟორიტარებით და უმრავლესობა მიიღეს პარლამენტში. ახლა ვერ მიიღებენ. ახლა 48%-იც კი უკვე სათუოა, მაჟორიტარები თუ არ ეყოლებათ. ამიტომ ღრმა კრიზისში არიან. ამას ემატება ელექტრონული არჩევნები. ანუ მონაცემებით მათ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე 40% და ეს შეშფოთების საგანია. მათი გათვლა არაა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. ისინი საშინელ თემებს იმიტომ აგდებენ, რომ საზოგადოება შეაშინონ. მათი მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, როგორმე ის მიიღონ რაც დღეს აქვთ, რომ მთავრობა, ბიუჯეტი დაამტკიცონ და კანონები მიიღონ.

რაც შეეხება ამ გამოსვლის ფორმატსა და უსაფრთხოების ზომებს, ეს არის შემაშფოთებელი სიურრეალიზმი, გამაოგნებელი, წარმოუდგენელი სპექტაკლი იყო. ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა იმ ხალხს, ვისთანაც გამოდის. ვინც ხმას არ აძლევს, ხომ მტრებად მიიჩნევს. ის არ ენდობიან არამარტო მათ, ვინც მას გარანტირებულად ხმას არ მისცემს, თავის ხალხს ვინც ხმას აძლევს, მითუმეტეს შერჩეულს ადამიანებს ვინც იქ მიიყვანეს, მათაც არ ენდობა. მეტიც, ის არ ენდობა იმ ხალხს, ვინც სცენაზე იყო, კალაძეს, ღარიბაშვილს. მხოლოდ კობახიძეს ჩამოართვა ხელი. აკვარიუმში ყოფნა რაღაცა ფსიქოანალიზის თემა უფროა, ვიდრე პოლიტიკის ანალიზის თემა. გამაოგნებელი იყო ასეთი უნდობლობა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც თვითონ ემსახურება და რომლის გარანტორიც თვითონაა. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს მხოლოდ თავის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. არც კობახიძეზე, არც არავისზე, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მაინც გახდა კობახიძის მძევალი. ერთმანეთის მძევლები არიან. კობახიძე ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას ივანიშვილის გარეშე და პირიქით. მხოლოდ კობახიძეა ფიგურა მისთვის. ეს ორი ადამიანი დამეგობრდნენ და პრაქტიკულად, ისინი ერთმანეთის გაძლიერებითა და შიშით, გატანით აპირებენ მართონ სახელმწიფო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.