მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაიმუნის ყვავილი" არ გადადის არც ჰაერწვეთოვანი და არც სქესობრივი გზით" - მაშ, რატომ დაუკავშირდა სექსს და ხომ არ ვდგავართ შემდეგი პანდემიის წინაშე?
"მაიმუნის ყვავილი" არ გადადის არც ჰაერწვეთოვანი და არც სქესობრივი გზით" - მაშ, რატომ დაუკავშირდა სექსს და ხომ არ ვდგავართ შემდეგი პანდემიის წინაშე?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აფ­რი­კა­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ისს მიერ გლო­ბა­ლუ­რი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

  • ჩნდე­ბა კი­თხვა, შემ­დე­გი პან­დე­მი­ის წი­ნა­შე ხომ არ ვდგა­ვართ?

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" მკვლე­ვა­რი და ექი­მი, დოქ­ტო­რი ჯეიკ და­ნინ­გი, რო­მე­ლიც ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ბრი­ტა­ნეთ­ში მკურ­ნა­ლობ­და, აღ­ნიშ­ნავს, რომ არ უნდა ვი­ფიქ­როთ, თით­ქოს კო­ვი­დის მსგავ­სი პან­დე­მია გვე­მუქ­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბი­სა, საფრ­თხის შე­ფა­სე­ბა მო­ი­თხოვს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, რომ ეს მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის არა ერთი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე­ა­ფეთ­ქე­ბაა. ისი­ნი ერ­თდრო­უ­ლად ხდე­ბა, თუმ­ცა ადა­მი­ან­თა გან­სხვა­ვე­ბულ ჯგუ­ფებს ემარ­თე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მოქ­მე­დებს.

  • მათი მარ­კი­რე­ბა ხდე­ბა კლას­ტე­რე­ბად.

კლას­ტე­რი 1ა: აფეთ­ქე­ბა ძი­რი­თა­დად კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­სავ­ლეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ­ში, რო­მე­ლიც ათ წელ­ზე მე­ტია, გრძელ­დე­ბა. ის ძი­რი­თა­დად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­დის. და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი ვირუსს ახლო კონ­ტაქ­ტში მყოფ პი­რებს გა­დას­ცე­მენ. ბავ­შვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან.

კლას­ტე­რი 1ბ: შე­და­რე­ბით ახა­ლი აფეთ­ქე­ბა კონ­გოს აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­სა და მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში. ვირუ­სი გა­და­დის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრად იქცა სატ­ვირ­თო მარ­შრუ­ტე­ბი, რის მი­ზე­ზიც გახ­და ის, რომ მძღო­ლე­ბი ხში­რად ამ­ყა­რე­ბენ შემ­თხვე­ვით სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს სექსმუ­შა­კებ­თან. ვი­ნა­ი­დან გა­და­ცე­მა ხდე­ბა ძა­ლი­ან ახლო ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით, ანუ რო­დე­საც კანი ეხე­ბა კანს, ხში­რად ეს ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ექი­მე­ბის თქმით, ეს არა არის სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­ცე­მი ვირუ­სი, უბ­რა­ლოდ, ახლო კონ­ტაქ­ტი­სას გა­და­დის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რე ადა­მი­ან­ზე.

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კლა­და 1ბ ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა იმი­სა, რის გა­მოც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და. ეს შტა­მი გავ­რცელ­და ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­შიც მა­ნამ­დე მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი არ გვხვდე­ბო­და - ბუ­რუნ­დი, კე­ნია, რუ­ან­და და უგანდა.

ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის კვლე­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სამ­ხრეთ კი­ვუ­ში, ლე­ან­დრე მურ­ჰუ­ლა მა­სი­რი­კა აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­ხრეთ კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ა­ში სექ­სის ინ­დუსტრია ყვა­ვის და მა­სობ­რი­ვი მიგ­რა­ცი­ის გამო ვირუ­სი სა­ზღვრის­პი­რა ქვეყ­ნებ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ სექსში ფუ­ლის გა­დახ­და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ შემ­დეგ ის მშობ­ლი­დან შვილ­ზე ან ბავ­შვებს შო­რის ახლო კონ­ტაქ­ტით ვრცელ­დე­ბა და ორ­სუ­ლო­ბი­სას მუც­ლის მოშ­ლის მი­ზე­ზიც ხდე­ბა.

1ბ-ის ახა­ლი შტა­მის აფეთ­ქე­ბა 1ა-სგან შე­სამ­ჩნე­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

"ის ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გან გა­მო­ნა­ყა­რი უფრო მძი­მეა, და­ა­ვა­დე­ბა უფრო დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით ვრცელ­დე­ბა. მა­ნამ­დე ვირუ­სი და­ა­ვა­დე­ბულ ვე­ლურ ცხო­ვე­ლებ­თან კავ­ში­რის გა­რე­შე არ გვი­ნა­ხავს“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ტრუ­დი ლან­გი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

ახა­ლი შტა­მი გე­ნე­ტი­კუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მუ­ტა­ცი­ებ­მა ვირუ­სი უფრო გა­დამ­დე­ბი გა­ხა­და.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბით გა­და­ცე­მის სიჩ­ქა­რე უფრო სწრა­ფია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ თა­ვად ვირუ­სი უფრო გა­დამ­დე­ბია“, - აღ­ნიშ­ნავს დოქ­ტო­რი რო­ზა­მუნდ ლუ­ი­სი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

  • ვირუ­სი ტი­პუ­რი სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცია არ არის, თუმ­ცა ახლო ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტით ვრცელ­დე­ბა.

ასე­ვე არ­სე­ბობს გა­ურ­კვევ­ლო­ბა, თუ რამ­დე­ნად მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია ამ­ჟა­მინ­დე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი. ყვე­ლა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ აღი­რი­ცხე­ბა, რად­გან ზოგი ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს არ მი­მარ­თავს. ასე­ვე არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

"ჩვენ, უბ­რა­ლოდ, არ ვი­ცით, რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვაა და ჩემ­თვის ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია“ - ხაზს უს­ვამს პრო­ფე­სო­რი ლან­გი.

  • არის თუ არა "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი" გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე?

მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის, რომ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი" კო­ვი­დის მსგავ­სი მოვ­ლე­ნა გახ­დე­ბა. თით­ქმის უკვე წე­ლი­წა­დია გა­სუ­ლი მას შემ­დეგ, რაც მისი ახა­ლი შტა­მი გა­მოჩ­ნდა.

ამ შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მათ­თვის ვაქ­ცი­ნე­ბის მი­წო­დე­ბა წარ­მო­ად­გენს, რაც აფ­რი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის ფონ­ზე საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის­თვის" ვაქ­ცი­ნე­ბი ჯერ არ არ­სე­ბობს, ამ ვირუს­ზე ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნე­ბიც მუ­შა­ობს. ორი­ვე ორ­თო­პოქსვირუ­სე­ბის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ერთი ვირუ­სის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტი მე­ო­რე ვირუ­სის მი­მარ­თაც იწ­ვევს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას.

ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა 1979 წელს აღ­მო­ი­ფხვრა, ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ახლა "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა, ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს იმუ­ნი­ტე­ტი უკვე აღარ აქვს. ვი­საც ბავ­შვო­ბა­ში ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა გა­უ­კეთ­და, ჯერ გარ­კვე­უ­ლი დაც­ვა მა­ინც უნდა ჰქონ­დეს.

ვაქ­ცი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჭი­რო­ე­ბა სწო­რედ აფეთ­ქე­ბის ეპი­ცენ­ტრში - აფ­რი­კა­შია.

  • რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის გლო­ბა­ლუ­რი გავ­ლე­ნა?

ძი­რი­თა­დად, ვირუ­სი გავ­რცელ­დე­ბა იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ის უკვე არ­სე­ბობს, და შე­საძ­ლოა, დრო და დრო მოგ­ზა­უ­რებ­მა სხვა ქვეყ­ნებ­შიც გა­და­ი­ტა­ნონ. თუმ­ცა, ვი­თა­რე­ბის კონ­ტრო­ლი და ეფექ­ტუ­რი პრე­ვენ­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია. წყა­რო

  • "ეს არ არის ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დე­ბი, 2 და 1 მეტ­რის მან­ძილ­ზე გა­და­ცე­მა­დი ვირუ­სი"

"იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილს“ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მძი­მე და ხან­გრძლი­ვი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს, მა­ღა­ლია ლე­ტა­ლო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც.

  • მისი თქმი­თაც, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ადა­მი­ანს გა­და­ე­დე­ბა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ ან სიმპტო­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­თან ძა­ლი­ან ახლო, კანი კან­თან ხან­გრძლი­ვი კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში.

ამას­თა­ნა­ვე, მი­სი­ვე თქმით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილს“ სა­ყუ­რა­დღე­ბო გარ­თუ­ლე­ბე­ბიც ახა­სი­ა­თებს, რო­გო­რი­ცაა: ენ­ცე­ფა­ლი­ტი, სიბრმა­ვე, სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა.

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ 2022 წლი­და­ნაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ. მისი წყა­რო ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილს“ ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი აქვს.

ერთი უფრო მე­ტად მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­ში 5% -ია გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ახლა სწო­რედ ეს ვა­რი­ან­ტი ცირ­კუ­ლი­რებს და მე­ო­რე და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 0.2%. ის, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2024 წლის 15 აგ­ვის­ტოს გა­მო­ა­ცხა­და, ეყ­რდნო­ბო­და სწო­რედ ახალ აფეთ­ქე­ბას კონ­გო­სა და მის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო პო­ტენ­ცი­უ­რად მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის უნა­რის მქო­ნე ვა­რი­ან­ტით. ჯერ­ჯე­რო­ბით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ერთი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, შვე­დეთ­ში, იმ ადა­მი­ან­ში, რო­მე­ლიც ნი­გე­რი­ი­დან დაბ­რუნ­და. მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უფრო იო­ლად გა­და­ე­ცე­მა ეს ვა­რი­ან­ტი და უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს, ჯან­მომ სწო­რედ ამი­ტომ გა­მო­ა­ცხა­და 15 აგ­ვის­ტოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო საფრ­თხე.

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ვრცელ­დე­ბა ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე, როცა პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტია და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სიმპტო­მუ­რი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რე ადა­მი­ან­ზე. გავ­რცე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო არის კანი კან­თან კონ­ტაქ­ტი, სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი, კოც­ნა, ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ეს უნდა იყოს ახლო კონ­ტაქ­ტი.

2022-2023 წლის შემ­თხვე­ვებ­ში ძი­რი­თა­დი გავ­რცე­ლე­ბა იყო სქე­სობ­რი­ვი გზით, მაგ­რამ ახ­ლან­დელ­მა ვირუს­მა, რად­გან უფრო იოლი გავ­რცე­ლე­ბის ხა­სი­ა­თი შე­ი­ძი­ნა, ეს ნა­ბი­ჯი ჯან­მომ ამი­ტომ გა­დად­გა. ეს არ არის ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დე­ბი, 2 და 1 მეტ­რის მან­ძილ­ზე გა­და­ცე­მა­დი ვირუ­სი. აქ არის სა­უ­ბა­რი ხან­გრძლივ და ახლო კონ­ტაქ­ტზე, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კანი კან­თან კონ­ტაქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეს ინ­ფექ­ცია სა­ში­შია იმ გა­მო­ნა­ყა­რით და გა­მო­ნა­ყა­რის გარ­თუ­ლე­ბით, რაც ზო­გა­დად ყვა­ვილს ახა­სი­ა­თებს.

ივა­ნე ჩხე­ი­ძე:

"იწყე­ბა რო­გორც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, ცხე­ლე­ბა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი, რო­მელ­საც შემ­დგომ მოჰ­ყვე­ბა გა­მო­ნა­ყა­რი. ეს გა­მო­ნა­ყა­რი რამ­დე­ნი­მე დღე­ში იღებს სპე­ცი­ფი­კურ სა­ხეს, შიგ­თავ­სის შემ­ცვე­ლი გა­მო­ნა­ყა­რი, შემ­დეგ ის სკდე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად, ორი­დან 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. კო­ვი­დის დრო­საც 1-2 კვი­რა იყო ხან­გრძლი­ვო­ბა, მაგ­რამ აქ ხან­გრძლი­ვო­ბაა დიდი. აქ არის სა­ყუ­რა­დღე­ბო გარ­თუ­ლე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს: ენ­ცე­ფა­ლი­ტი, სიბრმა­ვე, სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა. 2022-2023 წლის აფეთ­ქე­ბის დროს გარ­თუ­ლე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა იყო ნაკ­ლე­ბი, ახლა გარ­თუ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია. ლე­ტა­ლო­ბის პრო­ცენ­ტიც ცნო­ბი­ლია 100 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი­დან ლე­ტა­ლო­ბა დგე­ბა 4.9%-ში ანუ 5 შემ­თხვე­ვა­ში. ბევ­რად უფრო მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტია, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში. თუმ­ცა, ზოგ შემ­თხვე­ვებ­ში, ზოგ პი­რებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვებ­ში შე­იძ­ლე­ბა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10%-საც აღ­წევ­დეს. ჩვენ­თან რის­კი არის ერ­თა­დერ­თი თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და იმ ზო­ნი­დან ადა­მი­ა­ნი, სა­დაც "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლია“ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის ქვეყ­ნებს. თუ ამ ზო­ნი­დან შე­მო­ვი­და ადა­მი­ა­ნი, მან შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ი­ტა­ნოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, 4 ტი­პის ვაქ­ცი­ნაა მსოფ­ლი­ო­ში. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რია რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის, ასე­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. თუ თქვენ კონ­ტაქ­ტი გქონ­დათ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ და­უ­დას­ტურ­და, ამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა სწრა­ფად, და­ა­ვა­დე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვა. მკურ­ნა­ლო­ბა არის სიმპტო­მუ­რი, მაგ­რამ არ­სე­ბობს ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაც, მისი სა­ბო­ლოო ეფექ­ტუ­რო­ბა კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არაა, მაგ­რამ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბით და ამ­ცი­რებს ლე­ტა­ლურ შე­დეგს.

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­ზე“ იმუ­ნუ­რი ფენა ჰქონ­და წინა სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას, ყვე­ლა­ნი იყ­ვნენ ყვა­ვილ­ზე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი. 1980 წლამ­დე და­ბა­დე­ბულს, ვი­საც აქვს ყვა­ვილ­ზე ვაქ­ცი­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი, მათ და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დათ. მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს იმუ­ნი­ტე­ტი შემ­ცირ­და, ამ ვაქ­ცი­ნის დამ­ცვე­ლო­ბი­თი უნა­რი შემ­ცირ­და. 2022-2023 წლის აფეთ­ქე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად უკავ­შირ­დე­ბა ამ იმუ­ნი­ტე­ტის შემ­ცი­რე­ბას და გაქ­რო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი სათ­ქმე­ლია არის თუ არა მო­სახ­ლე­ო­ბის ფე­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მაიმუნის ყვავილი" არ გადადის არც ჰაერწვეთოვანი და არც სქესობრივი გზით" - მაშ, რატომ დაუკავშირდა სექსს და ხომ არ ვდგავართ შემდეგი პანდემიის წინაშე?

"მაიმუნის ყვავილი" არ გადადის არც ჰაერწვეთოვანი და არც სქესობრივი გზით" - მაშ, რატომ დაუკავშირდა სექსს და ხომ არ ვდგავართ შემდეგი პანდემიის წინაშე?

მოგეხსენებათ, აფრიკაში "მაიმუნის ყვავილის" სწრაფი გავრცელება ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციისს მიერ გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდა.

  • ჩნდება კითხვა, შემდეგი პანდემიის წინაშე ხომ არ ვდგავართ?

"მაიმუნის ყვავილის" მკვლევარი და ექიმი, დოქტორი ჯეიკ დანინგი, რომელიც ვირუსით დაავადებულ პაციენტებს ბრიტანეთში მკურნალობდა, აღნიშნავს, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს კოვიდის მსგავსი პანდემია გვემუქრება.

მიუხედავად ბევრი გაურკვევლობისა, საფრთხის შეფასება მოითხოვს იმის გათვალისწინებას, რომ ეს მაიმუნის ყვავილის არა ერთი, არამედ რამდენიმეაფეთქებაა. ისინი ერთდროულად ხდება, თუმცა ადამიანთა განსხვავებულ ჯგუფებს ემართება, შესაბამისად, სხვადასხვანაირად მოქმედებს.

  • მათი მარკირება ხდება კლასტერებად.

კლასტერი 1ა: აფეთქება ძირითადად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთსა და ჩრდილოეთში, რომელიც ათ წელზე მეტია, გრძელდება. ის ძირითადად ინფიცირებული ველური ცხოველების მეშვეობით გადადის. დაავადებულები ვირუსს ახლო კონტაქტში მყოფ პირებს გადასცემენ. ბავშვები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან.

კლასტერი 1ბ: შედარებით ახალი აფეთქება კონგოს აღმოსავლეთ ნაწილსა და მეზობელ ქვეყნებში. ვირუსი გადადის ადამიანიდან ადამიანზე. თავდაპირველად გავრცელების ეპიცენტრად იქცა სატვირთო მარშრუტები, რის მიზეზიც გახდა ის, რომ მძღოლები ხშირად ამყარებენ შემთხვევით სექსუალურ ურთიერთობებს სექსმუშაკებთან. ვინაიდან გადაცემა ხდება ძალიან ახლო ფიზიკური ურთიერთობით, ანუ როდესაც კანი ეხება კანს, ხშირად ეს ხდება სხვადასხვა ტიპის სექსუალური ურთიერთობისას. ექიმების თქმით, ეს არა არის სქესობრივი გზით გადამცემი ვირუსი, უბრალოდ, ახლო კონტაქტისას გადადის დაავადებული ადამიანიდან მეორე ადამიანზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კლადა 1ბ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა იმისა, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს შტამი გავრცელდა ქვეყნებში, რომლებშიც მანამდე მაიმუნის ყვავილი არ გვხვდებოდა - ბურუნდი, კენია, რუანდა და უგანდა.

ჯანდაცვის დეპარტამენტის კვლევის კოორდინატორი სამხრეთ კივუში, ლეანდრე მურჰულა მასირიკა აღნიშნავს, რომ სამხრეთ კივუს პროვინციაში სექსის ინდუსტრია ყვავის და მასობრივი მიგრაციის გამო ვირუსი საზღვრისპირა ქვეყნებში სწრაფად გავრცელდა. ის აღნიშნავს, რომ სექსში ფულის გადახდა ვირუსის გავრცელების მთავარი საშუალებაა, მაგრამ შემდეგ ის მშობლიდან შვილზე ან ბავშვებს შორის ახლო კონტაქტით ვრცელდება და ორსულობისას მუცლის მოშლის მიზეზიც ხდება.

1ბ-ის ახალი შტამის აფეთქება 1ა-სგან შესამჩნევად განსხვავებულია.

"ის ძალიან განსხვავებულია, რადგან გამონაყარი უფრო მძიმეა, დაავადება უფრო დიდხანს გრძელდება და განსაკუთრებით, სექსუალური გზით ვრცელდება. მანამდე ვირუსი დაავადებულ ველურ ცხოველებთან კავშირის გარეშე არ გვინახავს“, - ამბობს პროფესორი ტრუდი ლანგი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.

ახალი შტამი გენეტიკურად განსხვავებულია, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ მუტაციებმა ვირუსი უფრო გადამდები გახადა.

"სექსუალური კონტაქტებით გადაცემის სიჩქარე უფრო სწრაფია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავად ვირუსი უფრო გადამდებია“, - აღნიშნავს დოქტორი როზამუნდ ლუისი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაიმუნის ყვავილის მიმართულების ხელმძღვანელი.

  • ვირუსი ტიპური სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია არ არის, თუმცა ახლო ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება.

ასევე არსებობს გაურკვევლობა, თუ რამდენად მომაკვდინებელია ამჟამინდელი აფეთქებები. ყველა ფატალური შედეგი არ აღირიცხება, რადგან ზოგი ადამიანი საავადმყოფოს არ მიმართავს. ასევე არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანია ინფიცირებული.

"ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით, რამდენი შემთხვევაა და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“ - ხაზს უსვამს პროფესორი ლანგი.

  • არის თუ არა "მაიმუნის ყვავილი" გლობალური საფრთხე?

მოსალოდნელი არ არის, რომ "მაიმუნის ყვავილი" კოვიდის მსგავსი მოვლენა გახდება. თითქმის უკვე წელიწადია გასული მას შემდეგ, რაც მისი ახალი შტამი გამოჩნდა.

ამ შემთხვევაში მთავარ გამოწვევას ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა და მათთვის ვაქცინების მიწოდება წარმოადგენს, რაც აფრიკაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისისა და კონფლიქტების ფონზე საკმაოდ რთული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ "მაიმუნის ყვავილისთვის" ვაქცინები ჯერ არ არსებობს, ამ ვირუსზე ყვავილის ვაქცინებიც მუშაობს. ორივე ორთოპოქსვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და შესაბამისად, ერთი ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მეორე ვირუსის მიმართაც იწვევს თავდაცვისუნარიანობას.

ყვავილის ვაქცინაციის კამპანიების შეწყვეტის შემდეგ, როდესაც დაავადება 1979 წელს აღმოიფხვრა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახლა "მაიმუნის ყვავილის" აფეთქება ხდება, ისაა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს იმუნიტეტი უკვე აღარ აქვს. ვისაც ბავშვობაში ყვავილის ვაქცინა გაუკეთდა, ჯერ გარკვეული დაცვა მაინც უნდა ჰქონდეს.

ვაქცინების ყველაზე დიდი საჭიროება სწორედ აფეთქების ეპიცენტრში - აფრიკაშია.

  • რა შეიძლება იყოს მაიმუნის ყვავილის გლობალური გავლენა?

ძირითადად, ვირუსი გავრცელდება იმ რეგიონებში, სადაც ის უკვე არსებობს, და შესაძლოა, დრო და დრო მოგზაურებმა სხვა ქვეყნებშიც გადაიტანონ. თუმცა, ვითარების კონტროლი და ეფექტური პრევენცია ვაქცინაციისა და ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიების გამოყენებით, შესაძლებელია. წყარო

  • "ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, 2 და 1 მეტრის მანძილზე გადაცემადი ვირუსი"

"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, "მაიმუნის ყვავილს“ კორონავირუსისგან განსხვავებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც.

  • მისი თქმითაც, "მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს გადაედება, ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანთან ძალიან ახლო, კანი კანთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში.

ამასთანავე, მისივე თქმით, "მაიმუნის ყვავილს“ საყურადღებო გართულებებიც ახასიათებს, როგორიცაა: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება.

"მაიმუნის ყვავილი“ 2022 წლიდანაა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. მისი წყარო ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებია. შესაბამისად, "მაიმუნის ყვავილს“ ორი განსხვავებული ვარიანტი აქვს.

ერთი უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს, რომლის შემთხვევაში 5% -ია გარდაცვალების მაჩვენებელი, ახლა სწორედ ეს ვარიანტი ცირკულირებს და მეორე დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, სადაც შედარებით ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი, 0.2%. ის, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2024 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა, ეყრდნობოდა სწორედ ახალ აფეთქებას კონგოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც გამოწვეული იყო პოტენციურად მძიმე დაავადების უნარის მქონე ვარიანტით. ჯერჯერობით, ევროპის ქვეყნებში ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, შვედეთში, იმ ადამიანში, რომელიც ნიგერიიდან დაბრუნდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უფრო იოლად გადაეცემა ეს ვარიანტი და უფრო მძიმე მიმდინარეობა აქვს, ჯანმომ სწორედ ამიტომ გამოაცხადა 15 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხე.

"მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე, როცა პირდაპირი კონტაქტია და ინფიცირებული, სიმპტომური ადამიანიდან მეორე ადამიანზე. გავრცელების ძირითადი წყარო არის კანი კანთან კონტაქტი, სქესობრივი კონტაქტი, კოცნა, ლაპარაკი, მაგრამ ეს უნდა იყოს ახლო კონტაქტი.

2022-2023 წლის შემთხვევებში ძირითადი გავრცელება იყო სქესობრივი გზით, მაგრამ ახლანდელმა ვირუსმა, რადგან უფრო იოლი გავრცელების ხასიათი შეიძინა, ეს ნაბიჯი ჯანმომ ამიტომ გადადგა. ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, 2 და 1 მეტრის მანძილზე გადაცემადი ვირუსი. აქ არის საუბარი ხანგრძლივ და ახლო კონტაქტზე, დაზიანებული კანი კანთან კონტაქტი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ეს ინფექცია საშიშია იმ გამონაყარით და გამონაყარის გართულებით, რაც ზოგადად ყვავილს ახასიათებს.

ივანე ჩხეიძე:

"იწყება როგორც ვირუსული ინფექცია, ცხელება, საერთო სისუსტე, რესპირაციული სიმპტომები, რომელსაც შემდგომ მოჰყვება გამონაყარი. ეს გამონაყარი რამდენიმე დღეში იღებს სპეციფიკურ სახეს, შიგთავსის შემცველი გამონაყარი, შემდეგ ის სკდება და მიმდინარეობს საკმაოდ ხანგრძლივად, ორიდან 4 კვირის განმავლობაში. კოვიდის დროსაც 1-2 კვირა იყო ხანგრძლივობა, მაგრამ აქ ხანგრძლივობაა დიდი. აქ არის საყურადღებო გართულებებიც, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება. 2022-2023 წლის აფეთქების დროს გართულებების ალბათობა იყო ნაკლები, ახლა გართულების ალბათობა მაღალია. ლეტალობის პროცენტიც ცნობილია 100 დაავადებულიდან ლეტალობა დგება 4.9%-ში ანუ 5 შემთხვევაში. ბევრად უფრო მაღალი პროცენტია, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში. თუმცა, ზოგ შემთხვევებში, ზოგ პირებში, განსაკუთრებით, ბავშვებში შეიძლება ეს მაჩვენებელი 10%-საც აღწევდეს. ჩვენთან რისკი არის ერთადერთი თუ საქართველოში შემოვიდა იმ ზონიდან ადამიანი, სადაც "მაიმუნის ყვავილია“ გავრცელებული. განსაკუთრებით ეს ეხება ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს. თუ ამ ზონიდან შემოვიდა ადამიანი, მან შეიძლება შემოიტანოს.

რაც შეეხება ვაქცინას, 4 ტიპის ვაქცინაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია როგორც დაავადების თავიდან აცილების, ასევე ინფიცირების შემთხვევაში. თუ თქვენ კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელსაც "მაიმუნის ყვავილი“ დაუდასტურდა, ამ ვაქცინის გაკეთება სწრაფად, დაავადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობად მიიჩნევა. მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არსებობს ანტივირუსული საშუალებაც, მისი საბოლოო ეფექტურობა კვლევებით დადასტურებული არაა, მაგრამ გამოიყენება წარმატებით და ამცირებს ლეტალურ შედეგს.

"მაიმუნის ყვავილზე“ იმუნური ფენა ჰქონდა წინა საუკუნის ბოლოს მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყველანი იყვნენ ყვავილზე ვაქცინირებულები. 1980 წლამდე დაბადებულს, ვისაც აქვს ყვავილზე ვაქცინა გაკეთებული, მათ დაავადების საწინააღმდეგო აქტიური იმუნიტეტი ჰქონდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იმუნიტეტი შემცირდა, ამ ვაქცინის დამცველობითი უნარი შემცირდა. 2022-2023 წლის აფეთქება გარკვეულწილად უკავშირდება ამ იმუნიტეტის შემცირებას და გაქრობას. საქართველოში რთული სათქმელია არის თუ არა მოსახლეობის ფენაში დარჩენილი იმუნიტეტი“.