საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენო პეტრიაშვილი „ბიბლუსისა“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა
გენო პეტრიაშვილი „ბიბლუსისა“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი „ბიბ­ლუ­სის“ და წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ელჩი გახ­და. ელ­ჩო­ბის ფარ­გლებ­ში მისი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ი­ცავს გა­ნათ­ლე­ბის და წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვას გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან არ­სე­ბულ სოფ­ლებ­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია, რად­გან გენო წარ­მო­შო­ბით სო­ფელ ავ­ნე­ვი­და­ნაა. 2005 წლის 19 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის სო­ფელ ნუ­ლის სი­ახ­ლო­ვეს, 11 წლის პეტ­რი­აშ­ვი­ლი მდი­ნა­რე­ზე ბა­ნა­ო­ბის დროს გა­ი­ტა­ცა ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში ედუ­არდ კო­კო­ი­თის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ მოქ­მედ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ჯგუფ­მა. გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი 3-თვი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, 2005 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

სწო­რედ ამ რე­გი­ონ­სა და სოფ­ლებ­ში ამი­ე­რი­დან გენო მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებ­ში ჩა­ერ­თვე­ბა და წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყობს ხელს.

“ბიბ­ლუ­სის“ და წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის. ამი­ე­რი­დან კი მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ჩა­ვერ­თვე­ბი. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მცი­რე­დით მა­ინც შევ­ძლებ წიგ­ნის კი­თხვი­სა და ზო­გა­დად, წიგ­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემს მშობ­ლი­ურ რე­გი­ონ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ისე­თი დიდი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლია, ჩვე­ნი საქ­მის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ახა­ლა უკვე მო­ნა­წი­ლეა. ერ­თად ბევრ სა­სი­კე­თო საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ,“ - აცხა­დე­ბენ „ბიბ­ლუს­ში“

გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი უკვე შეხ­ვდა „ბიბ­ლუ­სის“ შე­მოქ­მე­დე­ბით დი­რექ­ტორ­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს და „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ დი­რექ­ტორ ირაკ­ლი გაგ­ნი­ძეს. შეხ­ვედ­რა­ზე მას გა­და­ე­ცა ელ­ჩის სერ­ტი­ფი­კა­ტი და ამი­ე­რი­დან აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში. წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­ში გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩარ­თვა უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რად­გან ის ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ყვე­ლას­გან დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
0

კარგი გადაწყვეტილებაა.

ფინთი
0

ძაან მაგარია გენოი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

გენო პეტრიაშვილი „ბიბლუსისა“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა

გენო პეტრიაშვილი „ბიბლუსისა“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა

ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი „ბიბლუსის“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩი გახდა. ელჩობის ფარგლებში მისი საქმიანობა მოიცავს განათლების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის აქტივობებში ჩართვას გორის მუნიციპალიტეტსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში.

ეს ყველაფერი ძალიან სიმბოლურია, რადგან გენო წარმოშობით სოფელ ავნევიდანაა. 2005 წლის 19 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის სოფელ ნულის სიახლოვეს, 11 წლის პეტრიაშვილი მდინარეზე ბანაობის დროს გაიტაცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ედუარდ კოკოითის მფარველობის ქვეშ მოქმედმა კრიმინალურმა ჯგუფმა. გენო პეტრიაშვილი 3-თვიანი ტყვეობის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

სწორედ ამ რეგიონსა და სოფლებში ამიერიდან გენო მნიშვნელოვან საქმეებში ჩაერთვება და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

“ბიბლუსის“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დიდი გულშემატკივარი ვიყავი ყოველთვის. ამიერიდან კი მათ საქმიანობაში უშუალოდ ჩავერთვები. გამიხარდება, თუ მცირედით მაინც შევძლებ წიგნის კითხვისა და ზოგადად, წიგნიერების პოპულარიზაციაში მონაწილეობას, განსაკუთრებით, ჩემს მშობლიურ რეგიონში,“ - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი ადამიანი, როგორიც გენო პეტრიაშვილია, ჩვენი საქმის გულშემატკივარი და ახალა უკვე მონაწილეა. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“

გენო პეტრიაშვილი უკვე შეხვდა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორსა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელ გიორგი კეკელიძეს და „ბიბლუსი ჯგუფის“ დირექტორ ირაკლი გაგნიძეს. შეხვედრაზე მას გადაეცა ელჩის სერტიფიკატი და ამიერიდან აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობაში. წიგნიერების გამავრცელებელ აქტივობებში გენო პეტრიაშვილის მსგავსი ადამიანების ჩართვა უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ის ახალგაზრდა თაობის ავტორიტეტია, რომელიც ყველასგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.

R