მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალენ დელონის ანდერძით დატოვებული სურვილი, რომელიც ვერ შეუსრულდა - "თუ ადრე მოვკვდები, მას გაუკეთებენ ინექციას, რომ ჩემს მკლავებში მოკვდეს"
ალენ დელონის ანდერძით დატოვებული სურვილი, რომელიც ვერ შეუსრულდა - "თუ ადრე მოვკვდები, მას გაუკეთებენ ინექციას, რომ ჩემს მკლავებში მოკვდეს"

ალენ დე­ლო­ნის ოჯა­ხი მსა­ხი­ო­ბის ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მისი ძაღ­ლის ევ­თა­ნა­ზი­ას არ და­უშ­ვებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას უცხო­უ­რი მე­დიაავ­რცე­ლებს. მსა­ხი­ო­ბის ოჯახ­მა უარი თქვა ფრან­გუ­ლი და მსოფ­ლიო კი­ნოს ვარ­სკვლა­ვის ან­დერ­ძის იმ პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­შიც მსა­ხი­ობ­მა მო­ი­თხო­ვა, რომ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი ევ­თა­ნა­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­ძი­ნონ და პატ­რონ­თან ერ­თად დაკ­რძა­ლონ.

საფ­რან­გეთ­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ევ­თა­ნა­ზი­ას სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ. ალენ დე­ლონს, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, უნ­დო­და, რომ მისი ბელ­გი­ე­ლი ნა­გა­ზი, სა­ხე­ლად ლუბო მას­თან ერ­თად დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო, მაგ­რამ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბის პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვილ­მა ანუშ­კამ გა­ნა­ცხა­და, რომ 10 წლის ლუბო ცო­ცხა­ლი დარ­ჩე­ბა და მსა­ხი­ო­ბის ოჯახ­ში გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას.

ფრან­გუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია Brigitte Bardot Foundation, რო­მე­ლიც ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბებს იცავს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში წერს, რომ დე­ლო­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ არა­ვინ აპი­რებს ლუ­ბოს ევ­თა­ნა­ზი­ას, ძაღლს აქვს სახ­ლი და ოჯა­ხი.

მა­ნამ­დე ცხო­ველ­თა დამ­ცველ­მა ფრან­გულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია SPA-მ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა, რომ „ცხო­ვე­ლის სი­ცო­ცხლე არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ან­ზე...“ მათ მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვეს, რომ წა­იყ­ვა­ნენ ძაღლს და მო­უ­ძებ­ნი­ან ახა­ლი ოჯახს.

ალენ დე­ლონს ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და ძაღ­ლე­ბი. ჟურ­ნალ Paris Match-ს ჯერ კი­დევ 2018 წელს გა­ნუ­ცხა­და, რომ სურ­და სა­კუ­თარ ძაღ­ლთან ერ­თად დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც "ბავ­შვი­ვით უყ­ვარ­და".

"ცხოვ­რე­ბა­ში 50 ძაღ­ლი მყავ­და, მაგ­რამ ამ ძაღ­ლთან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მე­ნატ­რე­ბა, რო­დე­საც მას­თან ახ­ლოს არ ვარ. თუ ადრე მოვ­კვდე­ბი, მას გა­უ­კე­თე­ბენ ინექ­ცი­ას, რომ ჩემს მკლა­ვებ­ში მოკ­ვდეს, ვიდ­რე ვი­ცო­დე, რომ ძაღ­ლი სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვის­გან მოკ­ვდე­ბა ჩემს საფ­ლავ­ზე“, - თქვა მსა­ხი­ობ­მა.

ალენ დე­ლო­ნის ძაღ­ლე­ბი­დან სულ მცი­რე 35 დაკ­რძა­ლუ­ლია დე­ლო­ნის ლა ბრუ­ლე­რი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ალენ დელონის ანდერძით დატოვებული სურვილი, რომელიც ვერ შეუსრულდა - "თუ ადრე მოვკვდები, მას გაუკეთებენ ინექციას, რომ ჩემს მკლავებში მოკვდეს"

ალენ დელონის ანდერძით დატოვებული სურვილი, რომელიც ვერ შეუსრულდა - "თუ ადრე მოვკვდები, მას გაუკეთებენ ინექციას, რომ ჩემს მკლავებში მოკვდეს"

ალენ დელონის ოჯახი მსახიობის ნების მიუხედავად მისი ძაღლის ევთანაზიას არ დაუშვებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მსახიობის ოჯახმა უარი თქვა ფრანგული და მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ანდერძის იმ პუნქტის შესრულებაზე, რომელშიც მსახიობმა მოითხოვა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში, საყვარელი ძაღლი ევთანაზიის საშუალებით დააძინონ და პატრონთან ერთად დაკრძალონ.

საფრანგეთში არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მეპატრონეებისთვის შინაური ცხოველების ევთანაზიას საკუთარი შეხედულებისამებრ. ალენ დელონს, რომელიც გასულ კვირას 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, უნდოდა, რომ მისი ბელგიელი ნაგაზი, სახელად ლუბო მასთან ერთად დაკრძალულიყო, მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველების პროტესტის ფონზე, მსახიობის ქალიშვილმა ანუშკამ განაცხადა, რომ 10 წლის ლუბო ცოცხალი დარჩება და მსახიობის ოჯახში გააგრძელებს ცხოვრებას.

ფრანგული საქველმოქმედო ორგანიზაცია Brigitte Bardot Foundation, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ დელონის ქალიშვილმა დაადასტურა, რომ არავინ აპირებს ლუბოს ევთანაზიას, ძაღლს აქვს სახლი და ოჯახი.

მანამდე ცხოველთა დამცველმა ფრანგულმა ორგანიზაცია SPA-მ შეშფოთება გამოთქვა, რომ „ცხოველის სიცოცხლე არ უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანზე...“ მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ წაიყვანენ ძაღლს და მოუძებნიან ახალი ოჯახს.

ალენ დელონს ყოველთვის უყვარდა ძაღლები. ჟურნალ Paris Match-ს ჯერ კიდევ 2018 წელს განუცხადა, რომ სურდა საკუთარ ძაღლთან ერთად დაკრძალულიყო, რომელიც "ბავშვივით უყვარდა".

"ცხოვრებაში 50 ძაღლი მყავდა, მაგრამ ამ ძაღლთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. მენატრება, როდესაც მასთან ახლოს არ ვარ. თუ ადრე მოვკვდები, მას გაუკეთებენ ინექციას, რომ ჩემს მკლავებში მოკვდეს, ვიდრე ვიცოდე, რომ ძაღლი საშინელი ტანჯვისგან მოკვდება ჩემს საფლავზე“, - თქვა მსახიობმა.

ალენ დელონის ძაღლებიდან სულ მცირე 35 დაკრძალულია დელონის ლა ბრულერიის სასაფლაოზე.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"