მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანტეს" გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც დაუფინანსდებათ Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში" - გიორგი ქოჩორაშვილი
"ლევანტეს" გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც დაუფინანსდებათ Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში" - გიორგი ქოჩორაშვილი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს­პა­ნურ­მა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­მა "ლე­ვან­ტემ" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ ტა­ლან­ტე­ბის მო­ძებ­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში იწყებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს ავ­რცე­ლებს "ლე­ვან­ტეს" ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი და წერს, რომ შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში 135-მა ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"გა­მარ­ჯო­ბა მე­გობ­რე­ბო, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ შედ­გა ლე­ვან­ტეს კემ­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში და 135-მა ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის ეს ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რომ­ლის დრო­საც უფრო ახ­ლოს გა­იც­ნეს თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურ­თის მო­თხოვ­ნე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

ლე­ვან­ტეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 10-დან 15-მდე გა­ი­ზარ­და იმ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ და­უ­ფი­ნანსდე­ბა Player Experience-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხარ­ჯე­ბი ეს­პა­ნეთ­ში.

დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ID Talent-ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე პა­რას­კევს, 23 აგ­ვის­ტოს დღის ბო­ლომ­დე მი­ი­ღე­ბენ. წი­ნას­წარ ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა შერ­ჩე­ულს და ვუ­სურ­ვებ, რომ სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ი­ყე­ნონ შემ­დე­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ლე­ვან­ტეს პროგ­რა­მა Player Experience-ში.რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს, ამ პრო­ექ­ტით არ იწყე­ბა და არ მთავ­რდე­ბა მათი კა­რი­ე­რა. პი­რი­ქით, ეს არის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გახ­დე­ბა მათი მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და მო­ტი­ვა­ცია.

სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა არის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სი, რომ გახ­დე უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ზუს­ტად ამას ვუ­სურ­ვებ თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს და მო­მა­ვალ­შიც შე­ვეც­დე­ბი, რომ მათ გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ!

მად­ლო­ბა Levante UD-ს და პერ­სო­ნა­ლუ­რად და­ნი­ელ პას­ტორს, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და დიდი დიღ­მის სა­ფეხ­ბურ­თო ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებს, კემ­პის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მზრუნ­ველ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, გი­ორ­გი ჭე­ლი­ძე­სა და მის სამ­წვრთნე­ლო გუნდს, წყალ "ბახ­მა­როს" და OT Sportmanagement-ს ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. და ზო­გა­დად, ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვი­საც კემ­პის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის" - წერს გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ლევანტეს" გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც დაუფინანსდებათ Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში" - გიორგი ქოჩორაშვილი

"ლევანტეს" გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც დაუფინანსდებათ Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში" - გიორგი ქოჩორაშვილი

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა "ლევანტემ" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ტალანტების მოძებნას საქართველოში იწყებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს "ლევანტეს" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი და წერს, რომ შერჩევის პროცესში 135-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

"გამარჯობა მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ შედგა ლევანტეს კემპი საქართველოში და 135-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის ეს ახალი გამოცდილება იყო, რომლის დროსაც უფრო ახლოს გაიცნეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები და საჭიროებები.

ლევანტეს გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდება Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში.

დეტალურ ინფორმაციას ID Talent-ის მონაწილეები ელექტრონულ ფოსტაზე პარასკევს, 23 აგვისტოს დღის ბოლომდე მიიღებენ. წინასწარ ვულოცავ ყველა შერჩეულს და ვუსურვებ, რომ საუკეთესოდ გამოიყენონ შემდეგი გამოცდილება ლევანტეს პროგრამა Player Experience-ში.რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ამ პროექტით არ იწყება და არ მთავრდება მათი კარიერა. პირიქით, ეს არის გამოცდილება, რომელიც გახდება მათი მომავალი წარმატების საფუძველი და მოტივაცია.

საფეხბურთო კარიერა არის დაუსრულებელი პროცესი, რომ გახდე უკეთესი ადამიანი და ფეხბურთელი. ზუსტად ამას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს და მომავალშიც შევეცდები, რომ მათ განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა ჰქონდეთ!

მადლობა Levante UD-ს და პერსონალურად დანიელ პასტორს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის თანამშრომლებს, კემპის უსაფრთხოებასა და ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე მზრუნველ პროფესიონალებს, გიორგი ჭელიძესა და მის სამწვრთნელო გუნდს, წყალ ,,ბახმაროს" და OT Sportmanagement-ს ორგანიზებისთვის. და ზოგადად, ყველა ადამიანს, ვისაც კემპის ორგანიზებაში წვლილი მიუძღვის" - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.