სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სამარცხვინოა!“ - რა თქვა ბექა ოდიშარიამ ოკუპირებულ გალში დაკავებულ ქართველებზე, რის გამოც პრეზიდენტი სასტიკად აკრიტიკებს?
“სამარცხვინოა!“ - რა თქვა ბექა ოდიშარიამ ოკუპირებულ გალში დაკავებულ ქართველებზე, რის გამოც პრეზიდენტი სასტიკად აკრიტიკებს?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დე­პუ­ტატ ბექა ოდი­შა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, “სა­მარ­ცხვი­ნოს“ უწო­დებს.

“სა­მარ­ცხვი­ნოა გან­ცხა­დე­ბა ბექა ოდი­შა­რი­ა­სი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ!

სა­ერ­თოდ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია არ იცო­დე რას გუ­ლის­ხმობს და უა­რე­სი, კი­დევ ეგ­რედ­წო­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ბრალ­დე­ბებს უა­პე­ლა­ცი­ოდ იზი­ა­რებ­დე… ეს რო­გორც ჩანს “ოც­ნე­ბის“ მიერ გა­გე­ბუ­ლი, ოკუ­პან­ტებ­თან სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბის ხედ­ვაა… რის­თვი­საც თურ­მე სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა სჭირ­დე­ბათ!“ - წერს პრე­ზი­დენ­ტი “ფე­ის­ბუქ­ზე“.

დღეს დე­პუ­ტატ­მა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და:

“თუ ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ფუ­ლის აღებ-მი­ცე­მო­ბით, რომ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ეკ­ვე­თათ ეს ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ო­კუ­პა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ადა­მი­ანს, სამ­წუ­ხა­როდ, ხელი შე­უ­წყვია იმის­თვის, რომ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. თუმ­ცა მათ პა­სუ­ხი უნდა აგონ არა აფხა­ზე­თის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­შე, არა­მედ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე...

თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, მან უნდა აგოს პა­სუ­ხი არა აფხა­ზე­თის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის, ან რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის წი­ნა­შე, არა­მედ ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა იყოს გად­მო­ცე­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, გა­ერ­კვე­ვა სა­კი­თხში.

მე უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას და­ვი­ცავ­დი, არ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი ამ ადა­მი­ანს, იმი­ტომ რომ ჩემ­თვის რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი და ან აფხა­ზე­თის დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მი ვერ იქ­ნე­ბა ავ­თენ­ტუ­რი წყა­რო. ამი­ტომ რო­გორც კი ეს ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდე­ბა ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ხელ­ში, ვფიქ­რობ, მყი­სი­ე­რად გა­ირ­კვე­ვა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლი, რე­მი­კო და მურ­თაზ ჭი­თა­ნა­ვე­ბი და­ა­კა­ვეს.

20 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზურ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. მათი ცნო­ბით, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთ­ში "უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის არხი გა­და­კე­ტა“.

მათი მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს "ჰქონ­დათ აფხა­ზეთ­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა“ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში. ასე­ვე სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის გან­ცხა­დე­ბით, მათ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და ვაზ­ნე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“სამარცხვინოა!“ - რა თქვა ბექა ოდიშარიამ ოკუპირებულ გალში დაკავებულ ქართველებზე, რის გამოც პრეზიდენტი სასტიკად აკრიტიკებს?

“სამარცხვინოა!“ - რა თქვა ბექა ოდიშარიამ ოკუპირებულ გალში დაკავებულ ქართველებზე, რის გამოც პრეზიდენტი სასტიკად აკრიტიკებს?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის შესახებ, “სამარცხვინოს“ უწოდებს.

“სამარცხვინოა განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ!

საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრედწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე… ეს როგორც ჩანს “ოცნების“ მიერ გაგებული, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა… რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!“ - წერს პრეზიდენტი “ფეისბუქზე“.

დღეს დეპუტატმა მედიასთან საუბარში, აღნიშნული დაკავების შეფასებისას განაცხადა:

“თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური საოკუპაციო ადმინისტრაციული საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანს, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ დაეკავებინათ. თუმცა მათ პასუხი უნდა აგონ არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წინაშე, არამედ ქართული მართლმსაჯულების წინაშე...

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადმოცემული საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში.

მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს, იმიტომ რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო. ამიტომ როგორც კი ეს ადამიანი მოხვდება ქართველი სამართალდამცველების ხელში, ვფიქრობ, მყისიერად გაირკვევა ჭეშმარიტება”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში 2 ქართველი, რემიკო და მურთაზ ჭითანავები დააკავეს.

20 აგვისტოს, აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ოკუპირებული გალის სოფელ მეორე ოტობაიაში 2 ქართველის დაკავების თაობაზე. მათი ცნობით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთში "უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხი გადაკეტა“.

მათი მტკიცებით, დაკავებულებს "ჰქონდათ აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა“ და ეხმარებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. ასევე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, მათ ასაფეთქებელი ნივთიერება და ვაზნები აღმოუჩინეს.

იხილეთ ასევე: