მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“1980 წლამდე დაბადებულებს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, “მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ გარკვეული დაცვა აქვს“ - ივანე ჩხაიძე
“1980 წლამდე დაბადებულებს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, “მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ გარკვეული დაცვა აქვს“ - ივანე ჩხაიძე

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ “იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, “ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ყვა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი დაც­ვა აქვს “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ წი­ნა­აღ­მდე­გაც“.

იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თსსუ-ს პრო­ფე­სო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძეს გან­მარ­ტე­ბით, “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი არ­სე­ბობს, კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში ერთ მე­დი­კა­მენტს იყე­ნე­ბენ, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. მი­სი­ვე თქმით, და­ა­ვა­დე­ბა სიმპტო­მურ მი­მარ­თვას სა­ჭი­რო­ებს.

“მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1970 წელს და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­და უფრო მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი 2022-2023 წლის პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბაა აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში და ახლა, 2024 წლის ივ­ლი­სი­დან მე­ო­რე აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­მაც დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კი­თხიც. “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჯერ არ შექ­მნი­ლა, მაგ­რამ ით­ვლე­ბა, რომ ყვა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რია. 1980 წლამ­დე ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა კეთ­დე­ბო­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყვა­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, ვინც 1980 წლამ­დე და­ი­ბა­და, მათ გარ­კვე­უ­ლი დაც­ვა აქვს “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ წი­ნა­აღ­მდეგ. 1980 წლი­დან 40 წელ­ზე მე­ტია გა­სუ­ლი, ამ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა მა­ღა­ლი არ არის, მაგ­რამ გარ­კვე­ულ დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - აღ­ნიშ­ნა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­თან" და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­ცხა­და გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა.

ამის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ტედ­როს გებ­რე­ი­ე­სუს­მა გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­სა და მის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბას მოყ­ვა.

  • რა არის "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი"?

ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად გვხვდე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ზურ­გის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა სა­ხე­ზე, ხოლო შემ­დეგ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­საც ედე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა ხე­ლის­გუ­ლებ­სა და ფე­ხის ტერ­ფებ­ზე.

გა­მო­ნა­ყარს ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე ქა­ვი­ლი. და­ზი­ა­ნე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, კან­ზე გა­მო­იწ­ვი­ოს ნა­წი­ბუ­რე­ბი. ადა­მი­ა­ნის და­სე­ნი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მა­ი­მუ­ნი­სა­გან, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც.

ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო შტა­მამ­დე "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" 100-დან 1 შემ­თხვე­ვა იყო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი, ახა­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვვე­ვა 100-დან 4-ია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“1980 წლამდე დაბადებულებს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, “მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ გარკვეული დაცვა აქვს“ - ივანე ჩხაიძე

“1980 წლამდე დაბადებულებს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, “მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ გარკვეული დაცვა აქვს“ - ივანე ჩხაიძე

როგორც “ინტერპრესნიუსს“ “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა, “ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, გარკვეული დაცვა აქვს “მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგაც“.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ს პროფესორის, ივანე ჩხაიძეს განმარტებით, “მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვირუსული პრეპარატი არსებობს, კლინიკურ პრაქტიკაში ერთ მედიკამენტს იყენებენ, რომლის ეფექტურობა საბოლოოდ დადასტურებული არ არის. მისივე თქმით, დაავადება სიმპტომურ მიმართვას საჭიროებს.

“მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა, თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში გახდა უფრო მეტად აქტუალური. აღნიშნულის მიზეზი 2022-2023 წლის პირველი აფეთქებაა აფრიკის ქვეყნებში და ახლა, 2024 წლის ივლისიდან მეორე აფეთქება, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო.

ძალიან აქტიურად განიხილება ვაქცინაციის საკითხიც. “მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, მაგრამ ითვლება, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტურია. 1980 წლამდე ყვავილის ვაქცინა კეთდებოდა მთელ მსოფლიოში ყვავილის წინააღმდეგ.

ყველა იმ ადამიანს აქვს გაკეთებული ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, ვინც 1980 წლამდე დაიბადა, მათ გარკვეული დაცვა აქვს “მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ. 1980 წლიდან 40 წელზე მეტია გასული, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაღალი არ არის, მაგრამ გარკვეულ დაცვას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. განაგრძეთ კითხვა

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაცხადა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა.

ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა.

  • რა არის "მაიმუნის ყვავილი"?

ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება, რომელიც უმეტესად გვხვდება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში.

აღნიშნული ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებსაც ედება. ყველაზე ხშირად გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე.

გამონაყარს ახასიათებს მწვავე ქავილი. დაზიანებებმა შესაძლოა, კანზე გამოიწვიოს ნაწიბურები. ადამიანის დასენიანება შესაძლებელია როგორც მაიმუნისაგან, ასევე დაავადებული ადამიანებისგანაც.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო შტამამდე "მაიმუნის ყვავილის" 100-დან 1 შემთხვევა იყო მომაკვდინებელი, ახალი შტამის შემთხვევაში გარდაცვალების შემთხვვევა 100-დან 4-ია.

იხილეთ ასევე: