მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ფსიქიატრი ანა ცივილევა, რომელმაც პუტინთან ნათესაობის წყალობით, წარმატებული კარიერა აიწყო და დიდძალი ქონებაც დააგროვა?
ვინ არის ფსიქიატრი ანა ცივილევა, რომელმაც პუტინთან ნათესაობის წყალობით, წარმატებული კარიერა აიწყო და დიდძალი ქონებაც დააგროვა?

ამ ცოტა ხის წინ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნად რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ანა ცი­ვი­ლე­ვა და­ნიშ­ნა. გან­კარ­გუ­ლე­ბა იუ­რი­დი­ულ სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ცი­ვი­ლე­ვა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე 2024 წლის ივ­ნის­ში გახ­და და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­ბი­ნაო დახ­მა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე.

ანა ცი­ვი­ლე­ვას ქმა­რი, კე­მე­რო­ვოს ოლ­ქის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი სერ­გეი ცი­ვი­ლე­ვი, წელს რუ­სე­თის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. 2023 წლის აპ­რი­ლი­დან ცი­ვი­ლე­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლობს ფონდს "სამ­შობ­ლოს მცვე­ლე­ბი,“ რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ომის ვე­ტე­რა­ნებს, დონ­ბა­სის ბრძო­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს (2014 წლის მა­ი­სი­დან) და და­ღუ­პუ­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხებს.

რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია ამ­ტკი­ცებს, რომ ანა ცი­ვი­ლე­ვა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ბი­ძაშ­ვი­ლია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ვი­ლე­ვას ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რია პუ­ტი­ნა და არა ლო­გი­ნო­ვა, რო­გორც ეს არის ცნო­ბი­ლი (გვა­რი ლო­გი­ნო­ვა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სას, ფსი­ქი­ატრ ლევ ლო­გი­ნოვ­ზე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო). ანა ივა­ნო­ვო­ში და­ი­ბა­და, მამა კი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძაშ­ვი­ლია.

  • ვინ არის რე­ა­ლუ­რად ანა ცი­ვი­ლე­ვა

ანა ცი­ვი­ლე­ვას ბი­ოგ­რა­ფია ქა­ლაქ ივა­ნო­ვო­დან იწყე­ბა. ის 1972 წლის 9 მა­ისს მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მშობ­ლე­ბი ექი­მე­ბი იყ­ვნენ, ბევ­რს მუ­შა­ობ­დნენ და მათი არ­ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სახ­ლში ყვე­ლა­ფერს უფ­რო­სი და მარ­თავ­და, რო­მე­ლიც ანა­ზე 15 წლით უფ­რო­სი იყო.

ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სამ­დე ფსი­ქი­ატ­რად მუ­შა­ობ­და. შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და და კა­რი­ე­რა გა­ნაგ­რძო მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "მე­დტეხ­სნაბ­ში“, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მალე ქალ­მა და­ი­კა­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლი პო­ზი­ცია კო­მერ­ცი­ულ კომ­პა­ნია Digimed-ში, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­წო­დე­ბას უზრნულ­ვე­ყოფ­და. ის ამ სფე­რო­ში 2016 წლამ­დე მუ­შა­ობ­და, რის შემ­დე­გაც ნახ­ში­რის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში წა­ვი­და.

2012 წელს მისი ოჯა­ხი ქვა­ნახ­ში­რის კომ­პა­ნია "კოლ­მა­რის“ წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­ნამ­დე არ­ცერ­თი მე­უღ­ლე არ ყო­ფი­ლა ქვა­ნახ­ში­რის ბიზ­ნეს­ში. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მათ აქ­ტი­ვი პრე­ზი­დენ­ტის მე­გობ­რის­გან, ბიზ­ნეს­მენ გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოს­გან მი­ი­ღეს - მა­ნამ­დე ის "კოლ­მა­რის" 60%-ს ფლობ­და.

რო­გორც ერთ-ერთი სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, წარ­სულ­ში "კოლ­მარს" ჰქონ­და "უზარ­მა­ზა­რი ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი“, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ას და­ეხ­მა­რა. ცი­ვი­ლე­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ მოქ­ცე­ვის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო 11 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან, ასე­ვე შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სეს­ხი 4 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი­სა და სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი.

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში გა­დას­ვლი­სას ქმარ­მა ანას რუ­სე­თის ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს ქვა­ნახ­ში­რის კომ­პა­ნია "„კოლ­მარ­ში“ თა­ვი­სი წილი გა­დას­ცა.

2022 და 2023 წლებ­ში ანა ცი­ვი­ლე­ვა და მისი კომ­პა­ნია Kolmar და­ექ­ვემ­დე­ბა­რა აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ებს.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ქალი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლად კო­ლე­გა, ფსი­ქი­ატრ ლევ ლო­გი­ნოვ­ზე. 2000-იანი წლებ­ში ანა მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და სერ­გეი ცი­ვი­ლევ­ზე. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ანა ჰყვე­ბა, რომ ქმა­რი სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო. ის არა მარ­ტო ქმა­რი, საყ­ვა­რე­ლი და შვი­ლე­ბის მამა, არა­მედ საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რი და თა­ნა­მო­აზ­რეა.

"ჩემი რწმე­ნით, მე ვარ მშრო­მე­ლი, ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. მე ვერ ვხე­დავ ჩემს თავს ოთხ კე­დელ­ში გა­მო­კე­ტი­ლი. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, სა­მუ­შაო, ბიზ­ნე­სი და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში ოჯახს ვა­ყე­ნებ. უნდა ვი­ცო­დე, რომ ჩემი ქმა­რი კარ­გად იკ­ვე­ბე­ბა, ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ და არა­ვი­ნაა უყუ­რა­დღე­ბოდ. შემ­დეგ არის ძალა და ენერ­გია. ჩემი რწმე­ნით ადა­მი­ა­ნი შე­მოქ­მე­დად იბა­დე­ბა. ამ სამ­ყა­რო­ში მოს­ვლი­სას თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა არა მხო­ლოდ უნდა ისუნ­თქოს და ჭა­მოს, არა­მედ რა­ღაც სა­სარ­გებ­ლო უნდა გა­ა­კე­თოს. ეს არის ის, რა­საც მე ვას­წავ­ლი ჩემს შვი­ლებს, ვუხ­სნი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა იცხოვ­რო მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად...“ - გა­ნა­ცხდა 2019 წელს იმ­ჟა­მად გუ­ბერ­ნა­ტო­რის მე­უღ­ლემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

2024 წლის ივ­ნის­ში, მას შემ­დეგ, რაც პუ­ტინ­მა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნა, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ "სამ­შობ­ლოს მცველ­თა ფონდში“ მუ­შა­ო­ბი­სას მას უკვე ჰქონ­და საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

დე­მო­ბი­ლი­ზე­ბულ­თა პრობ­ლე­მებს შო­რის, ანამ აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რი "პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის“ დი­აგ­ნო­ზია, რომ­ლი­თაც სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20% ბრუნ­დე­ბა საბ­რძო­ლო ზო­ნი­დან. მათი დიდი ნა­წი­ლი სა­ჭი­რო­ებს მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას. ამას­თა­ნა­ვე, ჩი­ნო­სან­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ჩრდი­ლო­ეთ სამ­ხედ­რო ოლ­ქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხდე­ბა ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა.

  • სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2021 წელს ჩი­ნოვ­ნიკ­მა თით­ქმის 11 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ცი­ვი­ლე­ვა იმ დრო­ის­თვის ფლობ­და სამ ბი­ნას, კო­ტეჯს 450 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბი­თა და დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბით.

2024 წელს ანა ცი­ვი­ლე­ვა იყო რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, სა­დაც შეხ­ვდა აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და პა­კის­ტა­ნის ელჩს.

ცი­ვი­ლე­ვე­ბის ის­ტო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში ფე­ო­და­ლუ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის მხო­ლოდ ერთი მა­გა­ლი­თია.

2013 წელს, რო­დე­საც პუ­ტინ­მა ქა­ლიშ­ვი­ლი კა­ტე­რი­ნა და­ა­ქორ­წი­ნა, ქორ­წი­ლის შემ­დეგ, მისი მე­უღ­ლის კი­რილ შა­მა­ლო­ვის ოჯახ­მა, შთამ­ბეჭ­და­ვი მზით­ვი მი­ი­ღო. შა­მა­ლოვს მის­ცეს წილი Sibur-ში, კერ­ძო ნავ­თობ­ქი­მი­ურ კომ­პა­ნი­ა­ში. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, რო­დე­საც კა­ტე­რი­ნა და კი­რი­ლი გან­ქორ­წინ­დნენ, შა­მა­ლოვს "მზით­ვი" წა­არ­თვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არის ფსიქიატრი ანა ცივილევა, რომელმაც პუტინთან ნათესაობის წყალობით, წარმატებული კარიერა აიწყო და დიდძალი ქონებაც დააგროვა?

ვინ არის ფსიქიატრი ანა ცივილევა, რომელმაც პუტინთან ნათესაობის წყალობით, წარმატებული კარიერა აიწყო და დიდძალი ქონებაც დააგროვა?

ამ ცოტა ხის წინ, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მდივნად რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა ცივილევა დანიშნა. განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

ცივილევა თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2024 წლის ივნისში გახდა და პასუხისმგებელი იყო სამხედრო პერსონალის სოციალური და საბინაო დახმარების ორგანიზებაზე.

ანა ცივილევას ქმარი, კემეროვოს ოლქის ყოფილი გუბერნატორი სერგეი ცივილევი, წელს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. 2023 წლის აპრილიდან ცივილევა ხელმძღვანელობს ფონდს "სამშობლოს მცველები,“ რომელიც ეხმარება უკრაინის ომის ვეტერანებს, დონბასის ბრძოლების მონაწილეებს (2014 წლის მაისიდან) და დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს.

რუსული ოპოზიციური მედია ამტკიცებს, რომ ანა ცივილევა ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილია. მათი ინფორმაციით, ცივილევას ქალიშვილობის გვარია პუტინა და არა ლოგინოვა, როგორც ეს არის ცნობილი (გვარი ლოგინოვა პირველი ქორწინებისას, ფსიქიატრ ლევ ლოგინოვზე ქორწინების შემდეგ მიიღო). ანა ივანოვოში დაიბადა, მამა კი რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილია.

  • ვინ არის რეალურად ანა ცივილევა

ანა ცივილევას ბიოგრაფია ქალაქ ივანოვოდან იწყება. ის 1972 წლის 9 მაისს მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მშობლები ექიმები იყვნენ, ბევრს მუშაობდნენ და მათი არყოფნის შემთხვევაში, სახლში ყველაფერს უფროსი და მართავდა, რომელიც ანაზე 15 წლით უფროსი იყო.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 2000-იანი წლების დასაწყისამდე ფსიქიატრად მუშაობდა. შემდეგ დედაქალაქში გადავიდა და კარიერა განაგრძო მენეჯერის პოზიციაზე სახელმწიფო კომპანია "მედტეხსნაბში“, რომელიც საავადმყოფოების სამედიცინო აღჭურვილობით იყო დაკავებული. მალე ქალმა დაიკავა ხელმძღვანელი პოზიცია კომერციულ კომპანია Digimed-ში, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას უზრნულვეყოფდა. ის ამ სფეროში 2016 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგაც ნახშირის მრეწველობაში წავიდა.

2012 წელს მისი ოჯახი ქვანახშირის კომპანია "კოლმარის“ წილის მფლობელი გახდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ მანამდე არცერთი მეუღლე არ ყოფილა ქვანახშირის ბიზნესში. გამოცემის ცნობით, მათ აქტივი პრეზიდენტის მეგობრისგან, ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოსგან მიიღეს - მანამდე ის "კოლმარის" 60%-ს ფლობდა.

როგორც ერთ-ერთი სააგენტო აღნიშნავს, წარსულში "კოლმარს" ჰქონდა "უზარმაზარი ფინანსური სირთულეები“, მაგრამ ბოლო წლებში სახელმწიფო კომპანიას დაეხმარა. ცივილევების კონტროლის ქვეშ მოქცევის შემდეგ კომპანიამ მიიღო 11 მილიარდი რუბლი ბიუჯეტიდან, ასევე შეღავათიანი სესხი 4 მილიარდი რუბლისა და საგადასახადო შეღავათები.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სახელმწიფო სამსახურში გადასვლისას ქმარმა ანას რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქვანახშირის კომპანია "„კოლმარში“ თავისი წილი გადასცა.

2022 და 2023 წლებში ანა ცივილევა და მისი კომპანია Kolmar დაექვემდებარა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს.

  • პირადი ცხოვრება

ქალი ორჯერ იყო დაოჯახებული, პირველად კოლეგა, ფსიქიატრ ლევ ლოგინოვზე. 2000-იანი წლებში ანა მეორედ დაქორწინდა სერგეი ცივილევზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ანა ჰყვება, რომ ქმარი საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნო. ის არა მარტო ქმარი, საყვარელი და შვილების მამა, არამედ საქმიანი პარტნიორი და თანამოაზრეა.

"ჩემი რწმენით, მე ვარ მშრომელი, ენერგიული ადამიანი. მე ვერ ვხედავ ჩემს თავს ოთხ კედელში გამოკეტილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია თვითრეალიზაცია, სამუშაო, ბიზნესი და სოციალური მიმართულება, მაგრამ პირველ რიგში ოჯახს ვაყენებ. უნდა ვიცოდე, რომ ჩემი ქმარი კარგად იკვებება, ბავშვები სწავლობენ და არავინაა უყურადღებოდ. შემდეგ არის ძალა და ენერგია. ჩემი რწმენით ადამიანი შემოქმედად იბადება. ამ სამყაროში მოსვლისას თითოეულმა ჩვენგანმა არა მხოლოდ უნდა ისუნთქოს და ჭამოს, არამედ რაღაც სასარგებლო უნდა გააკეთოს. ეს არის ის, რასაც მე ვასწავლი ჩემს შვილებს, ვუხსნი, რომ არ შეიძლება იცხოვრო მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად...“ - განაცხდა 2019 წელს იმჟამად გუბერნატორის მეუღლემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

2024 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც პუტინმა მინისტრის მოადგილედ დანიშნა, მედიასთან განაცხადა, რომ "სამშობლოს მცველთა ფონდში“ მუშაობისას მას უკვე ჰქონდა საკმარისი გამოცდილება სპეცოპერაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახებისთვის დახმარების ორგანიზებაში.

დემობილიზებულთა პრობლემებს შორის, ანამ აღნიშნა, რომ ყველაზე ხშირი "პოსტტრავმული სტრესული აშლილობის“ დიაგნოზია, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეების დაახლოებით 20% ბრუნდება საბრძოლო ზონიდან. მათი დიდი ნაწილი საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას. ამასთანავე, ჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ სამხედრო ოლქიდან დაბრუნებული ჯარისკაცებისთვის საჭირო ხდება ფსიქოლოგის დახმარება.

  • საინტერესო ფაქტები

ოფიციალური დეკლარაციის თანახმად, 2021 წელს ჩინოვნიკმა თითქმის 11 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. ცივილევა იმ დროისთვის ფლობდა სამ ბინას, კოტეჯს 450 კვადრატული მეტრი ფართობითა და დამხმარე ნაგებობით.

2024 წელს ანა ცივილევა იყო რუსეთის დელეგაციის წევრი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც შეხვდა აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს და პაკისტანის ელჩს.

ცივილევების ისტორია თანამედროვე რუსეთში ფეოდალური წეს-ჩვეულებების მხოლოდ ერთი მაგალითია.

2013 წელს, როდესაც პუტინმა ქალიშვილი კატერინა დააქორწინა, ქორწილის შემდეგ, მისი მეუღლის კირილ შამალოვის ოჯახმა, შთამბეჭდავი მზითვი მიიღო. შამალოვს მისცეს წილი Sibur-ში, კერძო ნავთობქიმიურ კომპანიაში. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც კატერინა და კირილი განქორწინდნენ, შამალოვს "მზითვი" წაართვეს.