პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კურსკში რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია..." - რას აცხადებს რუსი პოლიტოლოგი უკრაინელთა შეტევაზე?
"კურსკში რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია..." - რას აცხადებს რუსი პოლიტოლოგი უკრაინელთა შეტევაზე?

იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა კურსკის ოლ­ქში, რა რე­აქ­ცია ჰქონ­და რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­წყე­ბულ ოპე­რა­ცი­ა­ზე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა ამ ოპე­რა­ცი­ამ უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომსა და ამ ომის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ რუს ის­ტო­რი­კოს­სა და პო­ლი­ტო­ლოგს, ბო­რის სო­კო­ლოვს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ბო­რის, ორ კვი­რა­ზე მე­ტია კურსკი­სა და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას ატა­რე­ბენ. ამ მოვ­ლე­ნებ­ზე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა ორი­ვე მხრი­დან. რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მაგ­რამ, თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით რა იცი­ან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა კურსკი­სა და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქებ­ში?

- ამ თე­მებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ცოდ­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ვის რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვდე­ბა ხელი. მათ, ვი­საც შე­უძ­ლია უყუ­როს მხო­ლოდ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ას, მათ წარ­მოდ­გე­ნა­ში ერთი სუ­რა­თია იმა­ზე რაც ხდე­ბა კურსკის ოლ­ქში, ვი­საც სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე აქვს წვდო­მა, მათ წარ­მოდ­გე­ნა­ში სხვა სუ­რა­თია.

მათ, ვინც ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ე­ბის­გან იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ჰგო­ნი­ათ, რომ მტე­რი გარ­ბის, გარ­ბის და გარ­ბის. ვინც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე მი­უწ­ვდე­ბა ხელი, მათ მე­ტად რე­ა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ თუ რა ხდე­ბა კურსკის ოლ­ქში.

რამ­დე­ნა­დაც მე ვაკ­ვირ­დე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის შე­ტე­ვა გრძელ­დე­ბა და ჯერ მათი წინსვლა შე­ჩე­რე­ბუ­ლი არაა. ფაქ­ტია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ უკ­რა­ი­ნუ­ლი შე­ტე­ვის რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი გა­უ­გე­ბა­რია. ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია რე­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რამ­დენ ჯა­რის­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბა ამ­ჟა­მად რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ოპე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში რუ­სეთ­ში იუ­თუ­ბი გა­თი­შეს, იუ­თუბ­ზე მაინ ხვდე­ბა მა­სა­ლე­ბი იმის შე­სა­ხებ რომ კურსკის ოლ­ქი­დან ხალ­ხი გა­დის სამ­შვი­დო­ბოს და მათი რი­ცხვი უკვე 250 ათას­ზე მე­ტია. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს ხალ­ხი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გაჰ­ყავს. ვი­თა­რე­ბა­ში, როცა უკ­რა­ი­ნუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას, თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­აქ­ცი­ა­სა და მოქ­მე­დე­ბას?

- რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს გა­უმკლავ­დეს პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ახერ­ხებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კურსკის ოლ­ქში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს უწო­დებს "სი­ტუ­ა­ცი­ას კურსკის ოლ­ქში.“

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს ისე, რო­გორც შე­უძ­ლია. ვხე­დავთ, რომ კურსკი­სა და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქე­ბის სამ­ხრეთ რა­ი­ო­ნე­ბი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია.

- ვნა­ხეთ თუ რო­გორ არე­გის­ტრი­რე­ბენ ამ რე­გი­ო­ნე­ბი­დან ევა­კუ­ი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ური­გე­ბენ მათ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირთს. რო­გორ აღიქ­ვამს ამ პრო­ცესს რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

- მე რამ­დე­ნა­დაც ვაკ­ვირ­დე­ბი, იმას რაც კურსკის ოლ­ქში ხდე­ბა, მათ შო­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გრი­ლად ადევ­ნებს თვალს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ შე­იმ­ჩნე­ვა კურსკის ოლ­ქში მიმ­დი­ნა­რე უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გამო აღტყი­ნე­ბა და იმის სურ­ვი­ლი, რომ სა­ჭი­როა ქვეყ­ნის ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაც­ვა. ამას ჯერ ვერ ვხე­დავ.

დევ­ნი­ლე­ბის მი­მართ სიბ­რა­ლუ­ლი გრძნო­ბა აქვთ ადა­მი­ა­ნებს, მათ ისი­ნი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ იგ­რძნო­ბა.

- კურსკის ოლ­ქში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რას შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს?

- მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ახლა რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რი რა­მის გა­მოა გულ­გრი­ლი. იგი გა­და­ეჩ­ვია ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე რა­მის კე­თე­ბას და ცდი­ლობს დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი იყოს რა­ი­მე პრობ­ლე­მე­ბის­გან.

- ამის ფონ­ზე პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი აცხა­დებს - "ოპე­რა­ცია კურსკის ოლ­ქში ისე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც იყო და­გეგ­მი­ლი, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩვე­ნი პლაც­დარ­მი იზ­რდე­ბა და ძლი­ერ­დე­ბა.“ ბევ­რი ამ­ბობს, რომ ახლა "სტრა­ტე­გი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა“ უკ­რა­ი­ნის მხა­რე­საა, თქვენს ასე ფიქ­რობთ?

- გლო­ბა­ლუ­რად, მე ასე არ ვი­ტყო­დი, რად­გან, დო­ნეც­კის ოლ­ქში რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა კურ­სის ოლქს ჯერ­ჯე­რო­ბით, ინი­ცი­ა­ტი­ვა უკ­რა­ი­ნის მხა­რე­საა, მაგ­რამ ის სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლოს, როცა კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე რუ­სე­თი გა­და­ის­ვრის თა­ვი­სი ჯა­რე­ბის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას. რამ­დე­ნა­დაც მე მეს­მის, ჯერ­ჯე­რო­ბით რუ­სე­თი ვერ ახერ­ხებს შექ­მნას ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტის ხაზი, რის გა­მოც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ახერ­ხე­ბენ წინსვლას. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კურსკში რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია..." - რას აცხადებს რუსი პოლიტოლოგი უკრაინელთა შეტევაზე?

"კურსკში რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია..." - რას აცხადებს რუსი პოლიტოლოგი უკრაინელთა შეტევაზე?

იმაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, რა რეაქცია ჰქონდა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების დაწყებულ ოპერაციაზე რუსეთის ხელისუფლებას, რუსულ საზოგადოებას, რა კორექტივები შეიტანა ამ ოპერაციამ უკრაინა-რუსეთის ომსა და ამ ომის პერსპექტივაზე "ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, ორ კვირაზე მეტია კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში უკრაინელები სამხედრო ოპერაციას ატარებენ. ამ მოვლენებზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ორივე მხრიდან. რუსეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გადაადგილება ხორციელდება, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით რა იციან რუსეთის მოქალაქეებმა იმაზე, თუ რა ხდება კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში?

- ამ თემებზე ინფორმაციული ცოდნა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის რა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. მათ, ვისაც შეუძლია უყუროს მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, მათ წარმოდგენაში ერთი სურათია იმაზე რაც ხდება კურსკის ოლქში, ვისაც სხვა ინფორმაციაზე აქვს წვდომა, მათ წარმოდგენაში სხვა სურათია.

მათ, ვინც ოფიციალურ წყაროებისგან იღებს ინფორმაციას, ჰგონიათ, რომ მტერი გარბის, გარბის და გარბის. ვინც ალტერნატიული ინფორმაციებზე მიუწვდება ხელი, მათ მეტად რეალური წარმოდგენა აქვთ თუ რა ხდება კურსკის ოლქში.

რამდენადაც მე ვაკვირდები, უკრაინელების შეტევა გრძელდება და ჯერ მათი წინსვლა შეჩერებული არაა. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამ უკრაინული შეტევის რეალური მიზნები გაუგებარია. ასევე გაუგებარია რეალურად უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენ ჯარისკაცი იმყოფება ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე.

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის პირველივე დღეებში რუსეთში იუთუბი გათიშეს, იუთუბზე მაინ ხვდება მასალები იმის შესახებ რომ კურსკის ოლქიდან ხალხი გადის სამშვიდობოს და მათი რიცხვი უკვე 250 ათასზე მეტია. რუსეთის ხელისუფლებას ეს ხალხი ორგანიზებულად გაჰყავს. ვითარებაში, როცა უკრაინული შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებენ სამხედრო ოპერაციას, თქვენ როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლების რეაქციასა და მოქმედებას?

- რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ხელისუფლება კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს უწოდებს "სიტუაციას კურსკის ოლქში.“

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმატებულად მოქმედებს რუსეთის ხელისუფლება, ჩემი დაკვირვებით, რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია. ვხედავთ, რომ კურსკისა და ბელგოროდის ოლქების სამხრეთ რაიონებიდან ხორციელდება მოქალაქეების ევაკუაცია.

- ვნახეთ თუ როგორ არეგისტრირებენ ამ რეგიონებიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს და ურიგებენ მათ ჰუმანიტარულ ტვირთს. როგორ აღიქვამს ამ პროცესს რუსეთის საზოგადოება?

- მე რამდენადაც ვაკვირდები, იმას რაც კურსკის ოლქში ხდება, მათ შორის მოქალაქეების ევაკუაციას და საბრძოლო მოქმედებებს, საზოგადოება გულგრილად ადევნებს თვალს. საზოგადოებაში არ შეიმჩნევა კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინული სამხედრო ოპერაციის გამო აღტყინება და იმის სურვილი, რომ საჭიროა ქვეყნის ამ ტერიტორიების დაცვა. ამას ჯერ ვერ ვხედავ.

დევნილების მიმართ სიბრალული გრძნობა აქვთ ადამიანებს, მათ ისინი შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, მაგრამ, საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთება ჯერჯერობით არ იგრძნობა.

- კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება რას შეიძლება უკავშირდებოდეს?

- მეჩვენება, რომ ახლა რუსული საზოგადოება ბევრი რამის გამოა გულგრილი. იგი გადაეჩვია ბრძანების გარეშე რამის კეთებას და ცდილობს დისტანცირებული იყოს რაიმე პრობლემებისგან.

- ამის ფონზე პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს - "ოპერაცია კურსკის ოლქში ისე მიმდინარეობს, როგორც იყო დაგეგმილი, რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი პლაცდარმი იზრდება და ძლიერდება.“ ბევრი ამბობს, რომ ახლა "სტრატეგიული ინიციატივა“ უკრაინის მხარესაა, თქვენს ასე ფიქრობთ?

- გლობალურად, მე ასე არ ვიტყოდი, რადგან, დონეცკის ოლქში რუსეთი აგრძელებს შეტევას.

რაც შეეხება კურსის ოლქს ჯერჯერობით, ინიციატივა უკრაინის მხარესაა, მაგრამ ის სიტუაცია შეიძლება მას შემდეგ შეიცვალოს, როცა კურსკის მიმართულებაზე რუსეთი გადაისვრის თავისი ჯარების საკმარის რაოდენობას. რამდენადაც მე მესმის, ჯერჯერობით რუსეთი ვერ ახერხებს შექმნას ერთიანი ფრონტის ხაზი, რის გამოც უკრაინელები სხვადასხვა მიმართულებით ახერხებენ წინსვლას. გააგრძელეთ კითხვა