სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, რომ ეს განცხადება ივანიშვილმა დაწერა" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ქართული ოცნების" განცხადებას?
"მგონია, რომ ეს განცხადება ივანიშვილმა დაწერა" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ქართული ოცნების" განცხადებას?

მათ უნ­დათ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ბო­ლომ­დე იყ­ვნენ კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაფ­ლუ­ლი, მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობ­დნენ, ხოლო ხალ­ხი, აქ ვინც რჩე­ბა, გა­ღა­რიბ­დეს, ვინც გა­ას­წრებს ქვეყ­ნი­დან, გა­ვი­დეს - ჩვე­ნი ვა­ლია, გა­ვერ­თი­ან­დეთ. ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ და ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ამ ადა­მი­ა­ნებს გა­ვუშ­ვებთ, - ასე უპა­სუ­ხა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბას, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე, და­ა­ი­ნი­ცი­რე­ბენ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და ყვე­ლა მისი სა­ტე­ლი­ტი თუ მემ­კვიდ­რე პარ­ტია არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­დე­ბა“.

  • რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა სა­კითხს, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს სხვა­დას­ხვა ში­შე­ბი, ფო­ბი­ე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ნე­ბის­მი­ერ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, თე­მას - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ რამ­დე­ნი­მე და­მა­ტე­ბი­თი ხმის მო­სა­ზი­დად.

"ისე­დაც არი­ან რუ­სე­თის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის, ირა­ნი­სა და ბე­ლა­რუ­სის ბა­ნაკ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი და სამ­წუ­ხა­როდ, აქეთ მი­ა­ქა­ნე­ბენ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, რაც ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ვა, რად­გან 26 ოქ­ტომ­ბრამ­დე ცოტა დრო დარ­ჩა და დას­რულ­დე­ბა მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა. ისი­ნი უბ­რა­ლოდ ვერ მო­ას­წრე­ბენ და არ გა­მო­უ­ვათ!

ერთი რა­ღაც უნდა ეს­მო­დეთ, ასეთ გან­ცხა­დე­ბას როცა აკე­თე­ბენ, მათ მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი არ ეს­მით. პარ­ტი­ე­ბი, იგი­ვე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ არის სა­ბუ­თე­ბი, წეს­დე­ბა და იუს­ტი­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, ეს არის იდეა, ხალ­ხი, ეს არის ბრძო­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, უკე­თე­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის­თვის, ხალ­ხის­თვის დოვ­ლა­თის მო­ტა­ნის­თვის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის­თვის. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც 8-9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ტარ­და 2003 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს და სა­ქარ­თვე­ლო უნდა შე­მობ­რუნ­დეს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე. ჩვენ უკვე დავ­კარ­გეთ 12 წელი, უკვე ჩა­ვე­ფა­ლით სი­ღა­რი­ბე­ში, უკვე აუ­ტა­ნე­ლია ემიგ­რა­ცი­ის ის დონე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან ხალ­ხის გა­დი­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დას­რულ­დეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა შე­მობ­რუნ­დეს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გან­ვი­თა­რე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე 26 ოქ­ტომ­ბერს.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ეს­მო­დეს, რომ ეს არის მარ­თლაც რე­ფე­რენ­დუ­მი, ის­ტო­რი­უ­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ჩევ­ნე­ბი და ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მი­ი­ღოს. ეს არის არ­ჩევ­ნე­ბი იმა­ზე, თუ რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში გვინ­და ცხოვ­რე­ბა იზო­ლი­რე­ბულ­სა და გა­ღა­რი­ბე­ბულ­ში თუ ევ­რო­პულ­სა და გან­ვი­თა­რე­ბულ­ში. ამ სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი. ამ გა­მო­ძი­ე­ბებს, გან­ცხა­დე­ბებს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­ვა­უქ­მებთ“, „რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოვხსნით“, „მარ­ტო ჩვენ დავ­რჩე­ბით ერ­თა­დერთ პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად და პარ­ტი­ად და აქ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას მო­ვა­წყობთ“ - ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის გაგ­რძე­ლე­ბაა, რაც ოფი­სის გახ­სნა­ზე ისა­უბ­რეს. როცა კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ „12 წე­ლია ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და მი­ნი­მუმ 12 წელი უნდა ვმარ­თოთ ეს ქვე­ყა­ნა კი­დე­ვო“. ხალ­ხს არ ეკი­თხე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სა­ერ­თოდ არ აპი­რებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი არა­ფერ­ში აინ­ტე­რე­სებს, იმი­ტომ, რომ მათ უნ­დათ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ბო­ლომ­დე იყ­ვნენ კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაფ­ლუ­ლი, მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობ­დნენ, ხოლო ხალ­ხი აქ ვინც რჩე­ბა, გა­ღა­რიბ­დეს, ვინც გა­ას­წრებს ქვეყ­ნი­დან, გა­ვი­დეს. ეს არის მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია და მიდ­გო­მა, რაც აქვს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის დაჯ­გუ­ფე­ბას. ჩვე­ნი ვა­ლია, გა­ვერ­თი­ან­დეთ. მარ­თლაც ერ­თი­ა­ნო­ბით და ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ და ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ამ ადა­მი­ა­ნებს გა­ვუშ­ვებთ“,- გა­ნა­ცხა­და პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

"ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის” დე­პუ­ტა­ტის, რო­მან გო­ცი­რი­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს გან­ცხა­დე­ბა არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ღა­ლა­ტის პროგ­რა­მა უწო­დო.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გან­ცხა­დე­ბა არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა. ამას შე­იძ­ლე­ბა უწო­დო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ღა­ლა­ტის პროგ­რა­მა. პირ­და­პირ არის თავ­დას­ხმა რო­გორც ჩვენ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე, ასე­ვე ზო­გა­დად ოპო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც თურ­მე იმარ­თე­ბა ამე­რი­კი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ. ასე­თი ტექ­სტით დღეს ლუ­კა­შენ­კოც კი არ ლა­პა­რა­კობს. თა­ნაც ოპო­ზი­ცი­ის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად და შემ­დეგ მათი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის სა­ხით მათ სჭირ­დე­ბათ თურ­მე სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­მარ­ჯვე­ბა. ყვე­ლა დე­ტა­ლი, თუ რის­თვის სჭირ­დე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით მოს­ვლა, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის ღა­ლა­ტად და­ხა­სი­ათ­დეს. მა­გა­ლი­თად, სა­უ­ბა­რია თურ­მე აფხა­ზეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა. რა ცვლი­ლე­ბა უნდა სჭირ­დე­ბო­დეს აფხა­ზეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას? ფაქ­ტობ­რი­ვად, ალ­ბათ, იგუ­ლის­ხმე­ბა კონ­ფე­დე­რა­ცია - აღი­ა­რონ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო თურ­მე შე­იძ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად კონ­ფე­დე­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში გა­ერ­თი­ან­დეს, სა­ი­და­ნაც გა­მო­ყო­ფა ელე­მენ­ტა­რუ­ლია - ვი­ცით რა კონ­ფე­დე­რა­ცი­ის ში­ნა­არ­სი. ისე­ვე რო­გორც თურ­მე სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც სჭირ­დე­ბათ. ალ­ბათ, იგუ­ლის­ხმე­ბა, მაგ­რამ ჯერ არ ამ­ბო­ბენ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნას ის მუხ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ხალ­ხს გა­რან­ტი­ას აძ­ლევს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” პირ­და­პირ რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებს. მათი ეს გან­ცხა­დე­ბა არის და­სავ­ლე­თი­სა­გან ქვეყ­ნის ჩა­მო­ცი­ლე­ბი­სა და რუ­სეთ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მა. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში გახ­და და ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა არის ამ მო­ღა­ლა­ტე რე­ჟი­მის გას­ტუმ­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ სა­ი­ქი­ო­ში არ­ჩევ­ნე­ბის გზით”, - აღ­ნიშ­ნა გო­ცი­რი­ძემ.

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა ას­ხი­ვებს და­მარ­ცხე­ბის შიშს, რო­მე­ლიც იკი­თხე­ბა ყვე­ლა ხაზს შო­რის“.

"არა­თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, არა­მედ იცი­ან, რომ ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მა­ლურ შე­დეგ­ზე გავ­ლენ. ახლა, სა­სო­წარ­კვე­თი­ლად ცდი­ლო­ბენ მო­უ­წო­დონ ხალ­ხს, რომ ქუდ­ზე კაცი გა­მო­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე. იმ გა­ღა­ტა­კე­ბულ ქარ­თველ ხალ­ხს მო­უ­წო­დე­ბენ, რო­მელ­საც ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვეს, იმ ხალ­ხს, სა­ი­და­ნაც 1 მი­ლი­ო­ნი აქ­ცია ეკო­ნო­მი­კურ ლტოლ­ვი­ლად, აი­ძუ­ლა ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი­ყო. დღეს გამ­დიდ­რე­ბუ­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი ერ­თა­დერ­თი, რა­საც ხალ­ხს ჰპირ­დე­ბა, არის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა და ოპო­ზი­ცი­ის გა­უქ­მე­ბა.

ეს ქარ­თველ ხალ­ხს აჩ­ვე­ნებს, რომ ქვე­ყა­ნას მმარ­თავს გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი. თუ უნ­დათ სა­ხელ­მწი­ფოს გა­დარ­ჩე­ნა პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­გან, 26 ოქ­ტომ­ბერს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ უნდა მის­ცენ ხმა. ზო­გა­დად, ეს გან­ცხა­დე­ბა, ტექ­სტი იმ­დე­ნად დიდი სი­სუ­ლე­ლეა, რომ მგო­ნია ივა­ნიშ­ვილ­მა და­წე­რა“,- აღ­ნიშ­ნა სა­მა­დაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: რას აპი­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ: მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მგონია, რომ ეს განცხადება ივანიშვილმა დაწერა" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ქართული ოცნების" განცხადებას?

"მგონია, რომ ეს განცხადება ივანიშვილმა დაწერა" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ქართული ოცნების" განცხადებას?

მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ ბოლომდე იყვნენ კორუფციაში ჩაფლული, მილიონებს შოულობდნენ, ხოლო ხალხი, აქ ვინც რჩება, გაღარიბდეს, ვინც გაასწრებს ქვეყნიდან, გავიდეს - ჩვენი ვალია, გავერთიანდეთ. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ და ოქტომბრის ბოლოს ამ ადამიანებს გავუშვებთ, - ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.

  • როგორც მან აღნიშნა, ყველა საკითხს, რაზეც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა შიშები, ფობიები, რაც შეიძლება საარჩევნო პროცესებს უკავშირდებოდეს, ნებისმიერ მანიპულაციას, თემას - ეს ადამიანები გამოიყენებენ რამდენიმე დამატებითი ხმის მოსაზიდად.

"ისედაც არიან რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ბელარუსის ბანაკში მოთავსებულები და სამწუხაროდ, აქეთ მიაქანებენ ქართულ სახელმწიფოს, რაც ნამდვილად არ გამოვა, რადგან 26 ოქტომბრამდე ცოტა დრო დარჩა და დასრულდება მათი ხელისუფლებაში ყოფნა. ისინი უბრალოდ ვერ მოასწრებენ და არ გამოუვათ!

ერთი რაღაც უნდა ესმოდეთ, ასეთ განცხადებას როცა აკეთებენ, მათ მთავარი ამბავი არ ესმით. პარტიები, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საბუთები, წესდება და იუსტიციაში გატარებული და რეგისტრირებული დოკუმენტაცია, ეს არის იდეა, ხალხი, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, განვითარებისთვის, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ხალხისთვის დოვლათის მოტანისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმები, რომელიც 8-9 წლის განმავლობაში გატარდა 2003 წლიდან მოყოლებული, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და საქართველო უნდა შემობრუნდეს ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე. ჩვენ უკვე დავკარგეთ 12 წელი, უკვე ჩავეფალით სიღარიბეში, უკვე აუტანელია ემიგრაციის ის დონე, რაც საქართველოდან ხალხის გადინებას უკავშირდება. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ეს ყველაფერი უნდა შემობრუნდეს ევროატლანტიკურ განვითარების ტრაექტორიაზე 26 ოქტომბერს.

ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მართლაც რეფერენდუმი, ისტორიული და უმნიშვნელოვანესი არჩევნები და ის გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ეს არის არჩევნები იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება იზოლირებულსა და გაღარიბებულში თუ ევროპულსა და განვითარებულში. ამ საკითხს უკავშირდება 26 ოქტომბრის არჩევნები. ამ გამოძიებებს, განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობას“ გავაუქმებთ“, „რეგისტრაციიდან მოვხსნით“, „მარტო ჩვენ დავრჩებით ერთადერთ პოლიტიკურ ორგანიზაციად და პარტიად და აქ ჩრდილოეთ კორეას მოვაწყობთ“ - ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, რაც ოფისის გახსნაზე ისაუბრეს. როცა კობახიძემ განაცხადა, რომ „12 წელია ვართ ხელისუფლებაში და მინიმუმ 12 წელი უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა კიდევო“. ხალხს არ ეკითხება, არჩევნების ჩატარებას საერთოდ არ აპირებს, საზოგადოებრივი აზრი არაფერში აინტერესებს, იმიტომ, რომ მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ ბოლომდე იყვნენ კორუფციაში ჩაფლული, მილიონებს შოულობდნენ, ხოლო ხალხი აქ ვინც რჩება, გაღარიბდეს, ვინც გაასწრებს ქვეყნიდან, გავიდეს. ეს არის მთავარი კონცეფცია და მიდგომა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და მის დაჯგუფებას. ჩვენი ვალია, გავერთიანდეთ. მართლაც ერთიანობით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ და ოქტომბრის ბოლოს ამ ადამიანებს გავუშვებთ“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

"ევროოპტიმისტების” დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით, ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა, რასაც შეიძლება გამოცხადებული ღალატის პროგრამა უწოდო.

"დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა. ამას შეიძლება უწოდო გამოცხადებული ღალატის პროგრამა. პირდაპირ არის თავდასხმა როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე, რომელიც თურმე იმართება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ. ასეთი ტექსტით დღეს ლუკაშენკოც კი არ ლაპარაკობს. თანაც ოპოზიციის გასანადგურებლად და შემდეგ მათი მიზნების მისაღწევად საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების სახით მათ სჭირდებათ თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ყველა დეტალი, თუ რისთვის სჭირდება “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, ასევე შეიძლება ქვეყნის ღალატად დახასიათდეს. მაგალითად, საუბარია თურმე აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებაზე, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. რა ცვლილება უნდა სჭირდებოდეს აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებას? ფაქტობრივად, ალბათ, იგულისხმება კონფედერაცია - აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო თურმე შეიძლება კონსტიტუციურად კონფედერაციულ ერთეულში გაერთიანდეს, საიდანაც გამოყოფა ელემენტარულია - ვიცით რა კონფედერაციის შინაარსი. ისევე როგორც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა გადაწყვეტილებების შესახებაც სჭირდებათ. ალბათ, იგულისხმება, მაგრამ ჯერ არ ამბობენ, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ის მუხლები, რომელიც ჩვენს ხალხს გარანტიას აძლევს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა. “ქართული ოცნება” პირდაპირ რუსეთის დავალებით მოქმედებს. მათი ეს განცხადება არის დასავლეთისაგან ქვეყნის ჩამოცილებისა და რუსეთში ინტეგრაციის პროგრამა. ეს ხელისუფლება უკვე უკიდურესად საშიში გახდა და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ამ მოღალატე რეჟიმის გასტუმრება პოლიტიკურ საიქიოში არჩევნების გზით”, - აღნიშნა გოცირიძემ.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება ასხივებს დამარცხების შიშს, რომელიც იკითხება ყველა ხაზს შორის“.

"არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ იციან, რომ ისტორიულ მინიმალურ შედეგზე გავლენ. ახლა, სასოწარკვეთილად ცდილობენ მოუწოდონ ხალხს, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს არჩევნებზე. იმ გაღატაკებულ ქართველ ხალხს მოუწოდებენ, რომელსაც ევროპული მომავალი წაართვეს, იმ ხალხს, საიდანაც 1 მილიონი აქცია ეკონომიკურ ლტოლვილად, აიძულა ქვეყნიდან გაქცეულიყო. დღეს გამდიდრებული კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, არის წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმება.

ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ქვეყანას მმართავს გაკოტრებული, რუსული რეჟიმი. თუ უნდათ სახელმწიფოს გადარჩენა პუტინის რუსეთისგან, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა. ზოგადად, ეს განცხადება, ტექსტი იმდენად დიდი სისულელეა, რომ მგონია ივანიშვილმა დაწერა“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

წაიკითხეთ: რას აპირებს "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ: მმართველი პარტიის ვრცელი განცხადება