მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დაწყევლილი“ წვეულება, ფოტო ტრაგედიამდე და გაუჩინარებული მილიონერები - ახალი დეტალები იტალიის სანაპიროსთან ჩაძირული სუპერიახტის შესახებ
“დაწყევლილი“ წვეულება, ფოტო ტრაგედიამდე და გაუჩინარებული მილიონერები - ახალი დეტალები იტალიის სანაპიროსთან ჩაძირული სუპერიახტის შესახებ

იტა­ლი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იახ­ტა Bayesian-ი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძლი­ერ შტორმ­ში მოხ­ვდა და სი­ცი­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ პა­ლერ­მოს მახ­ლობ­ლად ჩა­ი­ძი­რა. შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ექ­ვსი კი და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

56-მეტ­რი­ა­ნი სიგ­რძის იახ­ტა დიდ ბრი­ტა­ნეთ­შია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მას­ზე 22 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კარ­გუ­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კი­სა და კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. 15 გა­დარ­ჩე­ნილს შო­რის ერთი წლის ბავ­შვიც არის.

გა­დარ­ჩე­ნი­ლი რვა ადა­მი­ა­ნი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ყვე­ლა მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

  • და­სავ­ლუ­რი მე­დია ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს:

“ეს ბრი­ტა­ნე­ლი ტექ­ნი­კუ­რი მაგ­ნა­ტის მაიკ ლინ­ჩის "გა­მარ­ჯვე­ბის" სა­დღე­სას­წა­უ­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლომ “თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით“ და­წყე­ბუ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­ას­რუ­ლა და ის გა­ა­მარ­თლეს“, - წერს dailymail.

თუმ­ცა, მისი ოც­ნე­ბის წვე­უ­ლე­ბა სი­ცი­ლი­ა­ში კოშ­მა­რად გა­და­იქ­ცა, რო­დე­საც მისი სუ­პე­რი­ახ­ტა, რო­მელ­შიც ეკი­პა­ჟის 10 წევ­რი და 12 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, პა­ლერ­მოს მახ­ლობ­ლად ჩა­ი­ძი­რა.

ბრი­ტა­ნე­თის “ბილ გე­ით­სად“ წო­დე­ბუ­ლი მის­ტერ ლინ­ჩი, რო­მე­ლიც 852 მი­ლი­ონ ფუნტს ფლობს და მისი 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ექვს სა­ვა­რა­უ­დო გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან. ნა­პოვ­ნია ბორ­ტის შეფ-მზა­რე­უ­ლის ცხე­და­რი. და­კარ­გუ­ლე­ბის სა­პოვ­ნე­ლად მყვინ­თა­ვე­ბი ახ­ლაც მუ­შა­ო­ბენ.

  • რა­ტომ იყო მაიკ ლინ­ჩი იახ­ტა­ზე?

ივ­ნის­ში, მის­ტერ ლინჩმა მო­ი­გო 13-წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა. სან-ფრან­ცის­კოს სა­სა­მარ­თლომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. მას თაღ­ლი­თო­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად, ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კი 25 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და.

სწო­რედ ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თა მი­ლი­ო­ნერ­მა წვე­უ­ლე­ბა სუ­პე­რი­ახ­ტა­ზე.

ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, იახ­ტა პორ­ტი­ჩე­ლოს სა­ნა­პი­რო­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს

  • რა და­ე­მარ­თა სუ­პე­რი­ახ­ტას?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, იახ­ტა ძლი­ე­რი შტორ­მის გამო ჩა­ი­ძი­რა.

მის­ტერ ლინ­ჩის მე­უღ­ლე, ან­ჯე­ლა ბა­კა­რე­სი, 57 წლის, რო­მე­ლიც გა­დარ­ჩე­ნილ­თა შო­რის არის, იხ­სე­ნებს, რომ ნავი მო­უ­ლოდ­ნე­ლად "გა­და­ი­ხა­რა", რა­საც ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მოჰ­ყვა. მოწ­მე­ებ­მა აღ­წე­რეს მო­მენ­ტი, რო­დე­საც იახ­ტა ჩა­იძ­რა, მათი თქმით, ეს ისე სწრა­ფად მოხ­და, რომ ის თით­ქოს უბ­რა­ლოდ "გაქ­რა".

“სახ­ლში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც შტორ­მი და­ი­წყო. მა­შინ­ვე დავ­ხუ­რე ყვე­ლა ფან­ჯა­რა. თუმ­ცა და­ვი­ნა­ხე იახ­ტა, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთი ანძა ჰქონ­და, ძა­ლი­ან დიდი იყო, მაგ­რამ უცებ ჩა­ი­ძი­რა“, - იხ­სე­ნებს მე­თევ­ზე პი­ეტ­რო ას­კი­უ­ტო.

ექ­სპერ­ტის აზ­რით, მის­ტერ ლინ­ჩის სუ­პე­რი­ახ­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი 246 ფუტი სი­მაღ­ლის ალუ­მი­ნის ანძა შე­იძ­ლე­ბა ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო.

Bayesian-ს აქვს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ალუ­მი­ნის ანძა, რო­მე­ლიც გა­ტყდა და ამან იახ­ტის ჩა­ძირ­ვა გა­მო­იწ­ვია.

მის­ტერ ლინ­ჩი და­კარ­გულ ექვს ადა­მი­ანს შო­რი­საა. მე­უღ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ არა მხო­ლოდ მისი ქმა­რი, არა­მედ მათი 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰა­ნაც და­ი­კარ­გა. კი­დევ ორი ​​მგზავ­რი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე და­კარ­გუ­ლე­ბი არი­ან, Morgan Stanley International-ის თავ­მჯდო­მა­რე ჯო­ნა­თან ბლუ­მე­რი და მისი მე­უღ­ლეა.

ჯერ არ არის ნა­პოვ­ნი მის­ტერ ლინ­ჩის ად­ვო­კა­ტი კრის­ტო­ფერ მორ­ვი­ლო და მისი მე­უღ­ლე ნადა.

  • ვინ არი­ან გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი?

მის­ტერ ლინ­ჩის მე­უღ­ლე, 57 წლის ან­ჯე­ლა ბა­კა­რე­სი არის იმ 15 ადა­მი­ანს შო­რის, რომ­ლე­ბიც გა­დარ­ჩნენ. ასე­ვე გა­დარ­ჩე­ნილ­თა შო­რის არის კლი­ფორდ ჩან­სის ად­ვო­კა­ტი აილა რო­ნალ­დი და მისი პარტნი­ო­რი. სულ 15 ადა­მი­ა­ნი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“დაწყევლილი“ წვეულება, ფოტო ტრაგედიამდე და გაუჩინარებული მილიონერები - ახალი დეტალები იტალიის სანაპიროსთან ჩაძირული სუპერიახტის შესახებ

“დაწყევლილი“ წვეულება, ფოტო ტრაგედიამდე და გაუჩინარებული მილიონერები - ახალი დეტალები იტალიის სანაპიროსთან ჩაძირული სუპერიახტის შესახებ

იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ძვირადღირებული იახტა Bayesian-ი მოულოდნელად ძლიერ შტორმში მოხვდა და სიცილიის დედაქალაქ პალერმოს მახლობლად ჩაიძირა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად მიიჩნევა.

56-მეტრიანი სიგრძის იახტა დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული და მასზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულები ბრიტანეთის, ამერიკისა და კანადის მოქალაქეები არიან. 15 გადარჩენილს შორის ერთი წლის ბავშვიც არის.

გადარჩენილი რვა ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

  • დასავლური მედია ტრაგედიის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს:

“ეს ბრიტანელი ტექნიკური მაგნატის მაიკ ლინჩის "გამარჯვების" სადღესასწაულო მოგზაურობა უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც სასამართლომ “თაღლითობის ბრალდებით“ დაწყებული საქმის წარმოება დაასრულა და ის გაამართლეს“, - წერს dailymail.

თუმცა, მისი ოცნების წვეულება სიცილიაში კოშმარად გადაიქცა, როდესაც მისი სუპერიახტა, რომელშიც ეკიპაჟის 10 წევრი და 12 მგზავრი იმყოფებოდა, პალერმოს მახლობლად ჩაიძირა.

ბრიტანეთის “ბილ გეითსად“ წოდებული მისტერ ლინჩი, რომელიც 852 მილიონ ფუნტს ფლობს და მისი 18 წლის ქალიშვილი ექვს სავარაუდო გარდაცვლილთა შორის არიან. ნაპოვნია ბორტის შეფ-მზარეულის ცხედარი. დაკარგულების საპოვნელად მყვინთავები ახლაც მუშაობენ.

  • რატომ იყო მაიკ ლინჩი იახტაზე?

ივნისში, მისტერ ლინჩმა მოიგო 13-წლიანი სასამართლო დავა. სან-ფრანცისკოს სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო. მას თაღლითობა ედებოდა ბრალად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კი 25 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

სწორედ ამის აღსანიშნავად გამართა მილიონერმა წვეულება სუპერიახტაზე.

ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, იახტა პორტიჩელოს სანაპიროზე დააფიქსირეს

  • რა დაემართა სუპერიახტას?

გავრცელებული ცნობებით, იახტა ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა.

მისტერ ლინჩის მეუღლე, ანჯელა ბაკარესი, 57 წლის, რომელიც გადარჩენილთა შორის არის, იხსენებს, რომ ნავი მოულოდნელად "გადაიხარა", რასაც ტრაგიკული მოვლენები მოჰყვა. მოწმეებმა აღწერეს მომენტი, როდესაც იახტა ჩაიძრა, მათი თქმით, ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ის თითქოს უბრალოდ "გაქრა".

“სახლში ვიყავი, როდესაც შტორმი დაიწყო. მაშინვე დავხურე ყველა ფანჯარა. თუმცა დავინახე იახტა, რომელსაც მხოლოდ ერთი ანძა ჰქონდა, ძალიან დიდი იყო, მაგრამ უცებ ჩაიძირა“, - იხსენებს მეთევზე პიეტრო ასკიუტო.

ექსპერტის აზრით, მისტერ ლინჩის სუპერიახტაზე არსებული უზარმაზარი 246 ფუტი სიმაღლის ალუმინის ანძა შეიძლება ტრაგედიის მიზეზი ყოფილიყო.

Bayesian-ს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ალუმინის ანძა, რომელიც გატყდა და ამან იახტის ჩაძირვა გამოიწვია.

მისტერ ლინჩი დაკარგულ ექვს ადამიანს შორისაა. მეუღლემ განაცხადა, რომ არა მხოლოდ მისი ქმარი, არამედ მათი 18 წლის ქალიშვილი ჰანაც დაიკარგა. კიდევ ორი ​​მგზავრი, რომლებიც დღემდე დაკარგულები არიან, Morgan Stanley International-ის თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი და მისი მეუღლეა.

ჯერ არ არის ნაპოვნი მისტერ ლინჩის ადვოკატი კრისტოფერ მორვილო და მისი მეუღლე ნადა.

  • ვინ არიან გადარჩენილები?

მისტერ ლინჩის მეუღლე, 57 წლის ანჯელა ბაკარესი არის იმ 15 ადამიანს შორის, რომლებიც გადარჩნენ. ასევე გადარჩენილთა შორის არის კლიფორდ ჩანსის ადვოკატი აილა რონალდი და მისი პარტნიორი. სულ 15 ადამიანი.

იხილეთ ასევე: