პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ" - გია ჯაფარიძე
"მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ" - გია ჯაფარიძე

მე და ჩემი ძმა არ ვა­პი­რებთ ერ­თმა­ნე­თი და­ვა­მარ­ცხოთ ამ არ­ჩევ­ნებ­ში, - ასე უპა­სუ­ხა "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გია ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, არის თუ არა მისი ძმის, ზურა ჯა­ფა­რი­ძის კონ­კუ­რენ­ტი, რო­მე­ლიც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რია.

"მე და ჩემი ძმა არ ვართ ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი. მე და ჩემი ძმა ვართ ადი­კოს ძმის კონ­კუ­რენ­ტე­ბი. მე და ჩემი ძმა არ ვა­პი­რებთ ერ­თმა­ნე­თი და­ვა­მარ­ცხოთ ამ არ­ჩევ­ნებ­ში, მე და ჩემი ძმა ვა­პი­რებთ ადი­კოს ძმა და­ვა­მარ­ცხოთ ამ არ­ჩევ­ნებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც გია ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ერ­თი­ა­ნო­ბის“კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბი, ასე­ვე მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იყ­ვნენ ერ­თი­ა­ნო­ბის მომ­ხრე, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ერ­თი­ა­ნო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

"ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა იდე­ო­ლო­გი­ურ პლატ­ფორ­მებს შო­რის გა­ჯიბ­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან გვინ­და, რომ ასე იყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო აღარ არის. ჩვე­ნი მი­ზა­ნია და­ვა­მარ­ცხოთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი, სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბის, ევ­რო­პის კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე და­ვაბ­რუ­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ "კო­ა­ლი­ცი­ის“ გა­ფარ­თო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გია ჯა­ფა­რი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­ა­კე­თა, სა­დაც პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის, თინა ბო­კუ­ჩა­ვას და გი­ორ­გი ვა­შა­ძის აშშ-ში ვი­ზი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ვი­ზი­ტის კონ­ტექ­სტში მან უპა­სუ­ხა კი­თხვას, რა­ტომ არ იმ­ყო­ფე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლიც.

"ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი არის თბი­ლის­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს "ერ­თი­ა­ნო­ბის კო­ა­ლი­ცი­ის“ მუ­შა­ო­ბა­ში. აშშ-ს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან თინა ბო­კუ­ჩა­ვა და გი­ორ­გი ვა­შა­ძე, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, ამავდრო­უ­ლად ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ კო­ა­ლი­ცია "ერ­თი­ა­ნო­ბას“. ბუ­ნებ­რი­ვია, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ყრი­ლო­ბა­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ვერ ჩავა. ასეთ ყრი­ლო­ბებ­ზე ად­გი­ლე­ბი არის ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ" - გია ჯაფარიძე

"მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ" - გია ჯაფარიძე

მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, - ასე უპასუხა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი ძმის, ზურა ჯაფარიძის კონკურენტი, რომელიც "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.

"მე და ჩემი ძმა არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ ამ არჩევნებში“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც გია ჯაფარიძემ აღნიშნა, "ერთიანობის“კოალიციის წევრები, ასევე მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყვნენ ერთიანობის მომხრე, რადგანაც მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

"ეს არჩევნები არ იქნება იდეოლოგიურ პლატფორმებს შორის გაჯიბრება, სამწუხაროდ, ძალიან გვინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, "ქართული ოცნების“ ხელში საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო აღარ არის. ჩვენი მიზანია დავამარცხოთ "ქართული ოცნება“, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი, საქართველო განვითარების, ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე დავაბრუნოთ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ "კოალიციის“ გაფართოების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

აღნიშნული განცხადებები გია ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერების, თინა ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიზიტის კონტექსტში მან უპასუხა კითხვას, რატომ არ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

"ლევან ხაბეიშვილი არის თბილისში, ჩვეულებრივად მონაწილეობს "ერთიანობის კოალიციის“ მუშაობაში. აშშ-ს "დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე იმყოფებიან თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ და "სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები, ამავდროულად ისინი წარმოადგენენ კოალიცია "ერთიანობას“. ბუნებრივია, "დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე მთელი საქართველო ვერ ჩავა. ასეთ ყრილობებზე ადგილები არის ძალიან შეზღუდული“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.