სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! მისნაირ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“ - თავდაცვის მინისტრი
“18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! მისნაირ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“ - თავდაცვის მინისტრი

“სწო­რედ, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე­ზე, მის­ნა­ირ მა­მაც სამ­ხედ­რო­ებ­სა და გმი­რებ­ზე დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძემ სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა და ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა და­იც­ვა.

“18 აგ­ვის­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის და­ბა­დე­ბის დღეა!

ქედს ვიხ­რით ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი და გა­უ­ტე­ხე­ლი გმი­რის წი­ნა­შე.

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძემ სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად და­იც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა და ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის ის იქცა სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბის, სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცის, პატ­რი­ო­ტიზ­მის მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად.

სწო­რედ, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე­ზე, მის­ნა­ირ მა­მაც სამ­ხედ­რო­ებ­სა და გმი­რებ­ზე დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

დი­დე­ბა გმი­რებს“, - წერს ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცხინ­ვალ­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს. ან­წუ­ხე­ლი­ძის ცხე­და­რი ცხინ­ვა­ლი­დან 2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში გად­მო­ას­ვე­ნეს. მისი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი კი ინ­ტერ­ნეტ­ში 2009 წელს გავ­რცელ­და. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.

ავტორი:

“18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! მისნაირ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“ - თავდაცვის მინისტრი

“18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! მისნაირ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“ - თავდაცვის მინისტრი

“სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება დაიცვა.

“18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა!

ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე.

2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება. მომავალი თაობებისთვის ის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად.

სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

დიდება გმირებს“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედარი ცხინვალიდან 2008 წლის ნოემბერში გადმოასვენეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.