საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან - "არადა მსოფლიო შეძრა 8 წლის გოგოს ამბავმა, რომელიც გაათხოვეს და პირველ  ღამეს ინტიმური ურთიერთობისას დაიღუპა"
ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან - "არადა მსოფლიო შეძრა 8 წლის გოგოს ამბავმა, რომელიც გაათხოვეს და პირველ  ღამეს ინტიმური ურთიერთობისას დაიღუპა"

ერა­ყის პარ­ლა­მენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა გო­გო­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის შემ­ცი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვია მთელ მსოფ­ლი­ო­ში. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ახალ­გაზ­რდა მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბი ცხრა ასა­კი­დან და­ქორ­წინ­დე­ბი­ან. თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა ამ ფაქტს ვე­ლურ და ამო­რა­ლურ აქ­ტად თვლის. თუმ­ცა, ერაყ­ში რა­დი­კა­ლუ­რი მორ­წმუ­ნე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რო­ბენ

გო­გო­ნა ცხრა წლის, ბიჭი 15 წლის

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ერა­ყის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ წა­რად­გი­ნა. ამ დრო­ის­თვის ერაყ­ში ქორ­წი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი 18 წე­ლია. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის შემ­ცი­რე­ბას. და თუ მას მი­ი­ღე­ბენ, მშობ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ გო­გო­ე­ბი ცხრა წლი­დან, ხოლო ბი­ჭე­ბი 15 წლი­დან და­ა­ქორ­წი­ნონ.

ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და­ქორ­წი­ნე­ბი­სას არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ცვლი­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს შიიტ და სუ­ნი­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­სა­მარ­თლოს ნაც­ვლად ქორ­წი­ნე­ბა თა­ვად და­ა­რე­გის­ტრი­რონ. დო­კუ­მენ­ტის ოპო­ნენ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა ერა­ყე­ლი ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­არ­ღვი­ოს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან და შვი­ლე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბას­თან. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ პი­რი­ქით, ის და­ი­ცავს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს „ცოდ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან“.

გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს, ერა­ყის პარ­ლა­მენ­ტმა დე­პუ­ტა­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩა­აგ­დო. თუმ­ცა, 4 აგ­ვის­ტოს სხდო­მა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტი კვლავ წა­რად­გი­ნეს, ვი­ნა­ი­დან დო­კუ­მენტს მხა­რი გავ­ლე­ნი­ან­მა ში­ი­ტურ­მა პარ­ტი­ებ­მა და­უ­ჭი­რეს.

ჯერ კი­დევ 1959 წელს ერაყ­ში სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებს ჩა­მო­ერ­თვათ და სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. თუმ­ცა, ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს რე­ლი­გი­უ­რი ნორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ძი­რი­თა­დად, ში­ი­ტურ და სუ­ნი­ტურ ის­ლამ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც, ერაყ­ში მცხოვ­რებ სხვა რე­ლი­გი­ურ თე­მებს არ შე­ე­ხე­ბათ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ

კა­ნო­ნის კრი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს და­ან­გრევს ყვე­ლა­ნა­ირ პროგ­რესს ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ქალ­თა ჯგუ­ფე­ბი, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აქ­ტი­ვის­ტე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არის დარ­ტყმა გა­ნათ­ლე­ბა­ზე და საფრ­თხეს უქ­მნის თი­ნე­ი­ჯე­რო­ბამ­დე­ლი გო­გო­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იწ­ვევს ერა­ყის სკო­ლე­ბი­დან გო­გო­ნე­ბის გა­დი­ნე­ბას და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე ად­რე­ულ ორ­სუ­ლო­ბას და ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ზრდას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნამ­დეც, Human Rights Watch წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ჯო სტორკმა აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ა­უ­ა­რე­სებს უთა­ნას­წო­რო­ბას ერაყ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, მხარს უჭერს თა­ნა­ბარ უფ­ლე­ბებს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ის არ­სე­ბი­თად აკა­ნო­ნებს ქორ­წი­ნე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე კრძა­ლავს ქა­ლე­ბის­თვის ქმრის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სახ­ლი­დან გას­ვლას. მისი მი­ხედ­ვით, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორ წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ყვე­ლა ბავ­შვი ავ­ტო­მა­ტუ­რად დარ­ჩე­ბა მა­მას­თან.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, გო­გო­ნას უფ­ლე­ბა აქვს და­ქორ­წინ­დეს ცხრა წელ­ზე უმ­ცრო­სი ასაკ­შიც - ამი­სათ­ვის მას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მა­მის ან ბა­ბუ­ის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა.

”ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი, - ამ­ბო­ბენ დო­კუ­მენ­ტის ავ­ტო­რე­ბი, - ისე­ნი არი­ან ურ­წმუ­ნო­ე­ბი, ის­ლა­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი და მათი საქ­მე არ არის, თუ რა არის სწო­რი და რა არას­წო­რი მუ­სულ­მა­ნურ ოჯახ­ში. და ზო­გა­დად, ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მხო­ლოდ აკა­ნო­ნებს იმას, რაც უკვე პრაქ­ტი­კა­შია ერაყ­ში და სხვა მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში“.

ამ სა­კი­თხში კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­თლე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, UNICEF-ის ან­გა­რი­შიც მი­ხედ­ვით, ერაყ­ში გო­გო­ნე­ბის 28% უკვე 18 წლამ­დე უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ასა­კი ამ ქვე­ყა­ნა­ში 18 წლი­დან იწყე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უბ­რა­ლოდ გვერდს უვ­ლი­ან კა­ნონს, რად­გან მე­ურ­ვის ნე­ბარ­თვით 15 წლის ასაკ­ში შე­უძ­ლი­ათ და­ქორ­წი­ნე­ბა.

აი­შას ფაქ­ტო­რი

თუ შე­თა­ვა­ზე­ბულ კა­ნონს თე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გან­ვმარ­ტავთ, მა­შინ მუს­ლი­მე­ბი იხ­სე­ნე­ბენ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ერთ-ერთ ცოლს, აი­შას, რო­გორც არ­გუ­მენტს. ის­ლა­მურ წიგ­ნებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ აიშა, რო­მე­ლიც იყო მუ­ჰა­მე­დის მე­სა­მე და უმ­ცრო­სი ცოლი, ის წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ზე ცხრა წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. თუმ­ცა, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ყველ­გან არ ემ­თხვე­ვა.

სა­კი­თხის ფი­ზი­კურ, ინ­ტი­მურ მხა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის­ლა­მუ­რი ნაშ­რო­მე­ბის ავ­ტო­რებ­საც არ აქვთ სა­ერ­თო აზრი. დიახ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ფორ­მა­ლუ­რად ცხრა წლის გო­გო­ნა იყო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ცოლი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ერთი მი­ნიშ­ნე­ბა იმი­სა, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ის სა­წოლს იზი­ა­რებ­და თა­ვის ზრდას­რულ ქმარ­თან.

აიშა ით­ვლე­ბა ის­ლა­მის ერთ-ერთ უდი­დეს მეც­ნი­ე­რად (მათ შო­რის მხო­ლოდ შვი­დია) და მას უწო­დე­ბენ "მორ­წმუ­ნე­თა დე­დას", ამი­ტომ მისი ქორ­წი­ნე­ბის ასაკ­ზე მი­თი­თე­ბა ხში­რად მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტია გო­გო­ნე­ბის ბე­დის გა­და­წყვე­ტი­სას.

რა­დი­კა­ლუ­რი მუს­ლი­მი ოჯა­ხე­ბი

მა­გა­ლი­თად, სა­უ­დის არა­ბეთ­ში, სა­დაც კა­ნონს პრინ­ციპ­ში არ აქვს „ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის“ ცნე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ თე­ო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, ხში­რად ეყ­რდნო­ბა აი­შას ასაკს. შე­დე­გი აშ­კა­რაა: სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ამ ქვე­ყა­ნა­ში გო­გო­ნე­ბის 16% სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე ქორ­წინ­დე­ბა.

ავ­ღა­ნეთ­ში სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო მძი­მეა: იქ ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე გო­გო­ნა 15 წლამ­დე ქორ­წინ­დე­ბა. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2009 წლი­დან ამ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი იცავს ქალ­თა უფ­ლე­ბებს, მათ შო­რის, ად­რე­უ­ლი და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის აკ­რძალ­ვას, ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა 2%-ით გა­ი­ზარ­და - სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ სურთ ჩა­ე­რი­ონ ის­ლა­მუ­რი ოჯა­ხე­ბის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში.

სხვა მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა, შემ­თხვე­ვე­ბი­დან ნა­წი­ლი კი საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლად მთავ­რდე­ბა.

მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­ა­თხო­ვეს რვა წლის გო­გო­ნა 40 წლის მა­მა­კაც­ზე და პირ­ვე­ლი­ვე ღა­მეს ახალ­გაზ­რდა ცოლი ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის ასა­კი ყო­ველ­თვის არ არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით. მა­გა­ლი­თად, ბო­შე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან მუ­სულ­მა­ნურ სამ­ყა­როს, ასე­ვე ძა­ლი­ან ადრე აქორ­წი­ნე­ბენ შვი­ლებს.

ავტორი:

ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან - "არადა მსოფლიო შეძრა 8 წლის გოგოს ამბავმა, რომელიც გაათხოვეს და პირველ  ღამეს ინტიმური ურთიერთობისას დაიღუპა"

ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან - "არადა მსოფლიო შეძრა 8 წლის გოგოს ამბავმა, რომელიც გაათხოვეს და პირველ  ღამეს ინტიმური ურთიერთობისას დაიღუპა"

ერაყის პარლამენტისთვის შეთავაზებულმა კანონპროექტმა გოგონების ქორწინების ასაკის შემცირების თაობაზე, სერიოზული პოლემიკა გამოიწვია მთელ მსოფლიოში. კანონის მიხედვით, ახალგაზრდა მუსლიმი გოგონები ცხრა ასაკიდან დაქორწინდებიან. თანამედროვე ევროპა ამ ფაქტს ველურ და ამორალურ აქტად თვლის. თუმცა, ერაყში რადიკალური მორწმუნეები განსხვავებულად ფიქრობენ

გოგონა ცხრა წლის, ბიჭი 15 წლის

კანონპროექტი ერაყის იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა. ამ დროისთვის ერაყში ქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელია. პროექტი ითვალისწინებს ქორწინების ასაკის შემცირებას. და თუ მას მიიღებენ, მშობლებს შეეძლებათ გოგოები ცხრა წლიდან, ხოლო ბიჭები 15 წლიდან დააქორწინონ.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეებს უფლება ექნებათ დაქორწინებისას არჩევანი გააკეთონ რელიგიურ ლიდერებსა და სამოქალაქო სასამართლო ხელისუფლებას შორის. ცვლილება საშუალებას მისცემს შიიტ და სუნიტურ ორგანიზაციებს სასამართლოს ნაცვლად ქორწინება თავად დაარეგისტრირონ. დოკუმენტის ოპონენტები შიშობენ, რომ ამან შეიძლება ერაყელი ქალების უფლებები დაარღვიოს, რომლებიც დაკავშირებულია მემკვიდრეობასთან, განქორწინებასთან და შვილების მეურვეობასთან. კანონპროექტის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ პირიქით, ის დაიცავს ახალგაზრდა გოგონებს „ცოდვილი ურთიერთობებისგან“.

გასული თვის ბოლოს, ერაყის პარლამენტმა დეპუტატების დიდი რაოდენობის წინააღმდეგობის გამო, შეთავაზებული ცვლილებები ჩააგდო. თუმცა, 4 აგვისტოს სხდომაზე კანონპროექტი კვლავ წარადგინეს, ვინაიდან დოკუმენტს მხარი გავლენიანმა შიიტურმა პარტიებმა დაუჭირეს.

ჯერ კიდევ 1959 წელს ერაყში საოჯახო სამართლის უფლებამოსილება რელიგიურ ლიდერებს ჩამოერთვათ და სასამართლოს გადაეცა. თუმცა, ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს რელიგიური ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, ძირითადად, შიიტურ და სუნიტურ ისლამთან დაკავშირებით, რაც, ერაყში მცხოვრებ სხვა რელიგიურ თემებს არ შეეხებათ.

უფლებადამცველები კანონის ავტორების წინააღმდეგ

კანონის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს დაანგრევს ყველანაირ პროგრესს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

უფლებადამცველი ორგანიზაციები და ქალთა ჯგუფები, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა აქტივისტები მთელს მსოფლიოში, ამბობენ, რომ ასეთი კანონმდებლობა არის დარტყმა განათლებაზე და საფრთხეს უქმნის თინეიჯერობამდელი გოგონების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ეს ყველაფერი გამოიწვევს ერაყის სკოლებიდან გოგონების გადინებას დაოჯახების შემდეგ, ასევე ადრეულ ორსულობას და ქვეყანაში ოჯახური ძალადობის ზრდას.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდეც, Human Rights Watch წინააღმდეგი იყო. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთში, ჯო სტორკმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი გააუარესებს უთანასწორობას ერაყში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა აცხადებს, მხარს უჭერს თანაბარ უფლებებს თავისი მოქალაქეებისთვის.

კანონპროექტის კრიტიკოსების აზრით, ის არსებითად აკანონებს ქორწინებაში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობას.

კანონპროექტი ასევე კრძალავს ქალებისთვის ქმრის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას. მისი მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში ორ წელზე უფროსი ასაკის ყველა ბავშვი ავტომატურად დარჩება მამასთან.

საკანონმდებლო დოკუმენტის თანახმად, გოგონას უფლება აქვს დაქორწინდეს ცხრა წელზე უმცროსი ასაკშიც - ამისათვის მას მხოლოდ საკუთარი მამის ან ბაბუის თანხმობა სჭირდება.

”ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენი ოპონენტების მოსაზრებები, - ამბობენ დოკუმენტის ავტორები, - ისენი არიან ურწმუნოები, ისლამის მოწინააღმდეგეები და მათი საქმე არ არის, თუ რა არის სწორი და რა არასწორი მუსულმანურ ოჯახში. და ზოგადად, ჩვენი კანონპროექტი მხოლოდ აკანონებს იმას, რაც უკვე პრაქტიკაშია ერაყში და სხვა მუსულმანურ ქვეყნებში“.

ამ საკითხში კანონპროექტის ავტორები, სამწუხაროდ, მართლები არიან. მაგალითად, UNICEF-ის ანგარიშიც მიხედვით, ერაყში გოგონების 28% უკვე 18 წლამდე უკვე დაქორწინებულია, თუმცა ქორწინების კანონიერი ასაკი ამ ქვეყანაში 18 წლიდან იწყება. მოქალაქეები უბრალოდ გვერდს უვლიან კანონს, რადგან მეურვის ნებართვით 15 წლის ასაკში შეუძლიათ დაქორწინება.

აიშას ფაქტორი

თუ შეთავაზებულ კანონს თეოლოგიური თვალსაზრისით განვმარტავთ, მაშინ მუსლიმები იხსენებენ წინასწარმეტყველის ერთ-ერთ ცოლს, აიშას, როგორც არგუმენტს. ისლამურ წიგნებში ნათქვამია, რომ აიშა, რომელიც იყო მუჰამედის მესამე და უმცროსი ცოლი, ის წინასწარმეტყველზე ცხრა წლის ასაკში დაქორწინდა. თუმცა, ეს მონაცემები ყველგან არ ემთხვევა.

საკითხის ფიზიკურ, ინტიმურ მხარესთან დაკავშირებით, ისლამური ნაშრომების ავტორებსაც არ აქვთ საერთო აზრი. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფორმალურად ცხრა წლის გოგონა იყო წინასწარმეტყველის ცოლი, მაგრამ არ არსებობს ერთი მინიშნება იმისა, რომ ასეთი ახალგაზრდა ასაკში ის საწოლს იზიარებდა თავის ზრდასრულ ქმართან.

აიშა ითვლება ისლამის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერად (მათ შორის მხოლოდ შვიდია) და მას უწოდებენ "მორწმუნეთა დედას", ამიტომ მისი ქორწინების ასაკზე მითითება ხშირად მთავარი არგუმენტია გოგონების ბედის გადაწყვეტისას.

რადიკალური მუსლიმი ოჯახები

მაგალითად, საუდის არაბეთში, სადაც კანონს პრინციპში არ აქვს „ქორწინების ასაკის“ ცნება, ადგილობრივი მცხოვრებლები ახალგაზრდების ქორწილის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობენ თეოლოგების მოსაზრებებით, რომლებიც, თავის მხრივ, ხშირად ეყრდნობა აიშას ასაკს. შედეგი აშკარაა: სტატისტიკის მიხედვით, ამ ქვეყანაში გოგონების 16% სრულწლოვანებამდე ქორწინდება.

ავღანეთში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა: იქ ყოველი მეხუთე გოგონა 15 წლამდე ქორწინდება. და მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან ამ ქვეყანაში კანონი იცავს ქალთა უფლებებს, მათ შორის, ადრეული და იძულებითი ქორწინების აკრძალვას, ფაქტობრივად არავინ აკონტროლებს სამართლებრივი ნორმების შესრულებას. გაეროს მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში, მაგალითად, ქალების მიმართ ძალადობა 2%-ით გაიზარდა - სამართალდამცავ ორგანოებს არ სურთ ჩაერიონ ისლამური ოჯახების საშინაო საქმეებში.

სხვა მუსულმანურ ქვეყნებში ადრეული ქორწინებების რეკორდული რაოდენობაა, შემთხვევებიდან ნაწილი კი საკმაოდ დრამატულად მთავრდება.

მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ, მსოფლიოში გავრცელდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაათხოვეს რვა წლის გოგონა 40 წლის მამაკაცზე და პირველივე ღამეს ახალგაზრდა ცოლი ინტიმური ურთიერთობის დროს მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

თუმცა ქორწინების ასაკი ყოველთვის არ არის ნაკარნახევი რელიგიური შეხედულებებით. მაგალითად, ბოშები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მუსულმანურ სამყაროს, ასევე ძალიან ადრე აქორწინებენ შვილებს.