პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე" - საბა ბუაძე
"გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე" - საბა ბუაძე

კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ცნო­ბით, სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 47-სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა.

რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, საბა ბუ­ა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სატ­რან­სპორ­ტო და ურ­ბა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

"თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მერი, კახა კა­ლა­ძე აგ­რძე­ლებს ჩვენს ქა­ლაქ­ში ურ­ბა­ნულ გე­ნო­ციდს. ადრე, სა­დაც სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო, ხე­დავთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა არის- ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­ცა 47-სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ბიზ­ნეს­მენ ნა­მო­რა­ძე­ზე. ახლა და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნეს აგ­ვის­ტო და შე­და­რე­ბით მშვი­დი პე­რი­ო­დი იმის­თვის, რომ კი­დევ 12 სარ­თუ­ლი და­უ­მა­ტონ ამ სამ­შე­ნებ­ლო სინ­დი­კატს, რო­მე­ლიც ჩვენს ქა­ლაქს ანად­გუ­რებს და აქ ცხოვ­რე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის. სატ­რან­სპორ­ტო, ურ­ბა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის, ვი­ნა­ი­დან 60 სარ­თუ­ლი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა და და­მა­ტე­ბით 20 ათა­სი კვ მეტ­რის და­შე­ნე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სატ­რან­სპორ­ტო კო­ლაფ­სის გაღ­რმა­ვე­ბას და უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქა­ლა­ქის კი­დევ უფრო სა­ვა­ლა­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩაგ­დე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ამას აკე­თებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც არის მოს­წრე­ბა­ზე. ჩვე­ნი ქა­ლა­ქი­დან ფუ­ლის ამო­ღე­ბას ჩქა­რო­ბენ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რად­გან იცი­ან, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ეს გე­ნო­ცი­დი დამ­თავ­რდე­ბა. კარ­გად უნდა იცოდ­ნენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა ასე­თი კო­რუფ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი შე­ჩერ­დე­ბა, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი: კა­ლა­ძე­ე­ბი, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლე­ბი და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის და­მა­ხინ­ჯე­ბას ცდი­ლო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დღეს საკ­რე­ბუ­ლო­ში ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ის პრო­ექ­ტი, სა­დაც ბუ­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 77-სარ­თუ­ლი­ა­ნი 6 ცა­თამბჯე­ნი უნდა აშენ­დეს.

„კო­ა­ლი­ცია - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო" ამ ყვე­ლა­ფერს ვაპ­რო­ტეს­ტებთ. ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ამ ურ­ბა­ნულ გე­ნო­ციდს, ჩვე­ნი ქა­ლა­ქის და­მა­ხინ­ჯე­ბას. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ ქა­ლა­ქის მა­ოხ­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ბი­ჯე­ბი შე­ვა­ჩე­როთ, რო­მე­ლიც ქა­ლაქს გვარ­თმევს“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე" - საბა ბუაძე

"გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე" - საბა ბუაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ცნობით, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა გაიცა.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელია.

"თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, კახა კალაძე აგრძელებს ჩვენს ქალაქში ურბანულ გენოციდს. ადრე, სადაც სპორტის უნივერსიტეტი იყო, ხედავთ რა მდგომარეობა არის- ამ ტერიტორიაზე გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე. ახლა დამატებით გამოიყენეს აგვისტო და შედარებით მშვიდი პერიოდი იმისთვის, რომ კიდევ 12 სართული დაუმატონ ამ სამშენებლო სინდიკატს, რომელიც ჩვენს ქალაქს ანადგურებს და აქ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. სატრანსპორტო, ურბანული თვალსაზრისით, ეს ყველანაირად გაუმართლებელი გადაწყვეტილება არის, ვინაიდან 60 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა და დამატებით 20 ათასი კვ მეტრის დაშენება ამ ტერიტორიაზე, სატრანსპორტო კოლაფსის გაღრმავებას და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალაქის კიდევ უფრო სავალალო სიტუაციაში ჩაგდებას გამოიწვევს.

ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, რომელიც არის მოსწრებაზე. ჩვენი ქალაქიდან ფულის ამოღებას ჩქარობენ არჩევნებამდე, რადგან იციან, არჩევნების შემდეგ ეს გენოციდი დამთავრდება. კარგად უნდა იცოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ ყველა ასეთი კორუფციული პროექტი შეჩერდება, სადაც ეს ადამიანები: კალაძეები, ივანიშვილები, ღარიბაშვილები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები ჩვენი ქალაქის დამახინჯებას ცდილობენ“, - განაცხადა ბუაძემ.

მისივე თქმით, დღეს საკრებულოში ასევე განიხილება იპოდრომის ტერიტორიის პროექტი, სადაც ბუაძის ინფორმაციით, 77-სართულიანი 6 ცათამბჯენი უნდა აშენდეს.

„კოალიცია - ძლიერი საქართველო" ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ. ვეწინააღმდეგებით ამ ურბანულ გენოციდს, ჩვენი ქალაქის დამახინჯებას. აბსოლუტურად ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქალაქის მაოხრებელი ადამიანების ნაბიჯები შევაჩეროთ, რომელიც ქალაქს გვართმევს“, - განაცხადა ბუაძემ.