მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაწირა პუტინმა რუსი წვევამდელები - “მათ არ უნახავთ არცერთი კონტრაქტორი ჯარისკაცი: დედა, შოკში ვართო... იარაღის გარეშე იყო, ნიჩბით ებრძოლა?“
როგორ გაწირა პუტინმა რუსი წვევამდელები - “მათ არ უნახავთ არცერთი კონტრაქტორი ჯარისკაცი: დედა, შოკში ვართო... იარაღის გარეშე იყო, ნიჩბით ებრძოლა?“

რო­გორც ჩანს, რუ­სეთს სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბი CNN -თან სა­უ­ბარ­ში, კურსკის ოლ­ქში, სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის ეპი­ცენ­ტრში მყო­ფი რუსი წვე­ვამ­დე­ლე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის რე­ა­ლურ ყო­ფა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

  • "რო­დე­საც უკ­რა­ი­ნას­თან ომი და­ი­წყო, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა პი­რო­ბა დადო, რომ ბრძო­ლა­ში წვე­ვამ­დე­ლე­ბი არ ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მოს­კო­ვი ცდი­ლობს შე­ა­კა­ვოს უკ­რა­ი­ნუ­ლი წინსვლა მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცხელ წერ­ტილ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხე­ბი გან­გა­შის ზარს სცე­მენ.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სუ­ლი ტე­ლეგ­რა­მის არ­ხებ­ზე და სხვა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ებ­მა აჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი იყო მოს­კო­ვი ამ ტი­პის თავ­დას­ხმის­თვის",- წერს გა­მო­ცე­მა.

"რო­დე­საც სა­ზღვარს დი­ლის 3 სა­ათ­ზე თავს და­ესხნენ ტან­კე­ბი, მხო­ლოდ წვე­ვამ­დე­ლე­ბი იცავ­დნენ თავს", - თქვა კურსკის რე­გი­ონ­ში მყო­ფი ერთ-ერთი წვე­ვამ­დე­ლი ჯა­რის­კა­ცის დე­დამ.

  • "მათ არ უნა­ხავთ არ­ცერ­თი ჯა­რის­კა­ცი, არ­ცერ­თი სა­კონ­ტრაქ­ტო ჯა­რის­კა­ცი - სა­ერ­თოდ არა­ვის უნა­ხავს ისი­ნი. ჩემ­მა შვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­რე­კა და თქვა: "დედა, ჩვენ შოკ­ში ვართ", - თქვა ქალ­მა.

CNN-ის თქმით, მათ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მენ­ტა­რი სთხო­ვეს, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­უ­ღი­ათ.

“წვე­ვამ­დე­ლე­ბის გაყ­ვა­ნა რუ­სეთ­ში მწვა­ვე სა­კი­თხია. ეს ნა­წი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­უ­ლია პუ­ტი­ნის და­პი­რე­ბის გამო, რომ მათ საბ­რძოლ­ვე­ლად არ გაგ­ზავ­ნი­ან“,- მე­დია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მო­ცე­მის Verstka-ს ინ­ტერ­ვი­უ­ზეც სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მათ ერთი რუსი წვე­ვამ­დე­ლის ბე­ბი­ას­თან, ნა­ტა­ლია აპელ­თან ჩა­წე­რეს.

მისი თქმით, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ვლა­დის­ლა­ვი ია­რა­ღის გა­რე­შე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი კურსკის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, სა­ზღვრი­დან 500 მეტრში.

  • "რა შე­ეძ­ლოთ ბი­ჭებს? წახ­ვი­დეთ (უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის) წი­ნა­აღ­მდეგ ნიჩ­ბით?", - თქვა მან.
უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი რუსი მებ­რძო­ლე­ბი

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და პე­ტი­ცია, რო­მე­ლიც პუ­ტინს მო­უ­წო­დებს წვე­ვამ­დე­ლე­ბის ზო­ნი­დან გაყ­ვა­ნას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სეთ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წვე­ვამ­დე­ლე­ბი მხო­ლოდ შე­ზღუ­დულ მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ან. კა­ნო­ნი კრძა­ლავს მათ სა­ზღვარ­გა­რეთ გან­ლა­გე­ბას და არ უნდა მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში.

  • სა­ზღვარ­ზე წვე­ვამ­დე­ლე­ბის გაყ­ვა­ნა რუსი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მაც გა­აკ­რი­ტი­კეს.

რუ­სე­თის ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტეტ­მა, დევ­ნი­ლი რუ­სე­ბის მიერ შექ­მნილ­მა ჯგუფ­მა, ოთხშა­ბათს გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც გა­აკ­რი­ტი­კა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი.

  • რო­გორც ჩანს, წვე­ვამ­დე­ლე­ბის ნა­წი­ლი ტყვედ აიყ­ვა­ნეს და უკ­რა­ი­ნა­ში მი­იყ­ვა­ნეს.

ზე­ლენ­სკიმ ამ კვი­რის და­სა­წყის­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ კი­ე­ვის ძა­ლე­ბი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ზრდის. უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ასე­ვე გა­ავ­რცე­ლეს მა­მა­კა­ცის რამ­დე­ნი­მე ვი­დეო და ფოტო, რომ­ლე­ბიც, მათი თქმით, რუსი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი იყ­ვნენ - ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ გაწირა პუტინმა რუსი წვევამდელები - “მათ არ უნახავთ არცერთი კონტრაქტორი ჯარისკაცი: დედა, შოკში ვართო... იარაღის გარეშე იყო, ნიჩბით ებრძოლა?“

როგორ გაწირა პუტინმა რუსი წვევამდელები - “მათ არ უნახავთ არცერთი კონტრაქტორი ჯარისკაცი: დედა, შოკში ვართო... იარაღის გარეშე იყო, ნიჩბით ებრძოლა?“

როგორც ჩანს, რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს. ანონიმური წყაროები CNN -თან საუბარში, კურსკის ოლქში, სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში მყოფი რუსი წვევამდელების და ადგილობრივების რეალურ ყოფაზე საუბრობენ.

  • "როდესაც უკრაინასთან ომი დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ბრძოლაში წვევამდელები არ ჩაერთვებოდნენ. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ცდილობს შეაკავოს უკრაინული წინსვლა მის ტერიტორიაზე, ცხელ წერტილში განლაგებული ახალგაზრდა ჯარისკაცების ოჯახები განგაშის ზარს სცემენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული ტელეგრამის არხებზე და სხვა სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციებმა აჩვენა, თუ რამდენად მოუმზადებელი იყო მოსკოვი ამ ტიპის თავდასხმისთვის",- წერს გამოცემა.

"როდესაც საზღვარს დილის 3 საათზე თავს დაესხნენ ტანკები, მხოლოდ წვევამდელები იცავდნენ თავს", - თქვა კურსკის რეგიონში მყოფი ერთ-ერთი წვევამდელი ჯარისკაცის დედამ.

  • "მათ არ უნახავთ არცერთი ჯარისკაცი, არცერთი საკონტრაქტო ჯარისკაცი - საერთოდ არავის უნახავს ისინი. ჩემმა შვილმა მოგვიანებით დარეკა და თქვა: "დედა, ჩვენ შოკში ვართ", - თქვა ქალმა.

CNN-ის თქმით, მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი სთხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

“წვევამდელების გაყვანა რუსეთში მწვავე საკითხია. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია პუტინის დაპირების გამო, რომ მათ საბრძოლველად არ გაგზავნიან“,- მედია დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო გამოცემის Verstka-ს ინტერვიუზეც საუბრობს, რომელიც მათ ერთი რუსი წვევამდელის ბებიასთან, ნატალია აპელთან ჩაწერეს.

მისი თქმით, მისი შვილიშვილი ვლადისლავი იარაღის გარეშე იყო განთავსებული კურსკის ერთ-ერთ სოფელში, საზღვრიდან 500 მეტრში.

  • "რა შეეძლოთ ბიჭებს? წახვიდეთ (უკრაინელი ჯარისკაცების) წინააღმდეგ ნიჩბით?", - თქვა მან.
უკრაინელების მიერ ტყვედ აყვანილი რუსი მებრძოლები

ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, რომელიც პუტინს მოუწოდებს წვევამდელების ზონიდან გაყვანას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში, პროფესიონალი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, წვევამდელები მხოლოდ შეზღუდულ მომზადებას გადიან. კანონი კრძალავს მათ საზღვარგარეთ განლაგებას და არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში.

  • საზღვარზე წვევამდელების გაყვანა რუსი ოპოზიციის ლიდერებმაც გააკრიტიკეს.

რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტმა, დევნილი რუსების მიერ შექმნილმა ჯგუფმა, ოთხშაბათს გაავრცელა განცხადება, სადაც გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი.

  • როგორც ჩანს, წვევამდელების ნაწილი ტყვედ აიყვანეს და უკრაინაში მიიყვანეს.

ზელენსკიმ ამ კვირის დასაწყისში დაადასტურა, რომ კიევის ძალები სამხედრო ტყვეების რაოდენობას ზრდის. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაავრცელეს მამაკაცის რამდენიმე ვიდეო და ფოტო, რომლებიც, მათი თქმით, რუსი სამხედრო ტყვეები იყვნენ - ზოგიერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა.

იხილეთ ასევე: