სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის "მაიმუნის ყვავილი", რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ლეტალობის სტატისტიკა?
რა არის "მაიმუნის ყვავილი", რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ლეტალობის სტატისტიკა?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რედ, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 2022-2023 წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ გა­ცი­ლე­ბით სა­ში­ში შტა­მია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

  • ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრი კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კაა, სა­დაც 14 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კი 500-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ­ბობს, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ახა­ლი შტა­მი, გა­ცი­ლე­ბით მეტ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას იწ­ვევს, ვიდ­რე მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცია.

"რო­ი­ტე­რი“ წერს, რომ 2024 წლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე აფ­რი­კა­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლით“ ინ­ფი­ცი­რე­ბის 17 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რაც წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს 160%-ით აღე­მა­ტე­ბა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, დრო­უ­ლად მი­ი­ღონ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ჩე­რე­ბე­ლი ზო­მე­ბი.

"ნა­თე­ლია, რომ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ა­გი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ აფეთ­ქე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ტედ­როს გებ­რე­ი­ე­სუს­მა. მისი თქმით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" აღ­მო­ჩე­ნა და სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა­ში, მისი აღ­მო­ჩე­ნა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც აქამ­დე "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი" არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, და მისი შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აფ­რი­კა­სა და მის მიღ­მა, ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია”.

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გარ­და, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ბუ­რუნ­დი­ში, კე­ნი­ა­ში, რუ­ან­და­სა და უგან­და­ში.

15 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" ახა­ლი, უფრო გა­დამ­დე­ბი ვა­რი­ან­ტის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რეს აფ­რი­კის ფარ­გლებს მიღ­მა, ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ, შვე­დეთ­ში. ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აფ­რი­კა­ში და­ა­ვად­და, სა­დაც ახლა "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ახა­ლი ვა­რი­ან­ტი სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

  • რა არის "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი"?

ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად გვხვდე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ზურ­გის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა სა­ხე­ზე, ხოლო შემ­დეგ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­საც ედე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა ხე­ლის­გუ­ლებ­სა და ფე­ხის ტერ­ფებ­ზე.

გა­მო­ნა­ყარს ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე ქა­ვი­ლი. და­ზი­ა­ნე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, კან­ზე გა­მო­იწ­ვი­ოს ნა­წი­ბუ­რე­ბი. ადა­მი­ა­ნის და­სე­ნი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მა­ი­მუ­ნი­სა­გან, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც.

ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო შტა­მამ­დე "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" 100-დან 1 შემ­თხვე­ვა იყო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი, ახა­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვვე­ვა 100-დან 4-ია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

რა არის "მაიმუნის ყვავილი", რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ლეტალობის სტატისტიკა?

რა არის "მაიმუნის ყვავილი", რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ლეტალობის სტატისტიკა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ, "მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2022-2023 წლებისგან განსხვავებით, წელს, "მაიმუნის ყვავილის“ გაცილებით საშიში შტამია გავრცელებული.

  • ვირუსის ეპიცენტრი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც 14 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 500-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, "მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამი, გაცილებით მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე მანამდე გავრცელებული ინფექცია.

"როიტერი“ წერს, რომ 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე აფრიკაში "მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების 17 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 160%-ით აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღონ დაავადების შესაჩერებელი ზომები.

"ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს გებრეიესუსმა. მისი თქმით, "მაიმუნის ყვავილის" აღმოჩენა და სწრაფი გავრცელება აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მისი აღმოჩენა მეზობელ ქვეყნებში, სადაც აქამდე "მაიმუნის ყვავილი" არ დაფიქსირებულა, და მისი შემდგომი გავრცელების პოტენციალი აფრიკასა და მის მიღმა, ძალიან შემაშფოთებელია”.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში.

15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მაიმუნის ყვავილის" ახალი, უფრო გადამდები ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა, ევროპაში, კერძოდ, შვედეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა "მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.

  • რა არის "მაიმუნის ყვავილი"?

ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება, რომელიც უმეტესად გვხვდება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში.

აღნიშნული ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებსაც ედება. ყველაზე ხშირად გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე.

გამონაყარს ახასიათებს მწვავე ქავილი. დაზიანებებმა შესაძლოა, კანზე გამოიწვიოს ნაწიბურები. ადამიანის დასენიანება შესაძლებელია როგორც მაიმუნისაგან, ასევე დაავადებული ადამიანებისგანაც.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო შტამამდე "მაიმუნის ყვავილის" 100-დან 1 შემთხვევა იყო მომაკვდინებელი, ახალი შტამის შემთხვევაში გარდაცვალების შემთხვვევა 100-დან 4-ია.

იხილეთ ასევე: