პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მწყდება, რომ ჩემი შვილები ისე იზრდებიან, მათთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს" - როგორ იქცა ოლიმპიელების მემატიანედ გიორგი ჭინჭარაული და რა გზა გაიარა სპორტულ მედიცინამდე?
"გული მწყდება, რომ ჩემი შვილები ისე იზრდებიან, მათთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს" - როგორ იქცა ოლიმპიელების მემატიანედ გიორგი ჭინჭარაული და რა გზა გაიარა სპორტულ მედიცინამდე?

ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, მო­ჭი­და­ვე­ებ­სა და ძი­უ­დო­ის­ტებ­საც ეხ­მა­რე­ბა. თა­ვა­დაც სპორ­ტსმე­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა. მა­ინც მო­ნა­ხა თა­ვი­სი ად­გი­ლი ამ სფე­რო­ში - 11 წე­ლია სპორ­ტსმე­ნებს მკურ­ნა­ლობს და მათ წარ­მა­ტე­ბა­ში გი­ორ­გი ექი­მის წვლი­ლი დი­დია. ამას წი­ნათ, წე­რი­ლი და­წე­რა სამ­გზის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ­ზე, რო­მელ­მაც თურ­მე ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ი­ა­რა იქამ­დე, ვიდ­რე ოლიმ­პი­ა­დის კვარ­ცხლბე­კის მწვერ­ვალს მე­სა­მედ შე­უდ­გე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უმალ აი­ტა­ცა მისი ლი­ტე­რა­ტო­რის ენით და­წე­რი­ლი ემო­ცი­უ­რი პოს­ტი.

  • მის­მა ფოტო თუ ვი­დე­ო­კად­რებ­მაც არა­ერ­თხელ მო­ნუს­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბობს, პირ­ველ რიგ­ში არის ექი­მი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მუმს აკე­თებს სპორ­ტი­სა და სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის. ამის დას­ტუ­რად ისიც გა­მოდ­გე­ბა, რომ პა­რი­ზი­დან დი­ლით ჩა­მო­სუ­ლი, სა­ღა­მოს ბა­კუ­რი­ან­ში იყო 20 წლამ­დელ ძა­ლო­სან­თა შეკ­რე­ბა­ზე.

"მათი შე­ჯიბ­რი ახ­ლოვ­დე­ბა, სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტია და რო­მე­ლი­მეს რა­ი­მე აწუ­ხებ­დეს და მე ვის­ვე­ნებ­დე, ამის­თვის და­სა­კარ­გი დღე­ე­ბი არ მაქვს (მით უმე­ტეს, შვე­ბუ­ლე­ბა მე­კუთ­ვნის), მინ­და, ისი­ნი შე­ჯიბ­რე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად ფორ­მა­ში შე­ვახ­ვედ­რო", - გვე­უბ­ნე­ბა ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექიმ-რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

- გი­ორ­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვად წერთ, ან სა­ი­დან ასე­თი სა­ო­ცა­რი კად­რე­ბი, ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნიც ყო­ფილ­ხართ...

- ბავ­შვო­ბი­დან კი­თხვა მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან, ვკი­თხუ­ლობ­დი პრო­ზას, პო­ე­ზი­ას. 17 წლამ­დე, სა­ნამ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხე­ბო­დი, წიგ­ნი არ გა­მიგ­დია ხე­ლი­დან. სკო­ლა­ში მი­ჭირ­და ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვსწავ­ლობ­დი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებს, კარ­გად ვკი­თხუ­ლობ­დი ლექ­სებს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მერე თავი იჩი­ნა სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში, და­ვი­წყე ლექ­სე­ბის წერა, ბევ­რი ლექ­სი მაქვს, რომ­ლე­ბიც დღე­საც ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩემს სა­მე­გობ­რო წრე­ში. არც წერა მი­ჭირს... ბოლო პე­რი­ოდ­ში ნაკ­ლე­ბად ვწერ, ხან­და­ხან რა­ღაც ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს, ან მოვ­ლე­ნას თუ მი­ვუ­ძღვნი, ძი­რი­თა­დად გა­და­სუ­ლი ვარ სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბა­ზე, უმე­ტე­სად ვი­დეო-ფოტო კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და სპორ­ტულ თე­მებ­ზე წე­რა­ზე. როცა ჩემ­პი­ო­ნა­ტი და სხვა დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია, ამ დროს ვჩნდე­ბი ჩემი "ნა­მუ­შევ­რე­ბით" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

- რო­გორ და რა­ტომ აირ­ჩი­ეთ სპე­ცი­ა­ლო­ბა - სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია?

- ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტსმე­ნო­ბა მინ­დო­და, თუმ­ცა არ მქონ­და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩემს სო­ფელ­ში, ლა­ფა­ნა­ანთკარ­ში (დუ­შე­თის რა­ი­ო­ნი), სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, არ იყო მა­ღა­ლი დო­ნის რო­მე­ლი­მე სპორ­ტუ­ლი წრე, მახ­ლო­ბელ სო­ფელ­ში იყო ერთი ცეკ­ვის წრე. მერე კა­რა­ტის წრე ჩა­მო­ყა­ლიბ­და, იქ ცოტა ხანს ვი­ა­რე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი ვი­ყა­ვი და, შე­სა­ბა­მი­სად, მაგ სპორ­ტის­თვის ვერ გა­მოვ­დე­ქი. ჩემი პაპა - დე­დას მამა სამ­სონ პა­ტენ­კო (დედა ნა­ხევ­რად უკ­რა­ი­ნე­ლი მყავს) 90-ია­ნებ­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო - სსრკ-ს მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­ში, მერე - სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოჯახ­ში ყვე­ლას უნ­დო­და სპორ­ტს გავ­ყო­ლო­დი, სხე­უ­ლი და ვი­ზუ­ა­ლიც მი­წყობ­და ხელს, მაგ­რამ ლა­ფა­ნა­ანთკა­რი­დან თბი­ლი­სამ­დე 35კმ. რო­გორ უნდა მევ­ლო, თა­ნაც, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ოჯახს არც ჰქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. რაგ­ბი, ან ჭი­და­ო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და...

სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ახა­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი და ვი­ნა­ი­დან მშობ­ლებს უნ­დო­დათ, სპორ­ტში შე­მეღ­წია რა­მე­ნა­ი­რად, აბი­ტუ­რი­ენ­ტმა პირ­ვე­ლი ეს ფა­კულ­ტე­ტი ჩავ­წე­რე. მა­მას იმე­დი არ ჰქონ­და, რომ ჩა­ვა­ბა­რებ­დი, რად­გან ძა­ლი­ან ცუდი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. მშობ­ლებ­მა მი­თხრეს, ჩვენ პირ­ველს სა­მე­დი­ცი­ნოს ჩავ­წერთ, მერე და­ნარ­ჩენს ისე­თებს, სა­დაც ნაკ­ლე­ბი ქუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვედ­რა, რაც გა­მოხ­ვალ, გა­მოხ­ვალ, ბოლო-ბოლო იმას მა­ინც ვი­ტყვით, შვი­ლი ექი­მი გვინ­დო­და გვყო­ლო­დაო. პირ­ვე­ლი­ვე წელს ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე და ისე­თი ქუ­ლე­ბი ავი­ღე, 30% გრან­ტიც შემ­ხვდა. მას მერე და­ვი­წყე და და­ვი­წყე... მერე გა­ვი­ცა­ნი ჩვე­ნი ზურა კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი - ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი, ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და მი­თხრა, ჩემს გვერ­დით თუ დარ­ჩე­ბი, მოგ­ცემ სამ­სა­ხურ­სო და 2013 წელს ძა­ლო­სან­თა ნაკ­რებ­ში ექიმ-რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მა­შინ ეს ახა­ლი ხილი იყო, მათ ექი­მი არ ჰყავ­დათ (ძი­რი­თა­დად მა­სა­ჟის­ტე­ბი) და იმ მხრივ ვი­ყა­ვით უნი­ვერ­სა­ლუ­რე­ბი, რომ მა­სა­ჟის გარ­და ბევ­რი რა­ღაც გვე­ვა­ლა.

- დღეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი ხართ, რო­მელ­საც მწვრთნე­ლი­ან-სპორ­ტსმე­ნე­ბი­ა­ნად ყვე­ლა ენ­დო­ბა... რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს პრო­ფე­სია?

- რო­დე­საც ისეთ გუნდთან და ისეთ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას­თან მუ­შა­ობ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი შე­დე­გე­ბით მსოფ­ლი­ოს აზან­ზა­რებს, ეს ფაქ­ტიც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ემ­თხვე­ვა მის სპორ­ტულ გა­მოც­დი­ლე­ბებს. ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი ვარ და არ მიყ­ვარს ერთ ად­გი­ლას გა­ჩე­რე­ბა, ყო­ველ­თვის მოძ­რა­ო­ბა­ში ვარ. ამ­დე­ნი წე­ლია ამ ბი­ჭებ­თან ვარ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩემი თავი ამ სპორ­ტში და ამ სპორ­ტსმე­ნებ­თან ვი­პო­ვე, მათ გა­რე­შე ვერ ვცხოვ­რობ... მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი რომ მო­გიყ­ვა­ნოთ, პა­რი­ზი­დან რომ ჩა­მოვფრინ­დი, დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვი­ყა­ვი შინ და სა­ღა­მო­დან უკვე 20 წლამ­დელ­თა შეკ­რე­ბა­ზე ვარ ბა­კუ­რი­ან­ში. მათი შე­ჯიბ­რი ახ­ლოვ­დე­ბა, სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტია და რო­მე­ლი­მეს რა­ი­მე აწუ­ხებ­დეს და მე ვის­ვე­ნებ­დე (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვე­ბუ­ლე­ბა მე­კუთ­ვნის), და­სა­კარ­გი დღე­ე­ბი არ მაქვს, მინ­და, ისი­ნი შე­ჯიბ­რე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად ფორ­მა­ში შე­ვახ­ვედ­რო.

- ლაშა ტა­ლა­ხა­ძე­ზე საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი პოს­ტი და­დეთ, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია - აწ უკვე სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის უმ­ძი­მე­სი გზა აღ­წე­რეთ, რო­მე­ლიც მან თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გა­ი­ა­რა...

- მარ­ტი­ვად რომ აგიხ­სნათ, ლა­შას გა­მოს­ვლებს ვინც უყუ­რებს, ის იმ­დე­ნად მარ­ტი­ვად ძლევს წო­ნებს, მა­ყუ­რე­ბე­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ლან­გარ­ზე და­დე­ბულ შე­დეგს ხე­დავს, რა­საც ჩვენ ვა­ფიქ­სი­რებთ. ლა­შა­ზე პოს­ტი იმი­ტომ დავ­წე­რე, მინ­დო­და მა­ყუ­რე­ბელს და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც სცოდ­ნო­და, რა ფასი ღირს თი­თო­ე­უ­ლი ოქ­როს მე­და­ლი, თი­თო­ე­უ­ლი აწე­უ­ლი წონა, რა­საც ფი­ცარ­ნაგ­ზე ლაშა ასე ბუმ­ბუ­ლი­ვით იტა­ცებს, თუ კრავს. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ამას იცით, რო­გორ აღიქ­ვამს? - მერე რა, ლაშა გა­მო­ვი­და, აწია, გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, თუ რა? ჩემ­თვის მისი წარ­მა­ტე­ბაც და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც ისე­თი­ვე სა­სი­ხა­რუ­ლოა და ისე­თი­ვე მტკივ­ნე­უ­ლი, რო­გო­რიც ლა­შას­თვის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის (სხვა­თა შო­რის, ჩვენ ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც გვა­კავ­ში­რებს). ეს წე­რი­ლიც სწო­რედ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რომ მა­ყუ­რე­ბელს ბო­ლომ­დე გა­ე­თა­ვი­სე­ბი­ნა, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ამ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შის მო­გე­ბა ისე­თი სპორ­ტსმე­ნის­თვი­საც კი, რო­გო­რიც ლაშა ტა­ლა­ხა­ძეა.

- ამ ტრი­უმფში თქვენს წვლილ­ზე რას იტყვით?

- მარ­ტი­ვად რომ აგიხ­სნათ, სა­დღე­ი­სოდ სპორ­ტი და მე­დი­ცი­ნა ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. არა­ვის სამ­სა­ხურს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ ვაკ­ნი­ნებ, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ მწვრთნე­ლე­ბის და სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფის ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­თი იდე­ბა დღეს შე­დე­გი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რაც უნდა ჯან­მრთე­ლი იყოს სპორ­ტსმე­ნი, რო­დე­საც ის მძი­მე ვარ­ჯი­შებს გა­დის შე­ჯიბ­რე­ბამ­დე, იქ აუ­ცი­ლებ­ლად თავს იჩენს ტრავ­მა, რომ­ლის მო­შუ­შე­ბა სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია. სამ­ჯერ მეტი დრო მჭირ­დე­ბა ვუშ­ვე­ლო ნე­ბის­მი­ერ ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი სახ­სრის ტკი­ვი­ლით მი­კავ­შირ­დე­ბა და­სახ­მა­რებ­ლად, ვიდ­რე სპორ­ტსმენს. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რი­გით ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუ­ზღუ­დავ მოძ­რა­ო­ბას, გა­და­ად­გი­ლე­ბას, ყო­ველ­დღი­ურ დატ­ვირ­თვას. სპორ­ტსმენ­მა ყო­ველ­დღი­უ­რად თუ არ ივარ­ჯი­შა, მისი შე­დე­გი უკან-უკან წავა, ამი­ტომ მას ათ­მა­გი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, რათა ოპ­ტი­მა­ლურ ფორ­მა­ში შეხ­ვდეს ნა­ნატრ შე­ჯიბ­რე­ბას.

- მარ­თა­ლია მო­ა­რუ­ლი ხმე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ პლა­ნე­ტის უძ­ლი­ე­რე­სი კაცი კა­რი­ე­რას ას­რუ­ლებს?

- დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან თვი­თონ ლა­შა­ზეა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ლაშა თუ მალე და­უბ­რუნ­დე­ბა ვარ­ჯიშს, არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ დე­კემ­ბერ­ში ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც იხი­ლოთ. მას თუ ცოტა დიდ­ხანს მო­უ­წევს შეს­ვე­ნე­ბა (მით უმე­ტეს, რომ კი­დევ აწუ­ხებს რა­ღა­ცე­ბი), ამ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მო­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს და მერე უკვე გა­და­წყდე­ბა, ევ­რო­პა­ზე დაბ­რუნ­დე­ბა, თუ - მსოფ­ლი­ო­ზე. მისი წას­ვლა არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, მით უმე­ტეს, ამ­ხე­ლა სპორ­ტსმე­ნე­ბი ისეთ დროს ამ­თავ­რე­ბენ კა­რი­ე­რას, რო­დე­საც რა­ი­მე გა­დამ­წყვეტ ტურ­ნირს, ან ჩემ­პი­ო­ნატს მო­ი­გე­ბენ. ლაშა კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბას თუ აპი­რებ­და, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ამის შე­სა­ხებ ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა პირ­ვე­ლი­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­გორც ეს ლე­გენ­და­რულ­მა მო­ჭი­და­ვემ თაჰა აქ­გი­ულ­მა გა­ა­კე­თა - რო­გორც კი და­ას­რუ­ლა ბრინ­ჯა­ოს­თვის ჭი­და­ო­ბა, იქვე, ხა­ლი­ჩა­ზე გა­ი­ხა­და ე.წ. ბარ­ცოვ­კე­ბი (სა­ჭი­დაო ფეხ­საც­მე­ლი), რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. ასე­თი­ვე წე­სია ძა­ლოს­ნო­ბა­ში - იქვე, ფი­ცარ­ნაგ­ზე იხ­დი­ან ხოლ­მე სა­ვარ­ჯი­შო „შტან­გეტ­კას“ (სპე­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლოს­ნუ­რი ფეხ­საც­მე­ლი), რომ­ლის გახ­დაც ავ­ტო­მა­ტუ­რად დამ­თავ­რე­ბას ნიშ­ნავს. ლა­შამ რად­გან ეს არ გა­ა­კე­თა, დიდი იმე­დი მაქვს, მის ას­პა­რე­ზო­ბას კი­დევ არა­ერ­თხელ ვი­ხი­ლავთ.

- მწვრთნელ­თან ერ­თად თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­მო­ვა თუ არა ტრავ­მი­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი სა­ას­პა­რე­ზოდ, რაც ალ­ბათ ძალ­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მო­მენ­ტია. რო­გორ იქ­ცე­ვით ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

- ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გი­ორ­გი ასა­ნი­ძეა, ის იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­საც ემორ­ჩი­ლე­ბა დამ­ხმა­რე მწვრთნე­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და სპორ­ტსმე­ნიც. თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გი­ორ­გის ნდო­ბის­თვის, იმის­თვის, რომ ჩემს აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებს, აშ­კა­რად ვგრძნობ მის პა­ტი­ვის­ცე­მას ჩემი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბი­სად­მი. იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა გია ერ­თპი­როვ­ნუ­ლად იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თუნ­დაც სპორ­ტსმე­ნის ტრავ­მის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ დღეს მაქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ მას­თან ერ­თად, შე­თან­ხმე­ბუ­ლად მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა იქ­ნე­ბა უკე­თე­სი სპორ­ტსმე­ნის­თვის - ას­პა­რე­ზო­ბა, თუ მოს­ვე­ნე­ბა.

ახ­ლაც, ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე ირაკ­ლი ჩხე­ი­ძეს ჰქონ­და მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია, მან პირ­ვე­ლი ცდა აკ­ვრის ჭიდ­ში გა­ა­ფუ­ჭა, მუხ­ლი ეტ­კი­ნა და ამის გამო ვერ აკრა. მე და ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილს 2 წუთი გვქონ­და, ან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით ნულ­ზე და სპორ­ტსმენს ვერც ერთი ად­გი­ლი ვერ და­ე­კა­ვე­ბი­ნა, ან არა­და, უნდა ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის კონ­კრე­ტულ წო­ნას და­ა­ფიქ­სი­რებ­და. ზუს­ტად 2 წუთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას ახა­ლი ფეხი მი­ვა­ბით (იცი­ნის), ეკი­პი­რე­ბა გა­ვა­კე­თეთ ისე­თი, რომ ირაკ­ლიმ შეძ­ლო და ის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი წონა მა­ინც დაგ­ვი­ფიქ­სი­რა, რა­მაც მას ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­ხუ­თე ად­გი­ლი მო­უ­ტა­ნა.

- ისიც გვახ­სოვს, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ლაშა ბე­ქა­ურ­მა მხარ­მო­ტე­ხილ­მა რომ იბ­რძო­ლა და ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და. რო­გორ გა­რის­კეთ ყვე­ლამ ერ­თად?

- ასეთ დროს ორი დე­ტა­ლია ხოლ­მე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: სპორ­ტსმე­ნი და მისი ხა­სი­ა­თი და მე­ო­რე - სა­მე­დი­ცი­ნო შტა­ბი და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბა (რა მაქ­სი­მუმ­ზე შე­უძ­ლია გა­იყ­ვა­ნოს ტრავ­მი­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი). მინ­და ბე­ქა­უ­რის ხა­სი­ა­თით და­ვი­წყო - ამ 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთ სპორ­ტში მისი ხა­სი­ა­თის სპორ­ტსმენს ჯერ არ შევ­ხვედ­რილ­ვარ, ის სა­ოც­რად მებ­რძო­ლია. კაცი თავს რომ სა­მა­ს­მე­ერ­თე არაგ­ველს უწო­დებს, ჩავ­თვლი­დი, რომ მას ეკუთ­ვნის ეს წო­დე­ბა, ის მარ­თლაც სა­მა­ს­მე­ერ­თეა თა­ვი­სი საბ­რძო­ლო ხა­სი­ა­თით. ჩემი აზ­რით, კონ­კრე­ტუ­ლად ლა­შას ხა­სი­ა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 სპორ­ტსმენს მა­ინც რომ ჰქონ­დეს, კვარ­ცხლბეკ­ზე ყო­ველ­თვის უმაღ­ლეს წერ­ტილ­ზე ვიქ­ნე­ბით. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე შეგ­ვიძ­ლია სპორ­ტსმენ­ში წა­ვი­კი­თხოთ რა უნდა და რისი გამ­კე­თე­ბე­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვხე­დავ, რომ მას უნდა ას­პა­რე­ზო­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყობ ხელს და მეც მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ. ასე იყო ბე­ქა­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში - კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა, მგე­ლა­ძემ, სხვა ექი­მებ­მა და კლი­ნი­კებ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ავ­ლი­ნეს და მი­ზე­რულ დრო­ში მო­ხერ­ხდა მისი ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ხელი ჩა­ერ­თო საქ­მე­ში, მერე, კი ნა­ხეთ, ბე­ქა­ურ­მა ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო­თი და­აგ­ვირ­გვი­ნა.

მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია გვქონ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს­თა­ნაც, რო­დე­საც მან ბარ­ძა­ყის კუნ­თი გა­იგ­ლი­ჯა. შე­ჯიბ­რზე გა­მოს­ვლამ­დე 45 დღე გვქონ­და და რო­დე­საც ის გა­და­სა­ღე­ბად კლი­ნი­კა­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, რა­დი­ო­ლო­გე­ბის პა­სუ­ხი ასე­თი იყო - ფეხი რომ შე­ხორ­ცდეს, 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უმოძ­რა­ოდ უნდა იყოს. ჩვენ კი 45 დღე­ში მო­ვი­გეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი. რო­დე­საც ჩემი ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტსმე­ნი თა­ვის მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს, კვარ­ცხლბეკ­ზე რომც ვერ მოხ­ვდეს, ჩემ­თვის, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, ყო­ვე­ლი დღე ემო­ცი­უ­რია. ჩემ­თვის შრო­მის და­ფა­სე­ბა ისაა, ჩემი სპორ­ტსმე­ნი კვარ­ცხლბე­კის რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ წერ­ტილ­ზე იდ­გეს. დიდი მად­ლო­ბა მათ, ამით ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი რომ ვარ. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დი გვყავს და არა მარ­ტო დი­დებ­ში. ახლა დარ­ჩე­ნი­ლი გვაქვს სამი ძი­რი­თა­დი ტურ­ნი­რი: სექ­ტემ­ბერ­ში ოცწ­ლამ­დე­ლე­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ოქ­ტომ­ბერ­ში - 20-23 წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და დე­კემ­ბერ­ში - დი­დე­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ ბევ­რჯერ გაჟ­ღერ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი, მინ­და, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ჩვენს გუნდს.

მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- მი­ნი­მუმ 2028 წლის ოლიმ­პი­ა­დამ­დე არ­სად წას­ვლას ვა­პი­რებ, ამის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა, სად ვიქ­ნე­ბი... საქ­მე­ში ძა­ლი­ან დიდი შრო­მის და ენერ­გი­ის ჩა­დე­ბა გვიწ­ვეს, ამას­თან, ბევ­რი გა­დაფ­რე­ნა, ოჯა­ხე­ბის­გან შორს ყოფ­ნა, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის. გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ შვი­ლე­ბი ისე იზ­რდე­ბი­ან, მათ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა არ მაქვს, პრო­ფე­სია არ მაძ­ლევს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ცოტა რთუ­ლია ჩვე­ნი პრო­ფე­სია, მაგ­რამ მე­უღ­ლე მი­ეჩ­ვია. მე­უღ­ლე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნი, სო­ფიო ფარ­მა­ცევ­ტია (პსპ-ს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზეა). ორი გო­გო­ნა მყავს, პა­ტა­რა წელს, 7 აპ­რილს და­ი­ბა­და, უფ­რო­სი 5 წლის ხდე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში. ყვე­ლა­ნი ერ­თად ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობთ...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

წარმატებები 

შორენა
0

კაცი ქვეყნის სადიდებელ საქმეს ისე ხალისით, პოზიტიურად ემსახურება, ვერც იგრძნობ საქმის სიმძიმეს __ არ ითრგუნები, არ გეშინია, რომ სპორტსმენს რაღაც უჭირს და, ვაითუ, ვერ შეძლისო!

მადლობა, პროფესიონალობისთვის, განწყობისთვის!

გაიხარე ოჯახით, საქართველოს დიდებით!

(პოსტებით გაგვანებივრე, გთხოვთ!)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გული მწყდება, რომ ჩემი შვილები ისე იზრდებიან, მათთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს" - როგორ იქცა ოლიმპიელების მემატიანედ გიორგი ჭინჭარაული და რა გზა გაიარა სპორტულ მედიცინამდე?

"გული მწყდება, რომ ჩემი შვილები ისე იზრდებიან, მათთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს" - როგორ იქცა ოლიმპიელების მემატიანედ გიორგი ჭინჭარაული და რა გზა გაიარა სპორტულ მედიცინამდე?

ის ოფიციალურად ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაზეა მიმაგრებულია, თუმცა საჭიროებისამებრ, მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებსაც ეხმარება. თავადაც სპორტსმენობაზე ოცნებობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მაინც მონახა თავისი ადგილი ამ სფეროში - 11 წელია სპორტსმენებს მკურნალობს და მათ წარმატებაში გიორგი ექიმის წვლილი დიდია. ამას წინათ, წერილი დაწერა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელმაც თურმე ურთულესი გზა გაიარა იქამდე, ვიდრე ოლიმპიადის კვარცხლბეკის მწვერვალს მესამედ შეუდგებოდა. საზოგადოებამ უმალ აიტაცა მისი ლიტერატორის ენით დაწერილი ემოციური პოსტი.

  • მისმა ფოტო თუ ვიდეოკადრებმაც არაერთხელ მონუსხა საზოგადოება, თუმცა როგორც ამბობს, პირველ რიგში არის ექიმი, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს სპორტისა და სპორტსმენებისთვის. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ პარიზიდან დილით ჩამოსული, საღამოს ბაკურიანში იყო 20 წლამდელ ძალოსანთა შეკრებაზე.

"მათი შეჯიბრი ახლოვდება, სექტემბრის შუა რიცხვებში მსოფლიო ჩემპიონატია და რომელიმეს რაიმე აწუხებდეს და მე ვისვენებდე, ამისთვის დასაკარგი დღეები არ მაქვს (მით უმეტეს, შვებულება მეკუთვნის), მინდა, ისინი შეჯიბრებას მაქსიმალურად ფორმაში შევახვედრო", - გვეუბნება ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმ-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.

- გიორგი შესანიშნავად წერთ, ან საიდან ასეთი საოცარი კადრები, ფოტოხელოვანიც ყოფილხართ...

- ბავშვობიდან კითხვა მიყვარდა ძალიან, ვკითხულობდი პროზას, პოეზიას. 17 წლამდე, სანამ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი, წიგნი არ გამიგდია ხელიდან. სკოლაში მიჭირდა ტექნიკური საგნების ათვისება, სამაგიეროდ, სიამოვნებით ვსწავლობდი ჰუმანიტარულ საგნებს, კარგად ვკითხულობდი ლექსებს. ამ ყველაფერმა მერე თავი იჩინა სტუდენტობის წლებში, დავიწყე ლექსების წერა, ბევრი ლექსი მაქვს, რომლებიც დღესაც ძალზე პოპულარულია ჩემს სამეგობრო წრეში. არც წერა მიჭირს... ბოლო პერიოდში ნაკლებად ვწერ, ხანდახან რაღაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს, ან მოვლენას თუ მივუძღვნი, ძირითადად გადასული ვარ სპორტულ ცხოვრებაზე, უმეტესად ვიდეო-ფოტო კადრების გადაღებასა და სპორტულ თემებზე წერაზე. როცა ჩემპიონატი და სხვა დიდი ღონისძიებებია, ამ დროს ვჩნდები ჩემი "ნამუშევრებით" სოციალურ ქსელში.

- როგორ და რატომ აირჩიეთ სპეციალობა - სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია?

- ბავშვობიდან სპორტსმენობა მინდოდა, თუმცა არ მქონდა ამის შესაძლებლობა. ჩემს სოფელში, ლაფანაანთკარში (დუშეთის რაიონი), სადაც დავიბადე და გავიზარდე, არ იყო მაღალი დონის რომელიმე სპორტული წრე, მახლობელ სოფელში იყო ერთი ცეკვის წრე. მერე კარატის წრე ჩამოყალიბდა, იქ ცოტა ხანს ვიარე, მაგრამ ძალიან ზარმაცი ვიყავი და, შესაბამისად, მაგ სპორტისთვის ვერ გამოვდექი. ჩემი პაპა - დედას მამა სამსონ პატენკო (დედა ნახევრად უკრაინელი მყავს) 90-იანებში ძალიან ცნობილი სპორტსმენი იყო - სსრკ-ს მრავალგზის ჩემპიონი სამბოში, მერე - საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. აქედან გამომდინარე, ოჯახში ყველას უნდოდა სპორტს გავყოლოდი, სხეული და ვიზუალიც მიწყობდა ხელს, მაგრამ ლაფანაანთკარიდან თბილისამდე 35კმ. როგორ უნდა მევლო, თანაც, მატერიალური თვალსაზრისით ოჯახს არც ჰქონდა ამის საშუალება. რაგბი, ან ჭიდაობა მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა...

სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი ჩამოყალიბებული იყო სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი და ვინაიდან მშობლებს უნდოდათ, სპორტში შემეღწია რამენაირად, აბიტურიენტმა პირველი ეს ფაკულტეტი ჩავწერე. მამას იმედი არ ჰქონდა, რომ ჩავაბარებდი, რადგან ძალიან ცუდი მოსწავლე ვიყავი. მშობლებმა მითხრეს, ჩვენ პირველს სამედიცინოს ჩავწერთ, მერე დანარჩენს ისეთებს, სადაც ნაკლები ქულებით შეიძლება მოხვედრა, რაც გამოხვალ, გამოხვალ, ბოლო-ბოლო იმას მაინც ვიტყვით, შვილი ექიმი გვინდოდა გვყოლოდაო. პირველივე წელს ჩავაბარე სამედიცინოზე და ისეთი ქულები ავიღე, 30% გრანტიც შემხვდა. მას მერე დავიწყე და დავიწყე... მერე გავიცანი ჩვენი ზურა კახაბრიშვილი - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ძალიან მოვეწონე და მითხრა, ჩემს გვერდით თუ დარჩები, მოგცემ სამსახურსო და 2013 წელს ძალოსანთა ნაკრებში ექიმ-რეაბილიტოლოგად დავიწყე მუშაობა. მაშინ ეს ახალი ხილი იყო, მათ ექიმი არ ჰყავდათ (ძირითადად მასაჟისტები) და იმ მხრივ ვიყავით უნივერსალურები, რომ მასაჟის გარდა ბევრი რაღაც გვევალა.

- დღეს კვალიფიციური ექიმი ხართ, რომელსაც მწვრთნელიან-სპორტსმენებიანად ყველა ენდობა... რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია?

- როდესაც ისეთ გუნდთან და ისეთ კონკრეტულ პიროვნებასთან მუშაობ, რომელიც თავისი სპორტული შედეგებით მსოფლიოს აზანზარებს, ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩემი შესაძლებლობები ემთხვევა მის სპორტულ გამოცდილებებს. ძალიან ცვალებადი ხასიათის ადამიანი ვარ და არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება, ყოველთვის მოძრაობაში ვარ. ამდენი წელია ამ ბიჭებთან ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი თავი ამ სპორტში და ამ სპორტსმენებთან ვიპოვე, მათ გარეშე ვერ ვცხოვრობ... მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, პარიზიდან რომ ჩამოვფრინდი, დილის 6 საათზე ვიყავი შინ და საღამოდან უკვე 20 წლამდელთა შეკრებაზე ვარ ბაკურიანში. მათი შეჯიბრი ახლოვდება, სექტემბრის შუა რიცხვებში მსოფლიო ჩემპიონატია და რომელიმეს რაიმე აწუხებდეს და მე ვისვენებდე (მიუხედავად იმისა, რომ შვებულება მეკუთვნის), დასაკარგი დღეები არ მაქვს, მინდა, ისინი შეჯიბრებას მაქსიმალურად ფორმაში შევახვედრო.

- ლაშა ტალახაძეზე საკმაოდ ემოციური პოსტი დადეთ, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია - აწ უკვე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის უმძიმესი გზა აღწერეთ, რომელიც მან თითოეული გამარჯვებისთვის გაიარა...

- მარტივად რომ აგიხსნათ, ლაშას გამოსვლებს ვინც უყურებს, ის იმდენად მარტივად ძლევს წონებს, მაყურებელი მხოლოდ და მხოლოდ ლანგარზე დადებულ შედეგს ხედავს, რასაც ჩვენ ვაფიქსირებთ. ლაშაზე პოსტი იმიტომ დავწერე, მინდოდა მაყურებელს დაახლოებით მაინც სცოდნოდა, რა ფასი ღირს თითოეული ოქროს მედალი, თითოეული აწეული წონა, რასაც ფიცარნაგზე ლაშა ასე ბუმბულივით იტაცებს, თუ კრავს. ზოგიერთი ადამიანი ამას იცით, როგორ აღიქვამს? - მერე რა, ლაშა გამოვიდა, აწია, გაუჭირდებოდა, თუ რა? ჩემთვის მისი წარმატებაც და წარუმატებლობაც ისეთივე სასიხარულოა და ისეთივე მტკივნეული, როგორიც ლაშასთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის (სხვათა შორის, ჩვენ ნათელმირონობაც გვაკავშირებს). ეს წერილიც სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ მაყურებელს ბოლომდე გაეთავისებინა, თუ რამდენად რთული იყო ამ ოლიმპიური თამაშის მოგება ისეთი სპორტსმენისთვისაც კი, როგორიც ლაშა ტალახაძეა.

- ამ ტრიუმფში თქვენს წვლილზე რას იტყვით?

- მარტივად რომ აგიხსნათ, სადღეისოდ სპორტი და მედიცინა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. არავის სამსახურს და შესაძლებლობას არ ვაკნინებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მწვრთნელების და სამედიცინო ჯგუფის ერთად შესრულებული სამუშაოთი იდება დღეს შედეგი იქიდან გამომდინარე, რომ რაც უნდა ჯანმრთელი იყოს სპორტსმენი, როდესაც ის მძიმე ვარჯიშებს გადის შეჯიბრებამდე, იქ აუცილებლად თავს იჩენს ტრავმა, რომლის მოშუშება სავარჯიშო პროცესში ძალიან რთულია. სამჯერ მეტი დრო მჭირდება ვუშველო ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც კონკრეტული სახსრის ტკივილით მიკავშირდება დასახმარებლად, ვიდრე სპორტსმენს. მისგან განსხვავებით, რიგით ადამიანს აუცილებლად შევუზღუდავ მოძრაობას, გადაადგილებას, ყოველდღიურ დატვირთვას. სპორტსმენმა ყოველდღიურად თუ არ ივარჯიშა, მისი შედეგი უკან-უკან წავა, ამიტომ მას ათმაგი ყურადღება სჭირდება, რათა ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს ნანატრ შეჯიბრებას.

- მართალია მოარული ხმები იმის შესახებ, რომ პლანეტის უძლიერესი კაცი კარიერას ასრულებს?

- დღევანდელი გადმოსახედიდან ვერაფერს გეტყვით, რადგან თვითონ ლაშაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლაშა თუ მალე დაუბრუნდება ვარჯიშს, არის იმის შესაძლებლობა, რომ დეკემბერში ის მსოფლიო ჩემპიონატზეც იხილოთ. მას თუ ცოტა დიდხანს მოუწევს შესვენება (მით უმეტეს, რომ კიდევ აწუხებს რაღაცები), ამ შემთხვევაში, ალბათ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს და მერე უკვე გადაწყდება, ევროპაზე დაბრუნდება, თუ - მსოფლიოზე. მისი წასვლა არ არის გადაწყვეტილი, მით უმეტეს, ამხელა სპორტსმენები ისეთ დროს ამთავრებენ კარიერას, როდესაც რაიმე გადამწყვეტ ტურნირს, ან ჩემპიონატს მოიგებენ. ლაშა კარიერის დასრულებას თუ აპირებდა, თავისუფლად შეეძლო ამის შესახებ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ განეცხადებინა პირველივე ინტერვიუში, როგორც ეს ლეგენდარულმა მოჭიდავემ თაჰა აქგიულმა გააკეთა - როგორც კი დაასრულა ბრინჯაოსთვის ჭიდაობა, იქვე, ხალიჩაზე გაიხადა ე.წ. ბარცოვკები (საჭიდაო ფეხსაცმელი), რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ კარიერა დაასრულა. ასეთივე წესია ძალოსნობაში - იქვე, ფიცარნაგზე იხდიან ხოლმე სავარჯიშო „შტანგეტკას“ (სპეციალური ძალოსნური ფეხსაცმელი), რომლის გახდაც ავტომატურად დამთავრებას ნიშნავს. ლაშამ რადგან ეს არ გააკეთა, დიდი იმედი მაქვს, მის ასპარეზობას კიდევ არაერთხელ ვიხილავთ.

- მწვრთნელთან ერთად თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გამოვა თუ არა ტრავმირებული სპორტსმენი საასპარეზოდ, რაც ალბათ ძალზე საპასუხისმგებლო მომენტია. როგორ იქცევით ასეთ შემთხვევაში?

- ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მოგეხსენებათ, გიორგი ასანიძეა, ის იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც ემორჩილება დამხმარე მწვრთნელი, სამედიცინო პერსონალი და სპორტსმენიც. თქვენი საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგის ნდობისთვის, იმისთვის, რომ ჩემს აზრს ითვალისწინებს, აშკარად ვგრძნობ მის პატივისცემას ჩემი სამსახურებრივი მოვალეობისადმი. იყო მომენტები, როცა გია ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას თუნდაც სპორტსმენის ტრავმის შემთხვევაში, მაგრამ დღეს მაქვს ბედნიერება, რომ მასთან ერთად, შეთანხმებულად მივიღოთ გადაწყვეტილება, რა იქნება უკეთესი სპორტსმენისთვის - ასპარეზობა, თუ მოსვენება.

ახლაც, ამ ოლიმპიადაზე ირაკლი ჩხეიძეს ჰქონდა მსგავსი სიტუაცია, მან პირველი ცდა აკვრის ჭიდში გააფუჭა, მუხლი ეტკინა და ამის გამო ვერ აკრა. მე და ზურაბ კახაბრიშვილს 2 წუთი გვქონდა, ან უნდა წავსულიყავით ნულზე და სპორტსმენს ვერც ერთი ადგილი ვერ დაეკავებინა, ან არადა, უნდა ჩაგვეტარებინა რაიმე ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ის კონკრეტულ წონას დააფიქსირებდა. ზუსტად 2 წუთში, ფაქტობრივად, მას ახალი ფეხი მივაბით (იცინის), ეკიპირება გავაკეთეთ ისეთი, რომ ირაკლიმ შეძლო და ის ერთი კონკრეტული წონა მაინც დაგვიფიქსირა, რამაც მას ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი მოუტანა.

- ისიც გვახსოვს, ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა მხარმოტეხილმა რომ იბრძოლა და ჩემპიონიც გახდა. როგორ გარისკეთ ყველამ ერთად?

- ასეთ დროს ორი დეტალია ხოლმე გასათვალისწინებელი: სპორტსმენი და მისი ხასიათი და მეორე - სამედიცინო შტაბი და მისი შესაძლებლობა (რა მაქსიმუმზე შეუძლია გაიყვანოს ტრავმირებული სპორტსმენი). მინდა ბექაურის ხასიათით დავიწყო - ამ 11 წლის განმავლობაში არც ერთ სპორტში მისი ხასიათის სპორტსმენს ჯერ არ შევხვედრილვარ, ის საოცრად მებრძოლია. კაცი თავს რომ სამასმეერთე არაგველს უწოდებს, ჩავთვლიდი, რომ მას ეკუთვნის ეს წოდება, ის მართლაც სამასმეერთეა თავისი საბრძოლო ხასიათით. ჩემი აზრით, კონკრეტულად ლაშას ხასიათი საქართველოში 10 სპორტსმენს მაინც რომ ჰქონდეს, კვარცხლბეკზე ყოველთვის უმაღლეს წერტილზე ვიქნებით. ამ წლების განმავლობაში უკვე შეგვიძლია სპორტსმენში წავიკითხოთ რა უნდა და რისი გამკეთებელია. იმ შემთხვევაში, თუ ვხედავ, რომ მას უნდა ასპარეზობა, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს და მეც მაქსიმუმს გავაკეთებ. ასე იყო ბექაურის შემთხვევაში - კახაბრიშვილმა, მგელაძემ, სხვა ექიმებმა და კლინიკებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს და მიზერულ დროში მოხერხდა მისი ტრავმირებული ხელი ჩაერთო საქმეში, მერე, კი ნახეთ, ბექაურმა ოლიმპიური ოქროთი დააგვირგვინა.

მსგავსი სიტუაცია გვქონდა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძესთანაც, როდესაც მან ბარძაყის კუნთი გაიგლიჯა. შეჯიბრზე გამოსვლამდე 45 დღე გვქონდა და როდესაც ის გადასაღებად კლინიკაში მივიყვანეთ, რადიოლოგების პასუხი ასეთი იყო - ფეხი რომ შეხორცდეს, 6 კვირის განმავლობაში უმოძრაოდ უნდა იყოს. ჩვენ კი 45 დღეში მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი. როდესაც ჩემი ნებისმიერი სპორტსმენი თავის მაქსიმუმს გააკეთებს, კვარცხლბეკზე რომც ვერ მოხვდეს, ჩემთვის, როგორც სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლისთვის, ყოველი დღე ემოციურია. ჩემთვის შრომის დაფასება ისაა, ჩემი სპორტსმენი კვარცხლბეკის რაც შეიძლება მაღალ წერტილზე იდგეს. დიდი მადლობა მათ, ამით ძალიან განებივრებული რომ ვარ. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და არა მარტო დიდებში. ახლა დარჩენილი გვაქვს სამი ძირითადი ტურნირი: სექტემბერში ოცწლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი, ოქტომბერში - 20-23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და დეკემბერში - დიდების მსოფლიო ჩემპიონატი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს.

მეუღლესთან და შვილებთან ერთად

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- მინიმუმ 2028 წლის ოლიმპიადამდე არსად წასვლას ვაპირებ, ამის შემდეგ გადაწყდება, სად ვიქნები... საქმეში ძალიან დიდი შრომის და ენერგიის ჩადება გვიწვეს, ამასთან, ბევრი გადაფრენა, ოჯახებისგან შორს ყოფნა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. გული იმაზე მწყდება, რომ შვილები ისე იზრდებიან, მათთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს, პროფესია არ მაძლევს ამის შესაძლებლობას. ცოტა რთულია ჩვენი პროფესია, მაგრამ მეუღლე მიეჩვია. მეუღლე სამედიცინო უნივერსიტეტში გავიცანი, სოფიო ფარმაცევტია (პსპ-ს რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზეა). ორი გოგონა მყავს, პატარა წელს, 7 აპრილს დაიბადა, უფროსი 5 წლის ხდება სექტემბერში. ყველანი ერთად ბედნიერად ვცხოვრობთ...

წაიკითხეთ ასევე: