პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის წინსვლა პუტინის, როგორც "ბატონი უსაფრთხოების" იმიჯს, ძირს უთხრის" - რას ამბობს როზენბერგი, რომელიც 24 წლის წინ კურსკის კატასტროფას აშუქებდა
"უკრაინის წინსვლა პუტინის, როგორც "ბატონი უსაფრთხოების" იმიჯს, ძირს უთხრის" - რას ამბობს როზენბერგი, რომელიც 24 წლის წინ კურსკის კატასტროფას აშუქებდა

BBC-ის მოს­კო­ვის კო­რეს­პონ­დენ­ტი, სტივ რო­ზენ­ბერ­გი უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომს სტა­ტი­ას უძღვნის და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ­ჯე­რად რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბი პუ­ტი­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას, თით­ქოს ის "მის­ტერ უსაფრ­თხო­ე­ბაა", ძირს უთხრის.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის თარ­გმანს:

"კურსკი.

ეს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სი­ტყვაა, რო­მე­ლიც დავ­წე­რე და წარ­მოვ­თქვი, რო­გორც BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტმა.

2000 წელს ბა­რენ­ცის ზღვის ყი­ნუ­ლო­ვან წყლებ­ში კურსკის წყალ­ქვე­შა ნა­ვის ჩა­ძირ­ვას ვა­შუ­ქებ­დი. მა­შინ 118 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

პუ­ტი­ნი პრე­ზი­დენ­ტად ნა­ხე­ვარ წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ხნით ადრე აერ­ჩი­ათ. კვლავ მახ­სოვს რუ­სუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც იმის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ, თუ რო­გორ მარ­თავ­და ამ კა­ტას­ტრო­ფას.

ამ კვი­რა­ში K-141 Kursk-ის ჩა­ძირ­ვი­დან 24 წელი შეს­რულ­და. და კვლა­ვაც, რუ­სე­თი­დან ჩემი რე­პორ­ტა­ჟე­ბი სი­ტყვა "კურსკი­თაა" სავ­სე. ამ­ჯე­რად - კურსკის რე­გი­ო­ნი, სა­დაც უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იჭრ­ნენ და სა­დაც უკვე ცხრა დღეა, ტე­რი­ტო­რი­ებს იკა­ვე­ბენ.

იგი­ვე სი­ტყვა.

მაგ­რამ 2024 წლის რუ­სე­თი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა 2000 წლის რუ­სე­თის­გან.

ამ­ჯე­რად რუ­სულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ არის პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის კრი­ტი­კის არა­ნა­ი­რი მი­ნიშ­ნე­ბა; არ არის ეჭვი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე; არ არის მი­ნიშ­ნე­ბა იმა­ზე, რომ სწო­რედ მის­მა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ მიგ­ვიყ­ვა­ნა ამ დრა­მა­ტულ მო­მენ­ტამ­დე. თუმ­ცა, კრემლს მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნე ჰქონ­და რუ­სულ მე­დი­ა­სა და გზავ­ნი­ლებ­ზე მკაც­რი კონ­ტრო­ლის და­სამ­ყა­რებ­ლად.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ა­ზი­ა­ნებს თუ არა ეს მოვ­ლე­ნე­ბი ვლა­დი­მირ პუ­ტინს?

ეს კი­თხვა ბოლო ორ­ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ და­მის­ვეს:

  • 2022 წელს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნამ სამ­ხედ­რო გემი “მოსკვა” ჩა­ძი­რა, რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ფლაგ­მა­ნი;
  • შემ­დეგ ისევ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­დან რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის ელ­ვი­სე­ბუ­რი უკან­და­ხე­ვის შემ­დეგ;
  • და ისევ, 2023 წელს “ვაგ­ნე­რის” ჯგუ­ფის აჯან­ყე­ბის დროს, რო­დე­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მოს­კო­ვის­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ - რაც პირ­და­პი­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტის­თვის.

პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ჩანს, და­უ­ზი­ა­ნებ­ლად გა­და­ი­ტა­ნა. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ამ უახ­ლეს გა­მოწ­ვე­ვა­საც გა­და­ლა­ხავს.

მაგ­რამ აი, რა­შია საქ­მე. "ვაგ­ნე­რის" სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხი ერთ დღე­ში დას­რულ­და.

უკ­რა­ი­ნის შე­ტე­ვა რუ­სე­თის შიგ­ნით უკვე კვი­რა­ზე მე­ტია, გრძელ­დე­ბა. რაც უფრო დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, მით უფრო დიდი იქ­ნე­ბა ზე­წო­ლა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და, პო­ტენ­ცი­უ­რად, მით უფრო დიდი იქ­ნე­ბა ზი­ა­ნი პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტის­თვის.

ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ორ­ნა­ხე­ვა­რი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­ტონ­მა პუ­ტინ­მა შექ­მნა "ბა­ტო­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის" იმი­ჯი, ამ უზარ­მა­ზარ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თი ისე­თი კა­ცის რე­პუ­ტა­ცია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, რუ­სე­ბი უსაფრ­თხოდ და­ტო­ვოს და და­იც­ვას.

მისი ე.წ. "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია" (სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში) რუს ხალ­ხს ისე წარ­მო­უდ­გი­ნეს, რო­გორც რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ამ ომის და­წყე­ბი­დან ორ­ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ, "უსაფრ­თხო­ე­ბის და და­ცუ­ლო­ბის" დიდი კვა­ლი აქ არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან "ნატო" მე­ტია, ალი­ან­სში შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბით; რუ­სუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნიც­დი­ან უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნებს შე­ტე­ვას; ახლა კი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ას იკა­ვე­ბენ.

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ცდი­ლობს, რუს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნოს, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი შეჭ­რის აღ­წე­რი­სას მან თავი აა­რი­და სი­ტყვა "შეჭ­რის" გა­მო­ყე­ნე­ბას. ამის ნაც­ვლად, მან ისა­უბ­რა "სა­სა­ზღვრო ზო­ნა­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე" ან "მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე". კრემ­ლის ლი­დერ­მა უკ­რა­ი­ნულ შე­ტე­ვას ასე­ვე, "პრო­ვო­კა­ცია" უწო­და.

რა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი?

ნუ ელო­დე­ბით, რომ ის ტე­ლე­ფონს აი­ღებს და კი­ევს და­უ­რე­კავს. რუს­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ ისი­ნი სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის აზ­რსაც კი თა­რო­ზე შე­მო­დე­ბენ.

ცხა­დია, არა იმი­ტომ, რომ ისე­დაც რა­ი­მე მას­შტა­ბუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყო და­გეგ­მი­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ კვი­რა­ში ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ზუს­ტად გა­ნა­ცხა­და, რა არის მისი გან­ზრახ­ვა: "...მტრის იძუ­ლე­ბა, და­ტო­ვოს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია."

ერ­თია ამის თქმა. მე­ო­რეა ამის გა­კე­თე­ბა. კურსკის რე­გი­ონ­ში გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სულ სამ­ხედ­რო ძა­ლებს ჯერ არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ კონ­ტრო­ლი რუ­სე­თის ამ ნა­წილ­ზე.

ხუთ­შა­ბათს დი­ლით კრემ­ლის გვერ­დით გავ­ლი­სას, შევ­ჩერ­დი.

რო­დე­საც მუ­შე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის სკა­მებ­სა და ეკ­რა­ნებს ამონ­ტა­ჟებ­დნენ, წი­თელ მო­ე­დან­ზე ედით პი­ა­ფის კლა­სი­კუ­რი Non, je ne regrette rien (“არა, არა­ფერს ვნა­ნობ”) ჟღერ­და დიდ ვი­დე­ო­ეკ­რან­ზე და ექო­თი ვრცელ­დე­ბო­და.

ეს ძა­ლი­ან სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­მენ­ტი იყო.

ვლა­დი­მირ პუ­ტინს არ გა­მო­უ­ხა­ტავს სი­ნა­ნუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის გამო. არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო.

თუ მისი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი მის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს, ის კვლავ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამ ომს მხო­ლოდ ერთი შე­საძ­ლო შე­დე­გი აქვს: რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა”, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"უკრაინის წინსვლა პუტინის, როგორც "ბატონი უსაფრთხოების" იმიჯს, ძირს უთხრის" - რას ამბობს როზენბერგი, რომელიც 24 წლის წინ კურსკის კატასტროფას აშუქებდა

"უკრაინის წინსვლა პუტინის, როგორც "ბატონი უსაფრთხოების" იმიჯს, ძირს უთხრის" - რას ამბობს როზენბერგი, რომელიც 24 წლის წინ კურსკის კატასტროფას აშუქებდა

BBC-ის მოსკოვის კორესპონდენტი, სტივ როზენბერგი უკრაინა-რუსეთის ომს სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ამჯერად რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლები პუტინის რეპუტაციას, თითქოს ის "მისტერ უსაფრთხოებაა", ძირს უთხრის.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

"კურსკი.

ეს ერთ-ერთი პირველი სიტყვაა, რომელიც დავწერე და წარმოვთქვი, როგორც BBC-ის კორესპონდენტმა.

2000 წელს ბარენცის ზღვის ყინულოვან წყლებში კურსკის წყალქვეშა ნავის ჩაძირვას ვაშუქებდი. მაშინ 118 ადამიანი დაიღუპა.

პუტინი პრეზიდენტად ნახევარ წელზე ნაკლები ხნით ადრე აერჩიათ. კვლავ მახსოვს რუსული სატელევიზიო არხები, რომლებიც იმის გამო აკრიტიკებდნენ, თუ როგორ მართავდა ამ კატასტროფას.

ამ კვირაში K-141 Kursk-ის ჩაძირვიდან 24 წელი შესრულდა. და კვლავაც, რუსეთიდან ჩემი რეპორტაჟები სიტყვა "კურსკითაა" სავსე. ამჯერად - კურსკის რეგიონი, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მოულოდნელად შეიჭრნენ და სადაც უკვე ცხრა დღეა, ტერიტორიებს იკავებენ.

იგივე სიტყვა.

მაგრამ 2024 წლის რუსეთი ძალიან განსხვავდება 2000 წლის რუსეთისგან.

ამჯერად რუსულ ტელევიზიაში არ არის პრეზიდენტ პუტინის კრიტიკის არანაირი მინიშნება; არ არის ეჭვი მის გადაწყვეტილებებზე; არ არის მინიშნება იმაზე, რომ სწორედ მისმა უკრაინაში შეჭრამ მიგვიყვანა ამ დრამატულ მომენტამდე. თუმცა, კრემლს მეოთხედი საუკუნე ჰქონდა რუსულ მედიასა და გზავნილებზე მკაცრი კონტროლის დასამყარებლად.

მიუხედავად ამისა, დააზიანებს თუ არა ეს მოვლენები ვლადიმირ პუტინს?

ეს კითხვა ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში ბევრჯერ დამისვეს:

  • 2022 წელს, როდესაც უკრაინამ სამხედრო გემი “მოსკვა” ჩაძირა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი;
  • შემდეგ ისევ, რამდენიმე თვეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსი ჯარისკაცების ელვისებური უკანდახევის შემდეგ;
  • და ისევ, 2023 წელს “ვაგნერის” ჯგუფის აჯანყების დროს, როდესაც შეიარაღებული დაქირავებული ჯარისკაცები მოსკოვისკენ მიემართებოდნენ - რაც პირდაპირი გამოწვევა იყო ვლადიმირ პუტინის ავტორიტეტისთვის.

პრეზიდენტმა პუტინმა ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, დაუზიანებლად გადაიტანა. ის დარწმუნებული იქნება, რომ ამ უახლეს გამოწვევასაც გადალახავს.

მაგრამ აი, რაშია საქმე. "ვაგნერის" სამხედრო ამბოხი ერთ დღეში დასრულდა.

უკრაინის შეტევა რუსეთის შიგნით უკვე კვირაზე მეტია, გრძელდება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო დიდი იქნება ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე და, პოტენციურად, მით უფრო დიდი იქნება ზიანი პრეზიდენტ პუტინის ავტორიტეტისთვის.

ძალაუფლებაში ყოფნის ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში, ბატონმა პუტინმა შექმნა "ბატონი უსაფრთხოების" იმიჯი, ამ უზარმაზარ ქვეყანაში ერთადერთი ისეთი კაცის რეპუტაცია, რომელსაც შეუძლია, რუსები უსაფრთხოდ დატოვოს და დაიცვას.

მისი ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" (სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში) რუს ხალხს ისე წარმოუდგინეს, როგორც რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების საშუალება.

ამ ომის დაწყებიდან ორნახევარი წლის შემდეგ, "უსაფრთხოების და დაცულობის" დიდი კვალი აქ არ შეინიშნება. რუსეთის საზღვრებთან "ნატო" მეტია, ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებით; რუსული ქალაქები რეგულარულად განიცდიან უკრაინული დრონებს შეტევას; ახლა კი უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიას იკავებენ.

ვლადიმირ პუტინი ცდილობს, რუს საზოგადოებას აჩვენოს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

უკრაინული შეჭრის აღწერისას მან თავი აარიდა სიტყვა "შეჭრის" გამოყენებას. ამის ნაცვლად, მან ისაუბრა "სასაზღვრო ზონაში შექმნილ სიტუაციაზე" ან "მიმდინარე მოვლენებზე". კრემლის ლიდერმა უკრაინულ შეტევას ასევე, "პროვოკაცია" უწოდა.

რა იქნება რუსეთის პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი?

ნუ ელოდებით, რომ ის ტელეფონს აიღებს და კიევს დაურეკავს. რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნათლად განაცხადეს, რომ უკრაინული თავდასხმის შემდეგ ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებების აზრსაც კი თაროზე შემოდებენ.

ცხადია, არა იმიტომ, რომ ისედაც რაიმე მასშტაბური მოლაპარაკება იყო დაგეგმილი. ფაქტობრივად, ამ კვირაში ვლადიმირ პუტინმა ზუსტად განაცხადა, რა არის მისი განზრახვა: "...მტრის იძულება, დატოვოს რუსეთის ტერიტორია."

ერთია ამის თქმა. მეორეა ამის გაკეთება. კურსკის რეგიონში გაძლიერების მიუხედავად, რუსულ სამხედრო ძალებს ჯერ არ დაუბრუნებიათ კონტროლი რუსეთის ამ ნაწილზე.

ხუთშაბათს დილით კრემლის გვერდით გავლისას, შევჩერდი.

როდესაც მუშები ღონისძიებისთვის სკამებსა და ეკრანებს ამონტაჟებდნენ, წითელ მოედანზე ედით პიაფის კლასიკური Non, je ne regrette rien (“არა, არაფერს ვნანობ”) ჟღერდა დიდ ვიდეოეკრანზე და ექოთი ვრცელდებოდა.

ეს ძალიან სიურეალისტური მომენტი იყო.

ვლადიმირ პუტინს არ გამოუხატავს სინანული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. არანაირი სინანული მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

თუ მისი საჯარო განცხადებები მის ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს, ის კვლავ დარწმუნებულია, რომ ამ ომს მხოლოდ ერთი შესაძლო შედეგი აქვს: რუსეთის გამარჯვება”, - ვკითხულობთ სტატიაში.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: