სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რუსეთს მოედო კორონავირუსი, რუსი ტურისტები მასობრივად შემოდიან საქართველოში...“ - რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების სტატისტიკას მალავს
“რუსეთს მოედო კორონავირუსი, რუსი ტურისტები მასობრივად შემოდიან საქართველოში...“ - რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების სტატისტიკას მალავს

"ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს, რად­გან, მისი თქმით ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სია მო­დე­ბუ­ლი და ამა­ზე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­სტი­ტუ­ტებს რე­ა­გი­რე­ბა არ აქვთ.

“რუ­სეთს მო­ე­დო კო­რო­ნა­ვირუ­სი. რუსი ტუ­რის­ტე­ბი მა­სობ­რი­ვად შე­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ორი­ო­დე სი­ტყვით რომ აღ­ნიშ­ნოს ეს ფაქ­ტი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, ძნე­ლია? ნაც­ვლად იმი­სა, რომ მო­უ­წო­დოს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს სიფრ­თხი­ლი­სა­კენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს, შე­ახ­სე­ნოს ტრან­სპორ­ტში და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლე­ბა­ზე, ხმას არა­ვინ იღებს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კო­რო­ნა­ვირუ­სის ხსე­ნე­ბა იგი­ვეა, რაც ჩა­მოხ­რჩო­ბი­ლის სახ­ლში თო­კის ხსე­ნე­ბა. 17 200 ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა ქვე­ყა­ნა­ში ამ ვირუს­მა, რაც ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს 193 ქვე­ყა­ნას შო­რის. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ლავს და დე­პუ­ტა­ტებ­საც კი, რო­მელ­თაც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა გვაქვს ინო­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა­ზე, უარს გვე­უბ­ნე­ბი­ან და გვპა­სუ­ხო­ბენ, რომ ამის შე­სა­ხებ წე­ლი­წად­ში ერთხელ შე­ვი­ტყობთ.

კა­ლა­ძე რომ საპ­ნის ქა­ფით კო­რო­ნას კლავ­და და მღვდლე­ბი ნა­კურ­თხი წყლით, არც ამის გახ­სე­ნე­ბა აწყობთ სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუ­ფალთ.

მოკ­ლედ, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სია და ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ,“ - წერს გო­ცი­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“რუსეთს მოედო კორონავირუსი, რუსი ტურისტები მასობრივად შემოდიან საქართველოში...“ - რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების სტატისტიკას მალავს

“რუსეთს მოედო კორონავირუსი, რუსი ტურისტები მასობრივად შემოდიან საქართველოში...“ - რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების სტატისტიკას მალავს

"ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით ქვეყანაში კორონავირუსია მოდებული და ამაზე სახელისუფლებო ინსტიტუტებს რეაგირება არ აქვთ.

“რუსეთს მოედო კორონავირუსი. რუსი ტურისტები მასობრივად შემოდიან საქართველოში.

ორიოდე სიტყვით რომ აღნიშნოს ეს ფაქტი ჯანდაცვის სამინისტრომ, ძნელია? ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდოს ჩვენს მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს, შეახსენოს ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების მიზანშეწონილებაზე, ხმას არავინ იღებს.

ხელისუფლების მიერ კორონავირუსის ხსენება იგივეა, რაც ჩამოხრჩობილის სახლში თოკის ხსენება. 17 200 ადამიანი შეიწირა ქვეყანაში ამ ვირუსმა, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის. კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას ხელისუფლება მალავს და დეპუტატებსაც კი, რომელთაც კონსტიტუციური უფლება გვაქვს ინოფორმაციის გამოთხოვაზე, უარს გვეუბნებიან და გვპასუხობენ, რომ ამის შესახებ წელიწადში ერთხელ შევიტყობთ.

კალაძე რომ საპნის ქაფით კორონას კლავდა და მღვდლები ნაკურთხი წყლით, არც ამის გახსენება აწყობთ საერო და სასულიერო ხელისუფალთ.

მოკლედ, ქვეყანაში კორონავირუსია და ფრთხილად უნდა ვიყოთ,“ - წერს გოცირიძე.