საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

6

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:31-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 00:32-ზე ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი ეპიდემიის საფრთხე? - ევროპაში ახალი, “ზარმაცას“ ვირუსის 19, მსოფლიოში კი 8000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი
მორიგი ეპიდემიის საფრთხე? - ევროპაში ახალი, “ზარმაცას“ ვირუსის 19, მსოფლიოში კი 8000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი

ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და დამ­ღუპ­ვე­ლი ვირუ­სი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზარ­მა­ცას­გან წარ­მო­იქ­მნა და მწე­რე­ბი, მათ შო­რის კო­ღო­ე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის (ECDC) მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში “ორო­პუ­შის ცხე­ლე­ბა“ 19 ადა­მი­ან­ში და­ფიქ­სირ­და.

  • უშუ­ა­ლოდ “ორო­პუ­შის ცხე­ლე­ბა“ არის ტრო­პი­კუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია. ის ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­დის კო­ღო­ე­ბის ნაკ­ბე­ნით, ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი რე­ზერ­ვუ­ა­რი­დან, სა­დაც ზარ­მა­ცე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

და­ა­ვა­დე­ბას სა­ხე­ლი ეწო­და იმ რე­გი­ო­ნის მი­ხედ­ვით, სა­დაც ის პირ­ვე­ლად 1955 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ტრი­ნი­დადსა და ტო­ბა­გო­ში მდე­ბა­რე მდი­ნა­რე ორო­პუ­შეს­თან მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ინ­ფი­ცირ­დნენ.

  • “ზარ­მა­ცას ვირუ­სის“ თორ­მე­ტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ეს­პა­ნეთ­ში, ხუთი იტა­ლი­ა­ში და ორი გერ­მა­ნი­ა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, არ არ­სე­ბობს.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფექ­ცია პო­ტენ­ცი­უ­რად მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ზიკა და დენ­გე ვირუ­სე­ბის ოჯა­ხი­დან მო­დის.

და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბია თა­ვის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლე­ბი.

”ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვღე­ლავ­დეთ ამა­ზე. რად­გან ის იც­ვლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი გახ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და The Telegraph- თან ლონ­დო­ნის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კო­ლე­ჯის იმუ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა, დენი ალტმან­მა.

“სიმპტო­მე­ბი, რო­გორც წესი, კბე­ნი­დან ოთხი-რვა დღის შემ­დეგ ვლინ­დე­ბა. მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში და­ა­ვა­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მე­ნინ­გი­ტი“,- ნათ­ქვა­მია NHS Travax ვებ­სა­იტ­ზე.

  • თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამ მძი­მე გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი­სა, ECDC- ის თქმით, ცხე­ლე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია და ხში­რია გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სიმპტო­მე­ბი ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქრე­ბა.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა დღემ­დე და­ფიქ­სირ­და სამ­ხრეთ ამე­რი­კის, ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კი­სა და კა­რი­ბის ზღვის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში.

Lancet-ის მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, 25 ივ­ლისს “ორო­პუ­შის ცხე­ლე­ბით“ ბრა­ზი­ლი­ა­ში ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ევ­რო­პა­ში და­ბა­ლია, ამ წლის იან­ვრი­დან ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში ბრა­ზი­ლი­ა­ში, ბო­ლი­ვი­ა­ში, პე­რუ­ში, კო­ლუმ­ბი­ა­სა და კუ­ბა­ში 8000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ამ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გამო ECDC-მ ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ეპი­დე­მი­ურ ად­გი­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ, სირ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და. მოგ­ზა­უ­რებს, ნაკ­ბე­ნის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და გრძელმკლა­ვი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბის ჩაც­მას ურ­ჩე­ვენ.

independent-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით “ზარ­მა­ცას“ ვირუ­სი ევ­რო­პა­ში 2 დღის წინ ისევ და­ფიქ­სირ­და. აქე­დან, 19 იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

მორიგი ეპიდემიის საფრთხე? - ევროპაში ახალი, “ზარმაცას“ ვირუსის 19, მსოფლიოში კი 8000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი

მორიგი ეპიდემიის საფრთხე? - ევროპაში ახალი, “ზარმაცას“ ვირუსის 19, მსოფლიოში კი 8000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი

ევროპაში პირველად დაფიქსირდა დამღუპველი ვირუსი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ზარმაცასგან წარმოიქმნა და მწერები, მათ შორის კოღოები ავრცელებენ.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში “ოროპუშის ცხელება“ 19 ადამიანში დაფიქსირდა.

  • უშუალოდ “ოროპუშის ცხელება“ არის ტროპიკული ვირუსული ინფექცია. ის ადამიანებზე გადადის კოღოების ნაკბენით, ასევე ვრცელდება ბუნებრივი რეზერვუარიდან, სადაც ზარმაცები ცხოვრობენ.

დაავადებას სახელი ეწოდა იმ რეგიონის მიხედვით, სადაც ის პირველად 1955 წელს აღმოაჩინეს და ტრინიდადსა და ტობაგოში მდებარე მდინარე ოროპუშესთან მცხოვრები ადამიანები დაინფიცირდნენ.

  • “ზარმაცას ვირუსის“ თორმეტი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში, ხუთი იტალიაში და ორი გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ იმ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, არ არსებობს.

ექსპერტების თქმით, აღნიშნული ინფექცია პოტენციურად მომაკვდინებელი ზიკა და დენგე ვირუსების ოჯახიდან მოდის.

დამახასიათებელი ნიშნებია თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთებისა და სახსრების ტკივილები.

”ჩვენ აუცილებლად უნდა ვღელავდეთ ამაზე. რადგან ის იცვლება და შეიძლება შეუჩერებელი გახდეს“, - განაცხადა The Telegraph- თან ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის იმუნოლოგიის პროფესორმა, დენი ალტმანმა.

“სიმპტომები, როგორც წესი, კბენიდან ოთხი-რვა დღის შემდეგ ვლინდება. მძიმე შემთხვევებში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი“,- ნათქვამია NHS Travax ვებსაიტზე.

  • თუმცა, მიუხედავად ამ მძიმე გაფრთხილებებისა, ECDC- ის თქმით, ცხელებისგან გამოწვეული ფატალური შედეგები ძალზე იშვიათია და ხშირია გამოჯანმრთელების შემთხვევები. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები ოთხი დღის განმავლობაში ქრება.

ვირუსის გავრცელება დღემდე დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის რამდენიმე ქვეყანაში.

Lancet-ის მოხსენების თანახმად, 25 ივლისს “ოროპუშის ცხელებით“ ბრაზილიაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ევროპაში დაბალია, ამ წლის იანვრიდან ივლისის შუა რიცხვებში ბრაზილიაში, ბოლივიაში, პერუში, კოლუმბიასა და კუბაში 8000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ მაღალი მაჩვენებლების გამო ECDC-მ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ეპიდემიურ ადგილებში მოგზაურობენ, სირთხილისკენ მოუწოდა. მოგზაურებს, ნაკბენის რისკის შესამცირებლად, მწერების საწინააღმდეგო და გრძელმკლავიანი მაისურების ჩაცმას ურჩევენ.

independent-ის ინფორმაციით “ზარმაცას“ ვირუსი ევროპაში 2 დღის წინ ისევ დაფიქსირდა. აქედან, 19 იმპორტირებული შემთხვევა იყო.

წყარო

იხილეთ ასევე: