სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთა, რომელიც ნელ-ნელა ქრება და ეკოლოგიური საფრთხე, რომელიც კირქვის მოპოვებამ შექმნა - რა ელის კატაულასა და სოფელ წინარეხს?
მთა, რომელიც ნელ-ნელა ქრება და ეკოლოგიური საფრთხე, რომელიც კირქვის მოპოვებამ შექმნა - რა ელის კატაულასა და სოფელ წინარეხს?

"მთა კა­ტა­უ­ლა სა­ში­ნელ, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თით­ქმის ქრე­ბა. ამ მთა­ზე წლე­ბია, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვის ამო­ღე­ბა, გაჩ­ნდა ღრმუ­ლე­ბი, მთას ძირი გა­მო­უ­თხა­რეს და მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნად აქ­ცი­ეს", - ამ სი­ტყვე­ბით იწყებს ჩვენ­თან სა­უ­ბარს კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ წი­ნა­რე­ხის მცხოვ­რე­ბი ნა­თე­ლა მა­მა­სახ­ლი­სი.

ნა­თე­ლა მა­მა­სახ­ლი­სი

ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლი წი­ნა­რე­ხი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შეა. თბი­ლი­სი­დან 40 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე მთე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი სო­ფე­ლი იერ­სა­ხეს კარ­გავს.

კა­ტა­უ­ლას მთა კირ­ქვის მო­პო­ვე­ბით არის ცნო­ბი­ლი, ის კავ­თის­ხე­ვი­დან 2 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. კირ­ქვა მთა­ზე, სო­ფელ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­ი­პო­ვე­ბა. ყვე­ლა­ზე ახ­ლომ­დე­ბა­რე სახ­ლი კირ­ქვის სა­ბა­დო­დან 200 მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. გა­და­თხრი­ლი, თეთ­რი კირ­ქვით და­ფა­რუ­ლი მთა სოფ­ლის ყვე­ლა წერ­ტი­ლი­დან მო­ჩანს. მთა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­სებ­მა ლან­დშაფ­ტის ვი­ზუ­ა­ლუ­რი იერ­სა­ხე და­ა­მა­ხინ­ჯა. ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კირ­ქვის მო­პო­ვე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, მათ სო­ფელ­ში ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­ცე­მი­სას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის აზრი არას­დროს არა­ვის უკი­თხავს.

  • ამ­ბა­ვი 2006 წლი­დან იწყე­ბა. მა­შინ, როცა მთა კა­ტა­უ­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის ნე­ბარ­თვა კერ­ძო პირ­ზე გა­ი­ცა.

2022 წელს, რო­დე­საც ახა­ლი ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მა დად­გა დღის წეს­რიგ­ში, გა­რე­მოს­დაც­ვით­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლი­და­ნაც ვი­გებთ, რომ იმ დრო­ის­თვის სო­ფელ წი­ნა­რეხ­ში, კა­ტა­უ­ლას მთა­ზე კირ­ქვის მო­სა­პო­ვებ­ლად რვა ლი­ცენ­ზია იყო გა­ცე­მუ­ლი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ფარ­თო­ბი თით­ქმის 40 ჰექ­ტარს მო­ი­ცავ­და.

“კა­ტა­უ­ლას მთა და, შე­სა­ბა­მი­სად, კირ­ქვის მოქ­მე­დი კა­რი­ე­რე­ბი სო­ფელ­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. უახ­ლო­ე­სი სახ­ლე­ბი კა­რი­ე­რი­დან 100-200 მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. კა­რი­ე­რებ­ზე მიმ­დი­ნა­რე აფეთ­ქე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, წარ­სულ­ში წი­ნა­რე­ხის არა­ერთ მა­ცხოვ­რე­ბელს სახ­ლი და­ებ­ზა­რა. მო­სახ­ლე­ო­ბა კა­ტა­უ­ლას მთა­ზე კირ­ქვის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად, ტრა­დი­ცი­ულ სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სა­ძოვ­რე და სა­თი­ბი მი­წე­ბის კარ­გვა­საც უჩი­ვის. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე მოქ­მე­დი ლი­ცენ­ზი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ახა­ლი ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მი­სას სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის მოქ­მე­დე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ გა­რე­მო­სა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და სა­თა­ნა­დოდ შე­ფას­დეს კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ხა­რის­ხი; გან­სა­ხილ­ვე­ლი ლი­ცენ­ზი­ის მას­შტა­ბი გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით ზრდის, რად­გა­ნაც ლი­ცენ­ზია საკ­მა­ოდ ვრცელ, 13 ჰექტრამ­დე ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავს და ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2.5 მი­ლი­ო­ნი ტონა კირ­ქვის მო­პო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს. თა­ვი­სი მას­შტა­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ლი­ცენ­ზია არ­სე­ბულ ლი­ცენ­ზი­ა­თა შო­რის რი­გით მე­ო­რე ყვე­ლა­ზე დი­დია“, - ვკი­თხუ­ლობთ დო­კუ­მენ­ტში.

"მე-5 წე­ლია, რაც აქ ვცხოვ­რობ, აგა­რა­კი გვაქვს. სულ ვხე­დავ­დი, რომ დიდი მან­ქა­ნე­ბით ქვა ჩა­მოჰ­ქო­ნათ. და­ვინ­ტე­რეს­დი და მე­ზობ­ლებს ვკი­თხე, რა ხდე­ბო­და. მი­თხრეს, წლე­ბია მთას თხრი­ა­ნო, სა­დაც არის მად­ნე­უ­ლი. ფა­ი­ფუ­რი, ცე­მენ­ტი, ქვა და კირი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ქო­ნე­ბა გა­აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სოფ­ლი­დან ამ­დე­ნი სიმ­დიდ­რე გა­აქვთ, მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. სო­ფელ­ში არ არის არც მა­ღა­ზია, არც აფ­თი­ა­ქი. სო­ფელს ექთა­ნიც კი არ ჰყავს. თით­ქმის პენ­სი­ო­ნე­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. დღეს პირ­ვე­ლად ამო­ვე­დი აქ და ცუ­დად გავ­ხდი, ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. დაბ­ლო­ბი აღარ ჰყოფ­ნით და მთებს შე­ე­სივ­ნენ“, - ამ­ბობს მა­გუ­ლი გაგ­ნი­ძე.

კადრში ნათ­ლად ჩანს, რო­გორ იშ­ლე­ბა მთა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი სრუ­ლად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია.

"კა­ტას­ტორ­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მთე­ლი სო­ფე­ლი იმ­ტვე­რე­ბა, აღარც მო­სა­ვა­ლი მო­დის. ვაპ­რო­ტეს­ტებთ, რამ­დენ­ჯერ­მე აქ­ცი­აც გავ­მარ­თეთ, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია“, - გვე­უბ­ნე­ბა სო­ფელ წი­ა­რე­ხის მცხოვ­რე­ბი, ნა­ტა­ლია ქე­შე­ლაშ­ვი­ლი.

თი­ნა­თინ მარ­ჯა­ნი­ძე

"ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი, ქვის ხა­ნის სო­ფე­ლი. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­დის ამ სოფ­ლის სა­ნა­ხა­ვად და ესე­ნი აჩა­ნა­გე­ბენ. ბუ­ნე­ბა ნად­გურ­დე­ბა. ამ სო­ფელ­ში 1971 წელს გად­მო­ვე­დი, გა­და­სა­რე­ვი ბუ­ნე­ბა იყო. პა­ტა­რა ბავ­შვებს ასე­ირ­ნებ­დნენ, იყო სა­ძოვ­რე­ბი. მთას ჰქონ­და ქარ­სა­ცა­ვი ფუნ­ქცია, თუმ­ცა მოჭ­რეს, მოკ­ვე­თეს ყვე­ლა­ფე­რი. იმ­დე­ნად სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ ქვის­გან აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი გა­იბ­ზა­რა. იძუ­ლე­ბუ­ლი უნდა გავ­ხდეთ და მთა­ში გა­ვი­ხიზ­ნოთ?!“ - ამ­ბობს თი­ნა­თინ მარ­ჯა­ნი­ძე.

მი­ხე­ილ ხო­ლუ­აშ­ვი­ლი

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა უა­მინ­დო­ბის დროს. მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა და გზებ­ზე ქვი­შა, სილა და მიწა ჩა­მო­დის, რო­მე­ლიც არ­თუ­ლებს და შე­უძ­ლე­ბელს ხდის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას", - ამ­ბობს მი­ხე­ილ ხო­ლუ­აშ­ვი­ლი.

შე­ჩერ­დე­ბა თუ არა მთა­ზე წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად, მო­სახ­ლე­ო­ბის თხოვ­ნით, ად­გილ­ზე გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი მო­ვი­და. მათი თქმით, ლი­ცენ­ზია კა­ნო­ნი­ე­რია, თუმ­ცა მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლია და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლობ­რი­ვებს და­ზუს­ტე­ბით ეცო­დი­ნე­ბათ, და­კონ­სერვდე­ბა თუ არა მთა კა­ტა­უ­ლა­ზე წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის მოს­ვლის­თა­ნა­ვე, კა­ტა­უ­ლას­კენ მო­მა­ვა­ლი კი­დევ ერთი მან­ქა­ნა შევ­ნიშ­ნეთ. პირი, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფომ ნე­ბარ­თვა გას­ცა, კა­მე­რებს არ ელო­და, ამი­ტომ ტე­რი­ტო­რია სწრა­ფად და­ტო­ვა, თუმ­ცა შეკ­რე­ბილ ად­გი­ლობ­რი­ვებს კი­დევ ერთხელ გა­ნუ­მარ­ტა, რომ პა­ნი­კა უსა­ფუძ­ვლოა, სა­მუ­შა­ო­ებს კი აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს, რად­გან, მისი თქმით, კა­ტა­უ­ლა­ზე გა­თხრე­ბი სრუ­ლად ჯდე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

ახლა 500-მდე ოჯა­ხი გე­ო­ლო­გე­ბის დას­კვნის მო­ლო­დინ­შია, მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ელის, მთა­ვა­რი კი­თხვა კი ერ­თია, რა ელის მთას და მის მიმ­დე­ბა­რედ ის­ტო­რი­ულ სო­ფელ წი­ნა­რა­ხეს?

ავ­ტო­რი: ნინი ქო­ბა­ლია

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მთა, რომელიც ნელ-ნელა ქრება და ეკოლოგიური საფრთხე, რომელიც კირქვის მოპოვებამ შექმნა - რა ელის კატაულასა და სოფელ წინარეხს?

მთა, რომელიც ნელ-ნელა ქრება და ეკოლოგიური საფრთხე, რომელიც კირქვის მოპოვებამ შექმნა - რა ელის კატაულასა და სოფელ წინარეხს?

"მთა კატაულა საშინელ, სავალალო მდგომარეობაშია, თითქმის ქრება. ამ მთაზე წლებია, რაც მიმდინარეობს ქვის ამოღება, გაჩნდა ღრმულები, მთას ძირი გამოუთხარეს და მეწყერსაშიშ ზონად აქციეს", - ამ სიტყვებით იწყებს ჩვენთან საუბარს კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინარეხის მცხოვრები ნათელა მამასახლისი.

ნათელა მამასახლისი

ისტორიული სოფელი წინარეხი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე მთებით გარშემორტყმული სოფელი იერსახეს კარგავს.

კატაულას მთა კირქვის მოპოვებით არის ცნობილი, ის კავთისხევიდან 2 კმ-ში მდებარეობს. კირქვა მთაზე, სოფელთან ძალიან ახლოს მოიპოვება. ყველაზე ახლომდებარე სახლი კირქვის საბადოდან 200 მეტრითაა დაშორებული. გადათხრილი, თეთრი კირქვით დაფარული მთა სოფლის ყველა წერტილიდან მოჩანს. მთაზე განვითარებული წიაღისეულის მოპოვების პროცესებმა ლანდშაფტის ვიზუალური იერსახე დაამახინჯა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტერიტორიაზე კირქვის მოპოვება დაახლოებით 20 წელია მიმდინარეობს. თუმცა, მათ სოფელში ლიცენზიების გაცემისას მოსახლეობისთვის აზრი არასდროს არავის უკითხავს.

  • ამბავი 2006 წლიდან იწყება. მაშინ, როცა მთა კატაულაზე ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ნებართვა კერძო პირზე გაიცა.

2022 წელს, როდესაც ახალი ლიცენზიის გაცემა დადგა დღის წესრიგში, გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ“ გამოაქვეყნა შენიშვნები, რომლიდანაც ვიგებთ, რომ იმ დროისთვის სოფელ წინარეხში, კატაულას მთაზე კირქვის მოსაპოვებლად რვა ლიცენზია იყო გაცემული, რომელთა საერთო ფართობი თითქმის 40 ჰექტარს მოიცავდა.

“კატაულას მთა და, შესაბამისად, კირქვის მოქმედი კარიერები სოფელთან ძალიან ახლოსაა. უახლოესი სახლები კარიერიდან 100-200 მეტრის დაშორებით მდებარეობს. კარიერებზე მიმდინარე აფეთქებითი სამუშაოების გამო, წარსულში წინარეხის არაერთ მაცხოვრებელს სახლი დაებზარა. მოსახლეობა კატაულას მთაზე კირქვის მოპოვების შედეგად, ტრადიციულ სარგებლობაში არსებული სასაძოვრე და სათიბი მიწების კარგვასაც უჩივის. ტერიტორიაზე უკვე მოქმედი ლიცენზიებით გამოწვეული კუმულაციური ზემოქმედების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ახალი ლიცენზიის გაცემისას საფუძვლიანად იქნას შესწავლილი აღნიშნული ლიცენზიის მოქმედებით მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ გარემოსა და მოსახლეობაზე და სათანადოდ შეფასდეს კუმულაციური ზემოქმედების ხარისხი; განსახილველი ლიცენზიის მასშტაბი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჭიროებას განსაკუთრებით ზრდის, რადგანაც ლიცენზია საკმაოდ ვრცელ, 13 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს და ათი წლის განმავლობაში 2.5 მილიონი ტონა კირქვის მოპოვებას გულისხმობს. თავისი მასშტაბით, აღნიშნული ლიცენზია არსებულ ლიცენზიათა შორის რიგით მეორე ყველაზე დიდია“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

"მე-5 წელია, რაც აქ ვცხოვრობ, აგარაკი გვაქვს. სულ ვხედავდი, რომ დიდი მანქანებით ქვა ჩამოჰქონათ. დავინტერესდი და მეზობლებს ვკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, წლებია მთას თხრიანო, სადაც არის მადნეული. ფაიფური, ცემენტი, ქვა და კირი. წარმოიდგინეთ, ეს ქონება გააქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფლიდან ამდენი სიმდიდრე გააქვთ, მოსახლეობას არაფერში ეხმარებიან. სოფელში არ არის არც მაღაზია, არც აფთიაქი. სოფელს ექთანიც კი არ ჰყავს. თითქმის პენსიონერები ცხოვრობენ. დღეს პირველად ამოვედი აქ და ცუდად გავხდი, ასეთ მძიმე მდგომარეობას ნამდვილად არ ველოდი. დაბლობი აღარ ჰყოფნით და მთებს შეესივნენ“, - ამბობს მაგული გაგნიძე.

კადრში ნათლად ჩანს, როგორ იშლება მთა. ადგილობრივების თქმით, უსაფრთხოების ნორმები სრულად უგულებელყოფილია.

"კატასტორფულ მდგომარეობაში ვართ, მთელი სოფელი იმტვერება, აღარც მოსავალი მოდის. ვაპროტესტებთ, რამდენჯერმე აქციაც გავმართეთ, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია“, - გვეუბნება სოფელ წიარეხის მცხოვრები, ნატალია ქეშელაშვილი.

თინათინ მარჯანიძე

"ეს არის ისტორიული, ქვის ხანის სოფელი. მთელი საქართველო მოდის ამ სოფლის სანახავად და ესენი აჩანაგებენ. ბუნება ნადგურდება. ამ სოფელში 1971 წელს გადმოვედი, გადასარევი ბუნება იყო. პატარა ბავშვებს ასეირნებდნენ, იყო საძოვრები. მთას ჰქონდა ქარსაცავი ფუნქცია, თუმცა მოჭრეს, მოკვეთეს ყველაფერი. იმდენად საშიში სიტუაციაა, რომ ქვისგან აშენებული სახლები გაიბზარა. იძულებული უნდა გავხდეთ და მთაში გავიხიზნოთ?!“ - ამბობს თინათინ მარჯანიძე.

მიხეილ ხოლუაშვილი

"განსაკუთრებული პრობლემაა უამინდობის დროს. მეწყრული პროცესები აქტიურდება და გზებზე ქვიშა, სილა და მიწა ჩამოდის, რომელიც ართულებს და შეუძლებელს ხდის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას", - ამბობს მიხეილ ხოლუაშვილი.

შეჩერდება თუ არა მთაზე წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოსახლეობის თხოვნით, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოვიდა. მათი თქმით, ლიცენზია კანონიერია, თუმცა მოკვლევა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში ადგილობრივებს დაზუსტებით ეცოდინებათ, დაკონსერვდება თუ არა მთა კატაულაზე წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები.

სახელმწიფო სამსახურის მოსვლისთანავე, კატაულასკენ მომავალი კიდევ ერთი მანქანა შევნიშნეთ. პირი, რომელზეც სახელმწიფომ ნებართვა გასცა, კამერებს არ ელოდა, ამიტომ ტერიტორია სწრაფად დატოვა, თუმცა შეკრებილ ადგილობრივებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ პანიკა უსაფუძვლოა, სამუშაოებს კი აუცილებლად გააგრძელებს, რადგან, მისი თქმით, კატაულაზე გათხრები სრულად ჯდება კანონის ფარგლებში.

ახლა 500-მდე ოჯახი გეოლოგების დასკვნის მოლოდინშია, მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ელის, მთავარი კითხვა კი ერთია, რა ელის მთას და მის მიმდებარედ ისტორიულ სოფელ წინარახეს?

ავტორი: ნინი ქობალია