მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავდასხმამ კრემლის ნარატივი, რომ უკრაინული წინააღმდეგობა უშედეგოა, უკრაინის მხარდაჭერა კი ამაო, გაანადგურა" - ომი რუსეთის ტერიტორიაზეც მივიდა: როგორ აფასებენ მომხდარს ექსპერტები?
"თავდასხმამ კრემლის ნარატივი, რომ უკრაინული წინააღმდეგობა უშედეგოა, უკრაინის მხარდაჭერა კი ამაო, გაანადგურა" - ომი რუსეთის ტერიტორიაზეც მივიდა: როგორ აფასებენ მომხდარს ექსპერტები?

უკ­რა­ი­ნის ჯა­რებ­მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 30 კმ-მდე შე­აღ­წი­ეს, რაც ყვე­ლა­ზე ღრმა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ტე­ვაა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის ჯა­რებს კურსკის რე­გი­ონ­ში შე­ტე­ვი­დან მე­ექ­ვსე დღეს სოფ­ლებ­თან - ტოლ­პი­ნოს­თან და ობშ­ჩი კო­ლო­დეზ­თან შეხ­ვდნენ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ კი­ე­ვი "რუ­სე­თის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად აღი­ა­რა თავ­დას­ხმა, გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ზა­ფხულს რუ­სე­თის მიერ კურსკი­დან 2 000 სა­ზღვრის­პი­რა თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

"არ­ტი­ლე­რია, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბი, დრო­ნე­ბი. ასე­ვე ვა­ფიქ­სი­რებთ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებ­საც და თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი დარ­ტყმა სა­მარ­თლი­ან პა­სუხს იმ­სა­ხუ­რებს", - თქვა ზე­ლენ­სკიმ თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ მი­მარ­თვა­ში კი­ე­ვი­დან.

უკ­რა­ი­ნის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა AFP-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცი­ა­ში ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი იყო ჩარ­თუ­ლი, გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო დაც­ვის მიერ თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა.

მა­შინ, როცა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რით მოქ­მე­დი ჯგუ­ფე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად სა­ზღვრის­პი­რა შეჭ­რებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, კურსკის შე­ტე­ვა კი­ე­ვის კონ­ვენ­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მიერ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმაა.

"ჩვენ შე­ტე­ვა­ზე ვართ. მი­ზა­ნი მტრის პო­ზი­ცი­ე­ბის "გა­ჭიმ­ვა", მაქ­სი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბის მი­ყე­ნე­ბა და რუ­სეთ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­აა, რად­გან მათ არ შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი სა­ზღვრის დაც­ვა," - აღ­ნიშ­ნა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კვი­რას გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა ძა­ლებ­მა "ჯავ­შან­ტექ­ნი­კით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში შეჭ­რის­კენ მი­მარ­თუ­ლი მტრის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი ჩა­შა­ლეს".

თუმ­ცა, იმის აშ­კა­რა აღი­ა­რე­ბით, რომ კი­ე­ვის ძა­ლე­ბი ახლა კურსკის სა­სა­ზღვრო რე­გი­ონ­ში ღრმად შე­ვიდ­ნენ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბი სოფ­ლებ­თან - ტოლ­პი­ნოს­თან და ობშ­ჩი კო­ლო­დეზ­თან იმ­ყო­ფე­ბა. სოფ­ლე­ბი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 25 და 30 კმ-ზე მდე­ბა­რე­ობს.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა და BBC-ის მიერ გა­და­მოწ­მე­ბულ­მა კად­რებ­მაც აჩ­ვე­ნა რუ­სუ­ლი დარ­ტყმა სო­ფელ ლევ­შინ­კას­თან ახ­ლოს, სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 25 კმ-ში.

უკ­რა­ი­ნის ჯა­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ კურსკის რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბა აი­ღეს. გუ­ე­ვო­ში, სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 კმ-ში, ჯა­რის­კა­ცებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბი­დან რუ­სე­თის დრო­შის მოხ­სნის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გა­და­ი­ღეს.

გა­მოჩ­ნდა კად­რე­ბიც, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებს იკა­ვე­ბენ სვერდლი­კო­ვო­სა და პო­როზ­ში, ხოლო ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სუ­ჯა­ში, ქა­ლაქ­ში, რო­მელ­შიც და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 მო­სახ­ლე ცხოვ­რობს.

უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ვი­დეო გა­და­ი­ღეს სუ­ჯა­ში, გა­ზის მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექტთან, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის გავ­ლით რუ­სე­თი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­ზის ტრან­ზი­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს.

სუ­მის რე­გი­ონ­ში კი, რო­მე­ლიც კურსკის რე­გი­ონს ესა­ზღვრე­ბა, BBC-ის რე­პორ­ტი­ო­რებ­მა ჯავ­შან­ტექ­ნი­კი­სა და ტან­კე­ბის ნა­კა­დი და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და.

ჯავ­შნი­ა­ნი კო­ლო­ნე­ბი თეთრ სამ­კუ­თხა ნიშ­ნებს ატა­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმის­თვის, რომ ისი­ნი უკ­რა­ი­ნის შიგ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის­გან გა­ნას­ხვა­ვონ. ამა­სო­ბა­ში, სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბით უკ­რა­ი­ნუ­ლი ტან­კე­ბი და­ფიქ­სირ­და, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბრძო­ლა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი.

BBC Verify-ს მიერ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბულ­მა ფო­ტო­ებ­მა ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თი კურსკის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მახ­ლობ­ლად ახალ თავ­დაც­ვით ხა­ზებს აშე­ნებს.

გუ­შინ გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ახ­ლად აშე­ნე­ბულ სან­გრის ხაზს აჩ­ვე­ნებს, რო­მელ­თა­გან უახ­ლო­ე­სი სად­გუ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 კმ-ზე იმ­ყო­ფე­ბა.

რუ­სე­თი აცხა­დებს, რომ კურსკის რე­გი­ო­ნის სა­სა­ზღვრო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, 76 000 ადა­მი­ა­ნია ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი.

რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ალექ­სეი სმირ­ნოვ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ შა­ბათს გვი­ან 15 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, რო­დე­საც რე­გი­ო­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში, კურსკში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას და­ე­ცა.

ოლექ­სეი გონ­ჩა­რენ­კო

უკ­რა­ი­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ოლექ­სეი გონ­ჩა­რენ­კო ოპე­რა­ცი­ას მი­ე­სალ­მა და გა­ნა­ცხა­და: "ეს გვა­ახ­ლო­ვებს მშვი­დო­ბას­თან იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტად, ვიდ­რე ასი სამ­შვი­დო­ბო სა­მი­ტი".

"რო­დე­საც რუ­სეთს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბრძო­ლა უწევს, რო­დე­საც რუსი ხალ­ხი გარ­ბის, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხს შე­ე­ხე­ბა - ეს ერ­თა­დერ­თი გზაა, ვაჩ­ვე­ნოთ მათ, რომ ეს ომი უნდა შე­წყვი­ტონ", - გა­ნუ­ცხა­და გონ­ჩა­რენ­კომ BBC-ს.

ზო­გი­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სი ვა­რა­უ­დობს, რომ კურსკის თავ­დას­ხმა იმ მცდე­ლო­ბის ნა­წი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნამ რუ­სე­თი აი­ძუ­ლოს, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­დან ძა­ლე­ბი გა­და­ა­ნა­წი­ლოს და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვა­ზე ზე­წო­ლა შემ­სუ­ბუქ­დეს..

  • რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ამ პრო­ცე­სებს უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი?

CNN-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ვი­თა­რე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ვხვდე­ბით. რე­პორ­ტაჟ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მომ­ხდა­რი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლია რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით ამა­ყობს. ამას­თა­ნა­ვე, ანა­ლი­ზი კურსკის თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან “თა­მა­მად” და “კონ­ტრინ­ტუ­ი­ტი­უ­რად” მო­იხ­სე­ნი­ებს. ერთ-ერთი ანა­ლი­ტი­კო­სის თქმით, მომ­ხდა­რი “ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლი ნა­ბი­ჯი” იყო.

ჯორჯ ბა­რო­სი

ვა­შინგტონ­ში მდე­ბა­რე ომის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჯორჯ ბა­რო­სი ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა "მათ წი­ნა­აღ­მდეგ დიდი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ოპე­რა­ტი­ულ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას მი­აღ­წი­ეს და ამ­ჟა­მად იყე­ნე­ბენ რუ­სე­თის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბას მის სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში". (იმა­ვე ტაქ­ტი­კამ 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ი­ღო შე­დე­გი, რო­დე­საც მათ ერთ კვი­რა­ში და­იბ­რუ­ნეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნის დიდი ნა­წი­ლი).

ფი­ნეთ­ში მდე­ბა­რე Black Bird ჯგუ­ფის წევ­რი ემილ კას­ტე­ჰელ­მი, რო­მე­ლიც კონ­ფლიქტს თვალ­ყურს ღია წყა­რო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ადევ­ნებს, ამ­ბობს, რომ "დრო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს - რუ­სე­ბი სა­მუ­და­მოდ დე­ზორ­გა­ნი­ზე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ დარ­ჩე­ბი­ან".

მა­ში­ნაც კი, თუ უკ­რა­ი­ნე­ლებს წინ­წა­წე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან უკან და­ხე­ვა მო­უ­წევთ, ასე­თი ოპე­რა­ცია მა­ინც რამ­დე­ნი­მე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ბა­რო­სი ამ­ბობს, რომ ეს "რუ­სე­თის გეგ­მე­ბის ზო­გი­ერთ დაშ­ვე­ბას და კრი­ტი­კულ მო­წყვლა­დო­ბას ამ­ჟღავ­ნებს". ხოლო მე­თიუ შმი­დტი, რო­მე­ლიც აშშ-ს არ­მი­ის მე­თა­ურ­თა და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის კო­ლე­ჯში სტრა­ტე­გი­ულ და ოპე­რა­ტი­ულ და­გეგ­მვას ას­წავ­ლი­და, აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის "ძა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­კო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებ­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნას ისა­ხავ­და მიზ­ნად".

რუსი სამ­ხედ­რო ე.წ. Z-ბლო­გე­რი, ვლა­დის­ლავ შუ­რი­გი­ნი ყო­ვე­ლი­ვე ამას Telegram-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში აჯა­მებს.

"მტერ­მა ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რად და ზუს­ტად აირ­ჩია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია - რუ­სუ­ლი მარ­თვის სის­ტე­მის ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სი­ხის­ტი­სა და ინერ­ტუ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მგრძნო­ბი­ა­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი უწყვე­ტი დარ­ტყმე­ბით, რუ­სე­თის გა­მო­ფიტ­ვა, რაც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, იმედ­გაც­რუ­ე­ბა­სა და აპა­თი­ას იწ­ვევს", - ამ­ბობს ის.

დე­ნი­ელ ფრი­დი

“ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს” წარ­მო­მად­გენ­ლის, დენი­ელ ფრი­დის თქმით, ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სამ­ხედ­რო რე­ი­დე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია არ­სე­ბობს - მათ შო­რის ზოგს უმ­ნიშ­ვნე­ლო, ზოგს კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და. ის ჯორჯ ვა­შინგტო­ნის თა­მამ მა­ნევ­რს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც მან 1776 წელს დე­ლა­ვე­რის მდი­ნა­რე გა­დაკ­ვე­თა და და­ტყვე­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი­თა და მა­რა­გით დაბ­რუნ­და, რა­მაც ბრი­ტა­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის სუ­ლის­კვე­თე­ბა აა­მაღ­ლა.

ფრი­დი, ევ­რო­პის სა­კი­თხებ­ში აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე, ხაზს უს­ვამს, რომ რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის მარ­ცხი­სა და სა­ზღვრის გას­წვრივ სი­სუს­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბით, "უკ­რა­ი­ნელ­თა თავ­დას­ხმამ კრემ­ლის ნა­რა­ტი­ვი, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უშე­დე­გოა, უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა კი ამაო, გა­ა­ნად­გუ­რა".

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"თავდასხმამ კრემლის ნარატივი, რომ უკრაინული წინააღმდეგობა უშედეგოა, უკრაინის მხარდაჭერა კი ამაო, გაანადგურა" - ომი რუსეთის ტერიტორიაზეც მივიდა: როგორ აფასებენ მომხდარს ექსპერტები?

"თავდასხმამ კრემლის ნარატივი, რომ უკრაინული წინააღმდეგობა უშედეგოა, უკრაინის მხარდაჭერა კი ამაო, გაანადგურა" - ომი რუსეთის ტერიტორიაზეც მივიდა: როგორ აფასებენ მომხდარს ექსპერტები?

უკრაინის ჯარებმა რუსეთის ტერიტორიაზე 30 კმ-მდე შეაღწიეს, რაც ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი შეტევაა რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ძალები უკრაინის ჯარებს კურსკის რეგიონში შეტევიდან მეექვსე დღეს სოფლებთან - ტოლპინოსთან და ობშჩი კოლოდეზთან შეხვდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კიევი "რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაში" დაადანაშაულა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც პირველად აღიარა თავდასხმა, განაცხადა, რომ ამ ზაფხულს რუსეთის მიერ კურსკიდან 2 000 საზღვრისპირა თავდასხმა განხორციელდა.

"არტილერია, ნაღმმტყორცნები, დრონები. ასევე ვაფიქსირებთ სარაკეტო დარტყმებსაც და თითოეული ასეთი დარტყმა სამართლიან პასუხს იმსახურებს", - თქვა ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში კიევიდან.

უკრაინის მაღალჩინოსანმა AFP-ს განუცხადა, რომ ოპერაციაში ათასობით ჯარისკაცი იყო ჩართული, გაცილებით მეტი, ვიდრე რუსეთის სასაზღვრო დაცვის მიერ თავდაპირველად ითქვა.

მაშინ, როცა უკრაინის მხარდაჭერით მოქმედი ჯგუფები პერიოდულად საზღვრისპირა შეჭრებს ახორციელებდნენ, კურსკის შეტევა კიევის კონვენციური ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე დიდი კოორდინირებული თავდასხმაა.

"ჩვენ შეტევაზე ვართ. მიზანი მტრის პოზიციების "გაჭიმვა", მაქსიმალური დანაკარგების მიყენება და რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაა, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი საზღვრის დაცვა," - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ მისმა ძალებმა "ჯავშანტექნიკით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრისკენ მიმართული მტრის მობილური ჯგუფების მცდელობები ჩაშალეს".

თუმცა, იმის აშკარა აღიარებით, რომ კიევის ძალები ახლა კურსკის სასაზღვრო რეგიონში ღრმად შევიდნენ, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები სოფლებთან - ტოლპინოსთან და ობშჩი კოლოდეზთან იმყოფება. სოფლები რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 25 და 30 კმ-ზე მდებარეობს.

ინტერნეტში გავრცელებულმა და BBC-ის მიერ გადამოწმებულმა კადრებმაც აჩვენა რუსული დარტყმა სოფელ ლევშინკასთან ახლოს, საზღვრიდან დაახლოებით 25 კმ-ში.

უკრაინის ჯარებმა განაცხადეს, რომ კურსკის რეგიონში რამდენიმე დასახლება აიღეს. გუევოში, საზღვრიდან დაახლოებით 3 კმ-ში, ჯარისკაცებმა ადმინისტრაციული შენობიდან რუსეთის დროშის მოხსნის ამსახველი ვიდეო გადაიღეს.

გამოჩნდა კადრებიც, რომელშიც უკრაინელები ადმინისტრაციულ შენობებს იკავებენ სვერდლიკოვოსა და პოროზში, ხოლო ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს სუჯაში, ქალაქში, რომელშიც დაახლოებით 5 000 მოსახლე ცხოვრობს.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ვიდეო გადაიღეს სუჯაში, გაზის მნიშვნელოვან ობიექტთან, რომელიც უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროკავშირში გაზის ტრანზიტში მონაწილეობს.

სუმის რეგიონში კი, რომელიც კურსკის რეგიონს ესაზღვრება, BBC-ის რეპორტიორებმა ჯავშანტექნიკისა და ტანკების ნაკადი დააფიქსირეს, რომლებიც რუსეთისკენ მიემართებოდა.

ჯავშნიანი კოლონები თეთრ სამკუთხა ნიშნებს ატარებს, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ისინი უკრაინის შიგნით გამოყენებული ტექნიკისგან განასხვავონ. ამასობაში, სატელიტური ფოტოებით უკრაინული ტანკები დაფიქსირდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლაში არიან ჩართული.

BBC Verify-ს მიერ გაანალიზებულმა ფოტოებმა ასევე აჩვენა, რომ რუსეთი კურსკის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ახალ თავდაცვით ხაზებს აშენებს.

გუშინ გადაღებული სატელიტური ფოტოები მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ახლად აშენებულ სანგრის ხაზს აჩვენებს, რომელთაგან უახლოესი სადგურიდან დაახლოებით 8 კმ-ზე იმყოფება.

რუსეთი აცხადებს, რომ კურსკის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებიდან, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 76 000 ადამიანია ევაკუირებული.

რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა ასევე განაცხადა, რომ შაბათს გვიან 15 ადამიანი დაშავდა, როდესაც რეგიონის დედაქალაქში, კურსკში ჩამოგდებული უკრაინული რაკეტის ნამსხვრევები მრავალსართულიან შენობას დაეცა.

ოლექსეი გონჩარენკო

უკრაინელი პარლამენტის წევრი, ოლექსეი გონჩარენკო ოპერაციას მიესალმა და განაცხადა: "ეს გვაახლოვებს მშვიდობასთან იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ასი სამშვიდობო სამიტი".

"როდესაც რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბრძოლა უწევს, როდესაც რუსი ხალხი გარბის, როდესაც ეს ყველაფერი ხალხს შეეხება - ეს ერთადერთი გზაა, ვაჩვენოთ მათ, რომ ეს ომი უნდა შეწყვიტონ", - განუცხადა გონჩარენკომ BBC-ს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კურსკის თავდასხმა იმ მცდელობის ნაწილია, რომ უკრაინამ რუსეთი აიძულოს, აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალები გადაანაწილოს და უკრაინის თავდაცვაზე ზეწოლა შემსუბუქდეს..

  • როგორ ეხმაურებიან ამ პროცესებს უცხოელი ექსპერტები?

CNN-ის მიერ მომზადებულ სტატიაში მიმდინარე ვითარებაზე რამდენიმე ექსპერტის გამოხმაურებას ვხვდებით. რეპორტაჟში ვკითხულობთ, რომ მომხდარი უპირველეს ყოვლისა, დამამცირებელია რუსეთის სახელმწიფოსთვის, რომელიც სამშობლოს თავდაცვისუნარიანობით ამაყობს. ამასთანავე, ანალიზი კურსკის თავდასხმას უკრაინის სამხედროების მხრიდან “თამამად” და “კონტრინტუიტიურად” მოიხსენიებს. ერთ-ერთი ანალიტიკოსის თქმით, მომხდარი “ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი ნაბიჯი” იყო.

ჯორჯ ბაროსი

ვაშინგტონში მდებარე ომის შესწავლის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ჯორჯ ბაროსი ამბობს, რომ უკრაინელებმა "მათ წინააღმდეგ დიდი ზეწოლის მიუხედავად, ოპერატიულ მოულოდნელობას მიაღწიეს და ამჟამად იყენებენ რუსეთის მოუმზადებლობას მის სასაზღვრო რაიონებში". (იმავე ტაქტიკამ 2022 წლის სექტემბერში გამოიღო შედეგი, როდესაც მათ ერთ კვირაში დაიბრუნეს ოკუპირებული ხარკოვის რეგიონის დიდი ნაწილი).

ფინეთში მდებარე Black Bird ჯგუფის წევრი ემილ კასტეჰელმი, რომელიც კონფლიქტს თვალყურს ღია წყაროების მეშვეობით ადევნებს, ამბობს, რომ "დრო უკრაინელების წინააღმდეგ მუშაობს - რუსები სამუდამოდ დეზორგანიზებულ მდგომარეობაში არ დარჩებიან".

მაშინაც კი, თუ უკრაინელებს წინწაწეული პოზიციებიდან უკან დახევა მოუწევთ, ასეთი ოპერაცია მაინც რამდენიმე მიზანს ემსახურება.

ბაროსი ამბობს, რომ ეს "რუსეთის გეგმების ზოგიერთ დაშვებას და კრიტიკულ მოწყვლადობას ამჟღავნებს". ხოლო მეთიუ შმიდტი, რომელიც აშშ-ს არმიის მეთაურთა და გენერალური შტაბის კოლეჯში სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვას ასწავლიდა, აღნიშნავს, რომ უკრაინელების "ძალის შემოქმედებითი გამოყენება მოსკოვის გადაწყვეტილების მიმღებებზე ზეწოლის მოხდენას ისახავდა მიზნად".

რუსი სამხედრო ე.წ. Z-ბლოგერი, ვლადისლავ შურიგინი ყოველივე ამას Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტში აჯამებს.

"მტერმა ძალიან ოსტატურად და ზუსტად აირჩია განსხვავებული სტრატეგია - რუსული მართვის სისტემის ბიუროკრატიული სიხისტისა და ინერტულობის გამოყენებით, მგრძნობიარე ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო მოსახლეობაზე მოულოდნელი უწყვეტი დარტყმებით, რუსეთის გამოფიტვა, რაც უკმაყოფილებას, იმედგაცრუებასა და აპათიას იწვევს", - ამბობს ის.

დენიელ ფრიდი

“ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენლის, დენიელ ფრიდის თქმით, ასეთი მოულოდნელი სამხედრო რეიდების ხანგრძლივი ისტორია არსებობს - მათ შორის ზოგს უმნიშვნელო, ზოგს კი მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა. ის ჯორჯ ვაშინგტონის თამამ მანევრს იხსენებს, როდესაც მან 1776 წელს დელავერის მდინარე გადაკვეთა და დატყვევებული პატიმრებითა და მარაგით დაბრუნდა, რამაც ბრიტანელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სულისკვეთება აამაღლა.

ფრიდი, ევროპის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ხაზს უსვამს, რომ რუსეთის დაზვერვის მარცხისა და საზღვრის გასწვრივ სისუსტის დემონსტრირებით, "უკრაინელთა თავდასხმამ კრემლის ნარატივი, რომ უკრაინული წინააღმდეგობა უშედეგოა, უკრაინის მხარდაჭერა კი ამაო, გაანადგურა".

იხილეთ ასევე: