მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი, “რევოლუციური“ გზა, რომელიც მარსს საცხოვრებლად ვარგისს გახდის - რა იგეგმება წითელ პლანეტაზე?
მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი, “რევოლუციური“ გზა, რომელიც მარსს საცხოვრებლად ვარგისს გახდის - რა იგეგმება წითელ პლანეტაზე?

მეც­ნი­ე­რებ­მა მარ­სის ტე­რა­ფორ­მი­რე­ბის ახალ გზას მი­აგ­ნეს, რათა ის დე­და­მი­წას და­ემ­სგავ­სოს და შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ო­რე სახ­ლა­დაც კი იქ­ცეს.

Independent-ის ცნო­ბით, ახა­ლი კვლე­ვა გვთა­ვა­ზობს მარ­სის ატ­მოს­ფე­რო­ში სა­ინ­ჟინ­რო მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბის გაფ­რქვე­ვას, რათა ის გა­ხურ­დეს და სი­ცო­ცხლის­თვის შე­სა­ფე­რი­სი გახ­დეს.

  • რა არის მე­თო­დის არსი

მე­თო­დი მიზ­ნად ისა­ხავს სათ­ბუ­რის ეფექ­ტის შექ­მნას, და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც დე­და­მი­წა­ზე.

ახა­ლი კვლე­ვა გვთა­ვა­ზობს მარსზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რკი­ნი­სა და ალუ­მი­ნის სა­ინ­ჟინ­რო მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბად გა­დაქ­ცე­ვას. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ისი­ნი შე­ა­კა­ვე­ბენ სით­ბოს და ზე­და­პირ­ზე მზის შუქს აი­რეკ­ლა­ვენ, რაც სათ­ბუ­რის ეფექტს შექ­მნის.

“პლა­ნე­ტის გა­სათ­ბო­ბად, მი­ლი­ო­ნო­ბით ტონა მტვე­რი დაგ­ვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს იმა­ზე ხუთი ათას­ჯერ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე აქამ­დე სხვა გეგ­მებ­ში გვქონ­და გა­წე­რი­ლი“,- ამ­ბობს პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ედ­ვინ კა­ი­თი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ჯერ კი­დევ არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­იქ­მნას. მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა მიკ­რო­ბე­ბის და შემ­დეგ საკ­ვე­ბი კულ­ტუ­რე­ბის ზრდის და­სა­წყე­ბად.

მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ტე­რა­ფორ­მი­რე­ბის ახა­ლი მე­თო­დი წინა მე­თო­დებ­თან შე­და­რე­ბით 5000-ჯერ უფრო ეფექ­ტუ­რია, რად­გან ის მარსზე ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდომ რე­სურ­სებს იყე­ნებს.

მარ­სის ტე­რა­ფორ­მი­რე­ბის პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ მკვლე­ვა­რებ­მა მრა­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზა შე­ი­მუ­შა­ვეს, მაგ­რამ დღემ­დე არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

ავტორი:

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი, “რევოლუციური“ გზა, რომელიც მარსს საცხოვრებლად ვარგისს გახდის - რა იგეგმება წითელ პლანეტაზე?

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი, “რევოლუციური“ გზა, რომელიც მარსს საცხოვრებლად ვარგისს გახდის - რა იგეგმება წითელ პლანეტაზე?

მეცნიერებმა მარსის ტერაფორმირების ახალ გზას მიაგნეს, რათა ის დედამიწას დაემსგავსოს და შესაძლოა, ადამიანების მეორე სახლადაც კი იქცეს.

Independent-ის ცნობით, ახალი კვლევა გვთავაზობს მარსის ატმოსფეროში საინჟინრო მტვრის ნაწილაკების გაფრქვევას, რათა ის გახურდეს და სიცოცხლისთვის შესაფერისი გახდეს.

  • რა არის მეთოდის არსი

მეთოდი მიზნად ისახავს სათბურის ეფექტის შექმნას, დაახლოებით ისე, როგორც დედამიწაზე.

ახალი კვლევა გვთავაზობს მარსზე გავრცელებული რკინისა და ალუმინის საინჟინრო მტვრის ნაწილაკებად გადაქცევას. მოსალოდნელია, რომ ისინი შეაკავებენ სითბოს და ზედაპირზე მზის შუქს აირეკლავენ, რაც სათბურის ეფექტს შექმნის.

“პლანეტის გასათბობად, მილიონობით ტონა მტვერი დაგვჭირდება, მაგრამ ეს იმაზე ხუთი ათასჯერ ნაკლებია, ვიდრე აქამდე სხვა გეგმებში გვქონდა გაწერილი“,- ამბობს პროექტის ავტორი ედვინ კაითი.

სავარაუდოდ, ეს ჯერ კიდევ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანის საცხოვრებელი პირობები შეიქმნას. მაგრამ საკმარისი იქნება მიკრობების და შემდეგ საკვები კულტურების ზრდის დასაწყებად.

მეცნიერთა აზრით, ტერაფორმირების ახალი მეთოდი წინა მეთოდებთან შედარებით 5000-ჯერ უფრო ეფექტურია, რადგან ის მარსზე ადვილად ხელმისაწვდომ რესურსებს იყენებს.

მარსის ტერაფორმირების პირველი წინადადებები 1970-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. მას შემდეგ მკვლევარებმა მრავალი განსხვავებული გზა შეიმუშავეს, მაგრამ დღემდე არცერთი მათგანი არ განხორციელებულა.