სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთი უკონტროლო ხანძარს ებრძვის - სახიფათო ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული (ფოტო/ვიდეო)
საბერძნეთი უკონტროლო ხანძარს ებრძვის - სახიფათო ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული (ფოტო/ვიდეო)

სა­ბერ­ძნეთ­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის 40 კე­რი­დან, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი შვიდს ჯერ კი­დევ ებ­რძვი­ან.

ათენ­თან ახ­ლოს, ატი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად უკონ­ტრო­ლო გახ­და, რომ ათა­სო­ბით მა­ცხოვ­რებ­ლის ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ხან­ძრის შე­ჩე­რე­ბას მაშ­ვე­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ ცდი­ლო­ბენ.

ქა­ლაქ ვარ­ნა­ვას­ში და­იწ­ვა სახ­ლე­ბი და ქო­ნე­ბა.

მე­ხან­ძრე­ებ­მა ცე­ცხლში ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი 20-დან 25-მდე ავ­ტო­მან­ქა­ნის კო­ლო­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • “სა­ხან­ძრო ბრი­გა­და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ხან­ძა­რი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და", - თქვა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პრესს­პი­კერ­მა ვა­სი­ლის ვატ­რა­კო­გი­ა­ნის­მა.
  • მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 500-ზე მეტი მე­ხან­ძრე და 150 მან­ქა­ნა.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი ახლა პენ­ტე­ლის მთის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მარ­მა­რი­ლოს კა­რი­ე­რე­ბით. ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის გა­რე­უ­ბან­ში, სამი სა­ა­ვად­მყო­ფოს ევა­კუ­ა­ცია უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და.

დე­და­ქა­ლა­ქის ნა­წი­ლი ყა­ვის­ფე­რი კვამ­ლის ღრუ­ბელ­შია გახ­ვე­უ­ლი. ქა­რის გამო, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ხან­ძა­რი ინ­ტენ­სი­უ­რად გავ­რცელ­დეს.

ვარ­ნა­ვას­ში, გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა მო­იც­ვა 100 კვ.კმ ტე­რი­ტო­რია.

ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლაქ მა­რა­თო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს ასე­ვე უთხრეს, რომ ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ სა­ნა­პი­რო ქა­ლაქ ნეა მაკ­რის­კენ. მა­რა­თონ­ში ერთი მე­ხან­ძრე მე­ო­რე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხუთი ადა­მი­ა­ნი კი სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბით.

გარ­და სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რი­სა, ატი­კის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ეპი­ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბენ სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის ოფიც­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც გუ­შინ 22:00 სა­ა­თი­დან დღეს დი­ლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის იბ­რძოდ­ნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ერ­თო ჯამ­ში მთე­ლი ღა­მის მან­ძილ­ზე 250 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო.

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

საბერძნეთი უკონტროლო ხანძარს ებრძვის - სახიფათო ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული (ფოტო/ვიდეო)

საბერძნეთი უკონტროლო ხანძარს ებრძვის - სახიფათო ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული (ფოტო/ვიდეო)

საბერძნეთში, რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის 40 კერიდან, მეხანძრე-მაშველები შვიდს ჯერ კიდევ ებრძვიან.

ათენთან ახლოს, ატიკის ტერიტორიაზე, მდგომარეობა იმდენად უკონტროლო გახდა, რომ ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ხანძრის შეჩერებას მაშველები ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ.

ქალაქ ვარნავასში დაიწვა სახლები და ქონება.

მეხანძრეებმა ცეცხლში ჩარჩენილი ადამიანები 20-დან 25-მდე ავტომანქანის კოლონით გადაიყვანეს.

  • “სახანძრო ბრიგადა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ზეადამიანური ძალისხმევის მიუხედავად, ხანძარი სწრაფად განვითარდა", - თქვა საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერმა ვასილის ვატრაკოგიანისმა.
  • მობილიზებულია 500-ზე მეტი მეხანძრე და 150 მანქანა.

ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი ახლა პენტელის მთისკენ მიემართება, რომელიც ცნობილია მარმარილოს კარიერებით. ამავე სახელწოდების გარეუბანში, სამი საავადმყოფოს ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

დედაქალაქის ნაწილი ყავისფერი კვამლის ღრუბელშია გახვეული. ქარის გამო, მოსალოდნელია, რომ ხანძარი ინტენსიურად გავრცელდეს.

ვარნავასში, გაჩენილმა ხანძარმა მოიცვა 100 კვ.კმ ტერიტორია.

ისტორიული ქალაქ მარათონის მაცხოვრებლებს ასევე უთხრეს, რომ ევაკუირებულიყვნენ სანაპირო ქალაქ ნეა მაკრისკენ. მარათონში ერთი მეხანძრე მეორე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხუთი ადამიანი კი სუნთქვის პრობლემებით.

გარდა სახანძრო სამსახურისა, ატიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაჩენილი ხანძრის ეპიცენტრში მუშაობენ საბერძნეთის პოლიციის ოფიცრებიც, რომლებიც გუშინ 22:00 საათიდან დღეს დილამდე ადამიანების ევაკუაციისთვის იბრძოდნენ.

როგორც ირკვევა, საერთო ჯამში მთელი ღამის მანძილზე 250 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთა უმეტესობასაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

წყარო