სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანძარი ათენში, ატიკის ტერიტორიაზე - საქართველოს საელჩო საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
ხანძარი ათენში, ატიკის ტერიტორიაზე - საქართველოს საელჩო საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო სა­ბერ­ძნეთ­ში, ატი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნილ ტყის ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­ელ­ჩო­ში გან­მარ­ტა­ვენ, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნე­რებს ცხე­ლი ხაზი, რო­მელ­ზეც ამ დრომ­დე არ შე­სუ­ლა რა­ი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან.

“ატი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კერ­ძოდ ვარ­ნა­ვას, რო­დო­პო­ლის, სტა­მა­ტა­სა და ამიგ­და­ლე­ზა­ზე არ­სე­ბულ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნო­ბებთ შემ­დეგს:

სა­ელ­ჩოს მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს სა­ბერ­ძნე­თის კლი­მა­ტუ­რი კრი­ზი­სე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან.

ამას­თან, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ელ­ჩო­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნე­რებს ცხე­ლი ხაზი ( +306952220000), რო­მელ­ზეც ამ დრომ­დე არ შე­მო­სუ­ლა რა­ი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან.

სა­ელ­ჩოს ცხე­ლი ხაზი გან­თავ­სე­ბუ­ლია რო­გორც სა­ელ­ჩოს, ისე სა­კონ­სუ­ლოს ვებ-გვერ­დებ­ზე.

ამას­თან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­გი­წო­დებთ, და­ე­მორ­ჩი­ლოთ სა­ბერ­ძნე­თის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­თი­თე­ბებს, მათ შო­რის, გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ევა­კუ­ა­ცი­ის მო­თხოვ­ნებს.

აქვე მი­გი­თი­თებთ შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს: სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცია - 100, სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რი - 199, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა - 166.

სა­ელ­ჩო, თა­ვის მხრივ სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მო­გაწ­ვდით გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უწყვეტ რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დებს სა­ელ­ჩოს ცხე­ლი ხაზი +306952220000“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ბერ­ძნეთ­ში, დე­და­ქა­ლაქ ათენ­თან ახ­ლოს ტყის ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს, რის გა­მოც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის ათა­სო­ბით მცხოვ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა ხე­ე­ბი, სახ­ლე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და კვამ­ლის ღრუბ­ლებ­მა სა­ბერ­ძნე­თის დე­და­ქა­ლაქს მი­აღ­წია. ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 400-ზე მეტი მე­ხან­ძრე, 16 სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვით და 13 ვერ­ტმფრე­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. ცე­ცხლმა სო­ფელ ვარ­ნა­ვასს მი­აღ­წია, რო­მე­ლიც ათე­ნის ჩრდი­ლო­ე­თით 35 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს.

ავტორი:

ხანძარი ათენში, ატიკის ტერიტორიაზე - საქართველოს საელჩო საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

ხანძარი ათენში, ატიკის ტერიტორიაზე - საქართველოს საელჩო საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დრომდე არ შესულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

“ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.

საელჩო, თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.