კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ნიკა მელიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები - შემთხვევა ჩართული კამერების წინ მოხდა
ვრცელდება ნიკა მელიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები - შემთხვევა ჩართული კამერების წინ მოხდა

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერთ ლი­დერს, პარ­ტია “ახა­ლის“ თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რეს ნიკა მე­ლი­ას თავს და­ესხნენ.

შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ნიკა მე­ლია სამ­ტრე­დი­ა­ში ოფი­სის გახ­სნის დროს, მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს აკე­თებ­და. ნიკა მე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

კერ­ძოდ, პარ­ტია "ახა­ლის" ერთ-ერთი ლი­დე­რი სამ­ტრე­დი­ა­ში ოფი­სის გახ­სნა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს პა­სუ­ხობ­და, რა დრო­საც მას­თან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მი­ვარ­და, სა­ხის არე­ში და­არ­ტყა და შე­ა­გი­ნა, მომ­ხდარს ხმა­უ­რი მოყ­ვა.

თან­მხლე­ბი პი­რე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას ცდი­ლობ­დნენ, თავ­დამ­სხმელ­მა კი მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა მო­ას­წრო.

ად­გილ­ზე ამ დრო­ის­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­მუხ­ტუ­ლია.

შემ­თხვე­ვის დროს, ად­გილ­ზე, ასე­ვე, იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ სხვა ლი­დე­რე­ბი.

კად­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა.

რო­გორც ნიკა მე­ლი­ამ ცოტა ხნის წინ “ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბა მის­თვის უც­ნო­ბია.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვრცელდება ნიკა მელიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები - შემთხვევა ჩართული კამერების წინ მოხდა

ვრცელდება ნიკა მელიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები - შემთხვევა ჩართული კამერების წინ მოხდა

“კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია “ახალის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კერძოდ, პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.

თანმხლები პირები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თავდამსხმელმა კი მოპირდაპირე მხარეს შენობაში შესვლა მოასწრო.

ადგილზე ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.

შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.

კადრები ინტერნეტში ვრცელდება.

როგორც ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თავდამსხმელის ვინაობა მისთვის უცნობია.