პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ხერხემლის ტომოგრაფია გადავიღეთ, პასუხი გამაოგნებელი იყო“ - კუნთების ატროფია, მუხლი ხრტილოვანი საფარის გარეშე და ლაშა ტალახაძის ურთულესი გზა ჩემპიონობამდე: რას წერს მისი ექიმი
“ხერხემლის ტომოგრაფია გადავიღეთ, პასუხი გამაოგნებელი იყო“ - კუნთების ატროფია, მუხლი ხრტილოვანი საფარის გარეშე და ლაშა ტალახაძის ურთულესი გზა ჩემპიონობამდე: რას წერს მისი ექიმი

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის წევ­რი, ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექი­მი რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი - გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ლაშა ტა­ლა­ხა­ძის შე­სა­ხებ აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს წერს.

  • “ტო­კი­ო­დან - რი­ომ­დე“: ჭინ­ჭა­რა­უ­ლი სამ გზის ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლის იმ უმ­ძი­მეს გზა­ზე წერს, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ონ­მა თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გა­ი­ა­რა.

2020 წელი იყო, კო­ვიდ­მა ჩაგკვკე­ტა სახ­ლებ­ში, სამ თვი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ დუ­შეთ­ში გვე­ღირ­სა შეკ­რე­ბა და მანდ აღ­მოჩ­ნდა, რომ წელი აწუ­ხებ­და... ზო­გა­დი ფუნ­ქცია, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის არის ის, რომ თან ვარ­ჯი­ში შე­აძ­ლე­ბი­ნო და თან ჯან­მრთელ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუ­ნო. ხში­რად ვწუ­წუ­ნებ ხოლ­მე ერთ ფაქ­ტზე, რი­გით ადა­მი­ანს და მოქ­მედ სპორ­ტსმენს, ერ­თნა­ი­რი პრობ­ლე­მა­ზე, ერთი და იგი­ვე წამ­ლით, რომ და­უ­ნიშ­ნო მკურ­ნა­ლო­ბა, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი 3 ჯერ ნაკ­ლებ დრო­ში და­უბ­რუნ­დე­ბა ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ას, ვი­ნა­ი­დან, მის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ დე­ტალს შეც­ვლი, რაც მკურ­ნა­ლო­ბას წინ წას­წევს, სპორ­ტში კი ვერა.

სხვა გზა რომ არ დაგ­ვრჩა, წა­ვე­დით და ხერ­ხემ­ლის ტო­მოგ­რა­ფია გა­და­ვი­ღეთ. პა­სუ­ხი პი­რა­დად ჩემ­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო... "წე­ლის მე­ო­თხე-მე­ხუ­თე მალ­თა­შუა დის­კის 8.5 მმ ზო­მის თი­ა­ქა­რი, მარ­ჯვე­ნა ნერ­ვულ არხზე ზე­წო­ლით". ეს დი­აგ­ნო­ზი პირ­და­პირ ოპე­რა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რაც ნე­ი­რო­ქი­რურ­გებ­მაც შე­ა­ფა­სეს და ერთ-ერ­თის პა­სუ­ხი იყო :

" - მე გა­ვა­კე­თებ ოპე­რა­ცი­ას, იქ­ნე­ბა 100 % სი­ზუს­ტით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ, რომ ვერ აწი­ოს 270 კგ და აწი­ოს 240 ?!..."

იქვე გა­და­წყდა, რომ სა­ნამ შეძ­ლებ­და უნდა ევარ­ჯი­შა, თუ გა­ი­ჭე­დე­ბო­და, შემ­დეგ დავ­წვე­ბო­დით ოპე­რა­ცი­ა­ზე... და და­ი­წყო უსაშ­ვე­ლო პრობ­ლე­მა, უამ­რა­ვი ნემ­სი, ფი­ზიო, ტაბ­ლე­ტი, მწვრთნე­ლე­ბის­გან შერ­ჩე­ვი­თი ვარ­ჯი­ში, და­მა­ტე­ბი­თი ვარ­ჯი­ში.

რამ­დე­ნა­დაც შე­დი­ო­და ფორ­მა­ში, იმ­დე­ნად მა­ტუ­ლობ­და ზე­წო­ლა, ნელ-ნელა ჭირ­და მარ­ჯვე­ნა ფე­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა. ვერ ჩერ­დე­ბო­და დიდ­ხანს ფეხ­ზე, ვერ ჩერ­დე­ბო­და დიდ­ხანს ერთ ად­გი­ლას დამ­ჯდა­რი.

2021 წელს მა­ინც მო­ი­გო ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ტურ­ნი­რი, მათ შო­რის tokyo2020, მოხ­სნა ყვე­ლა რე­კორ­დი, სხვი­სიც და მი­სიც. მა­შინ, როცა ბევ­რად მცი­რე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს, ვი­ღა­ცებ­მა ვერ გა­უძ­ლეს და დრო­ზე ადრე გა­და­წყვი­ტეს კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა.

2022 წელს, უკვე და­ე­ტყო, რომ მარ­ჯვე­ნა ფე­ხის კუნ­თე­ბი ატრო­ფირ­და(გან­ლე­ვა), რა­ზეც ნე­ი­რო­ქი­რურ­გებ­მა 2020 წელს გაგ­ვაფრ­თხი­ლეს. სა­ჭი­რო იყო და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კუნ­თის ზო­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მაგ­რამ, ტვი­ნი კომ­პი­უ­ტე­რი არაა, ავ­ტო­მა­ტუ­რად, რო­დე­საც მძი­მე შტან­გით ას­რუ­ლებ ატაცს, აკ­ვრას, ან რო­მე­ლი­მე დამ­ხმა­რე ვარ­ჯიშს, რა­შიც კი­დუ­რე­ბი თა­ნაბ­რად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, სხე­უ­ლი მე­ტად იყე­ნებს ჯან­მრთელ კი­დურს ან კუნთს, მი­დის ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა მას­ზე და ახა­ლი ტრავ­მის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ლიც, იმ მხა­რეს იზ­რდე­ბა.

სწო­რედ ამ ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე 45 დღით ადრე, ერთ-ერთ მძი­მე ვარ­ჯიშ­ზე, 260 კგ შტან­გის მკერ­დზე აღე­ბის დროს, მარ­ცხე­ნა (ჯან­მრთელ) ფეხს, მე­ტად და­აწ­ვა და კუნ­თი გაგ­ლი­ჯა...კონ­კრე­ტულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მო­სას­ვლე­ლად და მო­სა­გე­ბად, გვიშ­ვე­ლა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტმა.

1. სუ­პერ სა­ვარ­ჯი­შო გრა­ფიკს ატა­რებ­და ასა­ნი­ძე-გა­ხო­კი­ძის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით და იყო ძა­ლი­ან მა­გარ ფი­ზი­კურ ფორ­მა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის 3 კვი­რა, მძი­მე ვარ­ჯიშს ვერ გავ­დი­ო­დით, ორ­გა­ნიზ­მმა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ფორ­მა

2. ჩავ­რი­ეთ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რისი ან ვისი ჩა­რე­ვაც შეგ­ვეძ­ლო, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცია და ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი, ტრავ­მა­ტო­ლო­გე­ბი, რა­დი­ო­ლო­გე­ბი, ნემ­სე­ბი, ფი­ზი­ო­თე­რა­პია, მა­სა­ჟი, რე­ზი­ნით ვარ­ჯი­შე­ბი, გა­წელ­ვე­ბი

3. მას უბ­რა­ლოდ შე­ეძ­ლო ეთ­ქვა უარი გა­მოს­ვლა­ზე, და­ეს­ვე­ნა და ემ­კურ­ნა­ლა, თუმ­ცა მის­მა ხა­სი­ათ­მა გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა და გა­ვი­მარ­ჯვეთ........ მკურ­ნა­ლო­ბა შე­ჯიბ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გან­ვაგ­რძეთ, ვი­ნა­ი­დან ეს სპორ­ტი მუდ­მივ სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცესს ითხოვს, რომ ფორ­მას­თან ახ­ლოს იყო. წლის ბო­ლოს კო­ლუმ­ბი­ა­ში, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, რის­თვი­საც აქ­ტი­ურ მზა­დე­ბას შე­ვუ­დე­ქით.

კო­ლუმ­ბი­ამ­დე ორი თვით ადრე, გაგ­ლე­ჯილ­მა კუნთმა ისევ შე­ახ­სე­ნა თავი და ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ. იგი­ვე პრო­ცე­დუ­რე­ბი, იგი­ვე ვარ­ჯი­ში. შემ­დეგ კო­ლუმ­ბი­ის დე­და­ქა­ლა­ქი, ბო­გო­ტა გახ­და პრობ­ლე­მა, თა­ვი­სი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბით, ვი­ნა­ი­დან ქა­ლა­ქი მდე­ბა­რე­ობს ზღვის დო­ნი­დან 2500 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე. რა­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა შე­ჯიბ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში. არა მარ­ტო ჩვენ­თვის, არა­მედ სხვა ათ­ლე­ტე­ბის­თვი­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მძი­მე წო­ნო­სა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი წუხ­დნენ, უჰა­ე­რო­ბას და მა­ღალ წნე­ვას.

გზა­ში გა­ცივ­და, ან თვითმფრი­ნავ­ში და­ინ­ფი­ცირ­და ვირუ­სით. არ ვი­ცო­დით რა იყო. კო­ვი­დი კან­ტი-კუნ­ტად იძებ­ნე­ბო­და მაგ დროს, არც გავ­ტეს­ტილ­ვართ. სუნ­თქვა უჭირ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით აკ­ვრის დროს.

6 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად მოხ­და შე­ჯიბ­რზე, რომ ატაც­ში ლაშა და სო­მე­ხი ძა­ლო­სა­ნი 215 კი­ლოგ­რა­მით ინა­წი­ლებ­დნენ პირ­ველ-მე­ო­რე ად­გილს. მე­სა­მე ცდა­ზე 220 კი­ლოგ­რა­მი გა­ა­ფუ­ჭა. რა­მაც ჩვე­ნი 6 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი პლი­უ­სი ვერ მოგ­ვცა ორ­ჭი­დის­თვის.

  • 10 წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა და­ი­წყო. კონ­კუ­რენ­ტებს იმე­დი აქვთ... ლაშა წაშ­ლი­ლია სა­ხე­ზე... ჩვენც, თუმ­ცა ვცდი­ლობთ არ შეგ­ვე­ტყოს. სუნ­თქვა უჭირს, სი­ცხე აქვს, ვაგ­რი­ლებ ყი­ნუ­ლე­ბით. სა­ხე­ზე უც­ნა­უ­რი ფე­რია... არ ვიცი ნერ­ვი­უ­ლო­ბის თუ უჰა­ე­რო­ბის­გან... უკვე ფიქ­რო­ბენ რომ და­ნებ­და... აკ­ვრა­ზეც გაყ­ვა ატა­ცის უიღ­ბლო­ბა, პირ­ვე­ლი ცდა ვერ ჩათ­ვა­ლა... შემ­დე­გი ორი ცდით გა­ვი­მარ­ჯვეთ. მაგ­რამ იყო ხი­ფა­თი, აკ­ვრის ოქ­როს მედ­ლის და­კარ­გვის, პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ლა­შას არ ქონ­და ცდა დარ­ჩე­ნი­ლი, ირა­ნელს და სი­რი­ელს კი ქონ­და. თუმ­ცა ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს.

იქვე დადო პი­რო­ბა, რომ სომ­ხეთ­ში ჩა­ნიშ­ნულ ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბას იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში შეხ­ვდე­ბო­და... თქვა და შე­ას­რუ­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი მეშ­ვი­დე­ჯერ ააჟ­ღე­რა, ამ­ჯე­რად ერე­ვან­ში... სამი ოქ­როს მე­და­ლიც მი­უ­მა­ტა თა­ვი­სი მედ­ლე­ბის სე­იფს.... მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 10 დღით ადრე კენ­ჭის გავ­ლა ქონ­და და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით თით­ქმის ორი დღე გა­ა­ტა­რა კლი­ნი­კა­ში.... აკ­ვრის მე­სა­მე მის­ვლა­ზეც ტკვი­ლის გამო ვერ მი­ვი­და. თუმ­ცა ამა­ზე არც გა­მარ­ჯვე­ბამ­დე და არც შემ­დეგ თქვენ­თვის არ გვით­ქვამს...

მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბას, 2023 წელს სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ­მა - რი­ად­მა უმას­პინ­ძლა. მი­უ­ხე­და­ვად კლი­მა­ტის სირ­თუ­ლი­სა და 45 გრა­დუ­სი სი­ცხი­სა, ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა იყო შექ­მნი­ლი კარ­გი შე­ჯიბ­რის­თვის. ლა­შაც მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყო, 4 დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი მის გა­მოს­ვლამ­დე და აქაც კენ­ჭის გავ­ლა და­ე­წყო, მოვ­ხვდით სა­უ­დის არა­ბე­თის კლი­ნი­კა­ში, უამ­რა­ვი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, კვლე­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და "და­ბა­და" კენ­ჭი... გა­მო­ვე­დით 4 დღის მერე და მო­ვი­გეთ, მაგ­რამ ბოლო მის­ვლა­ზე მაჯა იტ­კი­ნა და სა­დარ­დე­ბე­ლიც და­მი­მა­ტა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­ის შემ­დეგ, მა­ლე­ვე აღ­მოჩ­ნდა მუხ­ლიც უშუპ­დე­ბო­და... ვეხ­ვე­წე, ვე­ჩხუ­ბე, გა­და­ვი­ღოთ, ვნა­ხოთ... კლა­უსტრო­ფო­ბია აქვს და ვერ წვე­ბო­და მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­და­სა­ღე­ბად, ცუ­დად ხდე­ბო­და. და­ვი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა მა­ჯა­ზეც და მუხ­ლზეც, ვხე­დავ­დით რომ უკე­თე­სო­ბა იყო, თუმ­ცა ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში თით­ქმის ვე­ღარ მიყ­ვე­ბო­და მწვრთნელ­თა ვარ­ჯი­შებს. დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში, სხვა გზა რომ აღარ რჩე­ბო­და, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი დავ­ლი­ეთ და შე­ვე­დით გა­და­ღე­ბა­ზე. დას­კვნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გმა ქი­რურ­გმა დადო, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო, ფაქ­ტი­უ­რად, მარ­ჯვე­ნა მუხ­ლი ხრტი­ლო­ვა­ნი სა­ფა­რის გა­რე­შე იყო დარ­ჩე­ნი­ლი და ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბი­სას წვი­ვის და ბარ­ძა­ყის ძვა­ლი, ერ­თმა­ნეთს უფრო აზი­ა­ნებ­და.

ოპე­რა­ცი სა­შუ­ა­ლოდ 6 თვი­ან ვარ­ჯი­შის შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვ­და, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ გა­მოს­ვლას ნიშ­ნავ­და. გა­და­წყდა , რომ უნდა გა­ეძ­ლო ტკი­ვი­ლის­თვის, ცო­ტა­ხა­ნი შეგ­ვემ­ცი­რე­ბი­მა დატ­ვირ­თვა და დაგ­ვე­წყო ჰი­ა­ლუ­რო­ნის, ასე­ვე პრპ სახ­სარ­ში­და ინექ­ცი­ე­ბი.

მი­სა­ხე­დი იყო მა­ჯაც, რომ­ლის ვერ დატ­ვირ­თვის გამო, უკვე მე­ო­რე მა­ჯაც იწყებ­და ტკი­ვილს. მთლი­ა­ნო­ბა­ში მუხ­ლში 10 სხვა­დას­ხვა და მა­ჯა­ზე 5-5 ნემ­სის შემ­დეგ, და­ვი­წყეთ ფი­ზი­ო­თე­რა­პია, ყი­ნუ­ლი, გა­წელ­ვა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი... მარ­ჯვე­ნა ბარ­ძაყ­ზე კუნ­თის სა­ფა­რი სა­შუ­ა­ლოდ 30 % იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც რა­მე­ნა­ი­რად უნდა წა­მოგ­ვე­წია მარ­ცხე­ნა ფე­ხის­თვის. 45 დღის მან­ძილ­ზე, ყო­ვე­ლი სა­ვარ­ჯი­შო დღეს კეთ­დე­ბო­და კი­ნე­ზო­ტე­ი­პი­რე­ბა, მა­სა­ჟი, გა­წელ­ვა ყი­ნუ­ლი, ხოლო დღის ბო­ლოს ულტრაბ­გე­რი­თი თე­რა­პია და ელექტროს­ტი­მუ­ლა­ცია.

პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ლა­შას ხა­სი­ა­თი გა­მო­უ­კეთ­და და სა­ვარ­ჯი­შო წო­ნე­ბიც თან­და­თან გა­ი­ზარ­და, ვფიქ­რობ­დით, რომ ბულ­გა­რეთ­ში გა­სა­მარ­თი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის ას­პა­რე­ზო­ბას შეძ­ლებ­და, მაგ­რამ ნაც­ვლად აპ­რი­ლის თვი­სა, თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში გა­და­წყდა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლა­შას გა­მოს­ვლა ფი­ზი­კუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სამ­წვრთნე­ლო და სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დებ­მა, რის­კის ქვეშ ვერ და­ვა­ყე­ნეთ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი, ვი­ნა­ი­დან კონ­კუ­რენ­ცია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე საკ­მა­ოდ დიდი იქ­ნე­ბო­და, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ლა­შას მის­ვლას დიდ წო­ნებ­ზე, შე­დე­გად კი, გა­მარ­ჯვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბი­თი ტრავ­მა მიგ­ვე­ღო, რის მო­შუ­შე­ბაც ოლიმ­პი­ა­დამ­დე ვერ მო­ეს­წრე­ბო­და.

ვარ­ჯი­შე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ შე­უ­წყვეტ­ლივ გაგ­რძელ­და, თით­ქმის გა­დაბ­მუ­ლი შეკ­რე­ბე­ბი გა­ვი­ა­რეთ ზღვის­პი­რეთ­ში, შეკ­ვე­თილ­სა და ჩაქვში...მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სტა­ბი­ლუ­რი, მაგ­რამ დრო და დრო მა­ჯე­ბი და მუხ­ლი თავს ახ­სე­ნებ­და... ოლიმ­პი­ა­დის წინა, 22 დღი­ა­ნი შეკ­რე­ბა, ბა­კუ­რი­ან­ში ჩა­ი­ნიშ­ნა. იქვე აღ­მოჩ­ნდა, რომ მძი­მე და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბის გავ­ლის დროს,ორი­ვე მა­ჯამ ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხა... სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­დი­ი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გან დრო აღარ გვრჩე­ბო­და.... ყო­ვე­ლი დღე გა­დამ­წყვე­ტი იყო...

  • პა­რი­ზი შეგ­ვე­გე­ბა, რო­გორც ეგე­ბე­ბი­ან ხოლ­მე ოლიმ­პი­ე­ლებს. ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რად მო­წყო­ბი­ლი ოთა­ხე­ბი, არც თუ ისე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო, რაც ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია ხოლ­მე, "კარ­დო­ნის"ავე­ჯი...

გა­საგ­რი­ლებ­ლად "ვინ­ტი­ლი­ა­ტო­რე­ბი", 8 ადა­მი­ან­ზე ორი აბა­ზა­ნა და მიდი თუ ბიჭი ხარ ან ლა­შა­ზე ადრე შედი, ან და­აგ­ვი­ა­ნე გა­მოს­ვლა... ივლი და­ლურ­ჯე­ბუ­ლი... გაგ­ვი­მარ­თლა, რომ სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში მი­სას­ვლე­ლად ავ­ტო­ბუ­სი არ გვჭირ­დე­ბო­და, ფე­ხით 5 წუთ­ში ვი­ყა­ვით ად­გილ­ზე...

2 კვი­რით ადრე წა­მო­ვე­დით, ლა­შას სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა უნდა გა­ე­ტა­ნა გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და შე­სა­ბა­ა­მი­სად, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მოგ­ვი­წია ჩა­მოს­ვლა.უარ­ყო­ფი­თი ის იყო, რომ შე­ჯიბ­რამ­დე დიდი დრო იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ლაშა სულ წუ­წუ­ნებს ხოლ­მე, ნე­ტავ დრო­ზე მო­ვი­დო­დე­სო... და­დე­ბი­თი მხა­რე ასე ვთქვათ, ვი­ყა­ვით იზო­ლი­რე­ბუ­ლი, არ გვი­წევ­და წან­წა­ლი, კარ­გად ვის­ვე­ნებ­დით, ნორ­მა­ლუ­რად ვჭამ­დით, არ რე­კავ­და ლა­შას ტე­ლე­ფო­ნი ყო­ველ წამს და ა.შ.

ვარ­ჯი­შე­ბი მი­დი­ო­და ნორ­მა­ლუ­რად, ორ-სამ­ჯერ მო­უ­წია წო­ნე­ბის გავ­ლა, პირ­ველ - ორ ვარ­ჯიშს ვერ შეხ­ვდა და გა­ა­ფუ­ჭა მის­ვლე­ბი, ამ ფაქ­ტმა ჩვენც შეგ­ვაშ­ფო­თა და ლა­შაც, - "წადი და და­ჯე­ქი სახ­ლში, ხომ ხე­დავ აღარ შე­გიძ­ლია" - მი­ა­ძა­ხა გაბ­რა­ზე­ბულ­მა თა­ვის თავს, ასე­თი ლაშა არა­ვის არ უნა­ხავს, მეც კი.

ბო­ლოს მა­ინც დას­ტა­ბი­ლურ­და და ხა­სი­ა­თიც გა­მო­უ­კეთ­და... მი­თუ­მე­ტეს მას შემ­დეგ, რაც მე და გი­ორ­გი ასა­ნი­ძემ, მის პა­ტივ­ცე­მულ ღიპს "პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია" გა­ვუ­კე­თეთ. დიდი წო­ნის გამო, მუ­ცელ­ზე ხვდე­ბო­და შტან­გა ატა­ცის დროს, მერე ვერ აძ­ლევ­და სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას და წინ უვარ­დე­ბო­და. კი­ნე­ზო ტე­ი­პე­ბით ავ­ჭი­მეთ ცხი­მის მასა, მკერ­დის ძვლი­სა და ნეკ­ნე­ბის­კენ, ასე და­ვიბ­რუ­ნეთ "ტან­წერ­წე­ტა" ლაშა... შე­სა­ბა­მი­სად, ბოლო ერთი კვი­რა, მუხ­ლე­ბის და წე­ლის გარ­და მუც­ლის ტე­ი­პი­რე­ბა­საც ვა­კე­თებ­დით და ასე მი­უ­ხა­ლოვ­და თა­ვის ძველ მოძ­რა­ო­ბას...

  • ჩვე­ნი ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტი, რუს­ლან ღიბ­რა­ძე, ყო­ველ­დღი­უ­რად სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის სრულ მა­საჟს უკე­თებ­და, ათას­ნა­ი­რი მა­ზით, რაც მისი კუნ­თე­ბის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას თვალ­სა­ჩი­ნოდ ზრდი­და. ვე­ლო­დე­ბოდ­თით 10 აგ­ვის­ტოს... მა­ი­სუ­რი მი­ჭერს... გან­ვუ­ცხა­დე და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად წინ გა­მო­წე­უ­ლი მკერ­დით და­ვე­ნა­ხე.... ეს ის მა­ი­სუ­რია რაც მის ყვე­ლა შე­ჯიბ­რზე მაც­ვია... თუმ­ცა ახლა მეც ტან­კი­ვით ვარ, მო­მიხ­და ფრან­გუ­ლი კრუ­ა­სა­ნე­ბი და აშ­კა­რად არ მომ­დის... არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩა­იც­ვამ!.. იყო პა­სუ­ხი და მშვი­დად გა­აგ­რძე­ლა ლოც­ვა... ჩუ­მად და­ვე­ჯღა­ნე და მოტ­მას­ნი­ლი ნაჭ­რის გა­წელ­ვა გა­ვაგ­რძე­ლე, იქ­ნებ კა­მე­რებ­ში ღიპი არ გა­მო­მიჩ­ნდეს­მეთ­ქი... გა­მო­დის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ფერს უყუ­რებს, თვალს ახ­სოვს ის დე­ტა­ლე­ბი, რაც მისი წარ­მა­ტე­ბის დროს მის გვერ­დით იყო, ადა­მი­ა­ნე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ფე­რე­ბი, ასა­ნი­ძე­საც კი, 2016 წლის რიოს ოლიმ­პი­უ­რი ჟა­კე­ტი აც­ვია... ითხოვს და უნდა შე­ვუს­რუ­ლოთ... მზად ვართ... ირაკ­ლი ჩხე­ი­ძემ გვა­ნერ­ვი­უ­ლა, დი­ლი­დან 150-100 ზე მაქვს წნე­ვა, პულ­სიც 100-105, თავი მაქვს ორ ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნა­სა­ვით, ორი კაპ@@პრი­ლი და ერთი კორ@@ლჯი ჩა­ვიგ­დე ენის ქვეშ... იქ­ნებ მიშ­ვე­ლოს, მაგ­რამ შენც არ მო­მიკ­ვდე.... მზად ვართ და ავ­ტო­ბუ­სის­კენ მივ­დი­ვართ.

დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცხე­ლა, ავ­ტო­ბუს­ში გაგ­რი­ლე­ბა არაა, რა­ღაც აე­რო­ზო­ლი მოგ­ვცეს, წყა­ლი ას­ხია და ვის­ხამ სა­ხე­ზე... გზა და გზა. აი­წონ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით იწე­ლე­ბა ხოლ­მე დრო შე­ჯიბ­რის და­წყე­ბამ­დე, თუმ­ცა ახლა საქ­მე გვქონ­და და დროც გა­დი­ო­და, კი­ნე­ზო­ტე­ი­პი­რე­ბა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ორი­ვე მუხ­ლი, წელი და მუ­ცე­ლი... "ავა­წყეთ", და­ვა­ტე­ი­პეთ, შემ­დეგ რუს­ლან ღიბ­რა­ძეს ჩა­ვა­ბა­რე და მან და­ა­ა­მუ­შა­ვა, გა­უ­ხუ­რა კუნ­თე­ბი... ვი­წყებთ... გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლოს ფი­ნა­ლუ­რი ჭი­და­ო­ბა დაგ­ვემ­თხვა, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ გვა­ნერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ ოქ­როს მედ­ლით გაგ­ვა­ხა­რა და ჩვენც მო­ვე­დით ბრძო­ლის ხა­სი­ათ­ზე.

ლა­ლა­ი­ა­ნი და მი­ნა­სი­ა­ნი კარ­გად არი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი, იგ­რძნო­ბა გა­სა­ხუ­რე­ბელ­შიც, წო­ნე­ბი ჩვენ­სა­ვით აქვთ შეკ­ვე­თი­ლი.. 210-245... ვღე­ლავ, ან ვინ არ ღე­ლავს... ჩემი ტე­ი­პე­ბის იმე­დი მაქვს, იცავს ძვე­ლი ტრავ­მის გა­მე­ო­რე­ბის­გან, ახა­ლი არ მინ­და გა­მოხ­ტეს... შტან­გას ისე­თი აზარ­ტით ვა­წყობ, იქვე მჯდომ სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დი, ლა­შას შემ­დეგ მე მგულ­შე­მატ­კივ­რობს... ატაც­ში 210 კგ გა­ი­ა­რა სა­მი­ვემ პირ­ველ ცდა­ზე, ყვე­ლა­ფე­რი ასა­ნი­ძე-გა­ხო­კი­ძის გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის, 215 კგს შე­ე­გებ­ნენ ლაშა და ლა­ლა­ი­ა­ნი, ორი­ვემ აი­ტა­ცა, მი­ნა­სი­ან­მა კი 216 კგ და­ი­მორ­ჩი­ლა... მა­ტუ­ლობს ცე­ცხლი დარ­ბაზ­ში, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მო­სუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავს და ყვე­ლა ცდა­ზე ინ­გრე­ვა ოვა­ცი­ით დარ­ბა­ზი...

ლა­ლა­ი­ა­ნი 218 კგს აფუ­ჭებს და ლა­შას ჯერი დგე­ბა, 220 კგ.....და "ჰოი სა­ოც­რე­ბავ", ასე­თი იყო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ოვა­ცია, ლა­შამ ცდა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა...?! ასე­ვე გა­ა­ფუ­ჭა მის­ვლა მი­ნა­სი­ან­მაც, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2015 წლის შემ­დეგ, ლა­შამ ცალ­კე­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა პირ­ვე­ლად დათ­მო... ეს იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე მხო­ლოდ ორ­ჭი­დის მე­და­ლია და არა ატა­ცის ან აკ­ვრის... ხა­სი­ა­თი წა­უხ­და... არ იმ­ჩნევს, არა და მო­ხარ­შულს ვიც­ნობ... შემ­წვარ­საც! არც ჩვენ ვიმ­ჩნევთ, არა და ლა­მის გული გა­მის­კდეს... ვერც ვე­რა­ფერს ვამ­ბობ... ორ აბ წნე­ვის დამ­წევს ვა­მა­ტებ ჩემს დღი­ურ დო­ზას და ვაგ­რძე­ლებ შტან­გის აწყო­ბას... აკ­ვრა­ში, ვფიქ­რობ ვერ გა­მოგ­ვყვე­ბი­ან... და ზუს­ტად მახ­სოვს, ჯერ კი­დევ თვე­ე­ბის წინ ვი­სა­უბ­რეთ მე და ასა­ნი­ძემ, რომ აქ ოქრო 215-255 ის ორ­ჭი­დის ჯამი იქ­ნე­ბო­და...

ისე აგიხ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი... და ჩვენ ვი­მარ­ჯვებთ... არ ვიცი რო­გორ, რა­ნა­ი­რად, არ მახ­სოვს, ვდგა­ვარ გაშ­ტე­რე­ბუ­ლი, ვი­ღა­ცე­ბი მო­დი­ან და მი­ლო­ცა­ვენ, ჩვენ ხომ ის­ტო­რია დავ­წე­ე­რეთ... და ისევ ლა­შას ხმა მა­ფხიზ­ლებს :" ჭინ­ჭო! რა­ტომ ვუყ­ვარ­ვარ ღმერ­თს ასე ძა­ლი­ან ?!"

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
0

ვაიმე, მეტირება! ნამდვილი დევგმირი გვყავს ქართველებს. საუკეთესო პიროვნება და ღირსეული ვაჟკაცი. ულევი წარმატება ლაშას!

FEOLA
0

უყვარხარ ღმერს ლაშა,,,,შენ შენი შრომით,ტანჯვით და ოფლით შექმენი ის რაც ხარ !!! მოიგე ყველაფერი რაც შეძლებოდა მოგეგო!!! ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს მომავალში !!! ღმერთს მართლა ჰყვარებიხარ მაგარო კაცო !!!

ავტორი:

“ხერხემლის ტომოგრაფია გადავიღეთ, პასუხი გამაოგნებელი იყო“ - კუნთების ატროფია, მუხლი ხრტილოვანი საფარის გარეშე და ლაშა ტალახაძის ურთულესი გზა ჩემპიონობამდე: რას წერს მისი ექიმი

“ხერხემლის ტომოგრაფია გადავიღეთ, პასუხი გამაოგნებელი იყო“ - კუნთების ატროფია, მუხლი ხრტილოვანი საფარის გარეშე და ლაშა ტალახაძის ურთულესი გზა ჩემპიონობამდე: რას წერს მისი ექიმი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული ლაშა ტალახაძის შესახებ აქამდე უცნობ დეტალებს წერს.

  • “ტოკიოდან - რიომდე“: ჭინჭარაული სამ გზის ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელის იმ უმძიმეს გზაზე წერს, რომელიც ჩემპიონმა თითოეული გამარჯვებისთვის გაიარა.

2020 წელი იყო, კოვიდმა ჩაგკვკეტა სახლებში, სამ თვიანი შესვენების შემდეგ დუშეთში გვეღირსა შეკრება და მანდ აღმოჩნდა, რომ წელი აწუხებდა... ზოგადი ფუნქცია, სპორტული მედიცინის არის ის, რომ თან ვარჯიში შეაძლებინო და თან ჯანმრთელ ცხოვრებას დაუბრუნო. ხშირად ვწუწუნებ ხოლმე ერთ ფაქტზე, რიგით ადამიანს და მოქმედ სპორტსმენს, ერთნაირი პრობლემაზე, ერთი და იგივე წამლით, რომ დაუნიშნო მკურნალობა, რიგითი ადამიანი 3 ჯერ ნაკლებ დროში დაუბრუნდება ნორმალურ ფუნქციას, ვინაიდან, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ დეტალს შეცვლი, რაც მკურნალობას წინ წასწევს, სპორტში კი ვერა.

სხვა გზა რომ არ დაგვრჩა, წავედით და ხერხემლის ტომოგრაფია გადავიღეთ. პასუხი პირადად ჩემთვის გამაოგნებელი იყო... "წელის მეოთხე-მეხუთე მალთაშუა დისკის 8.5 მმ ზომის თიაქარი, მარჯვენა ნერვულ არხზე ზეწოლით". ეს დიაგნოზი პირდაპირ ოპერაციას ითვალისწინებდა, რაც ნეიროქირურგებმაც შეაფასეს და ერთ-ერთის პასუხი იყო :

" - მე გავაკეთებ ოპერაციას, იქნება 100 % სიზუსტით შესრულებული, მაგრამ, რომ ვერ აწიოს 270 კგ და აწიოს 240 ?!..."

იქვე გადაწყდა, რომ სანამ შეძლებდა უნდა ევარჯიშა, თუ გაიჭედებოდა, შემდეგ დავწვებოდით ოპერაციაზე... და დაიწყო უსაშველო პრობლემა, უამრავი ნემსი, ფიზიო, ტაბლეტი, მწვრთნელებისგან შერჩევითი ვარჯიში, დამატებითი ვარჯიში.

რამდენადაც შედიოდა ფორმაში, იმდენად მატულობდა ზეწოლა, ნელ-ნელა ჭირდა მარჯვენა ფეხის გამოყენება. ვერ ჩერდებოდა დიდხანს ფეხზე, ვერ ჩერდებოდა დიდხანს ერთ ადგილას დამჯდარი.

2021 წელს მაინც მოიგო ყველა ძირითადი ტურნირი, მათ შორის tokyo2020, მოხსნა ყველა რეკორდი, სხვისიც და მისიც. მაშინ, როცა ბევრად მცირე ჯანმრთელობის პრობლემებს, ვიღაცებმა ვერ გაუძლეს და დროზე ადრე გადაწყვიტეს კარიერის დასრულება.

2022 წელს, უკვე დაეტყო, რომ მარჯვენა ფეხის კუნთები ატროფირდა(განლევა), რაზეც ნეიროქირურგებმა 2020 წელს გაგვაფრთხილეს. საჭირო იყო დამატებითი ღონისძიებები, კუნთის ზომის შესანარჩუნებლად. მაგრამ, ტვინი კომპიუტერი არაა, ავტომატურად, როდესაც მძიმე შტანგით ასრულებ ატაცს, აკვრას, ან რომელიმე დამხმარე ვარჯიშს, რაშიც კიდურები თანაბრად უნდა იყოს ჩართული, სხეული მეტად იყენებს ჯანმრთელ კიდურს ან კუნთს, მიდის ძირითადი დატვირთვა მასზე და ახალი ტრავმის პროცენტული მაჩვენებლელიც, იმ მხარეს იზრდება.

სწორედ ამ ფაქტის წინაშე დავდექით ევროპის ჩემპიონატამდე 45 დღით ადრე, ერთ-ერთ მძიმე ვარჯიშზე, 260 კგ შტანგის მკერდზე აღების დროს, მარცხენა (ჯანმრთელ) ფეხს, მეტად დააწვა და კუნთი გაგლიჯა...კონკრეტულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსასვლელად და მოსაგებად, გვიშველა რამდენიმე ფაქტმა.

1. სუპერ სავარჯიშო გრაფიკს ატარებდა ასანიძე-გახოკიძის მეთვალყურეობით და იყო ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3 კვირა, მძიმე ვარჯიშს ვერ გავდიოდით, ორგანიზმმა შეძლებისდაგვარად შეინარჩუნა ფორმა

2. ჩავრიეთ ყველა და ყველაფერი, რისი ან ვისი ჩარევაც შეგვეძლო, სპორტული მედიცინის ასოციაცია და ზურაბ კახაბრიშვილი, ტრავმატოლოგები, რადიოლოგები, ნემსები, ფიზიოთერაპია, მასაჟი, რეზინით ვარჯიშები, გაწელვები

3. მას უბრალოდ შეეძლო ეთქვა უარი გამოსვლაზე, დაესვენა და ემკურნალა, თუმცა მისმა ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და გავიმარჯვეთ........ მკურნალობა შეჯიბრიდან დაბრუნებისთანავე განვაგრძეთ, ვინაიდან ეს სპორტი მუდმივ სავარჯიშო პროცესს ითხოვს, რომ ფორმასთან ახლოს იყო. წლის ბოლოს კოლუმბიაში, მსოფლიოს ჩემპიონატი იყო ჩანიშნული, რისთვისაც აქტიურ მზადებას შევუდექით.

კოლუმბიამდე ორი თვით ადრე, გაგლეჯილმა კუნთმა ისევ შეახსენა თავი და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. იგივე პროცედურები, იგივე ვარჯიში. შემდეგ კოლუმბიის დედაქალაქი, ბოგოტა გახდა პრობლემა, თავისი ადგილმდებარეობით, ვინაიდან ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე. რამაც განსაკუთრებული ცვლილებები შეიტანა შეჯიბრის მიმდინარეობაში. არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა ათლეტებისთვისაც, განსაკუთრებით კი მძიმე წონოსანი სპორტსმენები წუხდნენ, უჰაერობას და მაღალ წნევას.

გზაში გაცივდა, ან თვითმფრინავში დაინფიცირდა ვირუსით. არ ვიცოდით რა იყო. კოვიდი კანტი-კუნტად იძებნებოდა მაგ დროს, არც გავტესტილვართ. სუნთქვა უჭირდა, განსაკუთრებით აკვრის დროს.

6 წლის შემდეგ, პირველად მოხდა შეჯიბრზე, რომ ატაცში ლაშა და სომეხი ძალოსანი 215 კილოგრამით ინაწილებდნენ პირველ-მეორე ადგილს. მესამე ცდაზე 220 კილოგრამი გააფუჭა. რამაც ჩვენი 6 კილოგრამიანი პლიუსი ვერ მოგვცა ორჭიდისთვის.

  • 10 წუთიანი შესვენება დაიწყო. კონკურენტებს იმედი აქვთ... ლაშა წაშლილია სახეზე... ჩვენც, თუმცა ვცდილობთ არ შეგვეტყოს. სუნთქვა უჭირს, სიცხე აქვს, ვაგრილებ ყინულებით. სახეზე უცნაური ფერია... არ ვიცი ნერვიულობის თუ უჰაერობისგან... უკვე ფიქრობენ რომ დანებდა... აკვრაზეც გაყვა ატაცის უიღბლობა, პირველი ცდა ვერ ჩათვალა... შემდეგი ორი ცდით გავიმარჯვეთ. მაგრამ იყო ხიფათი, აკვრის ოქროს მედლის დაკარგვის, პირველად მოხდა, რომ ლაშას არ ქონდა ცდა დარჩენილი, ირანელს და სირიელს კი ქონდა. თუმცა ვერ გამოიყენეს.

იქვე დადო პირობა, რომ სომხეთში ჩანიშნულ ევროპირველობას იდეალურ ფორმაში შეხვდებოდა... თქვა და შეასრულა, საქართველოს ჰიმნი მეშვიდეჯერ ააჟღერა, ამჯერად ერევანში... სამი ოქროს მედალიც მიუმატა თავისი მედლების სეიფს.... მიუხედავად იმისა, რომ 10 დღით ადრე კენჭის გავლა ქონდა და ძლიერი ტკივილით თითქმის ორი დღე გაატარა კლინიკაში.... აკვრის მესამე მისვლაზეც ტკვილის გამო ვერ მივიდა. თუმცა ამაზე არც გამარჯვებამდე და არც შემდეგ თქვენთვის არ გვითქვამს...

მსოფლიოს პირველობას, 2023 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქმა - რიადმა უმასპინძლა. მიუხედავად კლიმატის სირთულისა და 45 გრადუსი სიცხისა, ყველანაირი პირობა იყო შექმნილი კარგი შეჯიბრისთვის. ლაშაც მშვენიერ ხასიათზე იყო, 4 დღე იყო დარჩენილი მის გამოსვლამდე და აქაც კენჭის გავლა დაეწყო, მოვხვდით საუდის არაბეთის კლინიკაში, უამრავი გამაყუჩებელი, კვლევა, ნერვიულობა და "დაბადა" კენჭი... გამოვედით 4 დღის მერე და მოვიგეთ, მაგრამ ბოლო მისვლაზე მაჯა იტკინა და სადარდებელიც დამიმატა.

საქართველოში დაბრუნებიის შემდეგ, მალევე აღმოჩნდა მუხლიც უშუპდებოდა... ვეხვეწე, ვეჩხუბე, გადავიღოთ, ვნახოთ... კლაუსტროფობია აქვს და ვერ წვებოდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გადასაღებად, ცუდად ხდებოდა. დავიწყეთ მკურნალობა მაჯაზეც და მუხლზეც, ვხედავდით რომ უკეთესობა იყო, თუმცა ნოემბრის შუა რიცხვებში თითქმის ვეღარ მიყვებოდა მწვრთნელთა ვარჯიშებს. დეკემბრის დასაწყისში, სხვა გზა რომ აღარ რჩებოდა, დამამშვიდებელი დავლიეთ და შევედით გადაღებაზე. დასკვნა, რომელიც ძალიან კარგმა ქირურგმა დადო, გამაოგნებელი იყო, ფაქტიურად, მარჯვენა მუხლი ხრტილოვანი საფარის გარეშე იყო დარჩენილი და ყველა მოძრაობისას წვივის და ბარძაყის ძვალი, ერთმანეთს უფრო აზიანებდა.

ოპერაცი საშუალოდ 6 თვიან ვარჯიშის შეწყვეტას მოითხოვდა, რაც ავტომატურად ოლიმპიადაზე ვერ გამოსვლას ნიშნავდა. გადაწყდა , რომ უნდა გაეძლო ტკივილისთვის, ცოტახანი შეგვემცირებიმა დატვირთვა და დაგვეწყო ჰიალურონის, ასევე პრპ სახსარშიდა ინექციები.

მისახედი იყო მაჯაც, რომლის ვერ დატვირთვის გამო, უკვე მეორე მაჯაც იწყებდა ტკივილს. მთლიანობაში მუხლში 10 სხვადასხვა და მაჯაზე 5-5 ნემსის შემდეგ, დავიწყეთ ფიზიოთერაპია, ყინული, გაწელვა და სპეციალური ვარჯიშები... მარჯვენა ბარძაყზე კუნთის საფარი საშუალოდ 30 % იყო შემცირებული, რაც რამენაირად უნდა წამოგვეწია მარცხენა ფეხისთვის. 45 დღის მანძილზე, ყოველი სავარჯიშო დღეს კეთდებოდა კინეზოტეიპირება, მასაჟი, გაწელვა ყინული, ხოლო დღის ბოლოს ულტრაბგერითი თერაპია და ელექტროსტიმულაცია.

პარალელურ რეჟიმში ლაშას ხასიათი გამოუკეთდა და სავარჯიშო წონებიც თანდათან გაიზარდა, ვფიქრობდით, რომ ბულგარეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ასპარეზობას შეძლებდა, მაგრამ ნაცვლად აპრილის თვისა, თებერვლის შუა რიცხვებში გადაწყდა ჩემპიონატის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ლაშას გამოსვლა ფიზიკურად შესაძლებელი იყო, სამწვრთნელო და სამედიცინო გუნდებმა, რისკის ქვეშ ვერ დავაყენეთ ოლიმპიური თამაშები, ვინაიდან კონკურენცია ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ დიდი იქნებოდა, რაც ითვალისწინებდა ლაშას მისვლას დიდ წონებზე, შედეგად კი, გამარჯვების მიუხედავად, შესაძლოა დამატებითი ტრავმა მიგვეღო, რის მოშუშებაც ოლიმპიადამდე ვერ მოესწრებოდა.

ვარჯიშები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუწყვეტლივ გაგრძელდა, თითქმის გადაბმული შეკრებები გავიარეთ ზღვისპირეთში, შეკვეთილსა და ჩაქვში...მდგომარეობა იყო სტაბილური, მაგრამ დრო და დრო მაჯები და მუხლი თავს ახსენებდა... ოლიმპიადის წინა, 22 დღიანი შეკრება, ბაკურიანში ჩაინიშნა. იქვე აღმოჩნდა, რომ მძიმე და აუცილებელი ვარჯიშების გავლის დროს,ორივე მაჯამ ძალიან შეაწუხა... საჭირო გახდა დამატებითი სამედიიცინო მანიპულაციების ჩატარება, რადგან დრო აღარ გვრჩებოდა.... ყოველი დღე გადამწყვეტი იყო...

  • პარიზი შეგვეგება, როგორც ეგებებიან ხოლმე ოლიმპიელებს. ახალი აშენებული საცხოვრებელი კორპუსები, მინიმალისტურად მოწყობილი ოთახები, არც თუ ისე მრავალფეროვანი სამზარეულო, რაც ოლიმპიადებზე ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე, "კარდონის"ავეჯი...

გასაგრილებლად "ვინტილიატორები", 8 ადამიანზე ორი აბაზანა და მიდი თუ ბიჭი ხარ ან ლაშაზე ადრე შედი, ან დააგვიანე გამოსვლა... ივლი დალურჯებული... გაგვიმართლა, რომ სავარჯიშო დარბაზში მისასვლელად ავტობუსი არ გვჭირდებოდა, ფეხით 5 წუთში ვიყავით ადგილზე...

2 კვირით ადრე წამოვედით, ლაშას საქართველოს დროშა უნდა გაეტანა გახსნის ცერემონიალზე და შესაბაამისად, პირველივე დღიდან მოგვიწია ჩამოსვლა.უარყოფითი ის იყო, რომ შეჯიბრამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, ლაშა სულ წუწუნებს ხოლმე, ნეტავ დროზე მოვიდოდესო... დადებითი მხარე ასე ვთქვათ, ვიყავით იზოლირებული, არ გვიწევდა წანწალი, კარგად ვისვენებდით, ნორმალურად ვჭამდით, არ რეკავდა ლაშას ტელეფონი ყოველ წამს და ა.შ.

ვარჯიშები მიდიოდა ნორმალურად, ორ-სამჯერ მოუწია წონების გავლა, პირველ - ორ ვარჯიშს ვერ შეხვდა და გააფუჭა მისვლები, ამ ფაქტმა ჩვენც შეგვაშფოთა და ლაშაც, - "წადი და დაჯექი სახლში, ხომ ხედავ აღარ შეგიძლია" - მიაძახა გაბრაზებულმა თავის თავს, ასეთი ლაშა არავის არ უნახავს, მეც კი.

ბოლოს მაინც დასტაბილურდა და ხასიათიც გამოუკეთდა... მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მე და გიორგი ასანიძემ, მის პატივცემულ ღიპს "პლასტიკური ოპერაცია" გავუკეთეთ. დიდი წონის გამო, მუცელზე ხვდებოდა შტანგა ატაცის დროს, მერე ვერ აძლევდა სწორ მიმართულებას და წინ უვარდებოდა. კინეზო ტეიპებით ავჭიმეთ ცხიმის მასა, მკერდის ძვლისა და ნეკნებისკენ, ასე დავიბრუნეთ "ტანწერწეტა" ლაშა... შესაბამისად, ბოლო ერთი კვირა, მუხლების და წელის გარდა მუცლის ტეიპირებასაც ვაკეთებდით და ასე მიუხალოვდა თავის ძველ მოძრაობას...

  • ჩვენი ფიზიოთერაპევტი, რუსლან ღიბრაძე, ყოველდღიურად სხეულის სხვადასხვა ნაწილის სრულ მასაჟს უკეთებდა, ათასნაირი მაზით, რაც მისი კუნთების შრომისუნარიანობას თვალსაჩინოდ ზრდიდა. ველოდებოდთით 10 აგვისტოს... მაისური მიჭერს... განვუცხადე და დემონსტრაციულად წინ გამოწეული მკერდით დავენახე.... ეს ის მაისურია რაც მის ყველა შეჯიბრზე მაცვია... თუმცა ახლა მეც ტანკივით ვარ, მომიხდა ფრანგული კრუასანები და აშკარად არ მომდის... არ მაინტერესებს, ჩაიცვამ!.. იყო პასუხი და მშვიდად გააგრძელა ლოცვა... ჩუმად დავეჯღანე და მოტმასნილი ნაჭრის გაწელვა გავაგრძელე, იქნებ კამერებში ღიპი არ გამომიჩნდესმეთქი... გამოდის ფსიქოლოგიურად ყველაფერს უყურებს, თვალს ახსოვს ის დეტალები, რაც მისი წარმატების დროს მის გვერდით იყო, ადამიანები, ტანსაცმელი, ფერები, ასანიძესაც კი, 2016 წლის რიოს ოლიმპიური ჟაკეტი აცვია... ითხოვს და უნდა შევუსრულოთ... მზად ვართ... ირაკლი ჩხეიძემ გვანერვიულა, დილიდან 150-100 ზე მაქვს წნევა, პულსიც 100-105, თავი მაქვს ორ ოთახიანი ბინასავით, ორი კაპ@@პრილი და ერთი კორ@@ლჯი ჩავიგდე ენის ქვეშ... იქნებ მიშველოს, მაგრამ შენც არ მომიკვდე.... მზად ვართ და ავტობუსისკენ მივდივართ.

დღეს განსაკუთრებულად ცხელა, ავტობუსში გაგრილება არაა, რაღაც აეროზოლი მოგვცეს, წყალი ასხია და ვისხამ სახეზე... გზა და გზა. აიწონნენ, განსაკუთრებით იწელება ხოლმე დრო შეჯიბრის დაწყებამდე, თუმცა ახლა საქმე გვქონდა და დროც გადიოდა, კინეზოტეიპირება უნდა გაგვეკეთებინა, ორივე მუხლი, წელი და მუცელი... "ავაწყეთ", დავატეიპეთ, შემდეგ რუსლან ღიბრაძეს ჩავაბარე და მან დააამუშავა, გაუხურა კუნთები... ვიწყებთ... გენო პეტრიაშვილოს ფინალური ჭიდაობა დაგვემთხვა, რომელმაც საკმაოდ გვანერვიულა, მაგრამ ოქროს მედლით გაგვახარა და ჩვენც მოვედით ბრძოლის ხასიათზე.

ლალაიანი და მინასიანი კარგად არიან მომზადებული, იგრძნობა გასახურებელშიც, წონები ჩვენსავით აქვთ შეკვეთილი.. 210-245... ვღელავ, ან ვინ არ ღელავს... ჩემი ტეიპების იმედი მაქვს, იცავს ძველი ტრავმის გამეორებისგან, ახალი არ მინდა გამოხტეს... შტანგას ისეთი აზარტით ვაწყობ, იქვე მჯდომ სამედიცინო გუნდი, ლაშას შემდეგ მე მგულშემატკივრობს... ატაცში 210 კგ გაიარა სამივემ პირველ ცდაზე, ყველაფერი ასანიძე-გახოკიძის გეგმის მიხედვით მიდის, 215 კგს შეეგებნენ ლაშა და ლალაიანი, ორივემ აიტაცა, მინასიანმა კი 216 კგ დაიმორჩილა... მატულობს ცეცხლი დარბაზში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოსული გულშემატკივარი, ემოციებს ვერ მალავს და ყველა ცდაზე ინგრევა ოვაციით დარბაზი...

ლალაიანი 218 კგს აფუჭებს და ლაშას ჯერი დგება, 220 კგ.....და "ჰოი საოცრებავ", ასეთი იყო გულშემატკივრების ოვაცია, ლაშამ ცდა ვერ გამოიყენა...?! ასევე გააფუჭა მისვლა მინასიანმაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ, ლაშამ ცალკეული მოძრაობა პირველად დათმო... ეს იმანაც განაპირობა, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ ორჭიდის მედალია და არა ატაცის ან აკვრის... ხასიათი წაუხდა... არ იმჩნევს, არა და მოხარშულს ვიცნობ... შემწვარსაც! არც ჩვენ ვიმჩნევთ, არა და ლამის გული გამისკდეს... ვერც ვერაფერს ვამბობ... ორ აბ წნევის დამწევს ვამატებ ჩემს დღიურ დოზას და ვაგრძელებ შტანგის აწყობას... აკვრაში, ვფიქრობ ვერ გამოგვყვებიან... და ზუსტად მახსოვს, ჯერ კიდევ თვეების წინ ვისაუბრეთ მე და ასანიძემ, რომ აქ ოქრო 215-255 ის ორჭიდის ჯამი იქნებოდა...

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი... და ჩვენ ვიმარჯვებთ... არ ვიცი როგორ, რანაირად, არ მახსოვს, ვდგავარ გაშტერებული, ვიღაცები მოდიან და მილოცავენ, ჩვენ ხომ ისტორია დავწეერეთ... და ისევ ლაშას ხმა მაფხიზლებს :" ჭინჭო! რატომ ვუყვარვარ ღმერთს ასე ძალიან ?!"