პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის “ოლიმპოს მთის“ საიდუმლო და უახლესი აღმოჩენა ხიხანის ციხიდან - “ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თამარი სხალთის ეკლესიაში საგანგებო გვირაბით მიდიოდა“
აჭარის “ოლიმპოს მთის“ საიდუმლო და უახლესი აღმოჩენა ხიხანის ციხიდან - “ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თამარი  სხალთის ეკლესიაში საგანგებო გვირაბით მიდიოდა“

ზემო აჭა­რას თუ ეს­ტუმ­რე­ბით, ხი­ხა­ნის ცი­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს იმის­თვის, რომ მთი­ა­ნი აჭა­რის ის­ტო­რი­ულ წარ­სულს გულ­გრილ­მა არ ჩა­უ­ა­როთ. “ხი­ხა­ნი“ აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგლია, რომ­ლის შეს­წავ­ლა 2013-2016 წლებ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა შეძ­ლეს. სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა-ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და.

კახა ქა­მა­და­ძე აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლია, არ­ქე­ო­ლო­გი, რო­მე­ლიც იმ ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რი გახ­ლდათ. ის პა­რა­ლე­ლუ­რად ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რია და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ძეგლ­ზე Ambebi.ge-ს მკი­თხველს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მო­უ­თხრობს.

კახა ქა­მა­და­ძე:

  • “ხი­ხა­ნის ციხე გა­მორ­ჩე­უ­ლი კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია. აწ გან­სვე­ნე­ბულ­მა ჩვენ­მა დიდ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ამი­რან კა­ხი­ძემ აჭა­რის ოლიმ­პოც კი უწო­და. ხი­ხა­ნის ციხე ორი ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ვინ­ცი­ის სა­ზღვა­რია - აჭა­რი­სა და შავ­შე­თის, ხირ­ხა­თის ქე­დის გან­შტო­ე­ბა­ზე.
ხი­ხა­ნის ციხე - პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლის ფოტო

ხი­ხა­ნის ციხე შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აბუ­სე­რი­ძე­თა საგ­ვა­რე­უ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და. ეს გვა­რი X სა­უ­კუ­ნი­დან და­წი­ნა­ურ­და. სხვა ურჩი ფე­ო­და­ლე­ბის მსგავ­სად, ისი­ნი მე­ფეს არ ექიშ­პე­ბოდ­ნენ და მისი ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ამი­ტო­მაც სა­თა­ნა­დოდ იყ­ვნენ და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი. გარ­და ხი­ხა­ნის ცი­ხი­სა და ზემო აჭა­რის მმარ­თვე­ლო­ბი­სა, მარ­თავ­დნენ ისეთ ცნო­ბილ ციხე-სი­მაგ­რეს, რო­გო­რიც იყო არ­ტა­ნუ­ჯის ციხე, კლარ­ჯე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე ჰქონ­დათ ფო­ცხოვ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლის ციხე. ერთი პე­რი­ო­დი შავ­შე­თის გარ­კვე­ულ ნა­წილ­საც ფლობ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად ასეთ ცნო­ბილ საგ­ვა­რე­უ­ლოს მთი­ან აჭა­რა­ში სა­კუ­თა­რი რე­ზი­დენ­ცია სჭირ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც, ამ თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი იყო ხირ­ხა­თის ქედი და ხი­ხა­ნის ციხე. ხი­ხა­ნის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავს იყ­რი­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ვაჭ­რო გზე­ბი. ერთი იყო, დღე­ვან­დე­ლი გზა, რო­მე­ლიც ზღვის­პი­რე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა, მე­ო­რე - სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში და მე­სა­მე - ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ ბა­კოს­თან. ბა­კოს გა­დავ­ლით და უღელ­ტე­ხი­ლით ის ის­ტო­რი­უ­ლი შავ­შე­თის პრო­ვინ­ცი­ა­ში ჩა­დის. ასე რომ, ხი­ხა­ნის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია იყო, იქ გა­მა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ვაჭ­რო-სატ­რან­ზი­ტო გზე­ბის კონ­ტრო­ლი. მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის ბოლო სო­ფე­ლი ბა­კი­ბა­კოა. ბაკი სა­ქონ­ლის სად­გომს ნიშ­ნავს, ანუ სა­ქა­რავ­ნო ად­გი­ლი იყო და იქ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქა­რა­ვა­ნი ჩერ­დე­ბო­და. სო­ფელ­მაც სა­ხელ­წო­დე­ბა ბა­კი­ბა­კო აქე­დან მი­ი­ღო...

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ხი­ხანს, ის არის არა მარ­ტო ციხე, მთე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა, რო­მე­ლიც მსხვილ ფე­ო­დალს სჭირ­დე­ბა. არის სა­სახ­ლე - აბუ­სე­რი­ძე­თა ცნო­ბილ საგ­ვა­რე­უ­ლოს მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი რე­ზი­დენ­ცია. სხვა­თა შო­რის, ცუ­დად არის შე­მო­ნა­ხუ­ლი. ამის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქე­ო­ლო­გი­ა­ში, სა­სახ­ლის მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვა ვი­ცით, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­მორ­ჩა - ერთი - გე­გუ­თის სა­სახ­ლე, გი­ორ­გი III-ისა და თა­მა­რის­დრო­ინ­დე­ლი, მე­ო­რე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შია.

გარ­და ამი­სა, ხი­ხა­ნის ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვაქვს ფურ­ნე, ად­გი­ლი, სა­დაც პუ­რე­უ­ლი ცხვე­ბო­და. არის კოშ­კე­ბი, კა­რის ეკ­ლე­სია (წმინ­და გი­ორ­გი სა­ხე­ლო­ბის), 2 მა­რა­ნი. ერთი მა­რა­ნი 28 ქვევ­რის­გან შედ­გე­ბო­და და მე­ო­რე - 43-ის­გან. ხი­ხა­ნის ციხე ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 2235 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს.

- მი­უდ­გომ­ლო­ბის გამო ალ­ბათ მისი შეს­წავ­ლა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ სირ­თუ­ლეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- მისი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა მხო­ლოდ 2013 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით იქ მო­ე­წყო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - დრო­ე­ბი­თი კო­ტე­ჯი, სა­დაც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვრჩე­ბო­დით. მი­ხა­რია, რომ მეც ვი­ყა­ვი იმ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის წევ­რი, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან 2016 წლამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ ჩვე­ნი თბი­ლი­სე­ლი კო­ლე­გა და­ვით მინ­დო­რაშ­ვი­ლი. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­აც აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ტარ­და. დღეს რაც იქ გვაქვს და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რად ვხე­დავთ, სწო­რედ მა­შინ მოხ­და მისი შეს­წავ­ლა.

ერთ-ერთი მარ­ნის პრე­პა­რა­ცია

- რა იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი?

- XI-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ციხე-სი­მაგ­რეს, თა­ვი­სი ფუნ­ქცია გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც კი არ და­უ­კარ­გავს, მნიშ­ვნე­ლო­ვან ცი­ხე­სი­მაგ­რეს წარ­მო­ად­გენ­და და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რად ეს მა­სა­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რა... ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მთლი­ა­ნად ზემო მთი­ან აჭა­რას, ხიმ­ში­აშ­ვილ­თა ცნო­ბი­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო მარ­თავ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ცნო­ბი­ლია სე­ლიმ ხიმ­ში­აშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბა XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში. ერთი პე­რი­ო­დი სე­ლი­მი ახალ­ცი­ხის სა­ფა­შო­საც გა­ნა­გებ­და (იმ დროს რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და). ის რუ­სეთ­თან ერ­თად ცდი­ლობ­და, სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო ოს­მალ­თა კლან­ჭე­ბის­გან გა­მო­ეხ­სნა და დედა-სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბო­და. ამ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­ლი­მი და­მა­ცხდა. 1815 წელს ბაბა ფეხ­ლე­ვან ფაშა მის და­სას­ჯე­ლად თა­ვი­სი ჯა­რის­კა­ცე­ბით ზემო მთი­ან აჭა­რა­ში გა­მო­ე­მარ­თა და ხი­ხა­ნის ცი­ხე­ში გა­მაგრდა.

- ეს რა კავ­შირ­შია არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლებ­თან?

- წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ე­ბი­დან ვი­ცით, რომ დიდი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბაბა ფეხ­ლე­ვან ფა­შამ ხი­ხა­ნის ცი­ხის აღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. სე­ლი­მი ზე­მო­დან ხე­დავ­და, ფაშა რო­გორ აოხ­რებ­და ის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებს. ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღია, მტერს და­ნე­ბე­ბო­და. სა­ნაც­ვლოდ კი ისი­ნი მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის აოხ­რე­ბას შე­წყვეტ­დნენ...

გა­თხრე­ბი­სას ვნა­ხეთ, რომ ხი­ხა­ნის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ფრი­ა­ლო კლდე ნაკ­ლე­ბად არის და შე­და­რე­ბით და­უც­ვე­ლი ად­გი­ლია, სე­ლი­მის დროს იქ პა­ტა­რა დრო­ე­ბი­თი სად­გო­მე­ბი აუ­გი­ათ. რო­გორც ჩანს, ტე­რი­ტო­რია გა­უ­მაგ­რე­ბი­ათ, რომ მეტ­რი ხი­ხან­ზე არ ასუ­ლი­ყო. 2013-დან 2016 წლამ­დე ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბით 8 ნა­გე­ბო­ბა იქნა შეს­წავ­ლი­ლი.

გარ­და ამი­სა, ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით არის მრგვალ­კოშ­კი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბა, სა­დაც 66 ზარ­ბაზ­ნის ჭურ­ვი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის გას­რო­ლაც ვერ მო­უ­ხერ­ხე­ბი­ათ, თუ ვერ მო­უს­წრი­ათ. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ყო­ველ­დღი­ურ კე­რა­მი­კა­ზე აღარ ვსა­უბ­რობთ... ხი­ხა­ნის ციხე თა­ვი­სი მდე­ბა­რე­ო­ბით, მი­უ­ვა­ლო­ბით აქ­ტუ­ა­ლო­ბას XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე არ კარ­გავ­და და ხიმ­ში­აშ­ვილ­თა დრო­საც მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ზი­დენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და.

ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რე­ბი 2015 წელი

- თა­ვად სე­ლი­მი ოს­მა­ლებ­მა სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს, ხომ?

- კი და ბა­კი­ბა­კო­ში არის ად­გი­ლი, სა­დაც მას თავი მოჰ­კვე­თეს... აჭა­რა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, 3 ივ­ნისს იმარ­თე­ბა სე­ლი­მო­ბა. ეს იმის­თვის, რომ წარ­მო­ჩინ­დეს სე­ლი­მის ღვაწ­ლი, როლი აჭა­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. რო­დე­საც ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძემ XIX სა­უ­კუ­ნე­ში ზემო აჭ­რა­ში იმოგ­ზა­უ­რა, ასე­თი ჩა­ნა­წე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ეს კი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მო­უს­მე­ნია. რო­დე­საც სე­ლიმს თავს ჭრიდ­ნენ, ის­ტო­რი­უ­ლი სი­ტყვე­ბი უთ­ქვამს - “მე მჭრით თავს, მაგ­რამ გაფრ­თხი­ლებთ, გურ­ჯის­ტა­ნი ოს­მა­ლოს სა­მუ­და­მოდ არ შერ­ჩე­ბა და მე ამ ხსოვ­ნას ჩემს შვი­ლებს სა­მუ­და­მოდ და­ვუ­ტო­ვებ“. მარ­თლაც, მისი შვი­ლიშ­ვი­ლის შე­რიხ ხიმ­ში­აშ­ვი­ლის დროს 1877-1878 წლე­ბის რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის დროს ის­ტო­რი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო, არა მარ­ტო აჭა­რა, მთლი­ა­ნად სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი კვლავ და­უბ­რუნ­და დე­და­სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს. სე­ლი­მის ოც­ნე­ბა ახდა.

ხი­ხა­ნის ციხე - პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლის ფოტო

- ხი­ხა­ნის ცი­ხეს აჭა­რის ოლიმ­პო მეც­ნი­ერ­მა ალ­ბათ იმის გამო უწო­და, რომ კლდის წვერ­ზე, მი­უ­ვალ, ცი­ცა­ბო ად­გი­ლა­საა, ხომ?

- ამი­რან კა­ხი­ძემ - ჩვენ­მა უფ­როს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მას ოლიმ­პო შე­არ­ქვა. ჩვენც ასე მო­ვიხ­სე­ნი­ებთ მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გამო.

ეს ად­გი­ლი მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი მი­უ­ვა­ლო­ბით, რო­გორც ვთქვით, ზღვის დო­ნი­დან 2235 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. თუმ­ცა თედო სა­ხო­კია თა­ვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში წერს, რომ 2650 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე­აო. ირ­გვლივ კლდო­ვა­ნი რე­ლი­ე­ფია, ფარ­თო­ბი ნაკ­ლე­ბად მო­ვა­კე­ბუ­ლია. სი­გა­ნე სულ 15-დან 30 მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს... გარ­შე­მო კლდო­ვა­ნი ქა­რა­ფე­ბია.

ქვევ­რი­ა­ნი მა­რა­ნი. პრე­პა­რა­ცია

ბი­ლი­კი, რომ­ლი­თაც იქ ავ­დი­ვართ, 2003 წელს გა­კეთ­და და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა ხი­ხან­ზე ას­ვლა. გარ­და ამი­სა, ხირ­ხა­თის მთის ბიო-მორ­ფო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. იშ­ლე­ბა, ქვა-ღორ­ღი ჩა­მო­დის, ამი­ტომ მე­ო­თხე კოშ­კი, სა­დაც აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეა, ცოტა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. კლდო­ვან­მა მა­სამ კოშკს ძირი გა­მო­უ­თხა­რა. ბუ­ნებ­რი­ვია ეს ერო­ზი­უ­ლი ქა­ნე­ბი ცი­ხეს აზი­ა­ნებს. თუმ­ცა ვი­საც მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარს, მათ ვე­ტყვი, რომ იქ ას­ვლა არც ისე­თი რთუ­ლია. ბოლო დროს აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით ბი­ლი­კე­ბი გა­კეთ­და. იქ მი­სას­ვლე­ლი გზე­ბიც მო­წეს­რიგ­და, მან­ქა­ნის ას­ფალ­ტი­ა­ნი გზით ცი­ხის ძი­რამ­დეც შე­გიძ­ლი­ათ მიხ­ვი­დეთ. ად­გი­ლებ­ში შექ­მნი­ლია მო­საც­დე­ლე­ბი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბიც.

- ძეგლს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტა­და?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შაო და შემ­დგომ­ში კონ­სერ­ვა­ცია-რეს­ტავ­რა­ცია ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­შია. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ძეგლს ისე არ ვსწავ­ლობთ, მას გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რომ არ მოჰ­ყვეს. ძეგლი უნდა გა­მაგრდეს, ისე მის გა­თხრას აზრი არ აქვს, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი შემ­დეგ მას აზი­ა­ნებს.

პირ­ველ-მე­ო­რე კოშ­კი, სუ­რა­თებ­ზეც ჩანს, რო­გო­რიც იყო წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში, რა აღ­ნა­გო­ბაც უნდა ჰქო­ნო­და, მას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია, მე­სა­მე კოშ­კის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­ო­თხეს სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გი­თხა­რით, უკვე ძირი გა­მოც­ლი­ლი აქვს და ცოტა სა­ხი­ფა­თოც არის მას­ზე მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა. გა­მაგრდა და და­კონ­სერვდა სა­სახ­ლის კედ­ლე­ბი, ასე­ვე ეკ­ლე­სია, ფურ­ნე და მიმ­დე­ბა­რე სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბი ნელ-ნელა კეთ­დე­ბა... კონ­სერ­ვა­ცია და რეს­ტავ­რა­ცია ბუ­ნებ­რი­ვია, მა­შინ ტარ­დე­ბა, რო­დე­საც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი სა­მუ­შა­ო­ებს ვამ­თავ­რებთ.

ქვევ­რი­ა­ნი მარ­ნი­სა და მრგვალ­კოშ­კი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბის გაწ­მენ­და

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხი­ხა­ნის ცი­ხეს თა­მა­რის ცი­ხე­საც უწო­დე­ბენ და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერთ ლე­გენ­დას ჰყვე­ბა...

- თა­მა­რის სა­ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ მი­ე­წე­რე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ხი­ხა­ნის ცი­ხე­საც უწო­დებს თა­მა­რის ცი­ხეს, თუმ­ცა ის თა­მა­რამ­დე გა­ცი­ლე­ბით ად­რეა აგე­ბუ­ლი, XI სა­უ­კუ­ნის ძეგლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლე­გენ­დე­ბი თა­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხი­ხა­ნის ცი­ხე­საც შე­მორ­ჩა. ერთ-ერთი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ხი­ხა­ნის ცი­ხი­დან სა­გან­გე­ბო გვი­რა­ბით თა­მა­რი სა­ლო­ცა­ვად სხალ­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მი­დი­ო­და და იმა­ვე გზით უკან ბრუნ­დე­ბო­და. გვაქვს ასე­თი ვერ­სი­აც, რომ თა­მა­რი არა სხალ­თის ეკ­ლე­სი­ა­ში, არა­მედ სამ­ცხე­ში, ზარზმა­ში გად­მო­დი­ო­და და შემ­დგომ ისევ ამ სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბით, ხი­ხა­ნის ცი­ხე­ში ბრუნ­დე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია ეს არის ლე­გენ­და და ცოტა ანაქ­რო­ნიზმსაც შე­ი­ცავს. თა­მა­რის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას სხალ­თის ეკ­ლე­სია არ არ­სე­ბობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აიგო, მაგ­რამ ლე­გენ­და მა­ინც გვაქვს.

ხი­ხა­ნის ცი­ხეს­თან არის სო­ფე­ლი თხილ­ვა­ნა, სა­დაც არის ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის სა­კულ­ტო ქვა, საკ­მა­ოდ დიდი ზო­მის, რო­მელ­საც თხილ­ვა­ნის მე­ნ­ჰი­რი ჰქვია (წარ­მარ­თო­ბის­დრო­ინ­დე­ლი სა­ლო­ცა­ვი ქვაა). რო­დე­საც თურ­მე თა­მა­რი ხი­ხა­ნის ცი­ხე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ხელ­ქვე­ი­თებს გა­უბ­რა­ზე­ბი­ათ და მე­ნ­ჰი­რი იქი­დან გად­მო­უს­რო­ლია და იქ ჩარ­ჭო­ბი­ლა, სა­დაც დღე­საა აღ­მარ­თუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია ამ­ხე­ლა ქვის გად­მოს­რო­ლა ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და, მაგ­რამ ამ ლე­გენ­დებს დღე­საც გა­ი­გო­ნებთ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

- ლე­გენ­დე­ბი სა­ნა­ხევ­როდ სი­მარ­თლე­საც შე­ი­ცავს და რაკი სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბე­ბი ვახ­სე­ნეთ, მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ხომ არ ვე­ძე­ბოთ თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვი?

- არა, ჯო­ბია ასე დარ­ჩეს, რო­გორც არის, რად­გან ეს არ­ქე­ო­ლო­გე­ბის­თვის მთა­ვა­რი ინ­ტრი­გაა. რო­დე­საც ვმუ­შა­ობთ, ეს შე­კი­თხვე­ბი - რას ეძებთ - თა­მარ მე­ფის საფ­ლავს ეძებთ? რო­დის იპო­ვით? სა­ნამ ინ­ტრი­გა არ­სე­ბობს მოდი, სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩეს თა­მა­რის საფ­ლა­ვი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

აჭარის “ოლიმპოს მთის“ საიდუმლო და უახლესი აღმოჩენა ხიხანის ციხიდან - “ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თამარი სხალთის ეკლესიაში საგანგებო გვირაბით მიდიოდა“

აჭარის “ოლიმპოს მთის“ საიდუმლო და უახლესი აღმოჩენა ხიხანის ციხიდან - “ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თამარი  სხალთის ეკლესიაში საგანგებო გვირაბით მიდიოდა“

ზემო აჭარას თუ ესტუმრებით, ხიხანის ციხის მონახულება აუცილებელია, ეს იმისთვის, რომ მთიანი აჭარის ისტორიულ წარსულს გულგრილმა არ ჩაუაროთ. “ხიხანი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია, რომლის შესწავლა 2013-2016 წლებში არქეოლოგებმა შეძლეს. საინტერესო კვლევა-ძიება ჩატარდა.

კახა ქამადაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელია, არქეოლოგი, რომელიც იმ ექსპედიციის წევრი გახლდათ. ის პარალელურად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და ამ მნიშვნელოვან ძეგლზე Ambebi.ge-ს მკითხველს ბევრ საინტერესო ამბავს მოუთხრობს.

კახა ქამადაძე:

  • “ხიხანის ციხე გამორჩეული კულტურულ-ისტორიული ძეგლია. აწ განსვენებულმა ჩვენმა დიდმა მასწავლებელმა, ამირან კახიძემ აჭარის ოლიმპოც კი უწოდა. ხიხანის ციხე ორი ისტორიული პროვინციის საზღვარია - აჭარისა და შავშეთის, ხირხათის ქედის განშტოებაზე.
ხიხანის ციხე - პაატა ვარდანაშვილის ფოტო

ხიხანის ციხე შუა საუკუნეებში აბუსერიძეთა საგვარეულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს გვარი X საუკუნიდან დაწინაურდა. სხვა ურჩი ფეოდალების მსგავსად, ისინი მეფეს არ ექიშპებოდნენ და მისი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ამიტომაც სათანადოდ იყვნენ დაფასებულები. გარდა ხიხანის ციხისა და ზემო აჭარის მმართველობისა, მართავდნენ ისეთ ცნობილ ციხე-სიმაგრეს, როგორიც იყო არტანუჯის ციხე, კლარჯეთის ტერიტორიაზე, ასევე ჰქონდათ ფოცხოვში მნიშვნელოვანი ყველის ციხე. ერთი პერიოდი შავშეთის გარკვეულ ნაწილსაც ფლობდნენ. შესაბამისად ასეთ ცნობილ საგვარეულოს მთიან აჭარაში საკუთარი რეზიდენცია სჭირდებოდა. ამიტომაც, ამ თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეული ადგილი იყო ხირხათის ქედი და ხიხანის ციხე. ხიხანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს იყრიდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. ერთი იყო, დღევანდელი გზა, რომელიც ზღვისპირეთის მიმართულებით მიემართება, მეორე - სამცხე-ჯავახეთში და მესამე - ახლომდებარე სოფელ ბაკოსთან. ბაკოს გადავლით და უღელტეხილით ის ისტორიული შავშეთის პროვინციაში ჩადის. ასე რომ, ხიხანის მთავარი ფუნქცია იყო, იქ გამავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზების კონტროლი. მაღალმთიანი აჭარის ბოლო სოფელი ბაკიბაკოა. ბაკი საქონლის სადგომს ნიშნავს, ანუ საქარავნო ადგილი იყო და იქ გარკვეული პერიოდი ქარავანი ჩერდებოდა. სოფელმაც სახელწოდება ბაკიბაკო აქედან მიიღო...

რაც შეეხება თავად ხიხანს, ის არის არა მარტო ციხე, მთელი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მსხვილ ფეოდალს სჭირდება. არის სასახლე - აბუსერიძეთა ცნობილ საგვარეულოს მოსასვენებელი რეზიდენცია. სხვათა შორის, ცუდად არის შემონახული. ამის გარდა საქართველოს არქეოლოგიაში, სასახლის მხოლოდ ორი შემთხვევა ვიცით, რომელიც მეტ-ნაკლებად შემორჩა - ერთი - გეგუთის სასახლე, გიორგი III-ისა და თამარისდროინდელი, მეორე აღმოსავლეთ საქართველოშია.

გარდა ამისა, ხიხანის ციხის ტერიტორიაზე გვაქვს ფურნე, ადგილი, სადაც პურეული ცხვებოდა. არის კოშკები, კარის ეკლესია (წმინდა გიორგი სახელობის), 2 მარანი. ერთი მარანი 28 ქვევრისგან შედგებოდა და მეორე - 43-ისგან. ხიხანის ციხე ზღვის დონიდან დაახლოებით, 2235 მეტრზე მდებარეობს.

- მიუდგომლობის გამო ალბათ მისი შესწავლა წლების განმავლობაში ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.

- მისი არქეოლოგიური შესწავლა მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით იქ მოეწყო ინფრასტრუქტურა - დროებითი კოტეჯი, სადაც არქეოლოგები ვრჩებოდით. მიხარია, რომ მეც ვიყავი იმ არქეოლოგიური ექსპედიციების წევრი, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდე მიმდინარეობდა. ექსპედიციის ხელმძღვანელი გახლდათ ჩვენი თბილისელი კოლეგა დავით მინდორაშვილი. არქეოლოგიური ექსპედიციაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა. დღეს რაც იქ გვაქვს და არქეოლოგიურად ვხედავთ, სწორედ მაშინ მოხდა მისი შესწავლა.

ერთ-ერთი მარნის პრეპარაცია

- რა იქნა აღმოჩენილი?

- XI-XII საუკუნეების ამ მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეს, თავისი ფუნქცია გვიან შუასაუკუნეებშიც კი არ დაუკარგავს, მნიშვნელოვან ციხესიმაგრეს წარმოადგენდა და არქეოლოგიურად ეს მასალებმაც დაადასტურა... ვგულისხმობ იმას, რომ გვიან შუა საუკუნეებში მთლიანად ზემო მთიან აჭარას, ხიმშიაშვილთა ცნობილი საგვარეულო მართავდა. განსაკუთრებით კი ცნობილია სელიმ ხიმშიაშვილის მოღვაწეობა XIX საუკუნის დასაწყისში. ერთი პერიოდი სელიმი ახალციხის საფაშოსაც განაგებდა (იმ დროს რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა). ის რუსეთთან ერთად ცდილობდა, სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ოსმალთა კლანჭებისგან გამოეხსნა და დედა-სამშობლო საქართველოს დაბრუნებოდა. ამ მოვლენებთან დაკავშირებით სელიმი დამაცხდა. 1815 წელს ბაბა ფეხლევან ფაშა მის დასასჯელად თავისი ჯარისკაცებით ზემო მთიან აჭარაში გამოემართა და ხიხანის ციხეში გამაგრდა.

- ეს რა კავშირშია არქეოლოგიურ მასალებთან?

- წერილობით წყაროებიდან ვიცით, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ბაბა ფეხლევან ფაშამ ხიხანის ციხის აღება ვერ მოახერხა. სელიმი ზემოდან ხედავდა, ფაშა როგორ აოხრებდა ის მიმდებარე სოფლებს. ამიტომ გადაწყვეტილება მიუღია, მტერს დანებებოდა. სანაცვლოდ კი ისინი მაღალმთიანი სოფლების აოხრებას შეწყვეტდნენ...

გათხრებისას ვნახეთ, რომ ხიხანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთ ადგილებში, სადაც ფრიალო კლდე ნაკლებად არის და შედარებით დაუცველი ადგილია, სელიმის დროს იქ პატარა დროებითი სადგომები აუგიათ. როგორც ჩანს, ტერიტორია გაუმაგრებიათ, რომ მეტრი ხიხანზე არ ასულიყო. 2013-დან 2016 წლამდე ასეთი დაახლოებით 8 ნაგებობა იქნა შესწავლილი.

გარდა ამისა, ეკლესიის გვერდით არის მრგვალკოშკიანი ნაგებობა, სადაც 66 ზარბაზნის ჭურვი აღმოჩნდა, რომლის გასროლაც ვერ მოუხერხებიათ, თუ ვერ მოუსწრიათ. საყოფაცხოვრებო ყოველდღიურ კერამიკაზე აღარ ვსაუბრობთ... ხიხანის ციხე თავისი მდებარეობით, მიუვალობით აქტუალობას XIX საუკუნის დასაწყისამდე არ კარგავდა და ხიმშიაშვილთა დროსაც მნიშვნელოვან რეზიდენციას წარმოადგენდა.

ექსპედიციის წევრები 2015 წელი

- თავად სელიმი ოსმალებმა სიკვდილით დასაჯეს, ხომ?

- კი და ბაკიბაკოში არის ადგილი, სადაც მას თავი მოჰკვეთეს... აჭარაში ყოველწლიურად, 3 ივნისს იმართება სელიმობა. ეს იმისთვის, რომ წარმოჩინდეს სელიმის ღვაწლი, როლი აჭარისა და საქართველოს ისტორიაში. როდესაც ზაქარია ჭიჭინაძემ XIX საუკუნეში ზემო აჭრაში იმოგზაურა, ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია. ეს კი ადგილობრივი მოსახლეობისგან მოუსმენია. როდესაც სელიმს თავს ჭრიდნენ, ისტორიული სიტყვები უთქვამს - “მე მჭრით თავს, მაგრამ გაფრთხილებთ, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება და მე ამ ხსოვნას ჩემს შვილებს სამუდამოდ დავუტოვებ“. მართლაც, მისი შვილიშვილის შერიხ ხიმშიაშვილის დროს 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ისტორიული საქართველო, არა მარტო აჭარა, მთლიანად სამხრეთ-დასავლეთი კვლავ დაუბრუნდა დედასამშობლო საქართველოს. სელიმის ოცნება ახდა.

ხიხანის ციხე - პაატა ვარდანაშვილის ფოტო

- ხიხანის ციხეს აჭარის ოლიმპო მეცნიერმა ალბათ იმის გამო უწოდა, რომ კლდის წვერზე, მიუვალ, ციცაბო ადგილასაა, ხომ?

- ამირან კახიძემ - ჩვენმა უფროსმა მასწავლებელმა მას ოლიმპო შეარქვა. ჩვენც ასე მოვიხსენიებთ მისი გამორჩეული სტრატეგიული დანიშნულების გამო.

ეს ადგილი მართლაც გამოირჩევა თავისი მიუვალობით, როგორც ვთქვით, ზღვის დონიდან 2235 მეტრზე მდებარეობს. თუმცა თედო სახოკია თავის სახელმძღვანელოში წერს, რომ 2650 მეტრ სიმაღლეზეაო. ირგვლივ კლდოვანი რელიეფია, ფართობი ნაკლებად მოვაკებულია. სიგანე სულ 15-დან 30 მეტრამდე მერყეობს... გარშემო კლდოვანი ქარაფებია.

ქვევრიანი მარანი. პრეპარაცია

ბილიკი, რომლითაც იქ ავდივართ, 2003 წელს გაკეთდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა ხიხანზე ასვლა. გარდა ამისა, ხირხათის მთის ბიო-მორფოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. იშლება, ქვა-ღორღი ჩამოდის, ამიტომ მეოთხე კოშკი, სადაც აღმოსავლეთის მხარეა, ცოტა სავალალო მდგომარეობაშია. კლდოვანმა მასამ კოშკს ძირი გამოუთხარა. ბუნებრივია ეს ეროზიული ქანები ციხეს აზიანებს. თუმცა ვისაც მოგზაურობა უყვარს, მათ ვეტყვი, რომ იქ ასვლა არც ისეთი რთულია. ბოლო დროს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ბილიკები გაკეთდა. იქ მისასვლელი გზებიც მოწესრიგდა, მანქანის ასფალტიანი გზით ციხის ძირამდეც შეგიძლიათ მიხვიდეთ. ადგილებში შექმნილია მოსაცდელები და დასასვენებელი ადგილებიც.

- ძეგლს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტადა?

- რასაკვირველია, არქეოლოგიური სამუშაო და შემდგომში კონსერვაცია-რესტავრაცია ერთმანეთთან კავშირშია. არქეოლოგები ძეგლს ისე არ ვსწავლობთ, მას გამაგრებითი სამუშაოები რომ არ მოჰყვეს. ძეგლი უნდა გამაგრდეს, ისე მის გათხრას აზრი არ აქვს, რადგან ბუნებრივი პროცესები შემდეგ მას აზიანებს.

პირველ-მეორე კოშკი, სურათებზეც ჩანს, როგორიც იყო წერილობით წყაროებში, რა აღნაგობაც უნდა ჰქონოდა, მასთან მაქსიმალურად მიახლოებულია, მესამე კოშკის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს, მეოთხეს სამწუხაროდ, როგორც გითხარით, უკვე ძირი გამოცლილი აქვს და ცოტა სახიფათოც არის მასზე მუშაობა, თუმცა გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება. გამაგრდა და დაკონსერვდა სასახლის კედლები, ასევე ეკლესია, ფურნე და მიმდებარე სხვა ნაგებობები ნელ-ნელა კეთდება... კონსერვაცია და რესტავრაცია ბუნებრივია, მაშინ ტარდება, როდესაც არქეოლოგები სამუშაოებს ვამთავრებთ.

ქვევრიანი მარნისა და მრგვალკოშკიანი ნაგებობის გაწმენდა

- როგორც ცნობილია, ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ და ადგილობრივი მოსახლეობა ამასთან დაკავშირებით არაერთ ლეგენდას ჰყვება...

- თამარის სახელს საქართველოში ბევრი რამ მიეწერება. ადგილობრივი მოსახლეობა ხიხანის ციხესაც უწოდებს თამარის ციხეს, თუმცა ის თამარამდე გაცილებით ადრეა აგებული, XI საუკუნის ძეგლია. მიუხედავად ამისა, ლეგენდები თამართან დაკავშირებით ხიხანის ციხესაც შემორჩა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ხიხანის ციხიდან საგანგებო გვირაბით თამარი სალოცავად სხალთის ეკლესიაში მიდიოდა და იმავე გზით უკან ბრუნდებოდა. გვაქვს ასეთი ვერსიაც, რომ თამარი არა სხალთის ეკლესიაში, არამედ სამცხეში, ზარზმაში გადმოდიოდა და შემდგომ ისევ ამ საიდუმლო გვირაბით, ხიხანის ციხეში ბრუნდებოდა. ბუნებრივია ეს არის ლეგენდა და ცოტა ანაქრონიზმსაც შეიცავს. თამარის მოღვაწეობისას სხალთის ეკლესია არ არსებობდა, მოგვიანებით აიგო, მაგრამ ლეგენდა მაინც გვაქვს.

ხიხანის ციხესთან არის სოფელი თხილვანა, სადაც არის ანტიკური პერიოდის საკულტო ქვა, საკმაოდ დიდი ზომის, რომელსაც თხილვანის მენჰირი ჰქვია (წარმართობისდროინდელი სალოცავი ქვაა). როდესაც თურმე თამარი ხიხანის ციხეზე იმყოფებოდა და ხელქვეითებს გაუბრაზებიათ და მენჰირი იქიდან გადმოუსროლია და იქ ჩარჭობილა, სადაც დღესაა აღმართული. ბუნებრივია ამხელა ქვის გადმოსროლა ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ამ ლეგენდებს დღესაც გაიგონებთ ადგილობრივ მოსახლეობაში.

- ლეგენდები სანახევროდ სიმართლესაც შეიცავს და რაკი საიდუმლო გვირაბები ვახსენეთ, მაგ მიმართულებითაც ხომ არ ვეძებოთ თამარ მეფის საფლავი?

- არა, ჯობია ასე დარჩეს, როგორც არის, რადგან ეს არქეოლოგებისთვის მთავარი ინტრიგაა. როდესაც ვმუშაობთ, ეს შეკითხვები - რას ეძებთ - თამარ მეფის საფლავს ეძებთ? როდის იპოვით? სანამ ინტრიგა არსებობს მოდი, საიდუმლოდ დარჩეს თამარის საფლავი.

იხილეთ ასევე: