ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს მახლობლად, ავიაკომპანია Voepass-ის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ავიაკომპანიის ცნობით, ATR 72-ის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა - მათგან 58 მგზავრი იყო, 4 კი ეკიპაჟის წევრი, - იტყობინება Reuters - ი.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ არაფერი იციან ბორტზე მყოფი ადამიანების ბედის შესახებ.
თვითმფრინავი ვინედოს პროვინციაში ჩამოვარდა. ის კასკაველიდან (პარანას შტატი პარაგვაის და არგენტინის საზღვართან) გუარულოსის აეროპორტში მიფრინავდა. წყარო
ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, სავარაუდოდ, ავიაკტატროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.
"მინდა, ყველა ფეხზე წამოდგეს და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ - თვითმფრინავი ახლახან ჩამოვარდა სან პაულოში, 58 მგზავრით და ეკიპაჟის 4 წევრით... როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, - თქვა მან X-ზე გაზიარებულ ვიდეოში.
#BREAKING
— SHRABANI PANDA (@SHRABANIPANDA) August 9, 2024
Brazil plane crash possibly kills all 62 passengers onboard
A Voepass passenger plane has crashed on the outskirts of Sao Paulo. Brazilian President Luiz Inácio Lula da Silva has said it “appears” all the passengers may have died in the crash.#Voepass #planecrash pic.twitter.com/xusrb5zutO
CNN - ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრაზილიის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა სან პაულუს გარეუბანში ისე, რომ რამდენიმე სახლს დაეჯახა.