მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, ჩცდ-ს გადაღებისას დიდ ტექსტებს რომ ვერ იმახსოვრებდა, მეუბნებოდა, რომ..." - "მთავარი ბებია" წავიდა: როგორ იხსენებენ მედეა ლორთქიფანიძეს?
"ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, ჩცდ-ს გადაღებისას დიდ ტექსტებს რომ ვერ იმახსოვრებდა, მეუბნებოდა, რომ..." - "მთავარი ბებია" წავიდა: როგორ იხსენებენ მედეა ლორთქიფანიძეს?

მსა­ხი­ო­ბი მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­სობ­რი­ვად სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით" მა­ნა­ნას რო­ლით გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ინ­ფორ­მა­ცია დღეს მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე, ჩცდ-ს პრო­დი­უ­სე­რი:

- ცოტა მი­ჭირს და ცოტა ძნე­ლია ჩემ­თვის ახლა სა­უ­ბა­რი, ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­ვის მარ­თლა სული და გული იყო, ძა­ლი­ან კარ­გი, მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი... მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, ყვე­ლას მე­გო­ბა­რი და თა­ნას­წო­რი იყო. მარ­თლა უმ­ძი­მე­სი შეგ­რძნე­ბაა, რომ აღარ არის. სა­ო­ცა­რი გან­ცდა გვაქვს, რომ ჩვე­ნი სა­ერ­თო ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, ძა­ლი­ან. მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ და ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯა­ხის წევ­რებს, ვუ­სამ­ძიმ­რებ მთელ ჩვენს გუნდს, რად­გან ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის წევ­რი­ვით იყო. პე­რი­ო­დუ­ლად ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დით, სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ხა­ნია აღარ მი­ნა­ხავს, ცო­ტას ავად­მყო­ფობ­და, მაგ­რამ მა­ინც მხნედ იყო...

ეკა მჟა­ვა­ნა­ძე, მსა­ხი­ო­ბი, "ჩცდ"-ს კას­ტინ­გის რე­ჟი­სო­რი:

- მე­დი­კოს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი. ჩვე­ნი ოჯა­ხის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი იყო, კერ­ძოდ, მა­მა­ჩე­მის, კუ­კუ­რი მჟა­ვა­ნა­ძის ახლო მე­გო­ბა­რი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში არ­სე­ბობ­და „სა­ხალ­ხო თე­ატ­რი“, რო­მელ­შიც მა­მამ ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი შეკ­რი­ბა და მათი შე­მად­გენ­ლო­ბით "სა­ხალ­ხო თე­ატ­რი" შექ­მნა. სხვა­თა შო­რის, მა­მა­ჩემს ამ დამ­სა­ხუ­რე­ბას მე­დი­კო არას­დროს უკარ­გავ­და და ხში­რად ინ­ტერ­ვი­უ­ებ­სა თუ კერ­ძო სა­უბ­რებ­ში მო­იხ­სე­ნი­ებ­და ხოლ­მე. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. სა­ერ­თოდ მა­მა­ჩემს მსა­ხი­ო­ბე­ბი ძა­ლი­ან პა­ტივს სცემ­დნენ. ერთ გუნ­დად და ერთ ოჯა­ხად იყ­ვნენ. ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­დნენ. სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ - საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში... მე­დი­კო ყო­ველ­თვის წამ­ყვან რო­ლებს თა­მა­შობ­და. გა­ვიხ­სე­ნებ იმას, რომ მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე მეც ვმდგარ­ვარ. მა­შინ ასე, 8 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. იყო ერთ-ერთი სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის რო­მე­ლი­ღაც წლის­თა­ვის­თვის და­იდ­გა. 4 პა­ტა­რა ნო­ვე­ლის­გან შედ­გე­ბო­და. ერთ-ერთ ნო­ვე­ლა­ში მე ვთა­მა­შობ­დი მთა­ვარ როლს და ერ­თში - მე­დი­კო - ჯა­რის­კა­ცის დედა გახ­ლდათ. მახ­სოვს, მაგ როლს რო­გორ კარ­გად თა­მა­შობ­და... ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ქალი იყო. მი­ხა­რია, რომ ეს ნიჭი არ და­ი­კარ­გა და ხალ­ხმა ის ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა, გულ­ში ჩა­იკ­რა.

- და ამ საქ­მე­ში ლო­მის წილი თქვენ მი­გი­ძღვით. გა­ვიხ­სე­ნოთ რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ ის "ჩცდ"-ს პერ­სო­ნა­ჟად?

- რო­დე­საც დად­გა დრო, რომ ეს სე­რი­ა­ლი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, ბევრ მსა­ხი­ობს ვარ­ჩევ­დით და იმ ასა­კის­თვის შე­სა­ბა­მი­სად, რა ასაკ­საც ითხოვ­დნენ, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი გავ­სინ­ჯეთ, სინ­ჯე­ბი ჩავ­წე­რეთ. ერთი აწ გარ­დაც­ვლი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ ის ვერ და­ამ­ტკი­ცეს. მერე და­ვი­წყე ფიქ­რი, ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მახ­სოვს ერთი მო­მენ­ტი, როცა უნდა და­ვი­წყოთ გა­და­ღე­ბა, ყვე­ლა გმი­რი გვყავს და არ არის ბე­ბია. ღამე იყო, ვი­წე­ქი და ვფიქ­რობ­დი, ვბორ­გავ­დი, რა ვქნა-მეთ­ქი? უცებ მე­დი­კო გა­მახ­სენ­და, რო­მე­ლიც დიდი ხანი ნა­ნა­ხი არ მყავ­და. შუა ღა­მი­სას, 3 სა­ათ­ზე ვუ­რე­კავ რე­ჟი­სორს, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას და ვე­უბ­ნე­ბი, გა­მახ­სენ­და გმი­რი, ვინც ჩვენ გვინ­და, ვინ შე­იძ­ლე­ბა ტი­პა­ჟუ­რად იყოს, ნი­ჭი­ე­რი ქა­ლია, უნდა და­ვურ­ე­კო და მო­ვიყ­ვან-მეთ­ქი. კი, მო­იყ­ვა­ნე, აბა? კაი, ვნა­ხოთ... მე­ო­რე დღეს და­ვუ­რე­კე, მო­ვიყ­ვა­ნე, ოფის­ში კი­ბე­ე­ბი იყო ამო­სას­ვლე­ლი და ქო­ში­ნით ამო­ვი­და. რა გინ­და, რას მერ­ჩი, თავი გა­მა­ნე­ბე, ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს არ მი­წყობ­სო. ვე­რა­ფერს ვი­თა­მა­შებ, რა სე­რი­ა­ლი, სე­რი­ალ­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვა­რო. ხომ ხე­დავ, ვერ დავ­დი­ვარ, ჰა­ე­რი არ მყოფ­ნის, მაგ­რამ სი­გა­რეტს მა­ინც ეწე­ო­და. ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, კარ­გი, თავი და­მა­ნე­ბეო... სინ­ჯე­ბი ჩავ­წე­რეთ, და­ამ­ტკი­ცეს და მოხ­და ის, რაც მოხ­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო 13 წლის წინ.

ამას­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ლექ­სებ­საც წერ­და. ერთხელ მეც მო­მი­ძღვნა, შე­ნა­ხუ­ლი მაქვს მისი ხე­ლით და­წე­რი­ლი ლექ­სი... მხი­ა­რუ­ლი და იუ­მო­რის მოყ­ვა­რუ­ლი იყო. ეს ქუ­თა­ი­სი­დან მოჰ­ყვე­ბო­და, მარ­თლა სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და... ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ახალ­გაზ­რდა მე­დი­კოც ასე­თი იყო, - ესვა წი­თე­ლი მა­ნი­კი­უ­რი, წი­თე­ლი პო­მა­და, თმა წით­ლად ჰქონ­და შე­ღე­ბი­ლი და ეწე­ო­და სი­გა­რეტს. ეს იყო 70 წლე­ბი, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ძა­ლი­ან თა­მა­მი ქალი გახ­ლდათ... ჩვენს სახ­ლში, ვე­რა­ზე ისე­თი სუფ­რე­ბი იშ­ლე­ბო­და, თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს მა­მას სტუ­დენ­ტებს ვე­ძახ­დით, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ. მრგვა­ლი მა­გი­და გვქონ­და, იმას რომ შე­მო­უს­ხდე­ბოდ­ნენ, ხუმ­რობ­დნენ, იცი­ნოდ­ნენ, მღე­როდ­ნენ, უკ­რავ­დნენ, ცე­კავ­დნენ... ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, დე­და­ჩე­მი ფან­ჯრებს ხუ­რავ­და, მე­ზობ­ლე­ბი არ შე­წუხ­დნენ, სირ­ცხვი­ლია, გა­იღ­ვი­ძე­ბე­ნო... ახლა მაგ თე­ატ­რი­დან ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი - მე­დი­კო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე წა­ვი­და... სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბი­სას, ხში­რად როცა დიდი ტექ­სტე­ბი ჰქონ­და, ვერ იმახ­სოვ­რებ­და, ასა­კი თა­ვი­სას შვრე­ბო­და. ერთხელ მახ­სოვს, მი­თხრა, - ტექ­სტი დავ­წე­რე და მა­გი­და­ზე შე­ვა­ცუ­რე და იქ ვი­ხე­დე­ბო­დიო. გი­ორ­გი მი­ყუ­რებ­და და მერე და­მი­ძა­ხა, - მე­დი­კო, აწიე თვა­ლე­ბი, რა­ტომ არ იცი ტექ­სტიო? გი­ორ­გის მე­ში­ნია ხოლ­მე, ტექ­სტი როცა არ ვიცი, არ მე­ჩხუ­ბო­სო.

AMBEBI.GE-ს არ­ქი­ვი მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უს ინა­ხავს, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა ეპი­ზოდს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რი­თაც კი­დევ ერთხელ გა­ვიხ­სე­ნოთ ეს კარ­გი მსა­ხი­ო­ბი და ადა­მი­ა­ნი:

"სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მო­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან, რე­ჟი­სო­რებ­თან მი­წევს ყოფ­ნა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სცე­ნა­რის­ტია ქეთი დევ­და­რი­ა­ნი, სა­ი­დან მოს­დის ეს აზ­რე­ბი, გა­გიჟ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი... ასე­თი­ვე კარ­გი ბი­ჭია გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვაც, სულ­ში რომ ჩა­იძ­ვრენ, ისე­თი რე­ჟი­სო­რია. რო­გორც მსა­ხი­ობს, გა­და­ღე­ბი­სას რა უნდა მთხო­ვონ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ მათი და­ვა­ლე­ბა არ შე­ვას­რუ­ლო და ვა­წყე­ნი­ნო... გა­და­სა­რე­ვი კო­ლექ­ტი­ვია, მსა­ხი­ო­ბე­ბიც სა­უ­კე­თე­სო - გო­გო­ე­ბი, ბი­ჭე­ბი სუ­ლით და გუ­ლით არი­ან საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, იქ არა­ვინ ჩხუ­ბობს. ამ ყვე­ლა­ფერს ასე ვხსნი, - უბ­რა­ლოდ, კარ­გი მშობ­ლე­ბის გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან. როლ­ზე, სე­რი­ა­ლი რომ იწყე­ბო­და, სე­რი­ა­ლის "დე­დამ“ ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მი­მიწ­ვია. და­მი­ბა­რეს, და­მე­ლა­პა­რაკ­ნენ, ზოგი გა­ვაკ­რი­ტი­კე, ზოგი შე­ვა­ქე, თან, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი გა­ვა­ცი­ნე. მოკ­ლედ, როლი მომ­ცეს... - თქვენ გმირს 2 შვი­ლი და 6 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­სო. მე მა­ნა­ნას­ნა­ი­რი არ ვარ...სე­რი­ალ­მა სახ­ლში ჯდო­მას გა­და­მაჩ­ვია. სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­მი­ტა­ნა. ამ­ხა­ნა­გე­ბი არას­დროს მაკ­ლდა, მაგ­რამ მეტი შემ­ძი­ნა. რომ ვკვდე­ბო­დე, თუ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვარ წა­სას­ვლე­ლი, ვდგე­ბი და მა­ინც მივ­დი­ვარ. იქ უფ­როს-უმ­ცრო­სი არ არ­სე­ბობს - ყვე­ლა ერ­თნა­ი­რი ასა­კის ვართ და ერთ საქ­მეს ვა­კე­თებთ"...

"ცხოვ­რე­ბა­ში რა არ გა­და­მი­ტა­ნია, რა გა­ჭირ­ვე­ბა არ მი­ნა­ხავს, ინ­ფარ­ქტიც მქონ­და... 1938 წელს ფოთ­ში და­ვი­ბა­დე. ბავ­შვო­ბა 1941 წლის მერე მახ­სოვს. სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი იყო - ჩვე­ნი სახ­ლი ხიდ­თან იდგა, იქვე ახ­ლოს გერ­მა­ნელ­თა ბა­ნა­კე­ბი იყო - ტყვე­ე­ბი ჰყავ­დათ. იყო შიმ­ში­ლი და ათა­სი უბე­დუ­რე­ბა. მამა ფო­თის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ, მერე ქუ­თა­ი­სი­სა და გო­რის. დედა მსა­ხი­ო­ბი მყავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მეც ამ სფე­რო­ში მი­წევ­და ყოფ­ნა. მერე ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თა. ჩემი ოჯა­ხი გორ­ში გეგ­მავ­და სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას, მაგ­რამ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს მამა და­ი­ღუ­პა. ავა­რი­ი­სას მეც იმ მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი - მამა გარ­და­იც­ვა­ლა, მე დავ­შავ­დი... რო­გორც იტყვი­ან, ჩემს თავ­ზე ერთი წის­ქვი­ლის ქვა არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა“...

"მე­უღ­ლე ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, კარ­დი­ო­ლო­გი იყო და ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ, 5 გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რია, რა­საც ახლა მე­დი­ცი­ნა­ში აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ექი­მი კაცი გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. წე­სი­ე­რი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ასე დავ­კარ­გეთ. ჩემი ცხოვ­რე­ბა მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად კარ­გი წლე­ბი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი"...

"ფა­თე­რა­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნიც ვარ, მა­გა­ლი­თად, ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თხელ დავ­ლიე ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლი და თავ­ბე­დი მა­წყევ­ლი­ნა. სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის "სა­ხალ­ხო თე­ატ­რის“ მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი. ჰოდა, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ქორ­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც "სა­სოფ­ლოს“ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­და­ი­ხა­დეს, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი ნა­წი­ლი და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბიც მიგ­ვიწ­ვი­ეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქორ­წი­ლი იყო, ჩემ წინ მა­შინ­დე­ლი სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი სა­რიშ­ვი­ლი, უბრწყინ­ვა­ლე­სი პი­როვ­ნე­ბა იჯდა და რა­ტომ­ღაც ღვი­ნით სავ­სე ყან­წი გად­მო­მა­წო­და, - წყვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლო უნდა შე­მეს­ვა. რექ­ტო­რის გად­მო­წო­დე­ბულ ყან­წზე უარი ვერ ვთქვი და ბო­ლომ­დე გა­მოვ­ცა­ლე, მაგ­რამ კი­ნა­ღამ მოვ­კვდი. ფეხ­ზე ვე­ღარ ვდგე­ბო­დი. გა­ვი­თი­შე, არა­ფე­რი მახ­სოვს. ხუმ­რო­ბა ხომ არ არის ლიტ­რამ­დე ღვი­ნო დავ­ლიე. ჩემ­მა გო­გო­ებ­მა ხელი მომ­კი­დეს და სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეს. თან მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - ცე­ცხლი და მდუ­ღა­რე და­ლიე, ამ­ხე­ლა ყან­წი რამ და­გაც­ლე­ვი­ნა, რო­მე­ლი მსმე­ლი შენ ხარო?!. ლა­მის ერთი კვი­რა მე­ძი­ნა. თვალს რომ ვა­ხელ­დი, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი სახ­ლი ტრი­ა­ლებ­და. მოკ­ლედ, გა­დავ­რჩი. ის იყო და ის, იმის მერე წვე­თი ღვი­ნო არას­დროს და­მი­ლე­ვია“.

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მსა­ხი­ო­ბის, მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს, „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მთელ ჯგუფს და სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბელს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, ჩცდ-ს გადაღებისას დიდ ტექსტებს რომ ვერ იმახსოვრებდა, მეუბნებოდა, რომ..." - "მთავარი ბებია" წავიდა: როგორ იხსენებენ მედეა ლორთქიფანიძეს?

"ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, ჩცდ-ს გადაღებისას დიდ ტექსტებს რომ ვერ იმახსოვრებდა, მეუბნებოდა, რომ..." - "მთავარი ბებია" წავიდა: როგორ იხსენებენ მედეა ლორთქიფანიძეს?

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც მაყურებელმა მასობრივად სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" მანანას როლით გაიცნო და შეიყვარა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია დღეს მისი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

AMBEBI.GE ესაუბრა ადამიანებს, ვისთანაც ქალბატონ მედეას ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

ირაკლი საღინაძე, ჩცდ-ს პროდიუსერი:

- ცოტა მიჭირს და ცოტა ძნელია ჩემთვის ახლა საუბარი, ჩვენი კოლექტივის მართლა სული და გული იყო, ძალიან კარგი, მხიარული ადამიანი... მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ყველას მეგობარი და თანასწორი იყო. მართლა უმძიმესი შეგრძნებაა, რომ აღარ არის. საოცარი განცდა გვაქვს, რომ ჩვენი საერთო ბებია გარდაიცვალა. ძალიან გულდასაწყვეტია, ძალიან. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ ჩვენს გუნდს, რადგან ჩვენი დიდი ოჯახის წევრივით იყო. პერიოდულად ვეხმიანებოდით, სამწუხაროდ, დიდი ხანია აღარ მინახავს, ცოტას ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო...

ეკა მჟავანაძე, მსახიობი, "ჩცდ"-ს კასტინგის რეჟისორი:

- მედიკოს ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო, კერძოდ, მამაჩემის, კუკური მჟავანაძის ახლო მეგობარი. საბჭოთა კავშირის დროინდელ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებობდა „სახალხო თეატრი“, რომელშიც მამამ ნიჭიერი ახალგაზრდები შეკრიბა და მათი შემადგენლობით "სახალხო თეატრი" შექმნა. სხვათა შორის, მამაჩემს ამ დამსახურებას მედიკო არასდროს უკარგავდა და ხშირად ინტერვიუებსა თუ კერძო საუბრებში მოიხსენიებდა ხოლმე. ძალიან უყვარდა. საერთოდ მამაჩემს მსახიობები ძალიან პატივს სცემდნენ. ერთ გუნდად და ერთ ოჯახად იყვნენ. ბევრს მოგზაურობდნენ. სერიოზული წარმატებები ჰქონდათ საქართველოს საზღვრებს გარეთ - საბჭოთა კავშირის ქვეყნებში... მედიკო ყოველთვის წამყვან როლებს თამაშობდა. გავიხსენებ იმას, რომ მასთან ერთად სცენაზე მეც ვმდგარვარ. მაშინ ასე, 8 წლის ვიქნებოდი. იყო ერთ-ერთი სპექტაკლი, რომელიც საბჭოთა კავშირის ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების რომელიღაც წლისთავისთვის დაიდგა. 4 პატარა ნოველისგან შედგებოდა. ერთ-ერთ ნოველაში მე ვთამაშობდი მთავარ როლს და ერთში - მედიკო - ჯარისკაცის დედა გახლდათ. მახსოვს, მაგ როლს როგორ კარგად თამაშობდა... ძალიან ნიჭიერი ქალი იყო. მიხარია, რომ ეს ნიჭი არ დაიკარგა და ხალხმა ის ძალიან შეიყვარა, გულში ჩაიკრა.

- და ამ საქმეში ლომის წილი თქვენ მიგიძღვით. გავიხსენოთ როგორ შეარჩიეთ ის "ჩცდ"-ს პერსონაჟად?

- როდესაც დადგა დრო, რომ ეს სერიალი უნდა დაწყებულიყო, ბევრ მსახიობს ვარჩევდით და იმ ასაკისთვის შესაბამისად, რა ასაკსაც ითხოვდნენ, ყველა მსახიობი გავსინჯეთ, სინჯები ჩავწერეთ. ერთი აწ გარდაცვლილი მსახიობი იყო შერჩეული, მაგრამ ისე მოხდა, რომ საბოლოოდ ის ვერ დაამტკიცეს. მერე დავიწყე ფიქრი, ვინ უნდა ყოფილიყო და მახსოვს ერთი მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ გადაღება, ყველა გმირი გვყავს და არ არის ბებია. ღამე იყო, ვიწექი და ვფიქრობდი, ვბორგავდი, რა ვქნა-მეთქი? უცებ მედიკო გამახსენდა, რომელიც დიდი ხანი ნანახი არ მყავდა. შუა ღამისას, 3 საათზე ვურეკავ რეჟისორს, გიორგი ლიფონავას და ვეუბნები, გამახსენდა გმირი, ვინც ჩვენ გვინდა, ვინ შეიძლება ტიპაჟურად იყოს, ნიჭიერი ქალია, უნდა დავურეკო და მოვიყვან-მეთქი. კი, მოიყვანე, აბა? კაი, ვნახოთ... მეორე დღეს დავურეკე, მოვიყვანე, ოფისში კიბეები იყო ამოსასვლელი და ქოშინით ამოვიდა. რა გინდა, რას მერჩი, თავი გამანებე, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობსო. ვერაფერს ვითამაშებ, რა სერიალი, სერიალში არასდროს ვყოფილვარო. ხომ ხედავ, ვერ დავდივარ, ჰაერი არ მყოფნის, მაგრამ სიგარეტს მაინც ეწეოდა. ვეჩხუბებოდი, კარგი, თავი დამანებეო... სინჯები ჩავწერეთ, დაამტკიცეს და მოხდა ის, რაც მოხდა... ეს ყველაფერი იყო 13 წლის წინ.

ამასთან, არაჩვეულებრივ ლექსებსაც წერდა. ერთხელ მეც მომიძღვნა, შენახული მაქვს მისი ხელით დაწერილი ლექსი... მხიარული და იუმორის მოყვარული იყო. ეს ქუთაისიდან მოჰყვებოდა, მართლა საოცარი იუმორი ჰქონდა... ჩემს მეხსიერებაში ახალგაზრდა მედიკოც ასეთი იყო, - ესვა წითელი მანიკიური, წითელი პომადა, თმა წითლად ჰქონდა შეღებილი და ეწეოდა სიგარეტს. ეს იყო 70 წლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან თამამი ქალი გახლდათ... ჩვენს სახლში, ვერაზე ისეთი სუფრები იშლებოდა, თეატრის მსახიობებს მამას სტუდენტებს ვეძახდით, რომლებიც ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ. მრგვალი მაგიდა გვქონდა, იმას რომ შემოუსხდებოდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ, ცეკავდნენ... ისეთი ამბავი იყო, დედაჩემი ფანჯრებს ხურავდა, მეზობლები არ შეწუხდნენ, სირცხვილია, გაიღვიძებენო... ახლა მაგ თეატრიდან ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - მედიკო ლორთქიფანიძე წავიდა... სერიალის გადაღებისას, ხშირად როცა დიდი ტექსტები ჰქონდა, ვერ იმახსოვრებდა, ასაკი თავისას შვრებოდა. ერთხელ მახსოვს, მითხრა, - ტექსტი დავწერე და მაგიდაზე შევაცურე და იქ ვიხედებოდიო. გიორგი მიყურებდა და მერე დამიძახა, - მედიკო, აწიე თვალები, რატომ არ იცი ტექსტიო? გიორგის მეშინია ხოლმე, ტექსტი როცა არ ვიცი, არ მეჩხუბოსო.

AMBEBI.GE-ს არქივი მედეა ლორთქიფანიძის არაერთ ინტერვიუს ინახავს, საიდანაც სხვადასხვა ეპიზოდს შემოგთავაზებთ, რითაც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს კარგი მსახიობი და ადამიანი:

"საუკეთესო გარემოში, ადამიანებთან, რეჟისორებთან მიწევს ყოფნა. არაჩვეულებრივი სცენარისტია ქეთი დევდარიანი, საიდან მოსდის ეს აზრები, გაგიჟდება ადამიანი... ასეთივე კარგი ბიჭია გიორგი ლიფონავაც, სულში რომ ჩაიძვრენ, ისეთი რეჟისორია. როგორც მსახიობს, გადაღებისას რა უნდა მთხოვონ ამ ადამიანებმა, რომ მათი დავალება არ შევასრულო და ვაწყენინო... გადასარევი კოლექტივია, მსახიობებიც საუკეთესო - გოგოები, ბიჭები სულით და გულით არიან საქმეში ჩართული, იქ არავინ ჩხუბობს. ამ ყველაფერს ასე ვხსნი, - უბრალოდ, კარგი მშობლების გაზრდილები არიან. როლზე, სერიალი რომ იწყებოდა, სერიალის "დედამ“ ეკა მჟავანაძემ მიმიწვია. დამიბარეს, დამელაპარაკნენ, ზოგი გავაკრიტიკე, ზოგი შევაქე, თან, გადამღები ჯგუფი გავაცინე. მოკლედ, როლი მომცეს... - თქვენ გმირს 2 შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავსო. მე მანანასნაირი არ ვარ...სერიალმა სახლში ჯდომას გადამაჩვია. სიხარული და ბედნიერება მომიტანა. ამხანაგები არასდროს მაკლდა, მაგრამ მეტი შემძინა. რომ ვკვდებოდე, თუ გადასაღებ მოედანზე ვარ წასასვლელი, ვდგები და მაინც მივდივარ. იქ უფროს-უმცროსი არ არსებობს - ყველა ერთნაირი ასაკის ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ"...

"ცხოვრებაში რა არ გადამიტანია, რა გაჭირვება არ მინახავს, ინფარქტიც მქონდა... 1938 წელს ფოთში დავიბადე. ბავშვობა 1941 წლის მერე მახსოვს. საშინელი პერიოდი იყო - ჩვენი სახლი ხიდთან იდგა, იქვე ახლოს გერმანელთა ბანაკები იყო - ტყვეები ჰყავდათ. იყო შიმშილი და ათასი უბედურება. მამა ფოთის თეატრის დირექტორი გახლდათ, მერე ქუთაისისა და გორის. დედა მსახიობი მყავდა. შესაბამისად, მეც ამ სფეროში მიწევდა ყოფნა. მერე ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. ჩემი ოჯახი გორში გეგმავდა საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მამა დაიღუპა. ავარიისას მეც იმ მანქანაში ვიჯექი - მამა გარდაიცვალა, მე დავშავდი... როგორც იტყვიან, ჩემს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა“...

''მეუღლე ლეჩკომბინატის მთავარი სპეციალისტი, კარდიოლოგი იყო და ქირურგიის ინსტიტუტში ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. პროფესორი გახლდათ, 5 გამოგონების ავტორია, რასაც ახლა მედიცინაში აქტიურად იყენებენ. დიდი დამსახურების ადამიანი იყო და წარმოიდგინეთ, რომ ექიმი კაცი გულით გარდაიცვალა. წესიერი, კეთილსინდისიერი ადამიანი ასე დავკარგეთ. ჩემი ცხოვრება მეუღლის გარდაცვალებამ ძალიან შეცვალა. მასთან ერთად კარგი წლები მაქვს გატარებული"...

"ფათერაკიანი ადამიანიც ვარ, მაგალითად, ცხოვრებაში ერთადერთხელ დავლიე ალკოჰოლიანი სასმელი და თავბედი მაწყევლინა. სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის "სახალხო თეატრის“ მსახიობი ვიყავი. ჰოდა, ნონა გაფრინდაშვილის ქორწილი იყო, რომელიც "სასოფლოს“ მეურნეობაში გადაიხადეს, სადაც სტუდენტები ნაწილი და თეატრის მსახიობებიც მიგვიწვიეს. არაჩვეულებრივი ქორწილი იყო, ჩემ წინ მაშინდელი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი, ბატონი სარიშვილი, უბრწყინვალესი პიროვნება იჯდა და რატომღაც ღვინით სავსე ყანწი გადმომაწოდა, - წყვილის სადღეგრძელო უნდა შემესვა. რექტორის გადმოწოდებულ ყანწზე უარი ვერ ვთქვი და ბოლომდე გამოვცალე, მაგრამ კინაღამ მოვკვდი. ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. გავითიშე, არაფერი მახსოვს. ხუმრობა ხომ არ არის ლიტრამდე ღვინო დავლიე. ჩემმა გოგოებმა ხელი მომკიდეს და სახლში წამიყვანეს. თან მეუბნებოდნენ - ცეცხლი და მდუღარე დალიე, ამხელა ყანწი რამ დაგაცლევინა, რომელი მსმელი შენ ხარო?!. ლამის ერთი კვირა მეძინა. თვალს რომ ვახელდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი სახლი ტრიალებდა. მოკლედ, გადავრჩი. ის იყო და ის, იმის მერე წვეთი ღვინო არასდროს დამილევია“.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის, მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, „ჩემი ცოლის დაქალების“ მთელ ჯგუფს და სერიალის მაყურებელს