მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპეციალურად ძვირადღირებულ კურორტებზე დავდიოდით" - სახლი-მანქანით მოვლილი ევროპის ქვეყნები: მამუკა ღლონტისა და მისი მეუღლის 45-დღიანი მოგზაურობა (ფოტოები)
"სპეციალურად ძვირადღირებულ კურორტებზე დავდიოდით" - სახლი-მანქანით მოვლილი ევროპის ქვეყნები: მამუკა ღლონტისა და მისი მეუღლის 45-დღიანი მოგზაურობა (ფოტოები)

"ჟო­ზე­ფი­ნა" 20 წლის "გოგო" იყო, რომ ვი­ყი­დე. ჯერ ახალ­გაზ­რდაა. ია­ფად ვი­შო­ვე და იმ გან­ზრახ­ვით, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის ეს სტი­ლი თუ არ მო­მე­წო­ნე­ბო­და, სო­ფელ­ში სხვა­დას­ხვა საქ­მის­თვის და­ვი­ტო­ვებ­დი, რად­გან ასე­თი მან­ქა­ნა სულ მჭირ­დე­ბა... ისე მოხ­და, რომ მო­მე­წო­ნა, შემ­დეგ "ჟო­ზე­ფი­ნას" ათას­გვა­რი "პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია" ჩა­ვუ­ტა­რე და დღეს ახა­ლი მან­ქა­ნაა" - გვე­უბ­ნე­ბა ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი მა­მუ­კა ღლონ­ტი, რო­მელ­საც ბევ­რი გა­ტა­ცე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მოგ­ზა­უ­რო­ბაც სა­ოც­რად იტა­ცებს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას სა­კუ­თა­რი მო­ტო­თი, მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უმოგ­ზა­უ­რია, ასე­ვე მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნი­თაც...

წელს კი ევ­რო­პის გარ­შე­მო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სწო­რედ სახ­ლი-მან­ქა­ნით, რო­მელ­საც "ჟო­ზე­ფი­ნა" და­არ­ქვა, იმოგ­ზა­უ­რა... ეს მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ი­ძი­ნა და მერე სა­კუ­თა­რი ხე­ლით სახლ-მან­ქა­ნად გა­და­აქ­ცია... „ჟო­ზე­ფი­ნა“ საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლია და თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს სრუ­ლი­ად აკ­მა­ყო­ფი­ლებს...

ხოლო თუ რო­გო­რი იყო ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მა­მუ­კა ღლონტმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი თა­ვად გა­უ­ზი­ა­რა.

- "ჟო­ზე­ფი­ნას" პირ­ვე­ლი სა­ტეს­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა ან­ტა­ლი­ა­ში ჰქონ­და და მშვე­ნივ­რად გა­ი­ა­რა. მო­მე­წო­ნა და მივ­ხვდი, რომ ის იყო, რაც მინ­დო­და. მოკ­ლედ ჩა­ვუ­ტა­რე კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი და შიგ­ნი­თაც, რო­გორც იცით, თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ხე­ლით ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თე.

- რის­გან შედ­გე­ბა დღეს "ჟო­ზე­ფი­ნა"?

- ის არის კემ­პბერ­ვა­ნი - ასე ჰქვია სტილს, რო­მე­ლიც მან ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ შე­ი­ძი­ნა. გან­შტო­ე­ბას კი ჰქვია სტელ­სი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­რე­დან სახ­ლი-მან­ქა­ნა რო­მაა, არ ეტყო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის ძა­ლი­ან დიდი და მისი და­პარ­კინ­გე­ბა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა. ეს ბევრ სახლ-მან­ქა­ნას არ შე­უძ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით - დი­დებს. ამ­ჯე­რად ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბიც კი დაგ­ვხვდა მა­ღა­ზი­ებ­თან, რეს­ტორ­ნებ­თან, სა­დაც ეხა­ტა სახ­ლი-მან­ქა­ნა და გა­და­ხა­ზუ­ლი იყო. ამას ყველ­გან შე­უძ­ლია მის­ვლა, პარ­კინ­გი, რი­თაც ძა­ლი­ან მო­ბი­ლუ­რია. თუ ვინ­მე სახ­ლი-მან­ქა­ნის ყიდ­ვას და­ა­პი­რებს, პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რის­თვის ყი­დუ­ლობს მას, რო­გო­რი სა­ხის მოგ­ზა­უ­რო­ბა უნდა. თუ დიდი ხნით გა­ჩერ­დე­ბი სად­მე, მა­შინ დიდი მან­ქა­ნა უნდა გქონ­დეს. თუ მი­დი­ხარ იმის­თვის, რომ იბო­რი­ა­ლო და აქეთ-იქით ბევ­რი იარო, რაც შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა უნდა იყოს, ანუ კომ­ფორ­ტის ზღვარ­ზე. მე ეს მე­ო­რე სტი­ლი მიყ­ვარს. ერთი და ორი დღე ვჩერ­დე­ბი ქა­ლა­ქებ­ში და მერე სხვა ად­გი­ლას, სოფ­ლებ­ში მივ­დი­ვარ.

- "ჟო­ზე­ფი­ნა" სა­ბო­ლო­ოდ შიგ­ნით რო­გორ შე­მო­სეთ - რა და­ა­მონ­ტა­ჟეთ იქ?

- აქვს სა­ძი­ნე­ბე­ლი, ხელ­სა­ბა­ნი, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ელექტრო­ე­ნერ­გია, მა­გი­და და სა­ვარ­ძლე­ბი, სა­რე­ცხის მან­ქა­ნა, გა­ზ­ქუ­რა, 2 კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, და­მა­ტე­ბით კა­რა­ვი, 2 სქ­რო­ლი, ტე­ლე­ვი­ზო­რი, კომ­პი­უ­ტე­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი თვი­თონ და­ვა­მონ­ტა­ჟე და სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თე.

- მოგ­ზა­უ­რო­ბა რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მეთ?

- მთა­ვა­რი და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი გერ­მა­ნია იყო და ქა­ლა­ქი გელ­ზენ­კირ­ხე­ნი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო-პორ­ტუ­გა­ლი­ის თა­მაშს და­ვეს­წა­რით. შემ­დეგ და­ვი­ძა­რით და მოძ­რა­ო­ბა ევ­რო­პა­ში და­ვი­წყეთ. ჯერ ავე­დით ჩრდი­ლო­ეთ­ში - ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, მერე და­ვეშ­ვით ქვე­მოთ - იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, სლო­ვე­ნია, ხორ­ვა­ტია, მონ­ტე­ნეგ­რო, ალ­ბა­ნე­თი... მოკ­ლედ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვით და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბას სულ 45 დღე მო­ვან­დო­მეთ.

- წი­ნას­წარ გქონ­დათ ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლი და გა­წე­რი­ლი?

- წი­ნას­წარ იყო გათ­ვლი­ლი მხო­ლოდ გელ­ზენ­კირ­ხე­ნი, სა­დაც თა­მაშს უნდა დავ­სწრე­ბო­დით, და­ნარ­ჩენს ან წინა სა­ღა­მოს ვგეგ­მავ­დით, ან დი­ლით, რომ გა­ვიღ­ვი­ძებ­დით, სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

- გე­ძი­ნათ არა სას­ტუმ­რო­ში, არა­მედ მხო­ლოდ "ჟო­ზე­ფი­ნა­ში"?

- მეტ­საც გე­ტყვით, ერთი კვი­რაა ჩა­მო­ვე­დით და ახ­ლაც "ჟო­ზე­ფი­ნა­ში" მძი­ნავს. დავ­ხუ­ჭავ თვა­ლებს და დი­ლით ვა­ხელ და სხვა­გან რომ მძი­ნავს, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 10-ჯერ მეღ­ვი­ძე­ბა. "ჟო­ზე­ფი­ნას" რა­ღაც მა­გი­უ­რი ძალა აქვს.

- ვინ­მეს ხომ არ უთხო­ვია კონ­სულ­ტა­ცია, დახ­მა­რე­ბა სახ­ლი-მან­ქა­ნის შე­სა­ხებ?

- სხვა­თა შო­რის, ბევ­რი მწერს, რომ გვინ­და შე­ძე­ნა, დაგ­ვეხ­მა­რე­თო. არ მე­ზა­რე­ბა, პი­რი­ქით, მი­ხა­რია და ყვე­ლას რჩე­ვას ვაძ­ლევ. თქვე­ნი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს ვე­ტყვი, არ მო­ე­რი­დოთ, პი­რი­ქით, გა­მი­ხარ­დე­ბა, თუკი ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვინ­მეს რჩე­ვას მივ­ცემ და და­ვეხ­მა­რე­ბი.

- ისე, სახ­ლი-მან­ქა­ნის იდეა უეც­რად მო­ვი­და, თუ ამა­ზე ად­რეც ფიქ­რობ­დით?

- მე ხომ მოგ­ზა­უ­რი ვარ? წლე­ბის მან­ძილ­ზე ძი­რი­თა­დად მო­ტო­თი ვმოგ­ზა­უ­რობ­დი. შარ­შან მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნით და ელექტრო­ვე­ლო­სი­პე­დე­ბით წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. გზა­ზე ასე­თი სახ­ლი-მან­ქა­ნე­ბი გვხვდე­ბო­და. მერე ვი­ფიქ­რეთ, მოდი, ჩვენც ვცა­დოთ-თქო... შემ­დეგ ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვე­ცა­ნი და სწო­რად შე­ვი­ძი­ნე მან­ქა­ნა. რო­დე­საც ყი­დუ­ლობ, ზუს­ტად უნდა იცო­დე, რის­თვის გინ­და - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე რა იყო, რისი დაძ­ლე­ვა მო­გიხ­დათ?

- ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე ის იყო, რომ დაგ­ვემ­თხვა კა­ტაკ­ლიზ­მი, რო­დე­საც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ + 50 გრა­დუსს მი­აღ­წია. მაგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მე­ო­რე კონ­დი­ცი­ო­ნერ­მა გვიშ­ვე­ლა, რო­მე­ლიც უკვე ხორ­ვა­ტი­ა­ში ვი­ყი­დე. მა­გან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, თო­რემ ღამე + 36 გრა­დუ­სი იყო. კი მქონ­და პა­ტა­რა კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, მაგ­რამ ის ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის­თვი­საა გათ­ვლი­ლი, როცა ღამე + 25-26 გრა­დუ­სია. ისე­თი გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხე იყო, ერთი პე­რი­ო­დი ისიც კი ვი­ფიქ­რე, უკან მივ­ბრუნ­დე­ბი-მეთ­ქი. მერე გა­მახ­სენ­და რომ არ­სე­ბობს ასე­თი სა­ხის კონ­დი­ცი­ო­ნე­რი და ერთ-ერთ დიდ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში, ქა­ლაქ ზა­დარ­ში შე­ვი­ძი­ნე. მოკ­ლედ, ასე მო­ვაგ­ვა­რეთ ჩვე­ნი გაგ­რი­ლე­ბის სა­კი­თხი. მე­ო­რე პრობ­ლე­მა იყო უკვე მონ­ტე­ნეგ­რო­ში... მონ­ტე­ნეგ­რო და ალ­ბა­ნე­თი უგ­ზო­ო­ბის სა­ო­ცა­რი ნი­მუ­შე­ბია.

კონ­კრე­ტუ­ლად მონ­ტე­ნეგ­რო­ში 4-4 კი­ლო­მეტრს 6 სა­ა­თი გავ­დი­ო­დით. სა­ქარ­თვე­ლო მას­ზე 50 წლის წინ არის და ალ­ბა­ნეთ­ზე ალ­ბათ 100 წლით. რაც მთა­ვა­რია, მხო­ლოდ გზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არა. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი კუ­თხე­ე­ბი რომ ერ­თად შე­ა­ტყუ­პოთ, მონ­ტე­ნეგ­რო ასე­თია - ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ რად გინ­და? გზა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ უვარ­გათ. განა ცუ­დია, მაგ­რამ რა­ღა­ცას ხომ უნდა შე­ა­და­რო?! იცი, რომ ევ­რო­პის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, ნა­ტოს, ევ­რო­კავ­ში­რის ქვე­ყა­ნაა, ჰოდა, ელო­დე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­გო­რიც პი­რო­ბი­თად თუნ­დაც უნ­გრეთ­შია, მაგ­რამ არა, ძა­ლი­ან ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. ალ­ბა­ნეთ­ში მა­გა­ლი­თად, მთლად დე­და­ქა­ლაქ ტი­რა­ნა­ში გზებ­ზე ყი­დი­ან მრგვალ ვერ­ცხლის­ფერ დის­კებს, - ჯერ მანდ არი­ან. სა­ზღვარ­ზე არ აქვთ კომ­პი­უ­ტე­რი და პას­პორ­ტის შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი აპა­რა­ტუ­რა. პას­პორ­ტს მი­აწ­ვდი, რა­ღაც "პტი­ჩკას" უს­ვა­მენ და ასე გიშ­ვე­ბენ... ესეც ნა­ტოს ქვე­ყა­ნაა.

სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ მო­ი­ცა­დეთ, კარს ჯერ ვერ გა­გი­ღებ­თო - გვე­უბ­ნე­ბი­ან. არ გა­და­ვა­ჭარ­ბებ თუ ვი­ტყვი, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის 15-ეულ­ში შე­დის. ხორ­ვა­ტია ნორ­მა­ლუ­რია. მე ქვე­ყა­ნას კი­დევ იმი­თაც ვა­ფა­სებ, იქ თუ რო­გო­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ორ­თვლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტის­თვის ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი. გერ­მა­ნი­ა­ში, გელ­ზენ­კირ­ხე­ნი­დან 20 კი­ლო­მეტრში ერთ-ერთ სო­ფელ­ში ვი­ყა­ვით, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში დავ­დი­ო­დით. იქ ერთი სოფ­ლი­დან 500 კი­ლო­მეტრში სხვა სო­ფელ­ში რომ წახ­ვი­დე, ვე­ლო­ბი­ლი­კით უპ­რობ­ლე­მოდ ჩახ­ვალ. აქეთ აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ რომ მო­დი­ხარ, სლო­ვე­ნია, ხორ­ვა­ტია იწყე­ბა თუ არა, ეგ ბი­ლი­კი უცებ პა­ტა­რავ­დე­ბა, პა­ტა­რავ­დე­ბა და მერე ქრე­ბა.

- ახლა რო­გო­რია თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- 45 დღე რომ გა­ვი­და, გვე­გო­ნა, რომ გუ­შინ და­ვი­წყეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა. ასე­თი გემ­რი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მო­ვი­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა სი­ტუ­ა­ცი­აა, როცა არ გყავს ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­დი­ხარ ქა­ლაქ­ში, უნდა ნახო ტრან­სპორ­ტი, მიხ­ვი­დე სას­ტუმ­რო­ში, მერე რა­ღაც რომ და­ათ­ვა­ლი­ე­რო, ქა­ლაქ­ში უნდა გახ­ვი­დე, თუ ახ­ლოს არის, ხომ კარ­გი, მაგ­რამ თუ შორს არის, უნდა ნახო ტრან­სპორ­ტი... ამა­ში იხარ­ჯე­ბა რე­სურ­სი, დრო. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი საზ­რუ­ნა­ვი სა­ერ­თოდ არ გაქვს. მი­დი­ხარ, პარ­კინ­გი ყველ­გან არის, გად­მო­ი­ღებ სქ­რო­ლებს და გა­ს­ქ­როლ­დე­ბი, სა­დაც გინ­და.

- მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერ­ში ნო­ვა­ტო­რი ხართ?

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასეთ რა­ღა­ცებს ამო­ქოქ­ვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ იმე­დია, რომ რა­ღაც ამ კუ­თხით მე­ტად და­იძ­ვრე­ბა... სპე­ცი­ა­ლუ­რად ძვი­რა­დღი­რე­ბულ კუ­რორ­ტებ­ზე დავ­დი­ო­დით, სა­დაც სას­ტუმ­რო ერთი ღამე 500 ევ­რო­და­ნაა. ჩვენ კემ­პინ­გებ­ზე სა­დაც შევ­დი­ო­დით, 15-დან 30 ევრო-მდე იყო გა­და­სა­ხა­დი. ეს კემ­პინ­გე­ბი არ გე­გო­ნოთ, რომ მხო­ლოდ პარ­კინ­გია, ევ­რო­პულ ხა­რისხზეა სა­უ­ბა­რი. რომ შე­დი­ხარ არის აუზი, რეს­ტორ­ნე­ბი, მა­ღა­ზია, დენი, შხა­პი, სამ­ზა­რე­უ­ლო, ვა­ი­ფაი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ისე­თია, შე­გიძ­ლია შეხ­ვდე და გა­რეთ არც გა­მოხ­ვი­დე. ეს ად­გი­ლე­ბი არის ყო­ველ­თვის პლაჟ­თან ახ­ლოს... ახლა რაც ვნა­ხე, კო­ვი­დის მერე ასე­თი მან­ქა­ნე­ბი ძა­ლი­ან არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, აქამ­დე ასე მხო­ლოდ პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და­დი­ოდ­ნენ, ახლა ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი და­დი­ან. და­დი­ან ოჯა­ხე­ბი, მო­დი­ან სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით, გად­მო­ი­ღე­ბენ კარ­ვებს, გაშ­ლი­ან და ცხოვ­რო­ბენ. მოკ­ლედ, ასეა მთე­ლი ევ­რო­პა...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სპეციალურად ძვირადღირებულ კურორტებზე დავდიოდით" - სახლი-მანქანით მოვლილი ევროპის ქვეყნები: მამუკა ღლონტისა და მისი მეუღლის 45-დღიანი მოგზაურობა (ფოტოები)

"სპეციალურად ძვირადღირებულ კურორტებზე დავდიოდით" - სახლი-მანქანით მოვლილი ევროპის ქვეყნები: მამუკა ღლონტისა და მისი მეუღლის 45-დღიანი მოგზაურობა (ფოტოები)

"ჟოზეფინა" 20 წლის "გოგო" იყო, რომ ვიყიდე. ჯერ ახალგაზრდაა. იაფად ვიშოვე და იმ განზრახვით, რომ მოგზაურობის ეს სტილი თუ არ მომეწონებოდა, სოფელში სხვადასხვა საქმისთვის დავიტოვებდი, რადგან ასეთი მანქანა სულ მჭირდება... ისე მოხდა, რომ მომეწონა, შემდეგ "ჟოზეფინას" ათასგვარი "პლასტიკური ოპერაცია" ჩავუტარე და დღეს ახალი მანქანაა" - გვეუბნება ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი, რომელსაც ბევრი გატაცების პარალელურად, მოგზაურობაც საოცრად იტაცებს. წლების განმავლობაში, მას საკუთარი მოტოთი, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უმოგზაურია, ასევე მსუბუქი მანქანითაც...

წელს კი ევროპის გარშემო მეუღლესთან ერთად სწორედ სახლი-მანქანით, რომელსაც "ჟოზეფინა" დაარქვა, იმოგზაურა... ეს მანქანა რამდენიმე თვის წინ შეიძინა და მერე საკუთარი ხელით სახლ-მანქანად გადააქცია... „ჟოზეფინა“ საკმაოდ კომფორტულია და თანამედროვე მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს...

ხოლო თუ როგორი იყო ამ სატრანსპორტო საშუალებით ევროპაში მოგზაურობა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს მამუკა ღლონტმა შთაბეჭდილებები და ემოციები თავად გაუზიარა.

- "ჟოზეფინას" პირველი სატესტო მოგზაურობა ანტალიაში ჰქონდა და მშვენივრად გაიარა. მომეწონა და მივხვდი, რომ ის იყო, რაც მინდოდა. მოკლედ ჩავუტარე კაპიტალური რემონტი და შიგნითაც, როგორც იცით, თავიდანვე ყველაფერი საკუთარი ხელით ხარისხიანად გავაკეთე.

- რისგან შედგება დღეს "ჟოზეფინა"?

- ის არის კემპბერვანი - ასე ჰქვია სტილს, რომელიც მან ამ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შეიძინა. განშტოებას კი ჰქვია სტელსი. ეს იმას ნიშნავს, რომ გარედან სახლი-მანქანა რომაა, არ ეტყობა. შესაბამისად, არ არის ძალიან დიდი და მისი დაპარკინგება ყველგან შეიძლება. ეს ბევრ სახლ-მანქანას არ შეუძლია, განსაკუთრებით - დიდებს. ამჯერად ევროპაში მოგზაურობისას, პარკირების ადგილებიც კი დაგვხვდა მაღაზიებთან, რესტორნებთან, სადაც ეხატა სახლი-მანქანა და გადახაზული იყო. ამას ყველგან შეუძლია მისვლა, პარკინგი, რითაც ძალიან მობილურია. თუ ვინმე სახლი-მანქანის ყიდვას დააპირებს, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს, რისთვის ყიდულობს მას, როგორი სახის მოგზაურობა უნდა. თუ დიდი ხნით გაჩერდები სადმე, მაშინ დიდი მანქანა უნდა გქონდეს. თუ მიდიხარ იმისთვის, რომ იბორიალო და აქეთ-იქით ბევრი იარო, რაც შეიძლება პატარა უნდა იყოს, ანუ კომფორტის ზღვარზე. მე ეს მეორე სტილი მიყვარს. ერთი და ორი დღე ვჩერდები ქალაქებში და მერე სხვა ადგილას, სოფლებში მივდივარ.

- "ჟოზეფინა" საბოლოოდ შიგნით როგორ შემოსეთ - რა დაამონტაჟეთ იქ?

- აქვს საძინებელი, ხელსაბანი, ავტონომიური ელექტროენერგია, მაგიდა და სავარძლები, სარეცხის მანქანა, გაზქურა, 2 კონდიციონერი, დამატებით კარავი, 2 სქროლი, ტელევიზორი, კომპიუტერი. ეს ყველაფერი კი თვითონ დავამონტაჟე და საკუთარი ხელით გავაკეთე.

- მოგზაურობა რა მიმართულებით დაგეგმეთ?

- მთავარი და ამოსავალი წერტილი გერმანია იყო და ქალაქი გელზენკირხენი, სადაც საქართველო-პორტუგალიის თამაშს დავესწარით. შემდეგ დავიძარით და მოძრაობა ევროპაში დავიწყეთ. ჯერ ავედით ჩრდილოეთში - ბელგია, ნიდერლანდები, მერე დავეშვით ქვემოთ - იტალია, საფრანგეთი, სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო, ალბანეთი... მოკლედ, ბევრ ქვეყანაში ვიყავით და ამ მოგზაურობას სულ 45 დღე მოვანდომეთ.

- წინასწარ გქონდათ ყველაფერი გათვლილი და გაწერილი?

- წინასწარ იყო გათვლილი მხოლოდ გელზენკირხენი, სადაც თამაშს უნდა დავსწრებოდით, დანარჩენს ან წინა საღამოს ვგეგმავდით, ან დილით, რომ გავიღვიძებდით, სად უნდა წავსულიყავით.

- გეძინათ არა სასტუმროში, არამედ მხოლოდ "ჟოზეფინაში"?

- მეტსაც გეტყვით, ერთი კვირაა ჩამოვედით და ახლაც "ჟოზეფინაში" მძინავს. დავხუჭავ თვალებს და დილით ვახელ და სხვაგან რომ მძინავს, ღამის განმავლობაში 10-ჯერ მეღვიძება. "ჟოზეფინას" რაღაც მაგიური ძალა აქვს.

- ვინმეს ხომ არ უთხოვია კონსულტაცია, დახმარება სახლი-მანქანის შესახებ?

- სხვათა შორის, ბევრი მწერს, რომ გვინდა შეძენა, დაგვეხმარეთო. არ მეზარება, პირიქით, მიხარია და ყველას რჩევას ვაძლევ. თქვენი მედიის საშუალებითაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვეტყვი, არ მოერიდოთ, პირიქით, გამიხარდება, თუკი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვინმეს რჩევას მივცემ და დავეხმარები.

- ისე, სახლი-მანქანის იდეა უეცრად მოვიდა, თუ ამაზე ადრეც ფიქრობდით?

- მე ხომ მოგზაური ვარ? წლების მანძილზე ძირითადად მოტოთი ვმოგზაურობდი. შარშან მსუბუქი მანქანით და ელექტროველოსიპედებით წასვლა გადავწყვიტეთ. გზაზე ასეთი სახლი-მანქანები გვხვდებოდა. მერე ვიფიქრეთ, მოდი, ჩვენც ვცადოთ-თქო... შემდეგ ბევრ ინფორმაციას გავეცანი და სწორად შევიძინე მანქანა. როდესაც ყიდულობ, ზუსტად უნდა იცოდე, რისთვის გინდა - ეს მნიშვნელოვანია...

- ამ მოგზაურობისას მთავარი სირთულე რა იყო, რისი დაძლევა მოგიხდათ?

- ერთადერთი სირთულე ის იყო, რომ დაგვემთხვა კატაკლიზმი, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ტემპერატურამ + 50 გრადუსს მიაღწია. მაგ სიტუაციაში მეორე კონდიციონერმა გვიშველა, რომელიც უკვე ხორვატიაში ვიყიდე. მაგან გადაგვარჩინა, თორემ ღამე + 36 გრადუსი იყო. კი მქონდა პატარა კონდიციონერი, მაგრამ ის ნორმალური პირობებისთვისაა გათვლილი, როცა ღამე + 25-26 გრადუსია. ისეთი გაუსაძლისი სიცხე იყო, ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, უკან მივბრუნდები-მეთქი. მერე გამახსენდა რომ არსებობს ასეთი სახის კონდიციონერი და ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში, ქალაქ ზადარში შევიძინე. მოკლედ, ასე მოვაგვარეთ ჩვენი გაგრილების საკითხი. მეორე პრობლემა იყო უკვე მონტენეგროში... მონტენეგრო და ალბანეთი უგზოობის საოცარი ნიმუშებია.

კონკრეტულად მონტენეგროში 4-4 კილომეტრს 6 საათი გავდიოდით. საქართველო მასზე 50 წლის წინ არის და ალბანეთზე ალბათ 100 წლით. რაც მთავარია, მხოლოდ გზების მიმართულებით არა. საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხეები რომ ერთად შეატყუპოთ, მონტენეგრო ასეთია - ულამაზესი ქვეყანაა, მაგრამ რად გინდა? გზა, ინფრასტრუქტურა არ უვარგათ. განა ცუდია, მაგრამ რაღაცას ხომ უნდა შეადარო?! იცი, რომ ევროპის შემადგენელი ნაწილია, ნატოს, ევროკავშირის ქვეყანაა, ჰოდა, ელოდები სიტუაციას, როგორიც პირობითად თუნდაც უნგრეთშია, მაგრამ არა, ძალიან ჩამორჩებიან. ალბანეთში მაგალითად, მთლად დედაქალაქ ტირანაში გზებზე ყიდიან მრგვალ ვერცხლისფერ დისკებს, - ჯერ მანდ არიან. საზღვარზე არ აქვთ კომპიუტერი და პასპორტის შესამოწმებელი აპარატურა. პასპორტს მიაწვდი, რაღაც "პტიჩკას" უსვამენ და ასე გიშვებენ... ესეც ნატოს ქვეყანაა.

საქართველოს კიდევ მოიცადეთ, კარს ჯერ ვერ გაგიღებთო - გვეუბნებიან. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად ევროპის ქვეყნების 15-ეულში შედის. ხორვატია ნორმალურია. მე ქვეყანას კიდევ იმითაც ვაფასებ, იქ თუ როგორი განვითარებულია ორთვლიანი ტრანსპორტისთვის ველობილიკები. გერმანიაში, გელზენკირხენიდან 20 კილომეტრში ერთ-ერთ სოფელში ვიყავით, საიდანაც სხვადასხვა სოფელში დავდიოდით. იქ ერთი სოფლიდან 500 კილომეტრში სხვა სოფელში რომ წახვიდე, ველობილიკით უპრობლემოდ ჩახვალ. აქეთ აღმოსავლეთისკენ რომ მოდიხარ, სლოვენია, ხორვატია იწყება თუ არა, ეგ ბილიკი უცებ პატარავდება, პატარავდება და მერე ქრება.

- ახლა როგორია თქვენი ემოციური მდგომარეობა?

- 45 დღე რომ გავიდა, გვეგონა, რომ გუშინ დავიწყეთ მოგზაურობა. ასეთი გემრიელი მოგზაურობა გამოვიდა. წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაა, როცა არ გყავს ასეთი საშუალება, ჩადიხარ ქალაქში, უნდა ნახო ტრანსპორტი, მიხვიდე სასტუმროში, მერე რაღაც რომ დაათვალიერო, ქალაქში უნდა გახვიდე, თუ ახლოს არის, ხომ კარგი, მაგრამ თუ შორს არის, უნდა ნახო ტრანსპორტი... ამაში იხარჯება რესურსი, დრო. ასეთ შემთხვევაში კი საზრუნავი საერთოდ არ გაქვს. მიდიხარ, პარკინგი ყველგან არის, გადმოიღებ სქროლებს და გასქროლდები, სადაც გინდა.

- მოკლედ, ყველაფერში ნოვატორი ხართ?

- სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთ რაღაცებს ამოქოქვა სჭირდება, მაგრამ იმედია, რომ რაღაც ამ კუთხით მეტად დაიძვრება... სპეციალურად ძვირადღირებულ კურორტებზე დავდიოდით, სადაც სასტუმრო ერთი ღამე 500 ევროდანაა. ჩვენ კემპინგებზე სადაც შევდიოდით, 15-დან 30 ევრო-მდე იყო გადასახადი. ეს კემპინგები არ გეგონოთ, რომ მხოლოდ პარკინგია, ევროპულ ხარისხზეა საუბარი. რომ შედიხარ არის აუზი, რესტორნები, მაღაზია, დენი, შხაპი, სამზარეულო, ვაიფაი, ინფრასტრუქტურა ისეთია, შეგიძლია შეხვდე და გარეთ არც გამოხვიდე. ეს ადგილები არის ყოველთვის პლაჟთან ახლოს... ახლა რაც ვნახე, კოვიდის მერე ასეთი მანქანები ძალიან არის განვითარებული, აქამდე ასე მხოლოდ პენსიონერები დადიოდნენ, ახლა ძირითადად ახალგაზრდები დადიან. დადიან ოჯახები, მოდიან საკუთარი ავტომობილებით, გადმოიღებენ კარვებს, გაშლიან და ცხოვრობენ. მოკლედ, ასეა მთელი ევროპა...

წაიკითხეთ ასევე: