სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი “ჰალკი“ ოლიმპიადიდან, უცნაური იმიჯით და მძიმე ბავშობით - რატომ ინიღბება ამერიკელი ბირთვის მკვრელი?
ქალი “ჰალკი“ ოლიმპიადიდან, უცნაური იმიჯით და მძიმე ბავშობით - რატომ ინიღბება ამერიკელი ბირთვის მკვრელი?

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში თა­ვი­სი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლო­ბით და უც­ნა­უ­რი იმი­ჯით კი­დევ ერთი სპორ­ტსმე­ნი - ამე­რი­კე­ლი ბირ­თვის მკვრე­ლი რა­ვენ სან­დერ­სი მო­ექ­ცა.

ტო­კი­ოს ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი, რო­მე­ლიც წინა ოლიმ­პი­ა­და­ზე ჰალ­კის ნიღ­ბით გა­მო­დი­ო­და.

ის 2024 წლის პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე უფრო თა­მა­მი და ფე­რა­დი იმი­ჯით დაბ­რუნ­და. ნა­ხევ­რად მწა­ვე, ნა­ხევ­რად ია­სამ­ნის­ფე­რი ვარ­ცხნი­ლო­ბით, შავი ნიღ­ბი­თა და სათ­ვა­ლით, სან­დერ­სი კი­დევ ერთხელ გახ­და მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბის შთა­გო­ნე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ხარ­ჯავს ამ­ხე­ლა ძა­ლის­ხმე­ვას ის იმი­ჯის შე­საქ­მნე­ლად და რა დატ­ვირ­თვა აქვს ნიღ­ბებს სპორ­ტსმე­ნის­თვის? - ამის შე­სა­ხებ სან­დერ­სმა ერთ-ერთ სპორ­ტულ გა­მო­ცე­მას­თან ისა­უბ­რა.

მისი თქმით, “ჰალ­კი“ მისი ალ­ტერ ეგოა. რაც შე­ე­ხე­ბა თე­მა­ტურ ნიღ­ბებს, რო­გორც ბირ­თვის მკვრელ­მა თქვა, მას ბავ­შო­ბი­დან არა­ვინ ჰყავ­და მრჩე­ვე­ლი, მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი და ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც მას­ზე იზ­რუ­ნებ­და.

  • “ამი­ტომ სა­კუ­თა­რი თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რი ყო­ველ­თვის მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი. რო­დე­საც მი­ჭირ­და, ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი ჩემს თავს: შენ ეს შე­გიძ­ლია, შენ ამას გა­ა­კე­თებ, შენ მეტს იმ­სა­ხუ­რებ! უნდა იბ­რძო­ლო, იშ­რო­მო, ივარ­ჯი­შო და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. ასე შევ­ძე­ლი მი­მე­ცა ჩემი თა­ვის­თის ძალა“, - თქვა მან და აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ ასეთ­მა შე­მარ­თე­ბამ მო­იყ­ვა­ნა დღემ­დე.

ფა­ნებს მისი გა­რეგ­ნო­ბა ძა­ლი­ან მოს­წონთ.

“რა­ვენ სან­დერ­სის შე­სა­ხებ აქამ­დე არ მსმე­ნია, მაგ­რამ ახლა ვაღ­მერ­თებ მას“, - და­წე­რა ერთ-ერ­თმა X-ზე.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ქალი “ჰალკი“ ოლიმპიადიდან, უცნაური იმიჯით და მძიმე ბავშობით - რატომ ინიღბება ამერიკელი ბირთვის მკვრელი?

ქალი “ჰალკი“ ოლიმპიადიდან, უცნაური იმიჯით და მძიმე ბავშობით - რატომ ინიღბება ამერიკელი ბირთვის მკვრელი?

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ყურადღების ცენტრში თავისი ექსტრავაგანტულობით და უცნაური იმიჯით კიდევ ერთი სპორტსმენი - ამერიკელი ბირთვის მკვრელი რავენ სანდერსი მოექცა.

ტოკიოს ვერცხლის მედალოსანი, რომელიც წინა ოლიმპიადაზე ჰალკის ნიღბით გამოდიოდა.

ის 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უფრო თამამი და ფერადი იმიჯით დაბრუნდა. ნახევრად მწავე, ნახევრად იასამნისფერი ვარცხნილობით, შავი ნიღბითა და სათვალით, სანდერსი კიდევ ერთხელ გახდა მოდური ჟურნალების შთაგონება.

საინტერესოა, რატომ ხარჯავს ამხელა ძალისხმევას ის იმიჯის შესაქმნელად და რა დატვირთვა აქვს ნიღბებს სპორტსმენისთვის? - ამის შესახებ სანდერსმა ერთ-ერთ სპორტულ გამოცემასთან ისაუბრა.

მისი თქმით, “ჰალკი“ მისი ალტერ ეგოა. რაც შეეხება თემატურ ნიღბებს, როგორც ბირთვის მკვრელმა თქვა, მას ბავშობიდან არავინ ჰყავდა მრჩეველი, მამოტივირებელი და ისეთი ადამიანი, ვინც მასზე იზრუნებდა.

  • “ამიტომ საკუთარი თავის მხარდამჭერი ყოველთვის მხოლოდ მე ვიყავი. როდესაც მიჭირდა, ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თავს: შენ ეს შეგიძლია, შენ ამას გააკეთებ, შენ მეტს იმსახურებ! უნდა იბრძოლო, იშრომო, ივარჯიშო და ყველაფერი გამოვა. ასე შევძელი მიმეცა ჩემი თავისთის ძალა“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთმა შემართებამ მოიყვანა დღემდე.

ფანებს მისი გარეგნობა ძალიან მოსწონთ.

“რავენ სანდერსის შესახებ აქამდე არ მსმენია, მაგრამ ახლა ვაღმერთებ მას“, - დაწერა ერთ-ერთმა X-ზე.

წყარო

იხილეთ ასევე: