მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა“ - ირაკლი ღარიბაშვილი
“ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

“პრი­მი­ტი­ულ კი­თხვებს მის­ვამთ აქ, ბავ­შვმაც იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ომს ვერ და­ი­წყებ­და“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ომის და­წყე­ბის თა­რიღ­ზე სა­უ­ბა­რი უხერ­ხუ­ლია.

“რაც შე­ე­ხე­ბა თა­რიღს, ხომ არ არის ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი, როცა ჩვე­ნი გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის საფ­ლა­ვებ­თან ვდგა­ვართ და უხერ­ხულ თე­მა­ზე, თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვსა­უბ­რობთ, მა­შინ, როცა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 2013 წლის ჩათ­ვლით, 8 აგ­ვის­ტოს აღ­ნიშ­ნავ­და ომის და­წყე­ბის თა­რიღს. ეს კი­თხვა და­უს­ვით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მა­შინ რა­ტომ აღ­ნიშ­ნავ­დნენ ისი­ნი 8 აგ­ვის­ტოს და დღეს რა შე­იც­ვა­ლა? თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნი­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი შემ­დე­გი მიზ­ნის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, რომ რა­მე­ნა­ი­რად მო­ახ­დი­ნონ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნა თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­რიღს, ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­სა­მარ­თლო­ში და­იც­ვა ბო­ლომ­დე, უკომ­პრო­მი­სოდ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჯა­რის­კა­ცე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, სწო­რედ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო პირ­წმინ­დად მო­ვი­გეთ. ამი­ტომ, და­ა­ნე­ბეთ ამ უსა­ფუძ­ვლო სპე­კუ­ლა­ცი­ებს თავი. ჯერ კი­დევ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ოპო­ნენ­ტებს მინ­და მივ­მარ­თო, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ უბე­დუ­რე­ბის და ტრა­გე­დი­ის შე­მოქ­მე­დი არი­ან, თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ სპე­კუ­ლა­ცი­ებს ბე­და­ვენ.

რუ­სე­თის ჯარ­მა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია 2007 წელს და­ტო­ვა, არც ერთი რუსი ჯა­რის­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ იყო 2007 წელს. კი­თხვა დას­ვით მე­გობ­რე­ბო, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ამ უგუ­ნურ­მა, გამ­ყიდ­ველ­მა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში უფრო დიდი ძა­ლით და­აბ­რუ­ნა? როცა შენ ხარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, როცა შენ გაქვს ძალა, ეს რის­კე­ბი გათ­ვა­ლო, შენს ხალ­ხს აა­რი­დო ომი იქ­ნე­ბა, ეს­კა­ლა­ცია თუ ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი, ეს შენი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რა თქმა უნდა, ეს არ გა­მო­რი­ცხავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არის ოკუ­პან­ტი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის.

პრი­მი­ტი­ულ კი­თხვებს მის­ვამთ აქ, ბავ­შვმაც იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ომს ვერ და­ი­წყებ­და, მაგ­რამ მე რა აქ­ცენ­ტე­ბიც გა­ვა­კე­თე და არამ­ხო­ლოდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა არ­სე­ბობს. კო­დო­რის ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ მა­ნამ­დე არ ფი­გუ­რი­რებ­და, არც არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ გა­მოგ­ვით­ქვამს, არც სე­პა­რა­ტისტს აფხა­ზებს, არც არა­ვის, რო­გორ მოხ­და, რომ 5 დღე­ში, უბ­რძოლ­ვე­ლად ჩა­ა­ბა­რეს ოკუ­პან­ტებს, გა­დას­ცეს და სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა და ამა­ზე კი­თხვას არა­ვინ აღარ სვამს. თქვე­ნი მე­უბ­ნე­ბით, რომ კი­თხვა არ უნდა დავ­სვა? ჩვე­ნი ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­დას­ცეს ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას და სე­პა­რა­ტის­ტებს“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

“ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

“ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

“პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ აქ, ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ომის დაწყების თარიღზე საუბარი უხერხულია.

“რაც შეეხება თარიღს, ხომ არ არის ძალიან უხერხული, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცების საფლავებთან ვდგავართ და უხერხულ თემაზე, თარიღთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაშინ, როცა წინა ხელისუფლება 2013 წლის ჩათვლით, 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს. ეს კითხვა დაუსვით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშინ რატომ აღნიშნავდნენ ისინი 8 აგვისტოს და დღეს რა შეიცვალა? თარიღთან დაკავშირებული მოგონილი სპეკულაციები შემდეგი მიზნისკენ არის მიმართული, რომ რამენაირად მოახდინონ მთავარი აქცენტის გადატანა თარიღთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თარიღს, ჩვენმა ხელისუფლებამ სასამართლოში დაიცვა ბოლომდე, უკომპრომისოდ ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის, ჯარისკაცების ინტერესები, სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველა სასამართლო პირწმინდად მოვიგეთ. ამიტომ, დაანებეთ ამ უსაფუძვლო სპეკულაციებს თავი. ჯერ კიდევ უპასუხისმგებლო ოპონენტებს მინდა მივმართო, ადამიანებს, რომლებიც ამ უბედურების და ტრაგედიის შემოქმედი არიან, თარიღთან დაკავშირებით ამ სპეკულაციებს ბედავენ.

რუსეთის ჯარმა ჩვენი ტერიტორია 2007 წელს დატოვა, არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში აღარ იყო 2007 წელს. კითხვა დასვით მეგობრებო, როგორ მოახერხა ამ უგუნურმა, გამყიდველმა, სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში უფრო დიდი ძალით დააბრუნა? როცა შენ ხარ ხელისუფლება, როცა შენ გაქვს ძალა, ეს რისკები გათვალო, შენს ხალხს აარიდო ომი იქნება, ესკალაცია თუ ნებისმიერი კონფლიქტი, ეს შენი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი ჩვენი ტერიტორიების.

პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ აქ, ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, მაგრამ მე რა აქცენტებიც გავაკეთე და არამხოლოდ, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. კოდორის ხეობა, რომელიც საერთოდ მანამდე არ ფიგურირებდა, არც არავითარი პრეტენზია არ გამოგვითქვამს, არც სეპარატისტს აფხაზებს, არც არავის, როგორ მოხდა, რომ 5 დღეში, უბრძოლველად ჩააბარეს ოკუპანტებს, გადასცეს და საერთოდ დაიკარგა და ამაზე კითხვას არავინ აღარ სვამს. თქვენი მეუბნებით, რომ კითხვა არ უნდა დავსვა? ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას და სეპარატისტებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.