პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით?
რა განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით?

უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში, მხარს უჭერს და კრემ­ლის აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას მკაც­რად გმობს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"7 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბი­დან 16 წელი შეს­რულ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, ასო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. რუ­სულ­მა ოკუ­პა­ცი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი ნაც­რის­ფერ ზო­ნე­ბად აქ­ცია, სა­დაც უკა­ნო­ნო­ბა სუ­ფევს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­წყდა, მაგ­რამ რუ­სე­თის აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მოს­კოვ­მა ე.წ. „ბორ­დე­რი­ზა­ცია“ გა­ნაგ­რძო, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის მცო­ცა­ვი ანექ­სია, ზე­წო­ლა, პრო­პა­გან­და და ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სხვა ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. „და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად“ აღი­ა­რე­ბა უნდა გა­ა­უქ­მოს.

„უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში, მხარს უჭერს და კრემ­ლის აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას მკაც­რად გმობს. რუ­სეთ­მა 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან თა­ვი­სი ჯა­რე­ბი უნდა გა­იყ­ვა­ნოს და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. „და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად“ აღი­ა­რე­ბა უნდა გა­ა­უქ­მოს.

რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­სა და ევ­რო­პა­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლი რჩე­ბა და ღრმად ფეს­ვგად­გმუ­ლი შო­ვი­ნიზ­მის­გან, სხვა ხალ­ხე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის­გან და იმ­პე­რი­უ­ლი ბა­ტო­ნო­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლის­გან შედ­გე­ბა. რუ­სე­თის აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ კი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, მოს­კო­ვის ამ დიდი ხნის იმ­პე­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის ეპი­ზო­დია, რომ­ლის ად­გი­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არ არის. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ერ­თობ­ლივ ძა­ლის­ხმე­ვას შე­უძ­ლია, აი­ძუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ტო­ვოს და რუსი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ყვე­ლა უსა­მარ­თლო­ბის, და­ნა­შა­უ­ლი­სა და სი­სას­ტი­კის გამო და­სა­ჯოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით?

რა განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით?

უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონებად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. „ბორდერიზაცია“ განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს.

„უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს. რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს.

რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი რჩება და ღრმად ფესვგადგმული შოვინიზმისგან, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობისგან და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილისგან შედგება. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკის ეპიზოდია, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დახმარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, აიძულოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს და რუსი დამნაშავეები ყველა უსამართლობის, დანაშაულისა და სისასტიკის გამო დასაჯოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.