მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს ამბიცია, რომ Carter’s-ით საბავშვო ტანსაცმლის მიმართულებითაც გავხდეთ ბაზრის ლიდერები" - "ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე
"გვაქვს ამბიცია, რომ Carter’s-ით საბავშვო ტანსაცმლის მიმართულებითაც გავხდეთ ბაზრის ლიდერები" - "ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე

„ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ პორ­ტფელს სა­ბავ­შვო ტან­საც­მლის მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტა. 5-თვი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი Carter’s & Oshkosh B’Gosh უკვე „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ პარტნი­ო­რია და ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნის სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ცი­ას ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად სთა­ვა­ზობს.

ახალ ბრენ­დზე, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და ზო­გა­დად „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე მისი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

სა­უ­ბა­რი „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ით და­ვი­წყოთ. რო­გო­რია თქვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ხაზი და ხედ­ვა?

მე-18 წე­ლია, „ბიბ­ლუ­სი“ ქარ­თულ სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ბა­ზარ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა წიგ­ნე­ბით და­ი­წყო. თუმ­ცა ბოლო 6 წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვვი­თარ­დე­ბით სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. გარ­და იმი­სა, რომ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ის ფარ­გლებ­ში ფარ­თოვ­დე­ბა ასორ­ტი­მენ­ტი და ემა­ტე­ბა სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი, ელექტრო­აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ე­ბი, ჩვენ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვფარ­თოვ­დე­ბით „ბიბ­ლუსს“ გა­რე­თაც. „ბიბ­ლუ­სი“ უკვე ოპე­რი­რებს რო­გორც „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფი“ და ის მო­ი­ცავს სა­თა­მა­შო­ე­ბის ორ მსხვილ ბრენ­დს, „პე­პე­ლა­სა“ და XS Toys-ს“. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბი ფლო­ბენ ყვე­ლა იმ მსხვილ სა­ლი­ცენ­ზიო უფ­ლე­ბას სა­თა­მა­შო­ე­ბის ნა­წილ­ში, რაც დღეს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით არ­სე­ბობს. ჩვენ­თან ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო პრო­დუქ­ცია.

გან­ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ფარ­თო­ე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ და დღეს ჩვენ XS Toys -ის“ ორი ფი­ლი­ა­ლით ვართ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სლო­ვე­ნი­ა­ში. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია რაც სლო­ვე­ნი­ის ბა­ზარ­ზე შე­ვე­დით და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას. ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე აქ­ტი­უ­რად ვგეგ­მავთ გან­ვი­თა­რე­ბას.

პა­რა­ლე­ლუ­რად არ ვწყვეტ­დით ფიქ­რს იმა­ზე, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბა. გა­დავ­წყვი­ტეთ სა­თა­მა­შო­ებ­თან ერ­თად მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პრო­დუქ­ცია, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ტან­საც­მლის მსოფ­ლიო ბრენ­დის შე­მო­ერ­თე­ბა­ზე და­ვი­წყეთ ფიქ­რი. სწო­რედ ასე მი­ვე­დით Carter’s-მდე.

რა­ტომ Carter’s რა იყო ის ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მელ­საც პარტნი­ო­რო­ბის და­წყე­ბამ­დე ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ?

ეს გახ­ლავთ ამე­რი­კუ­ლი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში სამ ბრენ­დს აერ­თი­ა­ნებს. ესე­ნია: Carter’s, Oshkosh B’Gosh და Skip Hop. სა­მი­ვე ბრენ­დით კომ­პა­ნია სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ცი­ის სრულ ასორ­ტი­მენტს მო­ი­ცავს, მათ შო­რის, ტან­საც­მელს, ფეხ­საც­მელს, აქ­სე­სუ­ა­რებს, და სხვა.

დღეს აშშ-ში 2 წლამ­დე ასა­კის სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ცი­ის სა­ცა­ლო ქსე­ლებ­ში Carter’s პირ­ველ ად­გილ­ზეა რო­გორც გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით, ისე მა­ღა­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თა და შე­მო­სავ­ლე­ბით. ბოლო წლებ­ში ბრენდმა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო გან­ვი­თა­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და დღეს უკვე მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ ვართ.

Carter’s ხელ­მი­საწ­ვდო­მი ბრენ­დია და სა­შუ­ა­ლო­ფა­სი­ან სა­ფა­სო სეგ­მენ­ტში პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, ხოლო ხა­რის­ხით ბავ­შვთა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მლის ბრენ­დებს უტოლ­დე­ბა. ჩვენ კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი შევ­თა­ვა­ზოთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. სწო­რედ ამი­ტომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გო­რი იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი? თქვენ თუ მო­გი­წი­ათ Carter’s-ის კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა?

მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვე გაგ­რძელ­და. საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვის­წავ­ლეს. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი და და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ჩვე­ნი მა­ღა­ზი­ე­ბი. რა თქმა უნდა, ჰქონ­დათ კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ და უკვე 1 თვეა მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი და გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა Carter’s-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვილ ბავ­შვზე და­ნა­ხარ­ჯი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი ხარ­ჯი ბევ­რი და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც აღე­მა­ტე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რი­სა და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ Carter’s მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მო­სის შე­ძე­ნა ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი გვაქვს.

ამ ეტაპ­ზე Carter’s 5 ფი­ლი­ა­ლი­თაა ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მე­ხუ­თე მა­ღა­ზია ახ­ლა­ხან გა­იხ­სნა ვა­კის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“. წლის ბო­ლომ­დე კი­დევ 3 ახა­ლი ფი­ლი­ა­ლის გახ­სნაა და­გეგ­მი­ლი. ერ­თზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, 2 კი აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფა­ზა­შია.

ჩვენ გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ სა­ბავ­შვო ტან­საც­მლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გავ­ხდეთ ბაზ­რის ლი­დე­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც იმ სხვა სექ­ტო­რებ­ში, რომ­ლებ­შიც ვსაქ­მი­ა­ნობთ.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰჯჯ
0

არადა გამოწერა უმარტივესია კარტერსიდან , ფასი კი გაცილებით ნაკლები

!!
0

ფასები დაწიეთ , ასეთი რა მადა გაქვთ ცეცხლი უკიდია ყველაფერს, არ გცხვენიათ?

ავტორი:

"გვაქვს ამბიცია, რომ Carter’s-ით საბავშვო ტანსაცმლის მიმართულებითაც გავხდეთ ბაზრის ლიდერები" - "ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე

"გვაქვს ამბიცია, რომ Carter’s-ით საბავშვო ტანსაცმლის მიმართულებითაც გავხდეთ ბაზრის ლიდერები" - "ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე

„ბიბლუსი ჯგუფის“ პორტფელს საბავშვო ტანსაცმლის მიმართულება დაემატა. 5-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად საერთაშორისო ბრენდი Carter’s & Oshkosh B’Gosh უკვე „ბიბლუსი ჯგუფის“ პარტნიორია და ქართველ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის საბავშვო პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.

ახალ ბრენდზე, სამომავლო გეგმებსა და ზოგადად „ბიბლუსი ჯგუფის“ განვითარების სტრატეგიაზე მისი გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გვესაუბრება.

საუბარი „ბიბლუსი ჯგუფის“ განვითარების სტრატეგიით დავიწყოთ. როგორია თქვენი განვითარების ხაზი და ხედვა?

მე-18 წელია, „ბიბლუსი“ ქართულ საცალო ვაჭრობის ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიის საქმიანობა წიგნებით დაიწყო. თუმცა ბოლო 6 წელია, აქტიურად ვვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით. გარდა იმისა, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიის ფარგლებში ფართოვდება ასორტიმენტი და ემატება საკანცელარიო ნივთები, ელექტროაქსესუარები და საახალწლო სათამაშოები, ჩვენ მნიშვნელოვნად ვფართოვდებით „ბიბლუსს“ გარეთაც. „ბიბლუსი“ უკვე ოპერირებს როგორც „ბიბლუსი ჯგუფი“ და ის მოიცავს სათამაშოების ორ მსხვილ ბრენდს, „პეპელასა“ და XS Toys-ს“. აღნიშნული ბრენდები ფლობენ ყველა იმ მსხვილ სალიცენზიო უფლებას სათამაშოების ნაწილში, რაც დღეს მსოფლიო მასშტაბით არსებობს. ჩვენთან ხელმისაწვდომია მხოლოდ ლიცენზირებული, უსაფრთხო პროდუქცია.

განვითარების გარკვეულ ეტაპზე საზღვარგარეთ გაფართოება გადავწყვიტეთ და დღეს ჩვენ XS Toys -ის“ ორი ფილიალით ვართ წარმოდგენილი სლოვენიაში. წელიწად-ნახევარია რაც სლოვენიის ბაზარზე შევედით და საკმაოდ წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას. ევროპის ბაზარზე აქტიურად ვგეგმავთ განვითარებას.

პარალელურად არ ვწყვეტდით ფიქრს იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ჩვენი განვითარება. გადავწყვიტეთ სათამაშოებთან ერთად მომხმარებლებისთვის ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, აქსესუარები შეგვეთავაზებინა. ეს მიმართულება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდის შემოერთებაზე დავიწყეთ ფიქრი. სწორედ ასე მივედით Carter’s-მდე.

რატომ Carter’s რა იყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც პარტნიორობის დაწყებამდე ყურადღება მიაქციეთ?

ეს გახლავთ ამერიკული წამყვანი კომპანია, რომელიც თავის თავში სამ ბრენდს აერთიანებს. ესენია: Carter’s, Oshkosh B’Gosh და Skip Hop. სამივე ბრენდით კომპანია საბავშვო პროდუქციის სრულ ასორტიმენტს მოიცავს, მათ შორის, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, და სხვა.

დღეს აშშ-ში 2 წლამდე ასაკის საბავშვო პროდუქციის საცალო ქსელებში Carter’s პირველ ადგილზეა როგორც გაყიდული პროდუქციით, ისე მაღაზიების რაოდენობითა და შემოსავლებით. ბოლო წლებში ბრენდმა აქტიურად დაიწყო განვითარება სხვადასხვა ქვეყანაში და დღეს უკვე მათი ოფიციალური პარტნიორები საქართველოში ჩვენ ვართ.

Carter’s ხელმისაწვდომი ბრენდია და საშუალოფასიან საფასო სეგმენტში პოზიციონირებს, ხოლო ხარისხით ბავშვთა ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდებს უტოლდება. ჩვენ კი შესაძლებლობა გვაქვს ეს ყველაფერი შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ აღნიშნული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორი იყო მოლაპარაკების პროცესი? თქვენ თუ მოგიწიათ Carter’s-ის კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება?

მოლაპარაკების პროცესი დაახლოებით 5 თვე გაგრძელდა. საკმაოდ დეტალურად შეგვისწავლეს. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოშიც იყვნენ ჩამოსული და დაათვალიერეს ჩვენი მაღაზიები. რა თქმა უნდა, ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომლებიც დავაკმაყოფილეთ და უკვე 1 თვეა მათი ოფიციალური პარტნიორები ვართ საქართველოში.

როგორია თქვენი მოლოდინი და განვითარების გეგმა Carter’s-ის მიმართულებით?

ზოგადად, საქართველოში ჩვილ ბავშვზე დანახარჯი საკმაოდ მაღალია. საშუალო სტატისტიკური ხარჯი ბევრი დასავლური ქვეყნის მაჩვენებელსაც აღემატება. ამ ყველაფრისა და იმის გათვალისწინებით, რომ Carter’s მაღალი ხარისხის სამოსის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს.

ამ ეტაპზე Carter’s 5 ფილიალითაა ბაზარზე წარმოდგენილი. მეხუთე მაღაზია ახლახან გაიხსნა ვაკის პარკის მიმდებარედ არსებულ „ბიბლუსი გალერეაში“. წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი. ერთზე მოლაპარაკებები დასრულებულია, 2 კი აქტიური მოლაპარაკებების ფაზაშია.

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საბავშვო ტანსაცმლის მიმართულებითაც გავხდეთ ბაზრის ლიდერები, ისევე როგორც იმ სხვა სექტორებში, რომლებშიც ვსაქმიანობთ.

R