მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის არის ლაქტაცია მტკივნეული და რატომ არის აუცილებელი რძის გამოწველა?
როდის არის ლაქტაცია მტკივნეული და რატომ არის აუცილებელი რძის გამოწველა?

მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ დე­დის რძე ახალ­შო­ბი­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო საკ­ვე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვი ძუ­ძუ­თი გა­მოვ­კვე­ბოთ.

რა­ტომ არის ძუ­ძუ­თი კვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­გორც ბავ­შვის­თვის, ისე დე­დის­თვის?

ძუ­ძუ­თი კვე­ბის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა ის, რომ ბავ­შვს უყა­ლი­ბებს იმუ­ნურ სის­ტე­მას, რად­გან დე­დის­გან გა­და­ე­ცე­მა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ვირუ­სებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს ებ­რძვის. ასე­ვე, დე­დის რძით კვე­ბა ამ­ცი­რებს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის რისკს, მათ შო­რის, გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტის, პნევ­მო­ნი­ის, 1 და 2 ტი­პის დი­ა­ბე­ტის, ლე­ი­კე­მი­ი­სა და სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბის.

ბავ­შვს დე­დის რძის სა­ხით მი­ე­წო­დე­ბა ყვე­ლა ის ნუტ­რი­ენ­ტი, რაც მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო. სწო­რედ ამი­ტომ, ძუ­ძუ­თი კვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ვე­ლი 6 თვი­დან 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სწო­რად გა­მოკ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვი 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იყოს და­ნაყ­რე­ბუ­ლი.

ძუ­ძუ­თი კვე­ბას სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც, რად­გან ამ დროს აქ­ტი­უ­რად იკუმ­შე­ბა საშ­ვი­ლოს­ნო, რაც ხელს უწყობს მისი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ზო­მე­ბის დრო­ულ აღ­დგე­ნას.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ძუ­ძუ­თი არას­წო­რად კვე­ბას და რო­გორ ავი­რი­დოთ ისი­ნი თა­ვი­დან?

დე­დე­ბის ნა­წი­ლის­თვის ძუ­ძუ­თი კვე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი და არა­კომ­ფორ­ტუ­ლი პრო­ცე­სია, რაც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ლაქ­ტა­ცი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი მი­თე­ბი­თა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის კვე­ბის დროს დვ­რი­ლე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და ტკი­ვი­ლი, რის გა­მოც ვი­თარ­დე­ბა ნა­ხეთ­ქე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა კი ხელს უშ­ლის ნორ­მა­ლურ კვე­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ლაქ­ტოს­ტა­ზი და შემ­დგომ­ში ე.წ ლაქ­ტა­ცი­უ­რი მას­ტი­ტი, რო­მე­ლიც მე­დი­კო­სე­ბის აქ­ტი­ურ ყუ­რა­დღე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს.

იმის გამო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ათო­ბით ათას ქალს აწუ­ხებს, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ლაქ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც ბევრ დე­დას გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 1-7 აგ­ვის­ტოს აღი­ნიშ­ნე­ბა ძუ­ძუ­თი კვე­ბის კვი­რე­უ­ლი, რო­მე­ლიც ლაქ­ტა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, დე­დი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის პრო­დუქ­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბაა. აღ­ნიშ­ნულს კვი­რე­ულს სა­ქარ­თვე­ლო­ში PSP და ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დი „ლან­სი­ნოც“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც იმარ­თე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია და დე­დებს სხვა­დას­ხვა შე­თა­ვა­ზე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ.

„ლან­სი­ნო“ აწარ­მო­ებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის დე­დი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის პრო­დუქ­ცი­ას, რომ­ლის ხა­რის­ხი და უსაფრ­თხო­ე­ბა კვლე­ვე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და მას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ათა­სო­ბით ოჯა­ხი ენ­დო­ბა.

„ლან­სი­ნომ“ შექ­მნა დე­დის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რძის გა­მოწ­ვე­ლის და ძუ­ძუს თა­ვე­ბის მოვ­ლის პრო­ცესს ამარ­ტი­ვებს. ძუ­ძუ­თი კვე­ბით და­წყე­ბი­სას რო­გორც წესი, სა­ჭი­რო ხდე­ბა რძის გა­მოწ­ვე­ლა, რათა გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან ავი­რი­დოთ. ასე­ვე, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვი ძუ­ძუს თავს არას­წო­რად ეჭი­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ამას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და ნა­ხეთ­ქე­ბით მოჰ­ყვეს, რაც დე­დე­ბის ნა­წი­ლის გუ­ლის აც­რუ­ე­ბას იწ­ვევს ლაქ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„ლან­სი­ნოს“ მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გვეხ­მა­რე­ბა, კომ­ფორ­ტუ­ლად გა­მო­ვიწ­ვე­ლოთ რძე, წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით შე­ვი­ნა­ხოთ ის და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ნა­ტუ­რა­ლუ­რი, უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვი­მუ­შა­ოთ ძუ­ძუს თა­ვე­ბი, სა­ნამ ბავ­შვი სწორ მო­ჭი­დე­ბას ის­წავ­ლის.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ტი­პის რძის საწ­ვე­ლი ტუმ­ბო, რო­მე­ლიც უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ იმის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნად ხში­რად სჭირ­დე­ბა დე­დას გა­მოწ­ვე­ლა და რის­თვის: რძის შე­სა­ნა­ხად თუ გა­მო­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად?

„ლან­სი­ნოს“ რძის გა­მო­საწ­ვე­ლი ტუმ­ბო­ე­ბი ყვე­ლა დე­დის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი:

  • ცალ­მხრი­ვი გა­მო­საწ­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა – უფრო ნელა აგ­რო­ვებს გა­მოწ­ვე­ლილ რძეს, ვიდ­რე ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ან პერ­სო­ნა­ლუ­რი ელექტრო­ტუმ­ბო. ამ ტი­პის გა­მო­საწ­ვე­ლი ხელ­სა­წყო­ე­ბი ძი­რი­თა­დად არის მე­ქა­ნი­კუ­რი, თუმ­ცა ხა­სი­ათ­დე­ბა ეფექ­ტი­ა­ნო­ბით.

რძის გა­მო­საწ­ველ ხელ­სა­წყოს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს სწო­რი ზო­მის თავი/მილი, რო­მე­ლიც მაგრდე­ბა ძუ­ძუ­ზე, რათა არ და­ზი­ან­დეს დვ­რი­ლი და რძის ნა­კა­დიც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ნორ­მას. აპა­რა­ტის შე­ძე­ნამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ზო­მეთ დვ­რი­ლი, და­უ­მა­ტეთ 3-4 მმ და შემ­დგომ შე­ი­ძი­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მის გა­მო­საწ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

რო­გორ შე­ვი­ნა­ხოთ გა­მოწ­ვე­ლი­ლი რძე?

გა­მოწ­ვე­ლი­ლი რძის შე­ნახ­ვა სხვა­დას­ხვა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე სხვა­დას­ხვა დრო­ით შე­საძ­ლე­ბე­ლი:

  • ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე (25 - 27ºC-მდე) – მაქ­სი­მუმ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში;
  • ყი­ნუ­ლი­ან თერ­მო­კონ­ტე­ი­ნერ­ში – 24 სა­ა­თამ­დე;
  • მა­ცი­ვარ­ში (4˚C-ზე) – 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში;
  • სა­ყი­ნუ­ლე­ში (–18°C) - ოპ­ტი­მა­ლუ­რია 6 თვე, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია 12 თვემ­დე შე­ნახ­ვაც.

რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ შე­ნა­ხუ­ლი რძე?

თუ გა­ყი­ნუ­ლი რძის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა გვსურს, ზედ­მი­წევ­ნით უნდა და­ვიც­ვათ შემ­დე­გი წე­სე­ბი:

  • გა­ყი­ნუ­ლი რძის გალ­ღო­ბა მა­ცივ­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­თავ­სე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი;
  • ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გამ­დი­ნა­რე თბი­ლი წყლის ქვეშ გალ­ღო­ბა ან სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მათ­ბობ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ნელი გალ­ღო­ბა მა­ცივ­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს დე­დის რძე­ში ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბას, ვიდ­რე თბილ წყალ­ში გალ­ღო­ბა. ამას­თან, რძის მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში გალ­ღო­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, რად­გან ამ დროს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა დე­დის რძის იმუ­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

ძუ­ძუ­თი კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძი­რი­თა­დი წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და მოვ­ლის სწო­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ამ პრო­ცე­სის და­წყე­ბი­სას თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ტკი­ვი­ლი და დის­კომ­ფორ­ტი და ჩვენს პა­ტა­რა­საც საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბი მივ­ცეთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როდის არის ლაქტაცია მტკივნეული და რატომ არის აუცილებელი რძის გამოწველა?

როდის არის ლაქტაცია მტკივნეული და რატომ არის აუცილებელი რძის გამოწველა?

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დედის რძე ახალშობილისთვის საუკეთესო საკვებია. შესაბამისად, რეკომენდებულია, შესაძლებლობის შემთხვევაში, ბავშვი ძუძუთი გამოვკვებოთ.

რატომ არის ძუძუთი კვება მნიშვნელოვანი როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის?

ძუძუთი კვების მთავარი უპირატესობაა ის, რომ ბავშვს უყალიბებს იმუნურ სისტემას, რადგან დედისგან გადაეცემა ანტისხეულები, რომელიც ვირუსებსა და ბაქტერიებს ებრძვის. ასევე, დედის რძით კვება ამცირებს სხვადასხვა დაავადების რისკს, მათ შორის, გასტროენტერიტის, პნევმონიის, 1 და 2 ტიპის დიაბეტის, ლეიკემიისა და სხვა გართულებების.

ბავშვს დედის რძის სახით მიეწოდება ყველა ის ნუტრიენტი, რაც მისი განვითარებისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ძუძუთი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი 6 თვიდან 1 წლის განმავლობაში. გასათვალისწინებელია, რომ სწორად გამოკვების შემთხვევაში, ბავშვი 3 საათის განმავლობაში უნდა იყოს დანაყრებული.

ძუძუთი კვებას სარგებელი მოაქვს დედის ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ამ დროს აქტიურად იკუმშება საშვილოსნო, რაც ხელს უწყობს მისი ფიზიოლოგიური ზომების დროულ აღდგენას.

რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ძუძუთი არასწორად კვებას და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან?

დედების ნაწილისთვის ძუძუთი კვება მტკივნეული და არაკომფორტული პროცესია, რაც რიგ შემთხვევებში ლაქტაციასთან არსებული მითებითა და ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. მთავარი პრობლემა არის კვების დროს დვრილების გაღიზიანება და ტკივილი, რის გამოც ვითარდება ნახეთქები. აღნიშნული გართულება კი ხელს უშლის ნორმალურ კვებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლაქტოსტაზი და შემდგომში ე.წ ლაქტაციური მასტიტი, რომელიც მედიკოსების აქტიურ ყურადღებასა და მკურნალობას საჭიროებს.

იმის გამო, რომ აღნიშნული პრობლემები ათობით ათას ქალს აწუხებს, განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს ლაქტაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები და პროგრამები, რომელიც ბევრ დედას გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1-7 აგვისტოს აღინიშნება ძუძუთი კვების კვირეული, რომელიც ლაქტაციის პოპულარიზაციას, დედისა და ბავშვის მოვლის პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფორმაციის გავრცელებაა. აღნიშნულს კვირეულს საქართველოში PSP და ამერიკული ბრენდი „ლანსინოც“ აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც იმართება საინფორმაციო კამპანია და დედებს სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ.

„ლანსინო“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის დედისა და ბავშვის მოვლის პროდუქციას, რომლის ხარისხი და უსაფრთხოება კვლევებით არის დადასტურებული და მას მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ოჯახი ენდობა.

„ლანსინომ“ შექმნა დედის საჭიროებებზე ადაპტირებული საშუალებები, რომელიც რძის გამოწველის და ძუძუს თავების მოვლის პროცესს ამარტივებს. ძუძუთი კვებით დაწყებისას როგორც წესი, საჭირო ხდება რძის გამოწველა, რათა გართულებები თავიდან ავირიდოთ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ძუძუს თავს არასწორად ეჭიდება, შეიძლება ამას გაღიზიანება და ნახეთქებით მოჰყვეს, რაც დედების ნაწილის გულის აცრუებას იწვევს ლაქტაციასთან დაკავშირებით.

„ლანსინოს“ მოვლის საშუალებები გვეხმარება, კომფორტულად გამოვიწველოთ რძე, წესების სრული დაცვით შევინახოთ ის და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ნატურალური, უსაფრთხო საშუალებით დავიმუშაოთ ძუძუს თავები, სანამ ბავშვი სწორ მოჭიდებას ისწავლის.

არსებობს სხვადასხვა ტიპის რძის საწველი ტუმბო, რომელიც უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, რამდენად ხშირად სჭირდება დედას გამოწველა და რისთვის: რძის შესანახად თუ გამოსათავისუფლებლად?

„ლანსინოს“ რძის გამოსაწველი ტუმბოები ყველა დედის საჭიროებებზეა მორგებული:

  • ცალმხრივი გამოსაწველი მოწყობილობა – უფრო ნელა აგროვებს გამოწველილ რძეს, ვიდრე ჰოსპიტალური ან პერსონალური ელექტროტუმბო. ამ ტიპის გამოსაწველი ხელსაწყოები ძირითადად არის მექანიკური, თუმცა ხასიათდება ეფექტიანობით.

რძის გამოსაწველ ხელსაწყოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი ზომის თავი/მილი, რომელიც მაგრდება ძუძუზე, რათა არ დაზიანდეს დვრილი და რძის ნაკადიც შეესაბამებოდეს ნორმას. აპარატის შეძენამდე აუცილებლად გაზომეთ დვრილი, დაუმატეთ 3-4 მმ და შემდგომ შეიძინეთ შესაბამისი ზომის გამოსაწველი საშუალება.

როგორ შევინახოთ გამოწველილი რძე?

გამოწველილი რძის შენახვა სხვადასხვა ტემპერატურაზე სხვადასხვა დროით შესაძლებელი:

  • ოთახის ტემპერატურაზე (25 - 27ºC-მდე) – მაქსიმუმ 4 საათის განმავლობაში;
  • ყინულიან თერმოკონტეინერში – 24 საათამდე;
  • მაცივარში (4˚C-ზე) – 4 დღის განმავლობაში;
  • საყინულეში (–18°C) - ოპტიმალურია 6 თვე, თუმცა შესაძლებელია 12 თვემდე შენახვაც.

როგორ გამოვიყენოთ შენახული რძე?

თუ გაყინული რძის საკვებად გამოყენება გვსურს, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:

  • გაყინული რძის გალღობა მაცივრის ტემპერატურაზე ღამის განმავლობაში მოთავსებითაა შესაძლებელი;
  • ასევე შეიძლება გამდინარე თბილი წყლის ქვეშ გალღობა ან სპეციალური გამათბობლის გამოყენება.

გასათვალისწინებელია, რომ ნელი გალღობა მაცივრის ტემპერატურაზე მაქსიმალურად ინარჩუნებს დედის რძეში ცხიმის შემცველობას, ვიდრე თბილ წყალში გალღობა. ამასთან, რძის მიკროტალღურ ღუმელში გალღობა რეკომენდებული არ არის, რადგან ამ დროს მნიშვნელოვნად მცირდება დედის რძის იმუნური ფაქტორების ეფექტიანობა.

ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით ძირითადი წესების გათვალისწინებითა და მოვლის სწორი საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია, რომ ამ პროცესის დაწყებისას თავიდან ავიცილოთ ტკივილი და დისკომფორტი და ჩვენს პატარასაც საკმარისი რაოდენობით საკვები მივცეთ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/wGIEBNuuayw?si=jUawbo_2yx6lMGBt" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

R