სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას: დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც“ - ბექა ოდიშარია პრეზიდენტზე
"კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას: დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც“ - ბექა ოდიშარია პრეზიდენტზე

“იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში ნაკ­ლე­ბად ერ­კვე­ვა, მო­ვუ­წო­დებ­დი, კარ­გად და­აკ­ვირ­დეს ოლიმ­პი­ა­დას - და­ბა­ლი წო­ნის სპორ­ტსმე­ნე­ბი ზე­მა­ღალ წო­ნის სპორ­ტსმე­ნებს არას­დროს ერ­კი­ნე­ბი­ან - ოლიმ­პი­ა­დის წე­სე­ბით, ეს აკ­რძა­ლუ­ლიც არის! ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა პო­ლი­ტი­კა­შიც: - ზე­და­ბა­ლი წო­ნის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი ვერ გა­მო­იწ­ვევს ისეთ გავ­ლე­ნი­ან, ავ­ტო­რი­ტე­ტულ პო­ლი­ტი­კოს­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია! ასე­თი დე­ბა­ტე­ბი არ შედ­გე­ბა! - ეს გან­ცხა­დე­ბა დღეს მე­დი­ას­თან უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ბექა ოდი­შა­რი­ამ გა­ა­კე­თა.

ოდი­შა­რი­ას თქმით, გა­უ­გე­ბა­რია, რაზე შე­იძ­ლე­ბა ესა­უბ­როს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, "რო­მე­ლიც არის ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის გა­რან­ტი და რო­მელ­საც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უდი­დე­სი ნდო­ბა აქვს".

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კა­რი­ე­რა ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­ი­წყო, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ომი რუ­სეთ­თან სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო, იყო გა­უ­გე­ბა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი რე­ლი­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და ასე შემ­დეგ.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბე­ჩა­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა იქ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ბექა ოდი­შა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს დე­ბა­ტებ­ში იწ­ვევს“. დე­ბა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უნდა ახ­სნას თა­ვი­სი ზო­გი­ერ­თი პო­ზი­ცია, თუ "რას ერ­ჩის" ქვე­ყა­ნას.

ავტორი:

"კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას: დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც“ - ბექა ოდიშარია პრეზიდენტზე

"კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას: დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც“ - ბექა ოდიშარია პრეზიდენტზე

“იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას - დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან - ოლიმპიადის წესებით, ეს აკრძალულიც არის! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც: - ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია! ასეთი დებატები არ შედგება! - ეს განცხადება დღეს მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

ოდიშარიას თქმით, გაუგებარია, რაზე შეიძლება ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, "რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობის გარანტი და რომელსაც ზურაბიშვილისგან განსხვავებით საზოგადოებაში უდიდესი ნდობა აქვს".

"სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა ისეთი განცხადებებით დაიწყო, რომლის მიხედვით, ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო, იყო გაუგებარი განცხადებები რელიგიური მიმართულებით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი სანახაობა იქნებოდა", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“. დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას.