"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილ კაპიტანთან ვარლამ ლიპარტელიანთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ივანიშვილსა და ლიპარტელიანს ძიუდოს ფორმები აცვიათ, წარწერით "ლიპარტელიანი". ფოტოებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მთაწმინდაზე, ივანიშვილის რეზიდენციაშია გადაღებული, ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ.
მათ შორის პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძე, სუმოისტი "ტოჩინოშინი", რომელიც წერს: "ცოტნე და ლიპო გენაცვალეთ...“
"ჩვენი ქართული ძიუდოს ლეგენდის ვარლამ ლიპარტელიანის მოწაფე, ცოტნე ივანიშვილი - "ლიპოს" წარმატებები და უფლის წყალობა, მალე უკვე, ოთხგზის მამა გახდება და ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - წერს სპორტული გვერდი SHIDO. ცოტნე ივანიშვილი ხშირად აქვეყნებს ვარჯიშის ფოტოებს შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA)-ს ვარსკვლავებთან, უცნობია, ივანიშვილი ძიუდოთი როდის დაინტერესდა.
ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე და სამი ვაჟი ჰყავს. წყვილი მეოთხე შვილის მოლოდინშია.
საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი 2024 წელს თბილისის "გრანდ სლემზე" დიდი სპორტიდან გააცილეს.
ლიპარტელიანი არის რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული, "მასტერსის", გრან პრისა და "გრანდ სლემის" ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი. ამჟამად კი ის საზოგადოება "ქართულის“ თანადამფუძნებელია.