საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე...“ - რა განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი “ლუგარის ლაბორატორიის“ დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
“რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე...“ - რა განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი “ლუგარის ლაბორატორიის“ დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ან და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის და­ხურ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

რო­გორც მან ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, “რე­ა­ლუ­რად, სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ზე, რომ­ლის ში­ნა­არ­სი კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა და ტრე­ნინ­გე­ბია და ეს არ არის ისე­თი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის რო­მე­ლი­მე პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“.

“საკ­მა­ოდ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მან­კი­ე­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბით ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბის თით­ქოს­და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის, და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ან და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის და­ხურ­ვა­ზე და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. რე­ა­ლუ­რად, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­აც და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრიც შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას“,- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს, აშშ-სგან, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყდე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მტკნა­რი სიც­რუ­ეა, რომ 95 მი­ლი­ო­ნი ლა­რის დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყდა.

“სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მაქ­სი­მუმ 2 მი­ლი­ონ ლა­რის ირ­გვლივ. აქე­და­ნაც ბუ­ნებ­რი­ვია შე­ფა­სე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, ეს რი­ცხვიც არ იყოს. ვინ­მეს შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, რომ 95 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­უ­წყდა სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს, მტკნა­რი სიც­რუ­ეა”,- აღ­ნიშ­ნა სარ­ჯვე­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე...“ - რა განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი “ლუგარის ლაბორატორიის“ დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

“რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე...“ - რა განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი “ლუგარის ლაბორატორიის“ დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, “რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“.

“საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება. როგორც მან აღნიშნა, მტკნარი სიცრუეა, რომ 95 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდა.

“საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"