მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურტ ვონეგუტის „სასაკლაო 5“ უკვე გაყიდვაშია - რომანი, რომელმაც დიდ ცენზურას გაუძლო
კურტ ვონეგუტის „სასაკლაო 5“ უკვე გაყიდვაშია - რომანი, რომელმაც დიდ ცენზურას გაუძლო

კურტ ვო­ნე­გუ­ტის „სა­საკ­ლაო 5“ უკვე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­შია. მისი შე­ძე­ნა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად 10 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მკი­თხვე­ლებს ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ წიგ­ნის ონ­ლა­ინ, palitral.ge-ზე შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც.

„სა­საკ­ლაო 5“ ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, კურტ ვო­ნე­გუ­ტის ნა­ხევ­რად ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი, ან­ტი­მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი რო­მა­ნია. რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი, ბილი პილგრი­მი რი­გი­თი ამე­რი­კე­ლია და სი­უ­ჟე­ტი მისი ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდს მიჰ­ყვე­ბა: ბავ­შვო­ბა 20-იანი წლე­ბის აშშ-ში, ტყვედ ყოფ­ნა გერ­მა­ნე­ლებ­თან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მი­წუ­რულს, პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სი, „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი“ სამ­სა­ხუ­რი, სტან­დარ­ტუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბილი პილგრი­მი დრო­ში მოგ­ზა­უ­რობს. ტექ­სტში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ბი­ლის ტყვე­ო­ბის პე­რი­ოდს და მის გა­დარ­ჩე­ნას დრეზ­დე­ნის და­ბომბვის დროს, რო­გორც ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი თა­ვად ავ­ტო­რის მიერ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­მოც­დი­ლი პე­რი­ო­დი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ნა­წარ­მო­ე­ბი შე­რა­ცხუ­ლია, რო­გორც „შე­უ­და­რე­ბე­ლი მო­რა­ლუ­რი სი­ცხა­დის მქო­ნე" და „უკ­ვდა­ვი ან­ტი­მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი“.

„სა­საკ­ლაო 5“„პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ის „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ რი­გით მეშ­ვი­დე წიგ­ნია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ახა­ლი სე­რი­ის გა­კე­თე­ბა პრო­ექ­ტის „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ 15 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვი­ტა. 15 წიგ­ნის შე­სარ­ჩე­ვად აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­კი­თხვა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე მი­ი­ღო ათე­უ­ლო­ბით ათას­მა ადა­მი­ან­მა. დარ­ჩე­ნი­ლი 8 წიგ­ნის შე­სარ­ჩე­ვად გა­მო­კი­თხვის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

კურტ ვონეგუტის „სასაკლაო 5“ უკვე გაყიდვაშია - რომანი, რომელმაც დიდ ცენზურას გაუძლო

კურტ ვონეგუტის „სასაკლაო 5“ უკვე გაყიდვაშია - რომანი, რომელმაც დიდ ცენზურას გაუძლო

კურტ ვონეგუტის „სასაკლაო 5“ უკვე წიგნის მაღაზიებშია. მისი შეძენა ერთი კვირის განმავლობაში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად 10 ლარად იქნება შესაძლებელი. მკითხველებს ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ წიგნის ონლაინ, palitral.ge-ზე შეძენის შემთხვევაშიც.

„სასაკლაო 5“ ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის ნახევრად ავტობიოგრაფიული, ანტიმილიტარისტული რომანია. რომანის მთავარი გმირი, ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია და სიუჟეტი მისი ცხოვრების პერიოდს მიჰყვება: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვილები. პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს. ტექსტში დიდი ყურადღება ეთმობა ბილის ტყვეობის პერიოდს და მის გადარჩენას დრეზდენის დაბომბვის დროს, როგორც ტყვედ ჩავარდნილი, ეს უკანასკნელი კი თავად ავტორის მიერ სამხედრო სამსახურში გამოცდილი პერიოდითაა შთაგონებული. ნაწარმოები შერაცხულია, როგორც „შეუდარებელი მორალური სიცხადის მქონე" და „უკვდავი ანტიმილიტარისტული ნაწარმოები“.

„სასაკლაო 5“„პალიტრა L-ის“ სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ რიგით მეშვიდე წიგნია.

გამომცემლობამ ახალი სერიის გაკეთება პროექტის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყვიტა. 15 წიგნის შესარჩევად აქტიურად მიმდინარეობს ფართო საზოგადოების გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა უკვე მიიღო ათეულობით ათასმა ადამიანმა. დარჩენილი 8 წიგნის შესარჩევად გამოკითხვის პროცესი გრძელდება.

R