მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის რა ინოვაციურ გზას გვთავაზობს "ავერსის კლინიკა"?
თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის რა ინოვაციურ გზას გვთავაზობს "ავერსის კლინიკა"?

„ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ვის ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რა­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა უსის­ხლოდ, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გა­რე­შე. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უახ­ლე­სი თა­ო­ბის და­ნად­გა­რი - Gamma Knife Esprit გაძ­ლევთ.

მკურ­ნა­ლო­ბის ეს გზა არის თა­ვის ტვი­ნის პა­თო­ლო­გი­ე­ბის ყვე­ლა­ზე ზუს­ტი და უსაფრ­თხო, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი (უსის­ხლო) მე­თო­დი, რომ­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლა­დაც ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს სა­ზღვარ­გა­რეთ უწევ­დათ წას­ვლა, დღეს კი „ავერ­სის კლი­ნი­კის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­ლი­ა­ლი გთა­ვა­ზობთ ანა­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლი­ო­ში Gamma Knife-ის სულ 340 აპა­რა­ტია ინ­სტა­ლი­რე­ბუ­ლი, უმე­ტე­სად ამე­რი­კა­სა და ია­პო­ნი­ა­ში, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოა პირ­ვე­ლი, სა­დაც ის და­ი­ნერ­გა.

რისი მკურ­ნა­ლო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ მე­თო­დით და ვის შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს Gamma Knife-ით?

მე­დი­ცი­ნა­ში Gamma Knife-ს უკვე ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია რაც იყე­ნე­ბენ და 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი სხვა­დას­ხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაა დაგ­რო­ვე­ბუ­ლი.

Gamma Knife Esprit აღი­ა­რე­ბუ­ლია ოქ­როს სტან­დარ­ტად თა­ვის ტვი­ნის ისე­თი პა­თო­ლო­გი­ე­ბის­თვის, რო­მელ­თა მკურ­ნა­ლო­ბაც ადრე შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნდათ, მათ შო­რის:

  • თა­ვის ტვი­ნის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის­თვის (აკუს­ტი­კუ­რი ნე­ი­რო­მა, მე­ნინ­გი­ო­მა, კრა­ნი­ო­ფა­რინ­გი­ო­მა, ჰი­პო­ფი­ზის ადე­ნო­მა, ჰე­მან­გი­ობ­ლას­ტო­მა, გლო­მუ­სის სიმ­სივ­ნე);
  • თა­ვის ტვი­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის­თვის (გლი­ობ­ლას­ტო­მა, თა­ვის ტვი­ნის მე­ტას­ტა­ზე­ბი, გლი­ო­მე­ბი, ჰე­მან­გი­ო­პე­რი­ცი­ტო­მა, ქონ­დრო­სარ­კო­მა, ნა­ზო­ფა­რინ­გე­ა­ლუ­რი კარ­ცი­ნო­მა, ბავ­შვთა ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბი და სხვა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი);
  • სამ­წვე­რა ნერ­ვის ნევ­რალ­გი­ის­თვის;
  • ტვი­ნის არ­ტე­რი­ო­ვე­ნუ­რი მალ­ფორ­მა­ცი­ის­თვის;
  • ნე­ბის­მი­ე­რი სიმ­სივ­ნის­თვის, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს თა­ვის ტვი­ნის სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ებ­ზე;
  • ეპი­ლეფ­სი­ის გარ­კვე­უ­ლი ფორ­მე­ბის­თვის;
  • ესენ­ცი­უ­რი ტრე­მო­რის­თვის.

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს უშუ­ა­ლოდ პრო­ცე­დუ­რა და რო­გორ ემ­ზა­დე­ბა პა­ცი­ენ­ტი მის­თვის?

Gamma Knife-ით მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე პა­ცი­ენტს უტარ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT), მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (MRI) ან ან­გი­ოგ­რა­ფია – იმის მი­ხედ­ვით თუ რა პა­თო­ლო­გი­ას­თან გვაქვს საქ­მე, რათა ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვროს სა­მიზ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბა.

შემ­დეგ, პრო­ცე­დუ­რამ­დე პა­ცი­ენტს თავ­ზე უმაგრდე­ბა მსუ­ბუ­ქი ჩარ­ჩო. მას­თან მი­მარ­თე­ბით სა­მიზ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბა უკვე გან­სა­ზღვრუ­ლია და იწყე­ბა პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის დრო­საც პა­ცი­ენ­ტი აპა­რატ­ზე წევს.

დას­ხი­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თი­დან ერთ სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დეს - ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­მიზ­ნის ზო­მა­სა და ფორ­მა­ზე.

რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - პა­ცი­ენ­ტი დას­ხი­ვე­ბას ვერ გრძნობს, პრო­ცე­დუ­რა სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა, აპა­რა­ტის ხმა­უ­რიც არ აწუ­ხებს და ექიმ­თან სა­უ­ბა­რი მიკრო­ფო­ნით შე­უძ­ლია.

Gamma Knife-ით მკურ­ნა­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს.

რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს ამ პრო­ცე­დუ­რით მკურ­ნა­ლო­ბას ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას­თან შე­და­რე­ბით?

  • ერთ სე­ან­სში სრულ­დე­ბა, მხო­ლოდ ერ­თდღი­ა­ნი ვი­ზი­ტია სა­ჭი­რო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში. პრო­ცე­დუ­რის მომ­დევ­ნო დღეს კი პა­ცი­ენ­ტი ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს უბ­რუნ­დე­ბა.
  • არ სა­ჭი­რო­ებს ჭრი­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, არ ტო­ვებს ნა­ი­ა­რევს თა­ვის ქა­ლა­სა და თა­ვის კან­ზე;
  • ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი არის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი;
  • წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა არ არის სა­ჭი­რო;
  • ზო­გა­დი ანეს­თე­ზი­ის გა­კე­თე­ბაც არ სჭირ­დე­ბა;
  • არ მო­ი­თხოვს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას;
  • უსაფრ­თხოა ორ­სუ­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის­თვის, ნე­ბა­დარ­თუ­ლია 1.5 წლი­დან.

რა ხდე­ბა პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ?

პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა, რაც პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას კი­დევ უფრო მე­ტად უწყობს ხელს. ასე­ვე, აღარ არის სა­ჭი­რო გან­მე­ო­რე­ბი­თი ჩა­რე­ვა, მა­შინ, როცა ღია ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ეს ზოგ­ჯერ გარ­და­უ­ვა­ლი ხდე­ბა გარ­თუ­ლე­ბის გამო.

და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - თა­ვის ტვინ­ში მე­ტას­ტა­ზე­ბის Gamma Knife-ით მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, წე­სი­სა­მებრ, ქრე­ბა ღია ოპე­რა­ცი­ი­სა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სხი­ვუ­რი თუ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის სა­ჭი­რო­ე­ბაც.

Gamma Knife-ის პრო­ცე­დუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­გიძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დეთ „ავერ­სის კლი­ნი­კას“ ნო­მერ­ზე: 032 2500 700

Gamma Knife - ვი­საც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფასს - გო­ნე­ბას ან­დობ!

R

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის რა ინოვაციურ გზას გვთავაზობს "ავერსის კლინიკა"?

თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის რა ინოვაციურ გზას გვთავაზობს "ავერსის კლინიკა"?

„ავერსის კლინიკაში“ უკვე შესაძლებელია თავის ტვინის დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობა უსისხლოდ, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ამ შესაძლებლობას უახლესი თაობის დანადგარი - Gamma Knife Esprit გაძლევთ.

მკურნალობის ეს გზა არის თავის ტვინის პათოლოგიების ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო, არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი, რომლის ჩასატარებლადაც ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა, დღეს კი „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალი გთავაზობთ ანალოგიურ მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში Gamma Knife-ის სულ 340 აპარატია ინსტალირებული, უმეტესად ამერიკასა და იაპონიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი საქართველოა პირველი, სადაც ის დაინერგა.

რისი მკურნალობაა შესაძლებელი ამ მეთოდით და ვის შეუძლია ისარგებლოს Gamma Knife-ით?

მედიცინაში Gamma Knife-ს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იყენებენ და 2 მილიონზე მეტი სხვადასხვა ონკოლოგიური და სისხლძარღვოვანი პაციენტის მკურნალობის გამოცდილებაა დაგროვებული.

Gamma Knife Esprit აღიარებულია ოქროს სტანდარტად თავის ტვინის ისეთი პათოლოგიებისთვის, რომელთა მკურნალობაც ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ, მათ შორის:

  • თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეებისთვის (აკუსტიკური ნეირომა, მენინგიომა, კრანიოფარინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა, ჰემანგიობლასტომა, გლომუსის სიმსივნე);
  • თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის (გლიობლასტომა, თავის ტვინის მეტასტაზები, გლიომები, ჰემანგიოპერიციტომა, ქონდროსარკომა, ნაზოფარინგეალური კარცინომა, ბავშვთა ტვინის სიმსივნეები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები);
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიისთვის;
  • ტვინის არტერიოვენური მალფორმაციისთვის;
  • ნებისმიერი სიმსივნისთვის, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე;
  • ეპილეფსიის გარკვეული ფორმებისთვის;
  • ესენციური ტრემორისთვის.

როგორ მიმდინარეობს უშუალოდ პროცედურა და როგორ ემზადება პაციენტი მისთვის?

Gamma Knife-ით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან ანგიოგრაფია – იმის მიხედვით თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რათა ზუსტად განისაზღვროს სამიზნის მდებარეობა.

შემდეგ, პროცედურამდე პაციენტს თავზე უმაგრდება მსუბუქი ჩარჩო. მასთან მიმართებით სამიზნის მდებარეობა უკვე განსაზღვრულია და იწყება პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტი აპარატზე წევს.

დასხივება შეიძლება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გაგრძელდეს - ეს დამოკიდებულია სამიზნის ზომასა და ფორმაზე.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პაციენტი დასხივებას ვერ გრძნობს, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, აპარატის ხმაურიც არ აწუხებს და ექიმთან საუბარი მიკროფონით შეუძლია.

Gamma Knife-ით მკურნალობა განსაკუთრებულ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.

რა უპირატესობები აქვს ამ პროცედურით მკურნალობას ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით?

  • ერთ სეანსში სრულდება, მხოლოდ ერთდღიანი ვიზიტია საჭირო ამბულატორიაში. პროცედურის მომდევნო დღეს კი პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
  • არ საჭიროებს ჭრილობას და შესაბამისად, არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალასა და თავის კანზე;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი არის მაქსიმალურად შემცირებული;
  • წინასწარი მომზადება არ არის საჭირო;
  • ზოგადი ანესთეზიის გაკეთებაც არ სჭირდება;
  • არ მოითხოვს რეაბილიტაციას;
  • უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის, ნებადართულია 1.5 წლიდან.

რა ხდება პროცედურის შემდეგ?

პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, რაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ასევე, აღარ არის საჭირო განმეორებითი ჩარევა, მაშინ, როცა ღია ოპერაციის შემდეგ ეს ზოგჯერ გარდაუვალი ხდება გართულების გამო.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თავის ტვინში მეტასტაზების Gamma Knife-ით მკურნალობის შემდეგ, წესისამებრ, ქრება ღია ოპერაციისა და ძვირადღირებული სხივური თუ ქიმიოთერაპიის საჭიროებაც.

Gamma Knife-ის პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „ავერსის კლინიკას“ ნომერზე: 032 2500 700

Gamma Knife - ვისაც ყველაზე ძვირფასს - გონებას ანდობ!

R