სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეტნას მორიგი ძლიერი ამოფრქვევა - ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრზე ავიდა: კატანიის აეროპორტში ავიარეისები 6 დღით აიკრძალა
ეტნას მორიგი ძლიერი ამოფრქვევა - ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრზე ავიდა: კატანიის აეროპორტში ავიარეისები 6 დღით აიკრძალა

ეტ­ნას მო­რი­გი ძლი­ე­რი ამოფრქვე­ვა - ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის ღრუ­ბე­ლი 10 კი­ლო­მეტრზე ავი­და: კა­ტა­ნი­ის აე­რო­პორ­ტში ავი­ა­რე­ი­სე­ბი 6 დღით აიკ­რძა­ლა

ვულ­კან ეტ­ნას ამოფრქვე­ვის გამო სი­ცი­ლი­ის ქა­ლაქ კა­ტა­ნი­ა­ში ავი­ა­რე­ი­სე­ბი გა­უქ­მდა, შე­ზღუდ­ვა უახ­ლო­ე­სი 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმოქ­მე­დებს. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 330 მეტ­რი სი­მაღ­ლის ვულ­კა­ნი კვი­რას ღა­მით ამოქ­მედ­და და ლა­ვი­სა და ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის ამოფრქვე­ვა და­ი­წყო. რო­გორც გა­ზე­თი Giornale di Sicilia წერს, ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის ღრუ­ბე­ლი 10 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ავი­და.

კა­ტა­ნი­ის მერ­მა ენ­რი­კო ტრა­ან­ტი­ნომ ქა­ლაქ­ში მო­ტო­ციკ­ლე­ბი­თა და ვე­ლო­სი­პე­დე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა 2 დღით აკ­რძა­ლა, რად­გან ბევ­რი ქუჩა ფერ­ფლი­თაა და­ფა­რუ­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ არა­უ­მე­ტეს 30 კმ/სთ სიჩ­ქა­რით იმოძ­რა­ონ, რად­გან ფერ­ფლით და­ფა­რულ გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბა სა­ხი­ფა­თოა და გაზ­რდი­ლია ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რის­კი. ეტნა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნია ევ­რო­პა­ში. ვულ­კა­ნის დიდი ამოფრქვე­ვა ბო­ლოს 1992 წელს მოხ­და.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ANSA-ს ცნო­ბით, ეს არის ასე­თი ძა­ლის მე­ხუ­თე ამოფრქვე­ვა გა­სუ­ლი წლის ივ­ლი­სის შემ­დეგ.

ავტორი:

ეტნას მორიგი ძლიერი ამოფრქვევა - ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრზე ავიდა: კატანიის აეროპორტში ავიარეისები 6 დღით აიკრძალა

ეტნას მორიგი ძლიერი ამოფრქვევა - ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრზე ავიდა: კატანიის აეროპორტში ავიარეისები 6 დღით აიკრძალა

ეტნას მორიგი ძლიერი ამოფრქვევა - ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრზე ავიდა: კატანიის აეროპორტში ავიარეისები 6 დღით აიკრძალა

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის ქალაქ კატანიაში ავიარეისები გაუქმდა, შეზღუდვა უახლოესი 6 დღის განმავლობაში იმოქმედებს. მედიის ინფორმაციით, 3 330 მეტრი სიმაღლის ვულკანი კვირას ღამით ამოქმედდა და ლავისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო. როგორც გაზეთი Giornale di Sicilia წერს, ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

კატანიის მერმა ენრიკო ტრაანტინომ ქალაქში მოტოციკლებითა და ველოსიპედებით გადაადგილება 2 დღით აკრძალა, რადგან ბევრი ქუჩა ფერფლითაა დაფარული.

ამასთანავე, ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, რადგან ფერფლით დაფარულ გზებზე მოძრაობა სახიფათოა და გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ეტნა ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია ევროპაში. ვულკანის დიდი ამოფრქვევა ბოლოს 1992 წელს მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ეს არის ასეთი ძალის მეხუთე ამოფრქვევა გასული წლის ივლისის შემდეგ.