პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა
პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან” კავ­შირ­ში მყო­ფი 2 პირი და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ი., მეტ­სა­ხე­ლად "ჯავა“ ხოლო, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის“ ფაქ­ტზე, 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ.ყ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს მეშ­ვე­ო­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა მო­ი­გო, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბი­სა და "ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში“ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბის მიზ­ნით გა­ნიზ­რა­ხეს ც.მ.-სთვის "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“ მო­ე­წყოთ, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მისი ნა­თე­სა­ვი რ.ა.

ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა გ.ი.-მ საქ­მე­ში ჩარ­თო "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დი“ დ.ე. და "ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის“ შე­დე­გად ც.მ.-ს, გან­სა­ზღვრულ დრო­ში 5000 ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რეს, რო­მე­ლიც შემ­დგომ რ.ა.-მ გა­და­ი­ხა­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა

პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად "ჯავა“ ხოლო, "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და "ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს ც.მ.-სთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი რ.ა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ი.-მ საქმეში ჩართო "კანონიერ ქურდი“ დ.ე. და "ქურდული გარჩევის“ შედეგად ც.მ.-ს, განსაზღვრულ დროში 5000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც შემდგომ რ.ა.-მ გადაიხადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.