მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს განძი და უძველესი ჭრაქი - ადგილი, სადაც რომაელი ოჯახები ცხოვრობდნენ: რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გონიოში და რის შესახებ მეტყველებს უძველესი არტეფაქტები
ოქროს განძი და უძველესი ჭრაქი - ადგილი, სადაც რომაელი ოჯახები ცხოვრობდნენ: რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გონიოში და რის შესახებ მეტყველებს უძველესი არტეფაქტები

გო­ნი­ოს ცი­ხე­სი­მაგ­რე აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ძეგლია. იქ ყო­ველ­წლი­უ­რად მუდ­მივ­მოქ­მე­დი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცია მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თებს.

  • თორ­ნი­კე მა­მი­სე­იშ­ვი­ლი, აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრო­მე­ლია და არ­ქე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი. ამ­ჯე­რად სწო­რედ ის მოგ­ვაწ­ვდის გო­ნი­ოს ცი­ხის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს.

თორ­ნი­კემ ეს პრო­ფე­სია უზო­მო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო გა­და­წყვი­ტა - "არ­ქე­ო­ლო­გია ხომ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ბავ­შვო­ბა­ში, როცა მშობ­ლებს და­სას­ვე­ნებ­ლად დავ­ყავ­დი და ციხე-სი­მაგ­რე­ებს მი­ვად­გე­ბო­დით ხოლ­მე, სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვისი აშე­ნე­ბუ­ლი იყო, რა ბრძო­ლა მოხ­და იქ. მე­ტის გა­სა­გე­ბად და შე­საც­ნო­ბად კლდე­ებ­ზე დავ­ღო­ღავ­დი. მერე ამას ბო­ლომ­დე მივ­ყე­ვი და მივ­ყე­ვი,“ - გვე­უბ­ნე­ბა თორ­ნი­კე მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და თა­ვის პირ­ველ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპე­დი­ცი­ას ასე იხ­სე­ნებს:

  • "რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­ში, აწ­გან­სვე­ნე­ბულ­მა შოთა მა­მუ­ლა­ძემ გო­ნი­ო­ში, ველ­ზე გა­მიშ­ვა და საკ­მა­ოდ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და­მა­კის­რა. რად­გან ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო რო­მა­უ­ლი პე­რი­ო­დია, სწო­რედ იქ მოვ­ხვდი, სა­დაც უნდა მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი...

პირ­ვე­ლი ნივ­თე­ბი, რო­მელ­საც შე­ვე­ხე, რო­მა­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის იყო, რაც ამა­ღელ­ვე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი მა­ნამ­დე მუ­ზე­უმ­შიც მქონ­და ნა­ნა­ხი. არ­ტე­ფაქ­ტებს მა­შინ მი­ვაკ­ვლიე და მათ­გან 10 ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თი, დღეს უკვე მუ­ზე­უმ­ში დევს. სა­ო­ცა­რი ემო­ცია იყო ბე­ჭე­დი რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რო­მელ­ზეც ადა­მი­ა­ნი და ვირი გახ­ლდათ გა­მო­სა­ხუ­ლი. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ის რო­მა­უ­ლი სამ­ყა­რო­დან ცნო­ბი­ლი სცე­ნა იყო. ბე­ჭე­დი კი სამ­ხედ­რო და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი პი­რის სა­კუთ­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ცენ­ტუ­რი­ო­ნის, ანუ 100-მე­თა­უ­რის. ამას მოჰ­ყვა მო­ნე­ტე­ბი, სიმ­პუ­ლუ­მი, ანუ ჩამ­ჩა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ რი­ტუ­ალ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და...

- და მათი ნახ­ვა დღეს გო­ნი­ოს მუ­ზე­უმ­ში მი­სულ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია... აღ­ნიშ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ჩემ­თვის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თი ქა­ლის ყელ­სა­ბა­მი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი მძი­ვე­ბი აქვს...

- მძი­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს სო­ფელ მა­ხო­ში, გო­ნი­ოს თავ­ზვე. ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ შემ­თხვე­ვით, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის დროს ბაღ­ში მი­აგ­ნო. იქ რამ­დე­ნი­მე სა­მარ­ხიც აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი იყო. მათ შო­რი­საა ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი მი­ნის ჭიქა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად და­ცუ­ლია და ისიც მუ­ზე­უმ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს და­ამ­თავ­რებ­დნენ (სამ­სა­ხუ­რი 15-20 წელი გრძელ­დე­ბო­და და იმ პე­რი­ოდ­ში და­ო­ჯა­ხე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ), მათ სა­ხელ­მწი­ფო ფულს აძ­ლევ­და, რის შემ­დე­გაც უკვე ცო­ლის მოყ­ვა­ნა შე­ეძ­ლოთ. ისი­ნიც ქმნიდ­ნენ ოჯახს და ცი­ხე­სი­მაგ­რის ახ­ლოს სახ­ლდე­ბოდ­ნენ. სწო­რედ ამი­ტომ, მა­ხო­შია მათი კვა­ლი მიკ­ვლე­უ­ლი. ალ­ბათ, ის სამ­კა­უ­ლიც ერთ-ერთი ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცის მე­უღ­ლეს ეკუთ­ვნო­და.

იქვე მო­ნე­ტე­ბიც იპო­ვეს, რო­მე­ლიც II-III სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა.

- ამ­რი­გად იმ პე­რი­ოდ­ში, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დნენ რო­მა­უ­ლი ოჯა­ხე­ბი და ზო­გა­დად, გო­ნი­ოს ცი­ხეც მაგ დრო­ინ­დე­ლია. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში გო­ნი­ოს ცი­ხის მიმ­დე­ბა­რედ ოქ­როს გან­ძიც იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი...

- კი, სა­დღაც 80-იან წლებ­ში ტრაქ­ტორ­მა გზის გაყ­ვა­ნის დროს ოქ­როს გან­ძის იპო­ვა და მისი ნა­წი­ლიც მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. სა­ერ­თოდ, იმ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და ასე­თი შემ­თხვე­ვი­თი აღ­მო­ჩე­ნე­ბი. უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვა კი, 1995 წლი­დან და­ი­წყო და დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყო­ველ­წლი­უ­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი, სა­დაც ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი. სხვა­დას­ხვა დროს იყ­ვნენ გერ­მა­ნე­ლე­ბი, იტა­ლი­ე­ლე­ბი. დღეს პო­ლო­ნე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. მოკ­ლედ, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ამ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ე­ცა და კვლე­ვა-ძი­ე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გახ­და.

- მუ­ზე­უმ­ში სა­გან­გე­ბო ად­გი­ლას არის გან­თავ­სე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტი - ჭრა­ქი. გვი­ამ­ბეთ ამ ნივ­თის შე­სა­ხებ.

- ჩემი აღ­მო­ჩე­ნი­ლია. მისი სა­ხით, შარ­შან მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სო არ­ტე­ფაქტს მი­ვა­გე­ნი. მი­წი­დან სა­კუ­თა­რი ხე­ლით ამო­ვი­ღე - 10 კაცი ვმუ­შა­ობ­დით. ფენა-ფენა მივ­დი­ვართ ხოლ­მე, 20-20 სან­ტი­მეტრს ვი­ღებთ, რომ არა­ფე­რი დაგ­ვერ­ღვეს და თი­თო­ე­უ­ლი ფენა ბო­ლომ­დე იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი. ვინ­მეს წე­რაქ­ვი არას­წო­რად რომ და­ერ­ტყა, შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ერ­თოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჭრა­ქი დაფშვნი­ლი­ყო. ამი­ტომ, დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და მი­წი­დან ასე უვ­ნებ­ლად ამო­ვი­ღეთ.

სა­ერ­თოდ ბრინ­ჯაო მწვა­ნე ფერს იძენს, მარ­ტი­ვად შე­სამ­ჩნე­ვია, ამის გამო მისი მწვა­ნე შე­ფე­რი­ლო­ბაც მა­შინ­ვე შევ­ნიშ­ნე და სა­ბო­ლო­ოდ, ხელ­ში ჭრა­ქი შემ­რჩა... სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ სა­დაც ვმუ­შა­ობ­დით, იქ აბა­ნო აღ­მოჩ­ნდა, რაც იქ პირ­ვე­ლი აბა­ნო არ არის, მაგ­რამ ეს იმით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ რამ­დე­ნი­მე გან­ყო­ფი­ლე­ბა აქვს. მაგ ად­გი­ლას სულ აბა­ნოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი ამო­დი­ო­და.

- მა­გა­ლი­თად?

- სამ­შე­ნებ­ლო კე­რა­მი­კა, აგუ­რი, კრა­მი­ტი, მი­ნის ჭურ­ჭე­ლი. იმ დროს­თვის აბა­ნო­ში ზე­ი­თუ­ნის ზეთი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც დღეს ჩვენ სა­პონს და შამ­პუნს ვი­ყე­ნებთ. ზე­ი­თუ­ნის ზეთს რად­გან უნი­კა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს, მას ტან­ზე ის­ვამ­დნენ და სტრი­გი­ლით, სპე­ცი­ა­ლუ­რი არა­ბას­რი სა­მარ­თლებ­ლით იშო­რებ­დნენ... იქ კი­დევ არა­ერ­თი ჭრა­ქი აღ­მოჩ­ნდა. მაგ­რამ იმ ჭრაქ­მა, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რეთ, ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა. როცა ასე­თი არ­ტე­ფაქ­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ხოლ­მე, ბა­ტო­ნი ამი­რა­ნი იტყო­და, რომ ექ­სპე­დი­ცია დამ­თავ­რე­ბუ­ლია.

შემ­დეგ მწვა­ნე შე­ფე­რი­ლო­ბის ბრინ­ჯა­ოს ჭრა­ქის შე­სა­ხებ კვლე­ვა-ძი­ე­ბა რომ და­ვი­წყეთ, მისი ბევ­რი ანა­ლო­გი ვნა­ხეთ. ყვე­ლა­ზე მიმსგავ­სე­ბუ­ლი ლონ­დო­ნის, სტამ­ბო­ლის მუ­ზე­უ­მებ­შია (მსგავ­სი ტიპი ნუ­ბი­ე­ლის სა­ხელ­წო­დე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ნუ­ბი­ე­ლე­ბი ეგ­ვიპ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დნენ). ჭრაქს აქვს აფ­რი­კე­ლის თა­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. იმ ვარ­ცხნი­ლო­ბის გამო, რაც აღ­მო­ჩე­ნილ ნივთზე ნათ­ლად ჩანს, აფ­რი­კე­ლე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ამი­ტომ მას აფ­რი­კე­ლის თა­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას უწო­დე­ბენ.

- ეს ჭრა­ქი ვისი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯა­რის­კა­ცის კუთ­ვნი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ცენ­ტუ­რი­ო­ნი­საა, 100-მე­თა­უ­რის, ანუ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო პი­რის. სა­ვა­რა­უ­დოდ, II-III სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უნდა იყოს. იმი­ტომ, რომ იქ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა ნივ­თი ძი­რი­თა­დად იმ პე­რი­ოდს ეკუთ­ვნის. აბა­ნოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­პოვ­ნია ასე­ვე აგუ­რე­ბი, რო­მელ­საც აქვს დამ­ღა. რო­მა­ელ ლე­გი­ო­ნე­რებს ასე­თი თვი­სე­ბა ჰქონ­დათ, აგურს ყა­ლიბ­ში რომ ჩა­მო­ას­ხამ­დნენ, სა­კუ­თარ დამ­ღას უკე­თებ­დნენ, რომ შემ­დგომ იმ შე­ნებ­ლის წარ­წე­რა ჰქო­ნო­და. ეს შე­ნო­ბა, ჩვენ მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი აგუ­რე­ბით დგინ­დე­ბა, რომ III სა­გი­ტა­რი­უ­სის (მშვილ­დო­სა­ნი) კოჰორ­ტი­საა.

- შემ­დგომ ინ­ფორ­მა­ცია რომ მო­ი­ძი­ეთ, რა გა­ირ­კვა?

- ის მშვილ­დოს­ნე­ბი სი­რი­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც კა­პა­დო­კი­ა­ში მსა­ხუ­რობ­დნენ. ერთი პე­რი­ო­დი გო­ნი­ო­შიც მო­უ­წი­ათ და­ბა­ნა­კე­ბა. ჩემი აზ­რით, პარ­თი­ას­თან ომის დროს უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ, შეგ­ვიძ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ჭრა­ქი და­ვა­სა­ხე­ლოთ, რო­გორც მათ მიერ იქ მო­ტა­ნი­ლი ნივ­თი.

- გო­ნი­ოს ციხე-სი­მაგ­რე რა­ტომ უნდა ნა­ხოს ადა­მი­ან­მა და რა­ტომ არის ის აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში სა­პა­ტიო ად­გილ­ზე?

- რომი იმ დრო­ის­თვის უდი­დე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ად­გი­ლი იყო, რომ­ლის ნა­წი­ლი ყვე­ლას სურ­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენ გვერ­გო იმის პა­ტი­ვი, ისი­ნი აქ მო­სუ­ლიყ­ვნენ, რაც მთა­ვა­რი, ბრძო­ლით არ მო­სუ­ლან. ჩვენ მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ამას­თან, შო­რის ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი რო­მა­ე­ლებ­თან მსა­ხუ­რობ­დნენ, რაც პა­ტი­ვად ით­ვლე­ბო­და.

გო­ნი­ოს ცი­ხის ზე­მოთ, მთე­ბის­კენ რომ მივ­დი­ვართ, 2 კი­ლო­მეტრში მიმ­ზიდ­ვე­ლი ქვა ჩან­და, რო­მელ­საც ოთხკუ­თხე­დად ამოჭ­რი­ლი ფოსო ჰქონ­და, რა­მაც ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. იქ 2-კვი­რი­ა­ნი გა­თხრე­ბი ჩა­ტარ­და. ქარ­თვე­ლი და პო­ლო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და მა­რა­ნი აღ­მოჩ­ნდა... იქვე იყო აუზი, სა­დაც ჩა­წუ­რუ­ლი წვე­ნი ჩა­დი­ო­და, იყო სას­მი­სე­ბი, ჭრა­ქე­ბი, რომ სივ­რცე გა­ე­ნა­თე­ბი­ნათ. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, რო­მა­უ­ლი კულ­ტუ­რა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ, მათი ნა­წი­ლი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. რო­მა­ე­ლებ­თან ვაჭ­რო­ბა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ, ასე­ვე სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნათ. მათ­თვი­საც ის ყვე­ლა­ფე­რი დიდი სარ­გე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ჯა­რის­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში მსა­ხუ­რობ­დნენ, თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­რეთ გა­მო­დი­ოდ­ნენ, ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, მე­გობ­რობ­დნენ. ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა და მათ ნა­წი­ლად გვაქ­ცია.

ამის გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გო­ნი­ოს ციხე ერ­თა­დერ­თი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი რო­მა­უ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რეა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს და ჯერ კი­დევ მყა­რად დგას, ის I სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და.

- გო­ნი­ოს ცი­ხის მიმ­დე­ბა­რედ ერთ-ერთ პირ­ველ და­სახ­ლე­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

- იმ ად­გილ­ზე, სა­დაც რო­მა­ე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, მა­ნამ­დე ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი - კოლ­ხე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­ერ­თი ბერ­ძნუ­ლი წყა­რო­დან გვაქვს. მა­გა­ლი­თად, ქსე­ნო­ფონ­ტეს "ანა­ბა­სის­ში“ აღ­წერს, რომ იქ კოლ­ხი ტო­მე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. თვი­თონ ცი­ხე­სი­მაგ­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, არ­სე­ბობს ასე­თი ვა­რა­უ­დი, რომ ის ტე­რი­ტო­რი­აც პონ­ტოს სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმათ ჰქო­ნო­დათ აქ ცი­ხე­სი­მაგ­რე, რო­მე­ლიც შემ­დეგ რო­მა­ე­ლებ­მა ჩა­იგ­დეს ხელ­ში. თა­ვად მათ აშე­ნე­ბულ ცი­ხე­სი­მაგ­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, ვი­ცით, რომ პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში აქ უკვე ცი­ხე­სი­მაგ­რე იდგა. ამას არა­ერ­თი წყა­რო ადას­ტუ­რებს. პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის იმ­პე­რა­ტორ ნე­რო­ნის სა­ხელ­თან რო­მაა გო­ნი­ოს ციხე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მო­ნე­ტაა გო­ნი­ოს ცი­ხის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

- მა­ტა­თა მო­ცი­ქუ­ლის საფ­ლა­ვია გო­ნი­ოს ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე... ეს რე­ა­ლუ­რი საფ­ლა­ვია?

- სიმ­ბო­ლუ­რი საფ­ლა­ვია, არა­და, ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ის ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. ასე ვერ იქ­ნე­ბო­და. ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში რო­მა­უ­ლი არ­მი­ის სულ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლი რომ მომ­კვდა­რი­ყო, იმა­საც კი არ დაკ­რძა­ლავ­დნენ, მათ კარ­გად იცოდ­ნენ სა­მარ­ხე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბაც - შე­საძ­ლოა, ის რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­წინ­და­რი ყო­ფი­ლი­ყო. ამი­ტომ საფ­ლა­ვე­ბიც კი საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბით ჰქონ­დათ.

მერე მა­ტ­ა­თას დაკ­რძალ­ვის ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა გა­მოთ­ქვამს პრე­ტენ­ზი­ას, - ჩვენ­თან არის დაკ­რძა­ლუ­ლიო. ერთ-ერთ წყა­რო­ში აფ­სა­რო­სიც სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა არ სა­ხელ­დე­ბა, რომ გო­ნი­ოს ცი­ხე­შია. რად­გან წყა­რო­ებ­ში ნახ­სე­ნე­ბი იყო აფ­სა­რო­სი, გო­ნი­ოს ცი­ხე­სი­მაგ­რე მიჩ­ნე­უ­ლი იქნა სიმ­ბო­ლურ საფ­ლა­ვად.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვას, სა­დაც არის მცი­რე სამ­ლოც­ვე­ლო აგე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ ახა­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის მო­ტა­ნი­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ, რომ­ლებ­მაც ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. დღეს ქვა სა­დაც დევს, იქ საფ­ლა­ვი კი­დევ ერთი მი­ზე­ზით ვერ იქ­ნე­ბო­და, იმ ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლია აბ­დე­სი, ად­გი­ლი, სა­დაც მუს­ლი­მე­ბი მე­ჩეთ­ში შეს­ვლის წინ ფეხს იბან­დნენ...

მა­ტა­თა ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დაკ­რძა­ლუ­ლია გო­ნი­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუმ­ცა არა ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე... ასე რომ, გო­ნი­ოს ცი­ხე­ში მო­სულ სტუ­მარს ძალ­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბის ნახ­ვა და ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა მო­უ­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ოქროს განძი და უძველესი ჭრაქი - ადგილი, სადაც რომაელი ოჯახები ცხოვრობდნენ: რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გონიოში და რის შესახებ მეტყველებს უძველესი არტეფაქტები

ოქროს განძი და უძველესი ჭრაქი - ადგილი, სადაც რომაელი ოჯახები ცხოვრობდნენ: რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გონიოში და რის შესახებ მეტყველებს უძველესი არტეფაქტები

გონიოს ციხესიმაგრე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. იქ ყოველწლიურად მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს, რომელიც ყოველთვის საინტერესო აღმოჩენებს აკეთებს.

  • თორნიკე მამისეიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ თანამშრომელია და არქეოლოგიის მიმართულებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ამჯერად სწორედ ის მოგვაწვდის გონიოს ციხის შესახებ საინტერესო ამბებს.

თორნიკემ ეს პროფესია უზომო ცნობისმოყვარეობის გამო გადაწყვიტა - "არქეოლოგია ხომ ცნობისმოყვარეობაა წარსულის შესახებ. ბავშვობაში, როცა მშობლებს დასასვენებლად დავყავდი და ციხე-სიმაგრეებს მივადგებოდით ხოლმე, სულ მაინტერესებდა, ვისი აშენებული იყო, რა ბრძოლა მოხდა იქ. მეტის გასაგებად და შესაცნობად კლდეებზე დავღოღავდი. მერე ამას ბოლომდე მივყევი და მივყევი,“ - გვეუბნება თორნიკე მამისეიშვილი და თავის პირველ არქეოლოგიურ ექსპედიციას ასე იხსენებს:

  • "როდესაც მუშაობა დავიწყე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, აწგანსვენებულმა შოთა მამულაძემ გონიოში, ველზე გამიშვა და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობები დამაკისრა. რადგან ჩემი ინტერესის სფერო რომაული პერიოდია, სწორედ იქ მოვხვდი, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი...

პირველი ნივთები, რომელსაც შევეხე, რომაელი ჯარისკაცების იყო, რაც ამაღელვებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მანამდე მუზეუმშიც მქონდა ნანახი. არტეფაქტებს მაშინ მივაკვლიე და მათგან 10 ძალიან საინტერესო ნივთი, დღეს უკვე მუზეუმში დევს. საოცარი ემოცია იყო ბეჭედი რომ აღმოვაჩინეთ, რომელზეც ადამიანი და ვირი გახლდათ გამოსახული. შემდეგ გაირკვა, რომ ის რომაული სამყაროდან ცნობილი სცენა იყო. ბეჭედი კი სამხედრო დაწინაურებული პირის საკუთრება უნდა ყოფილიყო, ცენტურიონის, ანუ 100-მეთაურის. ამას მოჰყვა მონეტები, სიმპულუმი, ანუ ჩამჩა, რომელიც გარკვეულ რიტუალში გამოიყენებოდა...

- და მათი ნახვა დღეს გონიოს მუზეუმში მისულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია... აღნიშნულ მუზეუმში ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ნივთი ქალის ყელსაბამი აღმოჩნდა, რომელსაც საოცარი მძივები აქვს...

- მძივი აღმოაჩინეს სოფელ მახოში, გონიოს თავზვე. ადგილობრივმა მოსახლეობამ შემთხვევით, მიწათმოქმედების დროს ბაღში მიაგნო. იქ რამდენიმე სამარხიც აღმოჩნდა, სადაც საინტერესო ნივთები იყო. მათ შორისაა ჩემთვის საყვარელი მინის ჭიქა, რომელიც სრულიად დაცულია და ისიც მუზეუმშია განთავსებული.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯარისკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურს დაამთავრებდნენ (სამსახური 15-20 წელი გრძელდებოდა და იმ პერიოდში დაოჯახების უფლება არ ჰქონდათ), მათ სახელმწიფო ფულს აძლევდა, რის შემდეგაც უკვე ცოლის მოყვანა შეეძლოთ. ისინიც ქმნიდნენ ოჯახს და ციხესიმაგრის ახლოს სახლდებოდნენ. სწორედ ამიტომ, მახოშია მათი კვალი მიკვლეული. ალბათ, ის სამკაულიც ერთ-ერთი ყოფილი ჯარისკაცის მეუღლეს ეკუთვნოდა.

იქვე მონეტებიც იპოვეს, რომელიც II-III საუკუნით თარიღდება.

- ამრიგად იმ პერიოდში, იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ რომაული ოჯახები და ზოგადად, გონიოს ციხეც მაგ დროინდელია. გასულ საუკუნეში გონიოს ციხის მიმდებარედ ოქროს განძიც იქნა აღმოჩენილი...

- კი, სადღაც 80-იან წლებში ტრაქტორმა გზის გაყვანის დროს ოქროს განძის იპოვა და მისი ნაწილიც მუზეუმში ინახება. საერთოდ, იმ პერიოდში ხდებოდა ასეთი შემთხვევითი აღმოჩენები. უფრო საფუძვლიანი კვლევა კი, 1995 წლიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. ყოველწლიური არქეოლოგიური ექსპედიციები, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი კოლეგებიც არიან ჩართული. სხვადასხვა დროს იყვნენ გერმანელები, იტალიელები. დღეს პოლონელები მუშაობენ. მოკლედ, 21-ე საუკუნეში ამ ყველაფერს სერიოზული სახე მიეცა და კვლევა-ძიება ფართომასშტაბიანი გახდა.

- მუზეუმში საგანგებო ადგილას არის განთავსებული უნიკალური ექსპონატი - ჭრაქი. გვიამბეთ ამ ნივთის შესახებ.

- ჩემი აღმოჩენილია. მისი სახით, შარშან მართლა საინტერესო არტეფაქტს მივაგენი. მიწიდან საკუთარი ხელით ამოვიღე - 10 კაცი ვმუშაობდით. ფენა-ფენა მივდივართ ხოლმე, 20-20 სანტიმეტრს ვიღებთ, რომ არაფერი დაგვერღვეს და თითოეული ფენა ბოლომდე იქნას შესწავლილი. ვინმეს წერაქვი არასწორად რომ დაერტყა, შეიძლებოდა, საერთოდ აღნიშნული ჭრაქი დაფშვნილიყო. ამიტომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. გაგვიმართლა, რომ აღმოვაჩინეთ და მიწიდან ასე უვნებლად ამოვიღეთ.

საერთოდ ბრინჯაო მწვანე ფერს იძენს, მარტივად შესამჩნევია, ამის გამო მისი მწვანე შეფერილობაც მაშინვე შევნიშნე და საბოლოოდ, ხელში ჭრაქი შემრჩა... საინტერესო ის არის, რომ სადაც ვმუშაობდით, იქ აბანო აღმოჩნდა, რაც იქ პირველი აბანო არ არის, მაგრამ ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე განყოფილება აქვს. მაგ ადგილას სულ აბანოსთვის დამახასიათებელი არტეფაქტები ამოდიოდა.

- მაგალითად?

- სამშენებლო კერამიკა, აგური, კრამიტი, მინის ჭურჭელი. იმ დროსთვის აბანოში ზეითუნის ზეთი გამოიყენებოდა, როგორც დღეს ჩვენ საპონს და შამპუნს ვიყენებთ. ზეითუნის ზეთს რადგან უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, მას ტანზე ისვამდნენ და სტრიგილით, სპეციალური არაბასრი სამართლებლით იშორებდნენ... იქ კიდევ არაერთი ჭრაქი აღმოჩნდა. მაგრამ იმ ჭრაქმა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ყველა რეკორდი მოხსნა. როცა ასეთი არტეფაქტი აღმოჩნდებოდა ხოლმე, ბატონი ამირანი იტყოდა, რომ ექსპედიცია დამთავრებულია.

შემდეგ მწვანე შეფერილობის ბრინჯაოს ჭრაქის შესახებ კვლევა-ძიება რომ დავიწყეთ, მისი ბევრი ანალოგი ვნახეთ. ყველაზე მიმსგავსებული ლონდონის, სტამბოლის მუზეუმებშია (მსგავსი ტიპი ნუბიელის სახელწოდებით განისაზღვრება. ნუბიელები ეგვიპტის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ). ჭრაქს აქვს აფრიკელის თავის გამოსახულება. იმ ვარცხნილობის გამო, რაც აღმოჩენილ ნივთზე ნათლად ჩანს, აფრიკელებისთვის იყო დამახასიათებელი. ამიტომ მას აფრიკელის თავის გამოსახულებას უწოდებენ.

- ეს ჭრაქი ვისი შეიძლება ყოფილიყო?

- ჩვეულებრივი ჯარისკაცის კუთვნილება შეუძლებელია ყოფილიყო, რადგან ფუფუნების ნივთია. სავარაუდოდ, ცენტურიონისაა, 100-მეთაურის, ანუ წარჩინებული სამხედრო პირის. სავარაუდოდ, II-III საუკუნეების უნდა იყოს. იმიტომ, რომ იქ აღმოჩენილი ყველა ნივთი ძირითადად იმ პერიოდს ეკუთვნის. აბანოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ასევე აგურები, რომელსაც აქვს დამღა. რომაელ ლეგიონერებს ასეთი თვისება ჰქონდათ, აგურს ყალიბში რომ ჩამოასხამდნენ, საკუთარ დამღას უკეთებდნენ, რომ შემდგომ იმ შენებლის წარწერა ჰქონოდა. ეს შენობა, ჩვენ მიერ აღმოჩენილი აგურებით დგინდება, რომ III საგიტარიუსის (მშვილდოსანი) კოჰორტისაა.

- შემდგომ ინფორმაცია რომ მოიძიეთ, რა გაირკვა?

- ის მშვილდოსნები სირიული წარმომავლობის იყვნენ, რომლებიც კაპადოკიაში მსახურობდნენ. ერთი პერიოდი გონიოშიც მოუწიათ დაბანაკება. ჩემი აზრით, პართიასთან ომის დროს უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. ამიტომ, შეგვიძლია აღნიშნული ჭრაქი დავასახელოთ, როგორც მათ მიერ იქ მოტანილი ნივთი.

- გონიოს ციხე-სიმაგრე რატომ უნდა ნახოს ადამიანმა და რატომ არის ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში საპატიო ადგილზე?

- რომი იმ დროისთვის უდიდესი ცივილიზაციის ადგილი იყო, რომლის ნაწილი ყველას სურდა, რომ ყოფილიყო. ჩვენ გვერგო იმის პატივი, ისინი აქ მოსულიყვნენ, რაც მთავარი, ბრძოლით არ მოსულან. ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამასთან, შორის ჩვენი ჯარისკაცები რომაელებთან მსახურობდნენ, რაც პატივად ითვლებოდა.

გონიოს ციხის ზემოთ, მთებისკენ რომ მივდივართ, 2 კილომეტრში მიმზიდველი ქვა ჩანდა, რომელსაც ოთხკუთხედად ამოჭრილი ფოსო ჰქონდა, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია. იქ 2-კვირიანი გათხრები ჩატარდა. ქართველი და პოლონელი კოლეგები მუშაობდნენ და მარანი აღმოჩნდა... იქვე იყო აუზი, სადაც ჩაწურული წვენი ჩადიოდა, იყო სასმისები, ჭრაქები, რომ სივრცე გაენათებინათ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივებს საშუალება მიეცათ, რომაული კულტურა გაეზიარებინათ, მათი ნაწილი გამხდარიყვნენ. რომაელებთან ვაჭრობა ეწარმოებინათ, ასევე საკუთარი ბიზნესი გაეფართოებინათ. მათთვისაც ის ყველაფერი დიდი სარგებელი ყოფილიყო. ჯარისკაცები, რომლებიც ციხესიმაგრეში მსახურობდნენ, თავისუფალ დროს გარეთ გამოდიოდნენ, ადგილობრივებთან თანამშრომლობდნენ, მეგობრობდნენ. ამ ურთიერთობამ ბევრი რამ გვასწავლა და მათ ნაწილად გვაქცია.

ამის გარდა მნიშვნელოვანია, რომ გონიოს ციხე ერთადერთი კარგ მდგომარეობაში შემონახული რომაული ციხესიმაგრეა, რომელიც საქართველოში არსებობს და ჯერ კიდევ მყარად დგას, ის I საუკუნეში აშენდა.

- გონიოს ციხის მიმდებარედ ერთ-ერთ პირველ დასახლებაზე რას გვეტყვით?

- იმ ადგილზე, სადაც რომაელები მოვიდნენ, მანამდე ჩვენი წინაპრები - კოლხები ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია არაერთი ბერძნული წყაროდან გვაქვს. მაგალითად, ქსენოფონტეს "ანაბასისში“ აღწერს, რომ იქ კოლხი ტომები ცხოვრობდნენ. თვითონ ციხესიმაგრეს რაც შეეხება, არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ის ტერიტორიაც პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. შესაძლებელია, იმათ ჰქონოდათ აქ ციხესიმაგრე, რომელიც შემდეგ რომაელებმა ჩაიგდეს ხელში. თავად მათ აშენებულ ციხესიმაგრეს რაც შეეხება, ვიცით, რომ პირველი საუკუნის 70-იან წლებში აქ უკვე ციხესიმაგრე იდგა. ამას არაერთი წყარო ადასტურებს. პირველი საუკუნის იმპერატორ ნერონის სახელთან რომაა გონიოს ციხე დაკავშირებული, ამის დამადასტურებელი მონეტაა გონიოს ციხის შიდა ტერიტორიაზე აღმოჩენილი.

- მატათა მოციქულის საფლავია გონიოს ციხის ტერიტორიაზე... ეს რეალური საფლავია?

- სიმბოლური საფლავია, არადა, ბევრს ჰგონია, რომ ის ციხის ტერიტორიაზეა დასაფლავებული. ასე ვერ იქნებოდა. ციხესიმაგრეში რომაული არმიის სულ წარჩინებული გენერალი რომ მომკვდარიყო, იმასაც კი არ დაკრძალავდნენ, მათ კარგად იცოდნენ სამარხების მნიშვნელობაც - შესაძლოა, ის რაღაც დაავადების გავრცელების საწინდარი ყოფილიყო. ამიტომ საფლავებიც კი საკმაოდ მოშორებით ჰქონდათ.

მერე მატათას დაკრძალვის ადგილზე რამდენიმე ქვეყანა გამოთქვამს პრეტენზიას, - ჩვენთან არის დაკრძალულიო. ერთ-ერთ წყაროში აფსაროსიც სახელდება, თუმცა არ სახელდება, რომ გონიოს ციხეშია. რადგან წყაროებში ნახსენები იყო აფსაროსი, გონიოს ციხესიმაგრე მიჩნეული იქნა სიმბოლურ საფლავად.

რაც შეეხება ქვას, სადაც არის მცირე სამლოცველო აგებული, საკმაოდ ახალია, დაახლოებით 15 წლის მოტანილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რომლებმაც ყანაში მუშაობის დროს აღმოაჩინეს. დღეს ქვა სადაც დევს, იქ საფლავი კიდევ ერთი მიზეზით ვერ იქნებოდა, იმ ადგილას აღმოჩენილია აბდესი, ადგილი, სადაც მუსლიმები მეჩეთში შესვლის წინ ფეხს იბანდნენ...

მატათა ერთ-ერთი ვერსიით, დაკრძალულია გონიოს ტერიტორიაზე, თუმცა არა ციხის ტერიტორიაზე... ასე რომ, გონიოს ციხეში მოსულ სტუმარს ძალლიან საინტერესო ფაქტების ნახვა და ამბების მოსმენა მოუწევს.