მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეპიდემილიოგები გვაფრთხილებენ - კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ქოლერას “აფეთქება“ გამოიწვიოს
ეპიდემილიოგები გვაფრთხილებენ - კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ქოლერას “აფეთქება“ გამოიწვიოს

ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ შე­საძ­ლოა ქო­ლე­რას ეპი­დე­მია ისევ გან­მე­ორ­დეს, რაც თა­ვის მხრივ, გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით იქ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მკვლე­ვა­რებ­მა, მათ შო­რის ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს პირ­და­პი­რი კავ­ში­რი "ელ ნი­ნი­ოს" კლი­მა­ტურ მოვ­ლე­ნებ­სა და და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის უნარს შო­რის. (“ელ ნინო“ იწ­ვევს წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­აქ­ტი­უ­ლი ნა­კა­დის გა­და­ად­გი­ლე­ბას სამ­ხრე­თით და აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ. ზამ­თარ­ში ეს იწ­ვევს შე­და­რე­ბით ტე­ნი­ან პი­რო­ბებს, სამ­ხრეთ აშშ-ში და მშრალ პი­რო­ბებს ჩრდი­ლო­ეთ­ში. ელ ნი­ნი­ოს ასე­ვე აქვს ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე სა­ზღვაო ცხოვ­რე­ბა­ზე).

Vibrio cholerae - ბაქ­ტე­რია, რო­მე­ლიც იწ­ვევს ქო­ლე­რას

"კლი­მა­ტის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა შექ­მნას სა­ფუძ­ვე­ლი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის­თვის, მათ შო­რის რო­გო­რი­ცაა ქო­ლე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქო­ლე­რა ბრი­ტა­ნეთ­ში 1893 წლი­დან აღ­მო­ი­ფხვრა, ბარ­სე­ლო­ნას გლო­ბა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ კლი­მა­ტურ­მა "ანო­მა­ლი­ებ­მა" შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად დიდი აფეთ­ქე­ბე­ბი", - წერს mirror.

კვლე­ვე­ბი მო­ი­ცავ­და ის­ტო­რი­უ­ლი ამინ­დის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზს მე-20 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქო­ლე­რის ინ­ცი­დენ­ტე­ბის­დროს, რო­დე­საც აღ­მო­აჩ­ნეს ძლი­ე­რი კავ­ში­რი "ელ ნინო"-ს მოვ­ლე­ნებ­სა და და­ა­ვა­დე­ბის გაზ­რდილ მაჩ­ვე­ნე­ბელს შო­რის.

მსოფ­ლიო ბოლო 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქო­ლე­რის ათზე მეტი ძი­რი­თა­დი პან­დე­მი­ის მომსწრე გახ­და. ჟურ­ნალ Neglected Tropical Diseases -ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დას­კვნე­ბი ადას­ტუ­რებს თე­ო­რი­ას, რომ გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე, ზღვის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ რის­კებ­თან.

კავ­ში­რის გა­სამ­ყა­რებ­ლად, მკვლე­ვა­რებ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს ქო­ლე­რის მე­ექ­ვსე პან­დე­მი­ის ნი­მუ­შე­ბი (1899-დან 1923 წლე­ბი) და შე­ა­და­რეს ინ­ფექ­ცი­ის 1961 წლის ნი­მუ­შე­ბის ანა­ლიზს. კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ორი­ვე ეპი­დე­მი­ის დროს მა­შინ მომ­ხდარ ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რს ზრდას უკავ­შირ­დე­ბა.

თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი საფრ­თხე: ქო­ლე­რის ახა­ლი შტა­მე­ბის გა­ჩე­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ეპიდემილიოგები გვაფრთხილებენ - კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ქოლერას “აფეთქება“ გამოიწვიოს

ეპიდემილიოგები გვაფრთხილებენ - კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ქოლერას “აფეთქება“ გამოიწვიოს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა ქოლერას ეპიდემია ისევ განმეორდეს, რაც თავის მხრივ, გლობალური კლიმატის ცვლილებით იქნება განპირობებული.

მკვლევარებმა, მათ შორის ეპიდემიოლოგებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი "ელ ნინიოს" კლიმატურ მოვლენებსა და დაავადების გავრცელების უნარს შორის. (“ელ ნინო“ იწვევს წყნარი ოკეანის რეაქტიული ნაკადის გადაადგილებას სამხრეთით და აღმოსავლეთისკენ. ზამთარში ეს იწვევს შედარებით ტენიან პირობებს, სამხრეთ აშშ-ში და მშრალ პირობებს ჩრდილოეთში. ელ ნინიოს ასევე აქვს ძლიერი გავლენა წყნარი ოკეანის სანაპიროზე საზღვაო ცხოვრებაზე).

Vibrio cholerae - ბაქტერია, რომელიც იწვევს ქოლერას

"კლიმატის ფართომასშტაბიანმა ცვლილებებმა შესაძლოა შექმნას საფუძველი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების ინტენსიური გავრცელებისთვის, მათ შორის როგორიცაა ქოლერა. მიუხედავად იმისა, რომ ქოლერა ბრიტანეთში 1893 წლიდან აღმოიფხვრა, ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კლიმატურმა "ანომალიებმა" შეიძლება გამოიწვიოს "არაჩვეულებრივად დიდი აფეთქებები", - წერს mirror.

კვლევები მოიცავდა ისტორიული ამინდის მონაცემების ანალიზს მე-20 საუკუნის განმავლობაში ქოლერის ინციდენტებისდროს, როდესაც აღმოაჩნეს ძლიერი კავშირი "ელ ნინო"-ს მოვლენებსა და დაავადების გაზრდილ მაჩვენებელს შორის.

მსოფლიო ბოლო 150 წლის განმავლობაში ქოლერის ათზე მეტი ძირითადი პანდემიის მომსწრე გახდა. ჟურნალ Neglected Tropical Diseases -ში წარმოდგენილი დასკვნები ადასტურებს თეორიას, რომ გლობალურ დონეზე, ზღვის ტემპერატურის მატება დაკავშირებულია ამ სასიკვდილო ინფექციის გავრცელების გაძლიერებულ რისკებთან.

კავშირის გასამყარებლად, მკვლევარებმა გააანალიზეს ქოლერის მეექვსე პანდემიის ნიმუშები (1899-დან 1923 წლები) და შეადარეს ინფექციის 1961 წლის ნიმუშების ანალიზს. კვლევამ დაადგინა, რომ ინფექციის გავრცელება ორივე ეპიდემიის დროს მაშინ მომხდარ ტემპერატურის მკვეთრს ზრდას უკავშირდება.

თუმცა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა არსებობდეს კლიმატთან დაკავშირებული კიდევ ერთი საფრთხე: ქოლერის ახალი შტამების გაჩენა.

იხილეთ ასევე: