მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტაძარში დავდივარ, ეს ჩემი სამყაროა... ვარჯიშიც მეხმარება განტვირთვაში, უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე" - ეკო ფანგანი ცხოვრების წესსა და სილამაზის ფორმულაზე
"ტაძარში დავდივარ, ეს ჩემი სამყაროა... ვარჯიშიც მეხმარება განტვირთვაში, უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე" - ეკო ფანგანი ცხოვრების წესსა და სილამაზის ფორმულაზე

მომ­ხიბ­ვლე­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკო ფან­გა­ნი სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­შია და ყო­ველ­თვის და­დე­ბით ენერ­გი­ას ას­ხი­ვებს. რო­გორ ახერ­ხებს ფორ­მის და კარ­გი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ამის შე­სა­ხებ, თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- და­ვი­წყოთ პრობ­ლე­მით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ მე­ო­რე ქალს აწუ­ხებს: რო­გორ ახერ­ხებთ ზედ­მეტ წო­ნას­თან ბრძო­ლას და იდე­ა­ლუ­რი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას?

ეკო ფან­გა­ნი:

- სულ ვამ­ბობ, რომ გა­მი­მარ­თლა, რად­გან ეს პრობ­ლე­მა არ მა­წუ­ხებს, არც არას­დროს მა­წუ­ხებ­და. ალ­ბათ, ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ზედ­მე­ტი წო­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა არ მაქვს. ვფიქ­რობ, რომ ეს ჩემი გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა - ჩემს მშობ­ლებ­საც მსგავ­სი აღ­ნა­გო­ბა აქვთ და ეს პრობ­ლე­მა მა­თაც არას­დროს ჰქო­ნი­ათ. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და მად­ლო­ბა მათ.

- ტკბი­ლე­ულს და ცო­მე­ულ­საც თა­მა­მად მი­ირ­თმევთ?

- ჩემს თავს არა­ნა­ირ შე­ზღუდ­ვას არ ვუ­წე­სებ, შე­მიძ­ლია, შუ­ა­ღა­მი­სას მომ­შივ­დეს და გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თვა. მა­გა­ლი­თად: ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ღა­მით მომ­შივ­და, ავ­დე­ქი და კა­რა­ქი­ა­ნი პური ვჭა­მე. არ მომ­წონს, მკაცრ დი­ე­ტებს რომ იცა­ვენ და მი­მაჩ­ნია, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო და კარ­გია. ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა დო­ზი­რე­ბუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი უნდა მი­ი­ღოს, არა­რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის გარ­და, მათ შო­რის - პუ­რიც. სა­სურ­ვე­ლია, თუ ჩვენს რა­ცი­ონ­ში ბუ­ნებ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნე­ბა.

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რა არის ორ­გა­ნიზ­მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ზი­ა­ნო?

- ტკბი­ლე­უ­ლი, ნამ­ცხვრე­ბი და ტორ­ტე­ბი - ეს არის სწო­რედ რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლო სუ­ლაც არ არის. ტკბი­ლე­უ­ლი ყვე­ლა­ზე ცუ­დია, გა­ცი­ლე­ბით ცუდი, ვიდ­რე - ცო­მე­უ­ლი, ამი­ტომ ჩემს თავს ხში­რად ვუ­მე­ო­რებ, რომ სა­სარ­გებ­ლო გლუ­კო­ზა მხო­ლოდ ხილ­შია. წო­ნის კლე­ბის პრო­ცე­სი სხვაა, მაგ­რამ უკვე დაკ­ლე­ბუ­ლი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი საქ­მეა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ან­მა კვი­რა­ში ერთხელ შე­იძ­ლე­ბა ტკბი­ლე­უ­ლი ან ის საკ­ვე­ბი მი­ი­ღოს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს. რა­ტომ? - რო­დე­საც რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და და ვერ ჭამ, ეს ერ­თგვა­რი სტრე­სია. და­მი­ჯე­რეთ, საკ­ვე­ბის გამო სტრეს­ში ყოფ­ნა ნამ­დვი­ლად არ ღირს.

- თუ არ­სე­ბობს საკ­ვე­ბი, რო­მელ­ზეც მტკი­ცე უარი თქვით და აღარ ეკა­რე­ბით?

- უარი ვთქვი ყვე­ლა­ნა­ირ ხორ­ცზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად, გა­და­ვეჩ­ვიე. ამის მი­ზე­ზი ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია, რე­გა­ლი­აც კი მაქვს - "ცხო­ველ­თა მცვე­ლი" და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. ოღონდ, არ იფიქ­როთ, რომ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ - არა. ვე­გა­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხორ­ცი ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­თან შე­უ­სა­ბა­მოა და ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას არ უხ­დე­ბა, მე კი, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო ვთქვი ხორ­ცზე უარი და ამი­სათ­ვის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და.

- რა ად­გი­ლი უკა­ვია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას და ვარ­ჯიშს?

- ვარ­ჯი­ში ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ბოლო წლე­ბია, რაც და­ვი­წყე, უფრო ზუს­ტად, კო­ვი­დის და­წყე­ბამ­დე გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ სის­ტე­მა­ტუ­რად მე­ვარ­ჯი­შა. ახლა, რო­გორც კი შევ­ძლებ, დღე­ში ერთ სა­ათს მა­ინც ვვარ­ჯი­შობ, შე­საძ­ლოა, ყო­ველ­დღე ვერ მო­ვა­ხერ­ხო, მაგ­რამ კვი­რა­ში 3-4 დღე მა­ინც მაქვს სა­ვარ­ჯი­შოდ გა­მო­ყო­ფი­ლი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ტაძარში დავდივარ, ეს ჩემი სამყაროა... ვარჯიშიც მეხმარება განტვირთვაში, უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე" - ეკო ფანგანი ცხოვრების წესსა და სილამაზის ფორმულაზე

"ტაძარში დავდივარ, ეს ჩემი სამყაროა... ვარჯიშიც მეხმარება განტვირთვაში, უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე" - ეკო ფანგანი ცხოვრების წესსა და სილამაზის ფორმულაზე

მომხიბვლელი, ღიმილიანი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი საუკეთესო ფორმაშია და ყოველთვის დადებით ენერგიას ასხივებს. როგორ ახერხებს ფორმის და კარგი განწყობის შენარჩუნებას, ამის შესახებ, თავად გვიამბობს.

- დავიწყოთ პრობლემით, რომელიც საქართველოში ყოველ მეორე ქალს აწუხებს: როგორ ახერხებთ ზედმეტ წონასთან ბრძოლას და იდეალური ფორმის შენარჩუნებას?

ეკო ფანგანი:

- სულ ვამბობ, რომ გამიმართლა, რადგან ეს პრობლემა არ მაწუხებს, არც არასდროს მაწუხებდა. ალბათ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ზედმეტი წონისკენ მიდრეკილება არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა - ჩემს მშობლებსაც მსგავსი აღნაგობა აქვთ და ეს პრობლემა მათაც არასდროს ჰქონიათ. ძალიან გამიმართლა და მადლობა მათ.

- ტკბილეულს და ცომეულსაც თამამად მიირთმევთ?

- ჩემს თავს არანაირ შეზღუდვას არ ვუწესებ, შემიძლია, შუაღამისას მომშივდეს და გემრიელად მივირთვა. მაგალითად: ამ რამდენიმე დღის წინ, ღამით მომშივდა, ავდექი და კარაქიანი პური ვჭამე. არ მომწონს, მკაცრ დიეტებს რომ იცავენ და მიმაჩნია, რომ ჯანსაღი კვება ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო და კარგია. ვფიქრობ, ადამიანმა დოზირებულად ყველაფერი უნდა მიიღოს, არარაფინირებული საკვების გარდა, მათ შორის - პურიც. სასურველია, თუ ჩვენს რაციონში ბუნებრივი პროდუქტები დიდი რაოდენობით იქნება.

- თქვენი დაკვირვებით, რა არის ორგანიზმისთვის ყველაზე საზიანო?

- ტკბილეული, ნამცხვრები და ტორტები - ეს არის სწორედ რაფინირებული საკვები, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო სულაც არ არის. ტკბილეული ყველაზე ცუდია, გაცილებით ცუდი, ვიდრე - ცომეული, ამიტომ ჩემს თავს ხშირად ვუმეორებ, რომ სასარგებლო გლუკოზა მხოლოდ ხილშია. წონის კლების პროცესი სხვაა, მაგრამ უკვე დაკლებული წონის შენარჩუნება გაცილებით რთული საქმეა. მიუხედავად ამისა, ადამიანმა კვირაში ერთხელ შეიძლება ტკბილეული ან ის საკვები მიიღოს, რომელიც ძალიან უყვარს. რატომ? - როდესაც რაღაც ძალიან გინდა და ვერ ჭამ, ეს ერთგვარი სტრესია. დამიჯერეთ, საკვების გამო სტრესში ყოფნა ნამდვილად არ ღირს.

- თუ არსებობს საკვები, რომელზეც მტკიცე უარი თქვით და აღარ ეკარებით?

- უარი ვთქვი ყველანაირ ხორცზე, რომელიც ძალიან მიყვარდა. გამიჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად, გადავეჩვიე. ამის მიზეზი ცხოველების სიყვარულია, რეგალიაც კი მაქვს - "ცხოველთა მცველი" და ამით ძალიან ვამაყობ. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ ვეგეტარიანელი ვარ - არა. ვეგანები მიიჩნევენ, რომ ხორცი ადამიანის სხეულთან შეუსაბამოა და ჩვენს ჯანმრთელობას არ უხდება, მე კი, ცხოველების სიყვარულის გამო ვთქვი ხორცზე უარი და ამისათვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა.

- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობას და ვარჯიშს?

- ვარჯიში ძალიან მომწონს, მაგრამ ბოლო წლებია, რაც დავიწყე, უფრო ზუსტად, კოვიდის დაწყებამდე გამიჩნდა სურვილი, რომ სისტემატურად მევარჯიშა. ახლა, როგორც კი შევძლებ, დღეში ერთ საათს მაინც ვვარჯიშობ, შესაძლოა, ყოველდღე ვერ მოვახერხო, მაგრამ კვირაში 3-4 დღე მაინც მაქვს სავარჯიშოდ გამოყოფილი...წაიკითხეთ სრულად