სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ოჯახთან საუბარი არ სურდა" - რა ხდება ცნობილი 17 წლის ბრალდებულზე, რომელმაც ბრიტანეთში 3 მცირეწლოვანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა
"აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ოჯახთან საუბარი არ სურდა" - რა ხდება ცნობილი 17 წლის ბრალდებულზე, რომელმაც ბრიტანეთში 3 მცირეწლოვანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ქა­ლაქ სა­უ­თპორ­ტში, ცეკ­ვის გაკ­ვე­თილ­ზე ცივი ია­რა­ღით თავ­დას­ხმის შე­დე­გად 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მკვლე­ლი, 17 წლის ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­სდგა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ტრა­გე­დი­ამ­დე, მო­ზარდს, რო­მელ­საც აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, "არ სურ­და სახ­ლი­დან გას­ვლა" და ოჯახ­თან სა­უ­ბა­რი "გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში".

კარ­დიფ­ში მცხოვ­რე­ბი მე­ზობ­ლე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ხში­რად ეს­მო­დათ მისი სიმ­ღე­რა. ის სახ­ლში მშობ­ლებ­თან და 20 წლის ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ძა­ლი­ან მშვი­დი იყო და არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და აგ­რე­სი­უ­ლო­ბით.

ბრალ­დე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა­ში

"ეს არის შოკი", - თქვა ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ზო­ბელ­მა.

  • პრო­კუ­რორ­მა აღ­წე­რა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და თქვა: "მას აქვს აუ­ტიზ­მის სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი".

მო­სა­მარ­თლე ენ­დრიუ მე­ნა­რიმ კი დაგ­მო "იდი­ო­ტუ­რი აჯან­ყე­ბა", რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ას მოჰ­ყვა. მისი თქმით, ეს არე­უ­ლო­ბა “ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ონ­ლა­ინ სი­სუ­ლე­ლე­ე­ბით კვე­ბა­ვენ“.

ბრალ­დე­ბუ­ლი აქ­სელ რუ­და­კუ­ბა­ნაა.

"მე მეს­მის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა მის ოჯახს საფრ­თხეს შე­უქ­მნის. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ შე­სა­ხებ უკვე ცნო­ბი­ლია", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ პრო­ცეს­ზე.

რუ­და­კუ­ბა­ნა კარ­დიფ­ში 2006 წელს და­ი­ბა­და. მისი მშობ­ლე­ბი რუ­ან­დი­დან არი­ან. 2013 წელს ოჯა­ხი ლან­კა­ში­რის სო­ფელ ბენკს­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

გარ­და 3 მცი­რე­წლო­ვა­ნის მკვლე­ლო­ბი­სა, რუ­და­კუ­ბა­ნას ბრა­ლად ედე­ბა კი­დევ რვა ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თან, 35 წლის ლეან ლუ­კას­თან და ბიზ­ნეს­მენ ჯონ ჰე­ის­თან ერ­თად.

  • სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ხეს მა­ი­სუ­რით იფა­რავ­და და არ სურ­და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეთ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. სხდო­მა ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­უ­თპორ­ტში და­ნით თავ­დას­ხმის შე­დე­გად სამი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა ორ­შა­ბათს, ერთ-ერთ ცეკ­ვის სკო­ლა­ში მოხ­და. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დას­ხმი­სას 9 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, 3 კი გარ­და­იც­ვა­ლა - 9 წლის ალი­სა და­სილ­ვა აგი­ა­რი, 6 წლის ბებე კინ­გი და 7 წლის ელსი დოტ სტენ­კომ­ბი.

პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა.

ამას სა­უ­თპორ­ტში არე­უ­ლო­ბა და ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. მო­სახ­ლე­ო­ბამ მიგ­რან­ტთა შე­დი­ნე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და მკვლე­ლის დას­ჯის მო­თხოვ­ნით, პო­ლი­ცი­ას და­უ­პი­რის­პირ­და.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ოჯახთან საუბარი არ სურდა" - რა ხდება ცნობილი 17 წლის ბრალდებულზე, რომელმაც ბრიტანეთში 3 მცირეწლოვანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა

"აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ოჯახთან საუბარი არ სურდა" - რა ხდება ცნობილი 17 წლის ბრალდებულზე, რომელმაც ბრიტანეთში 3 მცირეწლოვანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ საუთპორტში, ცეკვის გაკვეთილზე ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად 3 მცირეწლოვანი გოგონას მკვლელი, 17 წლის ბრალდებული სასამართლოზე წარსდგა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტრაგედიამდე, მოზარდს, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, "არ სურდა სახლიდან გასვლა" და ოჯახთან საუბარი "გარკვეული პერიოდის განმავლობაში".

კარდიფში მცხოვრები მეზობლები ამტკიცებდნენ, რომ ხშირად ესმოდათ მისი სიმღერა. ის სახლში მშობლებთან და 20 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ძალიან მშვიდი იყო და არ გამოირჩეოდა აგრესიულობით.

ბრალდებული ბავშვობაში

"ეს არის შოკი", - თქვა ბრალდებულის მეზობელმა.

  • პროკურორმა აღწერა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თქვა: "მას აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი".

მოსამართლე ენდრიუ მენარიმ კი დაგმო "იდიოტური აჯანყება", რომელიც ტრაგედიას მოჰყვა. მისი თქმით, ეს არეულობა “ბოროტმოქმედებმა გამოიყენეს, რომლებიც საზოგადოებას ონლაინ სისულელეებით კვებავენ“.

ბრალდებული აქსელ რუდაკუბანაა.

"მე მესმის, რომ ბრალდებულის ვინაობის გამხელა მის ოჯახს საფრთხეს შეუქმნის. თუმცა, ადგილობრივ საზოგადოებაში მათ შესახებ უკვე ცნობილია", - განაცხადა მოსამართლემ პროცესზე.

რუდაკუბანა კარდიფში 2006 წელს დაიბადა. მისი მშობლები რუანდიდან არიან. 2013 წელს ოჯახი ლანკაშირის სოფელ ბენკსში გადავიდა საცხოვრებლად.

გარდა 3 მცირეწლოვანის მკვლელობისა, რუდაკუბანას ბრალად ედება კიდევ რვა ბავშვის მკვლელობის მცდელობა, ცეკვის მასწავლებელთან, 35 წლის ლეან ლუკასთან და ბიზნესმენ ჯონ ჰეისთან ერთად.

  • სასამართლო პროცესზე ბრალდებული სახეს მაისურით იფარავდა და არ სურდა ჩვენების მიცემა. ამ დროის განმავლობაში გარეთ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში, საუთპორტში დანით თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ორშაბათს, ერთ-ერთ ცეკვის სკოლაში მოხდა. პოლიციის განცხადებით, თავდასხმისას 9 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა - 9 წლის ალისა დასილვა აგიარი, 6 წლის ბებე კინგი და 7 წლის ელსი დოტ სტენკომბი.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე დააკავა.

ამას საუთპორტში არეულობა და ხმაური მოჰყვა. მოსახლეობამ მიგრანტთა შედინება გააპროტესტა და მკვლელის დასჯის მოთხოვნით, პოლიციას დაუპირისპირდა.

წყარო

იხილეთ ასევე: