მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მატილდ მანუკიანი - როგორ გახდა სომეხი მკერავი თურქეთის უმდიდრესი ქალი და ქვეყნის ბორდელების უდიდესი ქსელის მფლობელი: მთავრობამ ის 5-ჯერ დააჯილდოვა ოქროს მედლით
მატილდ მანუკიანი - როგორ გახდა სომეხი მკერავი თურქეთის უმდიდრესი ქალი და ქვეყნის ბორდელების უდიდესი ქსელის მფლობელი: მთავრობამ ის 5-ჯერ დააჯილდოვა ოქროს მედლით

მე­დი­ა­ში ხში­რად ვკი­თხუ­ლობთ მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან არის.

აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად ხდე­ბი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი.

დღეს თურ­ქე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი იყო.

მი­ლი­ო­ნე­რი, მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი უამ­რავ ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა შე­მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლი პორ­ნო­ინ­დუსტრი­ი­დან ჰქონ­და.

ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ მა­ნუ­კი­ან­ზე სა­უ­ბარს გა­ვაგ­რძე­ლებთ. მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით თურ­ქეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ის ლე­გა­ლი­ზე­ბის ის­ტო­რი­ას:

  • თურ­ქეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცია ლე­გა­ლუ­რი იყო 1923 წლამ­დეც, ანუ თა­ნა­მედ­რო­ვე რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბამ­დე. სექსმუ­შა­კებს შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ან ბორ­დელ­ში იმუ­შა­ონ. ბორ­დე­ლის მარ­თვა ასე­ვე ლე­გა­ლუ­რია, მაგ­რამ იძუ­ლე­ბი­თი პროს­ტი­ტუ­ცია უკა­ნო­ნოა და ის­ჯე­ბა მოქ­მე­დი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით.
  • ბორ­დე­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს, რის­თვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­რე­გის­ტრი­რონ თა­ვი­ან­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­ა­სა­ბუ­თონ, რომ ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან ჯან­დაც­ვის წე­სებს. ადრე პო­ლი­ცი­ას ევა­ლე­ბო­და ბორ­დე­ლე­ბის დაც­ვა (2012 წლამ­დე), ახლა თა­ვად ბორ­დე­ლე­ბი ქი­რა­ო­ბენ კერ­ძო დაც­ვის კომ­პა­ნი­ებს ამ სა­მუ­შა­ოს­თვის.
  • სექ­სუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბა ძი­რი­თა­დად ემ­ყა­რე­ბა 1930 და 1961 წლე­ბის კა­ნო­ნებს. ისი­ნი ად­გე­ნენ ძი­რი­თად წე­სებს სექს მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ: მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა სექსმუ­შა­კი უნდა და­ი­ბეგ­როს, სექსმუ­შა­კებ­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ პრე­ზერ­ვა­ტი­ვი და გა­ი­ა­რონ რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.
  • თურ­ქეთ­ში ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის­თვის სექსმუ­შა­კე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან და­რე­გის­ტრირ­დნენ და მი­ი­ღონ სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბა, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია ბოლო სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის თა­რი­ღი. ამ­გვა­რი ლი­ცენ­ზი­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ქალ­ბა­ტო­ნებს, მა­მა­კა­ცებს არ აქვთ სექსმუ­შა­კე­ბად და­რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბა.
  • თურ­ქეთ­ში ყვა­ვის არა­ლე­გა­ლუ­რი პროს­ტი­ტუ­ცი­აც, ბევ­რს არ სურს და­რე­გის­ტრი­რე­ბა და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, თუმ­ცა ბოლო ხანს, თურ­ქეთ­ში საკ­მა­ოდ გარ­თულ­და ლი­ცენ­ზი­ის აღე­ბაც, ბევ­რს ესეც უბიძ­გებს არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­კენ.

მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი 1914 წელს კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში და­ი­ბა­და. არის­ტოკ­რა­ტი სომ­ხე­ბის ოჯახ­ში, რომ­ლე­ბიც 1915 წლის გე­ნო­ციდს გა­და­ურჩნენ.

ის პორ­ნო ბიზ­ნეს­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. ქალი თავ­და­პირ­ვე­ლად კერ­ვით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ის საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყო, თუმ­ცა მის ოჯახს პორ­ნო­ინ­დუსტრი­ას­თან არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო. მა­ტილ­დი ამ სფე­რო­თი მას მერე და­ინ­ტე­რეს­და, რაც მა­მის ერთ-ერ­თმა მო­ვა­ლემ ვა­ლის სა­ნაც­ვლოდ მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბორ­დე­ლი შეს­თა­ვა­ზა.

სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა მისი საქ­მი­ნო­ბა პორ­ნო ბიზ­ნეს­ში, სა­ი­და­ნაც უზარ­მა­ზარ მო­გე­ბას იღებ­და.

ის იყო ბორ­დე­ლე­ბის ფარ­თო ქსე­ლის მფლო­ბე­ლი თურ­ქეთ­ში. 1992 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს თურ­ქულ­მა ყო­ველკ­ვი­რე­ულ­მა გა­ზეთ­მა Nokta-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი კვლე­ვა თურ­ქე­თის 100 უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ. მა­ტილ­დის ქო­ნე­ბა 200 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

ის ყვე­ლა­ზე დიდ გა­და­სა­ხა­დებს უხ­დი­და სა­ხელ­მწი­ფოს, რის­თვი­საც მთავ­რო­ბამ 5-ჯერ და­ა­ჯილ­დო­ვა ოქ­როს მედ­ლით.

იმის ნაც­ვლად, რომ თა­ვი­სი უზარ­მა­ზა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ახალ ბიზ­ნეს­ში და­ე­ბან­დე­ბი­ნა, მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი დიდ თან­ხებს სწი­რავ­და სკო­ლებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს. ერთი მხრივ ის ქა­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ით დი­დძალ ფულს შო­უ­ლობ­და, ამავდრო­უ­ლად, ამ ფულს მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში დებ­და, ზრუ­ნავ­და ქა­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე.

1995 წელს მან 36 000 დო­ლა­რი შეს­წი­რა სტამ­ბო­ლის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დის­პან­სე­რის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბას. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯგუფ­მა მუს­ლი­მი სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით თავ­და­პირ­ვე­ლად უარი თქვა ამ შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­ზე იმის გამო, რომ თან­ხა ამო­რა­ლუ­რი ბიზ­ნე­სით იყო ნა­შოვ­ნი, თუმ­ცა ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ზე­წო­ლის შე­დე­გად, ხან­გრძლი­ვი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, მა­ინც და­თან­ხმდა თან­ხის მი­ღე­ბას.

1996 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ლი­ო­ნერს ჰქონ­და 37 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, 36 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნა, პლასტმა­სის 2 ქარ­ხა­ნა, მრა­ვა­ლი სას­ტუმ­რო ან­ტა­ლი­ა­ში, კუნ­ძუ­ლი ბოს­ფორ­ზე, ბევ­რი სახ­ლი, შე­ნო­ბა და ქუჩა, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო 32 ბორ­დე­ლი.

მა­ნუ­კი­ა­ნი ასე­ვე იყო სტამ­ბო­ლის სომ­ხუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს Surb Prkić-ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ქველ­მოქ­მე­დი.

მა­ნუ­კი­ა­ნი ამ­ბობ­და, რომ ”მის საქ­მე­ში არა­ფე­რია უჩ­ვე­უ­ლო, ხალ­ხს უნდა ჰქო­ნო­და ნორ­მა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლე­გა­ლუ­რი პროს­ტი­ტუ­ცი­ის მი­მართ”.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­დამ მა­ნუ­კი­ანს თურ­ქეთ­ში ბევ­რი მტე­რი ჰყავ­და. ის არ მოს­წონ­დათ რა­დი­კალ მე­მარ­ცხე­ნე­ებს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიმ­დიდ­რის, ის­ლამ ექ­სტრე­მის­ტებს საქ­მი­ა­ნო­ბის და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს - ეროვ­ნე­ბის გამო.

ბოლო წლებ­ში "ბორ­დე­ლე­ბის დე­დო­ფა­ლი“ თურ­ქეთ­ში ის­ლა­მუ­რი რა­დი­კა­ლე­ბის თავ­დას­ხმის მუდ­მი­ვი სა­მიზ­ნე გახ­და, რომ­ლე­ბიც თავს მო­რა­ლის დამ­ცვე­ლე­ბად აცხა­დებ­დნენ. 1995 წლის 26 სექ­ტემ­ბრის ღა­მეს სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ უბან­ში თურ­ქე­თის "გა­და­სა­ხა­დე­ბის ჩემ­პი­ო­ნის“ მკვლე­ლო­ბა სცა­დეს. მა­ტილ­დის სახ­ლის წინ გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი რა­დი­ო­მარ­თვა­დი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა მისი მძღო­ლი და დაც­ვის წევ­რი, თა­ვად ქალი კი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ის ცო­ცხა­ლი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, მან მხო­ლოდ ფეხი და­კარ­გა.

მა­ტილ­დი მუდ­მი­ვად აფარ­თო­ებ­და ბორ­დე­ლე­ბის ქსელს. 2001 წელს, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ის უკვე ფლობ­და 37 ბორ­დელს. მა­დამ მა­ნუ­კი­ა­ნის მთლი­ან­მა ქო­ნე­ბამ 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, ის ასე­ვე ფლობ­და 500-მდე ბი­ნას, 4 ვი­ლას, 40 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს, ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნას, პლასტმა­სის 2 ქარ­ხა­ნას და 3 ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს კუ­რორტ ან­ტა­ლი­ა­ში.

შვი­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში

მა­ნუ­კი­ანს არა­სო­დეს ჰქო­ნია პრობ­ლე­მა კა­ნონ­თან, თურ­ქეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის გამო.

"ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, ჯან­მრთე­ლი და ულა­მა­ზე­სი გო­გო­ე­ბი მთელ თურ­ქეთ­ში ჩემ­თვის მუ­შა­ო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნია!" - გა­ნა­ცხა­და თა­ვად მა­ტილდმა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • რო­გორ გახ­და სე­რი­ა­ლის გმი­რი

მა­ტილდ მა­ნუ­კი­ა­ნი 2001 წელს, 84 წლის ასაკ­ში, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. იგი სტამ­ბო­ლის სომ­ხურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. მისი უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბა მის უფ­როს ვაჟს გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც აშშ-ში გა­ი­ზარ­და. მათ შო­რის, მდიდ­რუ­ლი ავ­ტო­კო­ლექ­ცია.

მა­ნუ­კი­ა­ნის ვაჟი, დე­დის გას­ვე­ნე­ბა­ში

მა­ტილ­დზე ცოტა ხნის წინ სე­რი­ა­ლი გა­და­ი­ღეს. Meçhule Gidenler ("გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში გა­სე­ირ­ნე­ბა") ასე ჰქვია სე­რი­ალს, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი აჰუ ტუგ­ბა - 80-იანი წლე­ბის თურ­ქი სექს-სიმ­ბო­ლო ას­რუ­ლებს. რო­ლის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით მსა­ხი­ო­ბი სტამ­ბო­ლის ბორ­დე­ლებს ეს­ტუმ­რა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მა­ნუ­კი­ანს ეკუთ­ვნო­და. ტუგ­ბა იქ და­საქ­მე­ბულ ქა­ლებს გა­ე­სა­უბ­რა და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნა, ამ სახ­ლებ­ში მოს­მე­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის შემ­დეგ სიმ­შვი­დე და ძილი და­კარ­გა. მისი თქმით, ბორ­დე­ლებ­ში 60-70 წლის ქა­ლე­ბიც კი ცხოვ­რო­ბენ და სექს მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ვი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

მატილდ მანუკიანი - როგორ გახდა სომეხი მკერავი თურქეთის უმდიდრესი ქალი და ქვეყნის ბორდელების უდიდესი ქსელის მფლობელი: მთავრობამ ის 5-ჯერ დააჯილდოვა ოქროს მედლით

მატილდ მანუკიანი - როგორ გახდა სომეხი მკერავი თურქეთის უმდიდრესი ქალი და ქვეყნის ბორდელების უდიდესი ქსელის მფლობელი: მთავრობამ ის 5-ჯერ დააჯილდოვა ოქროს მედლით

მედიაში ხშირად ვკითხულობთ მსოფლიოს უმდიდრესი ქალების შესახებ, რომელთა უდიდესი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებიდან არის.

აღმოსავლეთში ქალები გაცილებით ნაკლებად ხდებიან წარმატებული და დამოუკიდებლები.

დღეს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო.

მილიონერი, მატილდ მანუკიანი უამრავ ბიზნესში იყო ჩართული, თუმცა შემოსავლის დიდი ნაწილი პორნოინდუსტრიიდან ჰქონდა.

ვიდრე უშუალოდ მანუკიანზე საუბარს გავაგრძელებთ. მოკლედ მოგიყვებით თურქეთში პროსტიტუციის ლეგალიზების ისტორიას:

  • თურქეთში პროსტიტუცია ლეგალური იყო 1923 წლამდეც, ანუ თანამედროვე რესპუბლიკის დაარსებამდე. სექსმუშაკებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ან ბორდელში იმუშაონ. ბორდელის მართვა ასევე ლეგალურია, მაგრამ იძულებითი პროსტიტუცია უკანონოა და ისჯება მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით.
  • ბორდელების მფლობელები იხდიან გადასახადებს, რისთვისაც აუცილებლად უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი დაწესებულებები და დაასაბუთონ, რომ ეს დაწესებულებები შეესაბამებიან ჯანდაცვის წესებს. ადრე პოლიციას ევალებოდა ბორდელების დაცვა (2012 წლამდე), ახლა თავად ბორდელები ქირაობენ კერძო დაცვის კომპანიებს ამ სამუშაოსთვის.
  • სექსუალური მუშაობის საკანონმდებლო რეგულირება ძირითადად ემყარება 1930 და 1961 წლების კანონებს. ისინი ადგენენ ძირითად წესებს სექს მუშაობის შესახებ: მაგალითად, ყველა სექსმუშაკი უნდა დაიბეგროს, სექსმუშაკებმა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი და გაიარონ რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები.
  • თურქეთში ლეგალურად მუშაობისთვის სექსმუშაკები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ და მიიღონ სპეციალური რეგისტრაციის მოწმობა, რომელშიც მითითებულია ბოლო სამედიცინო შემოწმების თარიღი. ამგვარი ლიცენზიის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თურქეთის მოქალაქე ქალბატონებს, მამაკაცებს არ აქვთ სექსმუშაკებად დარეგისტრირების უფლება.
  • თურქეთში ყვავის არალეგალური პროსტიტუციაც, ბევრს არ სურს დარეგისტრირება და გადასახადების გადახდა, თუმცა ბოლო ხანს, თურქეთში საკმაოდ გართულდა ლიცენზიის აღებაც, ბევრს ესეც უბიძგებს არალეგალური საქმიანობისკენ.

მატილდ მანუკიანი 1914 წელს კონსტანტინოპოლში დაიბადა. არისტოკრატი სომხების ოჯახში, რომლებიც 1915 წლის გენოციდს გადაურჩნენ.

ის პორნო ბიზნესში სრულიად შემთხვევით მოხვდა. ქალი თავდაპირველად კერვით იყო გატაცებული. ის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, თუმცა მის ოჯახს პორნოინდუსტრიასთან არაფერი ჰქონდა საერთო. მატილდი ამ სფეროთი მას მერე დაინტერესდა, რაც მამის ერთ-ერთმა მოვალემ ვალის სანაცვლოდ მის მფლობელობაში არსებული ბორდელი შესთავაზა.

სწორედ აქედან იწყება მისი საქმინობა პორნო ბიზნესში, საიდანაც უზარმაზარ მოგებას იღებდა.

ის იყო ბორდელების ფართო ქსელის მფლობელი თურქეთში. 1992 წლის 4 ოქტომბერს თურქულმა ყოველკვირეულმა გაზეთმა Nokta-მ გამოაქვეყნა ვრცელი კვლევა თურქეთის 100 უმდიდრესი ადამიანის შესახებ. მატილდის ქონება 200 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ის ყველაზე დიდ გადასახადებს უხდიდა სახელმწიფოს, რისთვისაც მთავრობამ 5-ჯერ დააჯილდოვა ოქროს მედლით.

იმის ნაცვლად, რომ თავისი უზარმაზარი შემოსავალი ახალ ბიზნესში დაებანდებინა, მატილდ მანუკიანი დიდ თანხებს სწირავდა სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს, საავადმყოფოებს. ერთი მხრივ ის ქალების ექსპლუატაციით დიდძალ ფულს შოულობდა, ამავდროულად, ამ ფულს მათი უფლებების დაცვაში დებდა, ზრუნავდა ქალების განათლებასა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაზე.

1995 წელს მან 36 000 დოლარი შესწირა სტამბოლის ნევროლოგიური დისპანსერის ერთ-ერთ განყოფილებას. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა ჯგუფმა მუსლიმი სულიერი ლიდერის ხელმძღვანელობით თავდაპირველად უარი თქვა ამ შემოწირულობაზე იმის გამო, რომ თანხა ამორალური ბიზნესით იყო ნაშოვნი, თუმცა ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ზეწოლის შედეგად, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მაინც დათანხმდა თანხის მიღებას.

1996 წლის მონაცემებით, მილიონერს ჰქონდა 37 სავაჭრო ცენტრი, 36 მილიონი დოლარის ღირებულების ტექსტილის ქარხანა, პლასტმასის 2 ქარხანა, მრავალი სასტუმრო ანტალიაში, კუნძული ბოსფორზე, ბევრი სახლი, შენობა და ქუჩა, სადაც განთავსებული იყო 32 ბორდელი.

მანუკიანი ასევე იყო სტამბოლის სომხური ნაციონალური საავადმყოფოს Surb Prkić-ის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედი.

მანუკიანი ამბობდა, რომ ”მის საქმეში არაფერია უჩვეულო, ხალხს უნდა ჰქონოდა ნორმალური დამოკიდებულება ლეგალური პროსტიტუციის მიმართ”.

მიუხედავად ყველაფრისა, მადამ მანუკიანს თურქეთში ბევრი მტერი ჰყავდა. ის არ მოსწონდათ რადიკალ მემარცხენეებს გადაჭარბებული სიმდიდრის, ისლამ ექსტრემისტებს საქმიანობის და ნაციონალისტებს - ეროვნების გამო.

ბოლო წლებში "ბორდელების დედოფალი“ თურქეთში ისლამური რადიკალების თავდასხმის მუდმივი სამიზნე გახდა, რომლებიც თავს მორალის დამცველებად აცხადებდნენ. 1995 წლის 26 სექტემბრის ღამეს სტამბოლის ერთ-ერთ უბანში თურქეთის "გადასახადების ჩემპიონის“ მკვლელობა სცადეს. მატილდის სახლის წინ გაჩერებულ მანქანაში დამონტაჟებული რადიომართვადი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა მისი მძღოლი და დაცვის წევრი, თავად ქალი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ცოცხალი სასწაულებრივად გადარჩა, მან მხოლოდ ფეხი დაკარგა.

მატილდი მუდმივად აფართოებდა ბორდელების ქსელს. 2001 წელს, გარდაცვალებამდე ის უკვე ფლობდა 37 ბორდელს. მადამ მანუკიანის მთლიანმა ქონებამ 200 მილიონი დოლარი შეადგინა.

სიცოცხლის ბოლოს, ის ასევე ფლობდა 500-მდე ბინას, 4 ვილას, 40 სავაჭრო ცენტრს, ტექსტილის ქარხანას, პლასტმასის 2 ქარხანას და 3 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს კურორტ ანტალიაში.

შვილიშვილის ქორწილში

მანუკიანს არასოდეს ჰქონია პრობლემა კანონთან, თურქეთში პროსტიტუციის ლეგალიზაციის გამო.

"ყველაზე ძლიერი, ჯანმრთელი და ულამაზესი გოგოები მთელ თურქეთში ჩემთვის მუშაობენ, ეს ყველაფერი სამართლიანია!" - განაცხადა თავად მატილდმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • როგორ გახდა სერიალის გმირი

მატილდ მანუკიანი 2001 წელს, 84 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. იგი სტამბოლის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი უზარმაზარი ქონება მის უფროს ვაჟს გადაეცა, რომელიც აშშ-ში გაიზარდა. მათ შორის, მდიდრული ავტოკოლექცია.

მანუკიანის ვაჟი, დედის გასვენებაში

მატილდზე ცოტა ხნის წინ სერიალი გადაიღეს. Meçhule Gidenler ("გაურკვევლობაში გასეირნება") ასე ჰქვია სერიალს, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი თურქი მსახიობი აჰუ ტუგბა - 80-იანი წლების თურქი სექს-სიმბოლო ასრულებს. როლის მომზადების მიზნით მსახიობი სტამბოლის ბორდელებს ესტუმრა, რომელიც მანამდე მანუკიანს ეკუთვნოდა. ტუგბა იქ დასაქმებულ ქალებს გაესაუბრა და როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ამ სახლებში მოსმენილი ისტორიების შემდეგ სიმშვიდე და ძილი დაკარგა. მისი თქმით, ბორდელებში 60-70 წლის ქალებიც კი ცხოვრობენ და სექს მომსახურებას ეწევიან.