მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შორდებიან - "მათ ყველაფერი სცადეს, მაგრამ შერიგება ვერ შეძლეს"
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შორდებიან - "მათ ყველაფერი სცადეს, მაგრამ შერიგება ვერ შეძლეს"

DailyMail.com-ის ცნო­ბით, ბენ აფ­ლე­კი და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი გან­ქორ­წინ­დე­ბი­ან. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ბოლო კვი­რებ­ში მათი შე­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი ჩა­ი­შა­ლა. რამ­დე­ნი­მე წყა­რო ამ­ტკი­ცებს, რომ წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი "დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჯერ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი არ არის".

  • გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც ბენ­მა ახა­ლი, 20.5 მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ა­ნი სა­სახ­ლე შე­ი­ძი­ნა. სახ­ლი აფ­ლეკ­მა 24 ივ­ლისს, ჯე­ნი­ფე­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყი­და

ლო­პე­სის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აფ­ლე­კის მიერ სახ­ლის შე­ძე­ნა ჯე­ი­ლოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მომ­ღერ­ლის­თვის "გულ­ში და­ნის დარ­ტყმა" იყო. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე წყვილ­მა თა­ვი­ან­თი ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის სა­სახ­ლე 68 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და.

  • People-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 ივ­ლისს ლო­პეს­მა ასე­ვე თა­ვი­სი ოთხო­თა­ხი­ა­ნი ნიუ-იორ­კის პენ­ტჰა­უ­სი 23 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და.

"მათ ერთი თვის წინ და­ას­რუ­ლეს გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნა, მაგ­რამ შე­სა­ბა­მის დროს ელი­ან მათ წარ­სად­გე­ნად," - გა­ნა­ცხა­და წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა წყა­რომ.

"ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას გა­ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მელ­შიც იტყვი­ან, რომ ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი და იბ­რძოდ­ნენ იმის­თვის, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს", - ამ­ბობს წყა­რო.

წყვი­ლი ბო­ლოს ერ­თად 30 მარტს და­ა­ფიქ­სი­რეს. ზა­ფხუ­ლი მათ ცალ-ცალ­კე გა­ა­ტა­რეს.

  • ინ­ფორ­მა­ცია აფ­ლე­კი­სა და ლო­პე­სის ქორ­წი­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მა­ის­ში გავ­რცელ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით არც ჯე­ნი­ფერს და არც ბენს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია.

წყა­რო

ავტორი:

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შორდებიან - "მათ ყველაფერი სცადეს, მაგრამ შერიგება ვერ შეძლეს"

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შორდებიან - "მათ ყველაფერი სცადეს, მაგრამ შერიგება ვერ შეძლეს"

DailyMail.com-ის ცნობით, ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი განქორწინდებიან. როგორც გამოცემა წერს, ბოლო კვირებში მათი შერიგების მცდელობები ჩაიშალა. რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ წყვილის განქორწინების დოკუმენტები "დასრულებულია, მაგრამ ჯერ ჩაბარებული არ არის".

  • განქორწინების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბენმა ახალი, 20.5 მილიონ დოლარიანი სასახლე შეიძინა. სახლი აფლეკმა 24 ივლისს, ჯენიფერის დაბადების დღეზე იყიდა

ლოპესის მეგობრები ამბობენ, რომ აფლეკის მიერ სახლის შეძენა ჯეილოს დაბადების დღეზე, მომღერლისთვის "გულში დანის დარტყმა" იყო. რამდენიმე დღით ადრე წყვილმა თავიანთი ბევერლი ჰილზის სასახლე 68 მილიონ დოლარად გაყიდა.

  • People-ის ინფორმაციით, 24 ივლისს ლოპესმა ასევე თავისი ოთხოთახიანი ნიუ-იორკის პენტჰაუსი 23 მილიონ დოლარად გაყიდა.

"მათ ერთი თვის წინ დაასრულეს განქორწინების საბუთების შედგენა, მაგრამ შესაბამის დროს ელიან მათ წარსადგენად," - განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ.

"ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ, რომელშიც იტყვიან, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი და იბრძოდნენ იმისთვის, რომ ურთიერთობა გამოსულიყო, მაგრამ ვერ შეძლეს", - ამბობს წყარო.

წყვილი ბოლოს ერთად 30 მარტს დააფიქსირეს. ზაფხული მათ ცალ-ცალკე გაატარეს.

  • ინფორმაცია აფლეკისა და ლოპესის ქორწინებაში არსებული პრობლემების შესახებ მაისში გავრცელდა. ჯერჯერობით არც ჯენიფერს და არც ბენს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

წყარო